add one
gallery images

მხარდაჭერა ყველას! შეავსე პეტიცია, არა უსამართლობას!

ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულმა სოციალური პოლიტიკის მიდგომამ (დახმარების სამიზნედ კონკრეტული ჯგუფების აღებამ) მხარდაჭერის გარეშე დატოვა  ოჯახების დიდი ჯგუფი, რომელსაც კრიზისი შეეხო.კრიზისის პერიოდში, მოუწესრიგებელი ბაზების პირობებში, შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს დაზარალებული ოჯახების სწრაფი იდენტიფიცირება. ამიტომ, სოციალური პოლიტიკა უნდა დაეფუძნოს გამორიცხვის მეთოდს, თუ ვის არ ეკუთვნის და არა, ვის ეკუთვნის, დახმარება. ამ მეთოდით შესაძლებელი გახდება მაღალშემოსავლიანი ჯგუფების და საჯარო მოხელეების გამორიცხვა მხარდაჭერის პაკეტიდან. ეს გამორიცხავს, რომ დახმარების გარეშე დარჩეს კრიზისით დაზარალებული რომელიმე ოჯახი.მთავრობის მიერ შემოთავაზებული სოციალური მხარდაჭერის პაკეტის ბიუჯეტი შეადგენს 1 მილიარდ ლარს. მთავრობას რომ გამორიცხვის მეთოდით დაერიგებინა ეს თანხა 1.1 მილიონ, საშუალოდ, სამსულიან ოჯახზე (3.3 მილიონი ადამიანი) თითოეული დახმარების სახით მიიღებდა 900 ლარს. ეს მიდგომა უზრუნველყოფდა კრიზისით დაზარალებული მოსახლეობის მყისიერ დახმარებას და არავინ არ დარჩებოდა მიტოვებული სიღარიბეში. არა უსამართლობას!შეავსე პეტიცია, შემოგვიერთდი!_________________________________ხელისუფლებამ სიღარიბეში მიატოვა:164  ათასი სოციალურად დაუცველი - დახმარება 0 ლარი0 დან 65000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სადაც ჰყავთ 3 შვილზე ნაკლები, მთავრობა არ ეხმარება, იმ ფონზე, როდესაც, ბოლო კვლევებით, ყოველდღიურად იმატებს ფასები საკვებ პროდუქტებზე და მედიკამენტებზე. ეს კრიზისი მძიმედ დააწვა ყველა სოციალურად დაუცველს და არ შეიძლება ამ 164 ათასი სოციალურად დაუცველის ასე, ბედის ანაბარად, მიტოვება.  ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის ერთჯერადი  წყაროც კი, რასაც არ არეგისტრირებდნენ, სოციალური დახმარების მოხსნის შიშით. დღეს, მოსახლეობის ეს ჯგუფი, სიღატაკის ზღვარს მიუახლოვდა. მათი ყოველდღიური შემოსავალი შეადგენს 2 ლარს, დღეში, საიდანაც მხოლოდ პირბადეში უწევთ 50 თეთრის, ან 1 ლარის - ნახევარი თანხის გადახდა.760  ათასი პენსიონერი - დახმარება 0 ლარიპენსიონერები კორონავირუსის მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან. კრიზისის პერიოდში, მათ გაუძვირდათ საკვები პროდუქტები, ყოველდღიურად უწევთ პირბადეების და ანტიბაქტერიული საშუალებების ყიდვა. მათი ნაწილის ოჯახის წევრებმაც დაკარგეს შემოსავლის წყარო. ამ პირობებში, პენსიონერებზე დახმარება ანტიკრიზისულ გეგმაში არ არის გათვალისწინებული. მხოლოდ 2021 წლის გეგმებზე გვესაუბრენ და კრიზისამდე არსებული პროექტები შემოგვასაღეს ახალ იდეად.მთავრობამ პენსიონერების დახმარების ზრდა 1 ივლისიდან გადაწყვიტა და ყველაზე კრიზისულ ივნისის თვეში დახმარების გარეშე დატოვა ისინი.590  ათასი თვითდასაქმებული -  დახმარება 0 ლარისახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას, რა შემოსავალს იღებენ თვითდასაქმებულები, დაკარგეს თუ არა შემოსავლის წყარო და, ზოგადად, განსხვავდება თუ არა მათი ფინანსური მდგომარეობა იმ ადამიანების ფინანსური მდგომარეობისგან, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნებიან. ეკონომიკის გაჩერებამ, პირველ რიგში, სწორედ თვითდასაქმებულები დააზარალა. 165 000 თვიდასაქმებულის ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა. მხარდაჭერა ყველას!არა უსამართლობას!შეავსეთ პეტიცია და მოითხოვეთ კუთვნილი დახმარება
gallery images

