add one
gallery images

აიკრძალოს თბილისში პიკის საათებში სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა

https://www.facebook.com/SandroLomadze/videos/1159834057378517/შევაგროვოთ ხელმოწერები, იმისათვის რომ აიკრძალოს თბილისში პიკის საათებში 08:00 - 11:00 