პეტიცია საქართველოში ევროს და ლარის ერთიანი მიმოქცევის შესახებ

მოცემულობა:                   .ქართული სახელმწიფო მიისწრაფვის ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად და ევროკავშირში გასაწევრიანებლად. პრობლემა:              .მოქალაქეები ლარის კურსის ხშირი ცვალებადობის გამო განიცდიან ფინანსურ დანაკარგს;              .მთავრობა ხშირად კრიტიკის ადრესატი ხდება ლარის დევალვაცია-გაუფასურების გამო, რაც ისედაც მყიფე პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.უპირატესობები და გამოსავალი:               . ლარის ამოღება უნდა მოხდეს ეტაპობრივად შემდეგი სქემით, პირველი წელი (2020)  განხორციელდეს ლარის მასის 30% შემცირება და ევროთი ჩანაცვლება, აგრეთვე იმავე წელს დადგინდეს ერთიდაიგივე წესი ევროსა და ლარის მომოქცევისთვის საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. (მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.)  დაქირავებულს მიეცეს უფლება მოითხოვოს ანაზღაურება სასურველ ვალუტაში (ევრო, ან ლარი); ყოველ მომდევნო წელს ლარის ემისია გაიზარდოს 30% სანამ მისი  ამოღება არ შეადგენს 90% და შესაბამისად 90% ევრო და 10% ლარის (სამიმოქცევო, საიუბილეო და ნუმიზმატური კუპიურების სახით უნდა იქნეს წარმოდგენილი).               .ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა ეცნობოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების შესახებ და ეთხოვოს გარკვეული სავალუტო ქვოტა და შეღავათები დააწესოს საქართველოსთვის.                                                             15    აპრილი 2020 წელი
gallery images

ნუ დაგვტოვებთ წიგნის დღეს წიგნის გარეშე, აღდგეს წიგნების ონლაინ გაყიდვა!

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა! ეს დღე საქართველოში, იუნესკოს ეგიდით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით,  უკვე 17 წელია წიგნების გამოფენა-გაყიდვითა და მასშტაბური ლიტერატურული ღონისძიებებით აღინიშნება. ტრადიციულად ამ დღეს ადამიანები ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან. მომავალ წელს კი, სწორედ 23 აპრილს იუნესკო თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ოფიციალურად მიანიჭებს. ამ დიდი მისიის ღირსეულად შესრულების პასუხისმგებლობა იუნესკოს წინაშე როგორც ქართველმა გამომცემლებმა, ისე საქართველოს მთავრობამ 2019 წელს თანაბრად იკისრეს. იუნესკოს მხრიდან ჩვენ მიმართ გამოცხადებული ნდობის გასამართლებლად კი უკიდურესად მნიშვნელოვანია, დღეს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საგამომცემლო სექტორს ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან ელემენტარული ხელშეწყობა განვითარებისთვის კი არა, უფრო გადარჩენისთვის, რათა პანდემიის დამარცხების შემდეგ, მოახერხოს არსებული ეკონომიკური კრიზისის ეფექტურად დაძლევა.მოგეხსენებათ, ქართული საგამომცემლო სივრცე ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესებისგან შედგება, რომლისთვისაც ყველანაირი სასუნთქი გზის გადაჭრას უმოკლეს დროში შეიძლება დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაიხურა წიგნის მაღაზიები, გამომცემლებს ფაქტობრივად ჩამოერთვათ საქმიანობის უფლება, აპრილის დასაწყისში კი, მათ გადარჩენის ერთადერთი საშუალება, წიგნების ონლაინ გაყიდვაც აეკრძალათ. ასევე აკრძალულია წიგნების დღეს მოქმედი სუპერმარკეტებისთვის მიწოდებაც კი, სადაც წიგნი ჩვეულებრივ ყოველთვის იყიდებოდა.ქართველმა გამომცემლებმა და გამავრცელებლებმა ერთ-ერთმა პირველებმა შეავსეს ონლაინ აპლიკაცია, რათა დაესაბუთებინათ, რომ ისინი მზად არიან დაიცვან კანონით დადგენილი უსაფრთხოების ყველა ნორმა. მოგვიანებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც დაადასტურა, რომ შინ დარჩენილი ადამიანებისთვის აუცილებელია კომფორტის შექმნა, რაშიც წიგნს ძალიან დიდი როლი ეკისრება, ამიტომ მისი თქმით, გამომცემლობების შემოწმება პრიორიტეტული იქნებოდა. თუმცა ამ დრომდე არც ერთ წიგნის გამომცემელსა თუ გამავრცელებელს საქმიანობის აღდგენის უფლება არ მიუღია. მათ უკან კი დგას ასეულობით თანამშრომელი და მათი ოჯახები, ასევე ქართველი მწერლები, მთარგმნელები, რომელთა ბედი დღეს დიდწილად არის დამოკიდებული მთავრობის სწრაფ რეაგირებაზე.ქართველი გამომცემლები და წიგნის გამავრცელებლები აცნობიერებენ პრევენციული ზომების აუცილებლობას, რომელიც საშიშ პანდემიასთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია. 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ყველა ღონისძიებაც სრულად გადაინაცვლებს ონლაინ სივრცეში და მოერგება დღეს არსებულ რეალობას.თუმცა, საგამომცემლო-ლიტერატურული საზოგადოება და უამრავი ქართველი მკითხველი გთხოვთ, ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანეს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს ნუ დაგვტოვებთ წიგნის გარეშე, ნუ წაგვართმევთ იზოლაციის შემამსუბუქებელ ამ უმთავრეს საშუალებას, ნუ გაწირავთ ლიტერატურის სფეროს სრული პარალიზებისთვის, ნუ დატოვებთ უამრავ ადამიანს შემოსავლის წყაროს გარეშე!გთხოვთ, უმოკლეს დროში აღუდგინოთ წიგნის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვის უფლება!
gallery images

დაუყოვნებლივ აღდგეს

ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სუფთა სახლის 150 ფილიალი. მაღაზიათა ქსელმა სოციალურ ქსელში განაცხადა , რომ - „მთელი ამ დროის განმვალობაში „სუფთა სახლი“ ზედმიწევნით იცავდა, როგორც სახელმწიფოს მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და ყველა შესაბამის პირობას უქმნიდა თავის თანამშრომლებს“. „სუფთა სახლი“ ემორჩილება მთავრობის დადგენილებას, თუმცა მომხმარებლისთვის გაუგებარია რატომ დაიკეტა ქსელი, რომელშიც არის ჰიგიენისთვის საჭირო ყველა პროდუქტი და დაცული იყო ყველა სათანადო წესი. გარდა ამისა ზემოთხსენებული ალოგიკური გადაწყვეტილებით 1200 ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე, დღევანდელ კრიტიკულ სიტუაციაში კი ეს ვითარება უფრო მეტად ქმნის პრობლემებს. „სუფთა სახლის“ ერთგული მომხმარებლები დაუყოვნებლივ მოვითხოვთ აღდგეს მათი მუშაობა. პატივისცემით ანი ომიაძე.
gallery images

კომუნალური გადასახადები

ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის ნორმალიზებამდე და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებამდე, ვიდრე ხალხი არ შეძლებს დაუბრუნდეს სამსახურებს და მიიღებს ანაზღაურებას, შეჩერდეს კომუნალური გადასახების გამო ელექტროენერგიისა და გაზის გათიშვის პროცედურები დავალიანების გამო.
gallery images

გაუქმდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადები მინიმუმ 3 თვით!

კორონა ვირუსის (COVID-19)-ის გავრცელების საფრთხის დაძლევის მიზნით ქვეყანაში გაგრძელდა პრევენციული ღონისძიებები (რაც ძალიან მნიშვნელოვანია), თუმცა ამ ღონისძიებებს გადასახადის გადამხდელთა შემოსავლები მინიმუმამდე დაჰყავთ:-  მნიშვნელოვნად უფასურდება ეროვნული ვალუტა -  იმატებს პროდუქციის ფასები-  მნიშვნელოვნად იკლებს თითქმის ყველა სახის ახალი ხელშეკრულების დადება-  დაიხურა არაერთი ობიექტი-  მცირდება როგორც ანაზღაურების ოდენობა ასევე  სამუშაო ადგილები.-  ყოველდღიური მოხმარების (ძირითადად საკვები პროდუქტების) გარდა, სხვა სფეროებში მნიშვნელოვნად შემცირებულია ვაჭრობა.მოსალოდნელი მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემების თავიდან ასარიდებლად, სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით,  წინამდებარე პეტიციით მივმართავთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვთ, მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომლითაც სიტუაციის დასტაბილურებამდე მეწარმეებისა და ფიზიკურ პირებისათვის დროებით (მინიმუმ 3 თვის ვადით) გაუქმდება საგადახადო  კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაკისრება და ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორების ვალდებულება.
gallery images

გახანგრძლივდეს შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადები გონივრული დროით

      საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ვრცლად გავრცელებული ბიზნესი მანქანების ყიდვა-გაყიდვაა. COVID-19 ის (კორონას)  ევროპაში და აზიაში გავრცელებამ, როგორც სხვა ბევრ ბიზნესზე, ავტომობილების ყიდვა გაყიდვაზეც მნიშვნელოვნად იმოქმედა, კერძოდ  ვერ ხერხდება შემოყვანილი ავტომობილების დროულად გაყიდვა. ეს არის ძლიერი დარტყმა ამ ბიზნესში ჩართული საქართველოს მოქალაქეებიშტვის. შესაბამისად მოვითხოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ  შემოსავლების სამსახურის სამსახურის დახმარებით გამონაკლისის სახით გაახანგრძლივოს ავტომობილიების განაბაჟების ვადა გონივრული  დროით, (მინიმუმ ერთი თვით).
gallery images

აიკრძალოს ბინების გაქირავება დოლარში

საქართველოს  ეროვნული ბანკის შესახებ საქ- ოს ორგანული კანონის მიხედვით ქვეყანაში ეროვნული ვალუტა არის ლარი. შესაბამისად ბინების დოლარში გაქირავება კანონდარღვევაა. აიკრძალოს!!!
gallery images

საპენსიო ფონში დაგროვილი ფულით (700 მილიონი ლარი) დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა.

გამარჯობა, ყველა საქართველოს მოქალაქისთვის ცხადია თუ რაოდენ დამოკიდებულია საქართველოს მომავალი ანაკლიის პორტის მშენებლობაზე, გარდა ეკონომიკური ეფექტისა მას აქვს უპრეცენდენტო მნიშვნელობა ევრო ინტეგრაციისა და საქართველოს უსაფრთხოების გზაზე. ამ საკითხებზე ბევრს არ დავწერ, ვფიქრობ საკმარისია ნატოს გენერალური მდივნის, ამერიკის სახელმწიფო მდივნის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციები/განცხადებები. ამჟამად ჩვენი ხელისუფლება დგას ორი პრობლემის წინაშე:1.     ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია სად წაიღოს საპენსიო ფონდში შესული 700 მილიონამდე თანხა. შექმნა სააგენტო, რომლის თავმჯდომარეც მიუხედავად მისი კოლოსალური (თვეში 15 000 ლარამდე) ხელფასისა სახლში გაიქცა და იქიდან ილოცებს (პრემიერის სიტყვებია ჩემი არ გეგონოთ))). ამასთან ქვეყანას გააჩნია სამწუხარო გამოცდილება საპენსიო ფონდთან მიმართებით, არსებობს შანსი, რომ ჩვენი დანაზოგები დაიკარგოს, გაიფლანგოს ან/და განხორციელდეს არასწორი დაბანდება და საბოლოოდ მივიდეთ იმ შედეგამდე სადაც მივიდნენ ჩვენ წინა თაობები. (თუ ვინმეს გაინტერესებთ რა შედეგები მოყვება დანაზოგების დაკარგვას გაიარეთ სახალხო ბანკთან, ნახეთ 200 ლარიანი პენსიის რიგში მგომი მშიერი მოხუცები, რომლებსაც ეს თანხა საკვების საყიდლათაც კი არ ყოფნით, არათუ კომუნალურების ან/და წამლების ან/და ღირსეული ცხოვრებისათვის).2.     თუ ხელისუფლებას დავუჯერებთ მათ მართლა სურთ ანაკლიის პორტის აშენება და ხელს უწყობენ ამ პროექტს, მაგრამ ანაკლიის განვითარების კონსურციუმა ვერ უზრუნველყო პირველი ფაზისათვის 400 მილიონი ლარის მოზიდვა და ამიტომ გაწყვიტეს მათთან კონტრაქტი. მე არ შევალ იმის განხილვაში ანაკლიის კონსურციუმმა რატომ ვერ შეძლო ამ პროექტის განხორციელება, ფაქტია ხელისუფლება იმიზეზებს 400 მილიონიანი ინვესტიციის არარსებობას.მარტივი მისახვედრია, რაზეც უნდა, გთხოვოთ, ხელმოწერების აგროვება. მე მინდა მჯეროდეს, რომ მთავრობაში უბრალოდ ვერ ხვდებიან ამ გამოსავალს თორე გულით უნდათ პორტის აშენება, თან გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რუსეთიც აპირებს უკვე პორტის აშენებას შავ ზღვაზე, შესაბამისად სანამ ჩვენი ხელისუფლება ახალ კომპანიას ნახავს და სანამ ისინი ააშენებენ (თუ ააშენეს საერთოდ) რუსეთი დაგვასწრებს და .... მოკლედ შევაგროვოთ 200 000 ხელმოწერა, მთავრობას მოვთხოვოთ რეფერენდუმის ჩატარება და ჩვენი საპენსიო დანაზოგებით ავაშენოთ ანაკლიის პორტი. ქვემოთ ჩამოვწერ იმ მრავალი სიკეთიდან მცირედს რაც მოყვება ჩვენ ამ გადაწყვეტილებას:1)     აღარ მოგვიწევს ახალი სააგენტოს შექმნა და კიდევ ერთი ბიუჯეტის მჭამელი უწყების შენახვა.2)     ჩვენს საპენსიო დანაზოგებს დავაბანდებთ ჩვენთვისა და ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტში.3)     არ მოგვიწევს ნერვიულობა თუ სად წავიდა ჩვენი დანაზოგები, რადგან დიდია შანსი დაიკარგოს წლობის განმავლობაში დაგროვილი დოვლათი.4)     ანაკლისს პორტი მხარდაჭერილი იქნება ყველა მოქალაქისაგან, რადგან ყველა ეცდება თავისი დანაზოგის დაცვას, რაც უზრუნველყოფს ერის კონსოლიდაციას საერთო კეთილშობილური მიზნის გარშემო, რასაც საქართველოს უკეთესი მომავალი ქვია.5)     ანაკლიის პორტი უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ახალ სამუშაო ადგილებს, ჩვენ წინსვლას ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საქართველოსთვის პოლიტიკური ფასის მომატებას. (მაგ: თუ ევროკავშირში შევედით ახლა სამომხმარებლო სესხს, რომ ვიღებთ 19 პროცენტში ავიღებთ 2-4% მდე.)6)     ხელისუფლებისთვის თუ ზემოაღნიშნიშნული სიკეთეები დიდად მნიშვნელოვანი არაა ვეტყვი, რომ ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო წნეხს მაინც შეარბილებენ და გაიხანგრძლივებენ სკამებზე ჯდომას ;).
gallery images

ჩატარდეს პლებისციტი: საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებისმიერი ფორმატის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.

ვინაიდან კანონი რეფერენდუმის შესახებ არ გვაძლევს საშუალებას, მოვითხოვოთ რეფერენდუმის ჩატარება აღნიშნულ საკითხზე, ხოლო ამავე კანონით მხოლოდ პრემიერ-მინისტრს აქვს პლებისციტის ჩატარების უფლება. მოვთხოვოთ პრემიერს დანიშნოს პლებისციტი აღნიშნულ საკითხზე. თუ რატომაა ეს აუცილებელი აღარ ავხსნი. საზოგადოება შეთანხმებული ვართ უკვე დიდი ხანია, რომ აზარტული თამაშები უკურნებელ სენად შეგვეყარა.
gallery images

დააჩქარე ცვლილებები!

დააჩქარე ცვლილებები!შენი ხელმოწერით დააჩქარე საკანონმდებლო ცვლილებები!სოციალურ მეწარმეობასის საკანონმდებლო რეგულირების საკითხი  საკანონმდებლო სივრცეში 2015 წელიდან განიხილება, 2018 წელიდან კი საქართველოს პარლამენტი განიხილავს დეპუტატთა ჯგფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „სოციალური მეწარმეობის შესახებ“. თუმცა დღეისათვის კანონპროექტი კვლავ საკომიტეტო განხილვების ეტაპზეა.საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია სოციალური მეწარმეობის ინსტიტუციონალიზაციისა და სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. კანონი არეგულირებს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობასთან, სოციალურ საწარმოთა ფუნქციონირებასთან, საქმიანობის მონიტორინგთან, სტატუსის მოპოვებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს.კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს კანონის მიღებას. კამპანიის ინიციატორია  „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“.  სოციალური საწარმოები პასუხობენ ისეთ საზოგადოებრივ გამოწვევებს, როგორებიცაა:ნაკლებად კონკურენტული პირების დასაქმება და რეინტეგრაცია;სოციალური სერვისების მიწოდება;მოწყვლადი რეგიონების / დასახლებული პუნქტების დანვითარებაისეთი სფეროების განვითარება, როგორიცაა გარემოს დაცვა, რეციკლირება,   ხელოვნება და კულტურა, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვა, და სხვა.საქართველოში  უკვე შექმნილია მრავალი წარმატებული სადემონსტრაციო მაგალითი იმისა, თუ რა სოციალური გავლენის მოტანა შეუძლიათ ამ ტიპის საწარმოებს.საქართველოს კანონში ცნების იურიდიული განმარტება ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი გარემოს ფორმირებასდა შესაძლებლობას მისცემს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო და სახელმწიფო სექტრებს შეიმუშაონ, დაგეგმონ და განახორციელონ სოციალური მეწარმეობის ხელშემწყობი ინიციატივები და პროგრამები.მოვუწოდებთ საქართველლოს პარლამენტს დააჩქაროს სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონპროექტის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესი.#დააჩქარეცვლილებები!
gallery images

მიზნობრივი დაბალ პროცენტიანი კრედიტები

გამარჯობათ.საქართველოს არ გააჩნია:- საქმის წამოსაწყებად კრედიტების პოლიტიკა უსამსახუროს დარჩენილი  25 დან 60 წლამდე ქალბატონებისთვის და 30 დან 65 წლამდე მამაკაცებისთვის   . - არ არსებობს მცირე პროცენტიანი მრავაწლიანი კრედიტები.ასეთი დასავლური პრინციპის კრედიტების არ არსებობა იწვევს საშუალო ფენის არ არსებობას და და ჭარბვალიანობას რაც იწვევს ნაადრევ სივდილიანობას, ინვალიდობას, უსახლკარობას, უსასრულოდ დიდ პროცენტს სოციალრ სიღატაკეს, ემიგრაციას და მძიმე დემოგრაფიულ დონს. შედეგში შიდა ბაზრის სიღატაკეს.       
gallery images

აღადგინეთ ქუთაისის ავტოქარხნის აეროპორტი

მაშინ როდესაც საქართველოში იმატებს ტურისტების რაოდენობა აქედან გამომდინარე კი საავიაციო რესისების უპრიანი იქნებოდა ძველი აეროპორტების აღდგენა თუნდა სათადარიგოს მიზნით, თითქმის ყვოველდღე გვესმის რომ კოპიტნარის აეროპორტიდან რომელიც ქუთაისიდან 15 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული ახალ-ახალი რეისები სრულდება, ხოლო მგზავრთა უმეტესობა რომლებიც ამ რეისებით სარგებლობს საბოლოოდ ქუთაისში მოდის, გარდა ამის ხდება ისიც როცა რეისი ზოგჯერ ადრე ჩამოდის და მიზეზთა გამო ავიალაინერები ქალაქის თავზე ტრიალდებიან დაბალი ტრაექტორიით რაც კიდევ დროის და საწვავის ზედმეტ ხარჯვასთან ასევე ხმაურთან და უსაფრთხოებასთანაც არის დაკავშირებული, ამ შემთხვევაში პრაქტიკულად მიგვაჩნია ქუთაისის ავტოქარხნის აეროპორტის აღდგენა რომლიდანაც თავის დროზე ქვეყნის შიგა რეისები სრულდებოდა არამარტო ვერტმფრენებით და კუკურუზნიკის ტიპის თვითმფრინავებით არამედ იაკ-40 ის ტიპის მცირე ლაინერებითაც. და თუ საფრენი ბილიკი დაგრძელდება რომლის პირობაც თავისუფლად იქმნება შესაძალებელია ბოინგ-737 ისა და აირბუს-320 ის ტიპის თავისუფლად მიღებაც, სხვა რომ არაფერი იგი მდებარეობითაც მოსახერხებელია, აეროპორტი მდებარეობს ქალაქში და იქ ჩამოსული მგზავრი მოხვდება პირდაპირ დანიშნულების ადგილზე.და ქუთაისის ცენტრში უფრო ადრე მოხვდება ვიდრე კოპიტნარში ჩამოსული რომელმაც ქალაქამდე 15 კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროს თან იმის გათვალისწინებით რომ ავტობანი ქუთაისს გვერდს უქცევს, გარდა ამისა ავტოქარხნის აეროპორტი მდებარეობით უფრო ხელსაყრელია კურორტ წყალტუბოსთან დასაკავშირებლად, მანძილი წყალტუბომდე დაახლოებით 11 კილომეტრია, ასე რომ აღნიშნული აეროორტის აღდგენა-ამოქმედება უფრო მომგებიანი და პრაქტიკულია, იგი ნიშნავს ზედმეტი ხარჯის, დროისა და საწვავის დაზოგვას, გარდა ამის კონკრეტული უბნის ეკონომიკურად განვითარებას რომელიც წაადგება ქალაქს.
gallery images

ჩვენი მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტს !

საქართველოს მოსახლეობა კარგად აცნობიერებს და აანალიზებს ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესებს. ქართველი ერი ხვდება, თუ რამდენად ახლოს დგას საქართველო ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრახის წინაშე.და ამ ყველაფრის ფონზე, სახელმწიფო არათუ ხელს უწყობს, არამედ ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას და ისეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია ! პროექტის მასშტაბურობაზე მეტყველებს კვლევა, რომელიც წამყვანმა ბრიტანულმა კომპანია BuroHappold Engineering-მა და ამერიკულმა კომპანია Moffat & Nichol – მა შეიმუშავეს. კვლევის შედეგებით, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა 20 წლის განმავლობაში 475 ჰა მიწას აითვისებს, 16 000 ადამიანს დაასაქმებს და 1,04 მილიარდი აშშ დოლარის ჯამურ ინვესტიციას მოიზიდავს.ვფიქრობთ, რომ ერთი ადამიანის ხუშტურის გამო ბრძოლა ისეთი პროექტის წინააღმდეგ, რომელშიც ინვესტიციას ახორციელებენ უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები და კორპორაციები დედამიწის ყველა წერტილიდან ღალატის ტოლფასია.ღალატის ტოლფასია, იმიტომ რომ ვიცით რომელ ქვეყანას არ აწყობს ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის აშენება ! ამიტომაც საქართველოს მოსახლეობა ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს, რომ შეასრულონ დადებული პირობა და დაეხმარონ პორტს სამუშაოების დასრულებაში.P.s თუ მაინცდამაინც  მაიკლ პომპეომ უნდა გააკრიტიკოს კიდევ ერთხელ რომ დახმარების ხელი გაუწოდონ კონსორციუმს ? #მხარდაჭერაანაკლიას
gallery images

დაამზადოს საქართველოს ბანკმა საბანკო ბარათები ოკუპაციის თემაზე

მოგესალმებით მეგობრებო,ჩვენი სურვილია საქართველოს ბანკმა დაამზადოს საბანკო ბარათები საოუკუპაციო თემაზე,თუნდაც ლიმიტირებული რაოდეობით,რათა თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს მისვლა და ბარათების ჩანაცვლება ჩვენი ახალი დიზაინით,რომელიც ფოტოზეა მითითებული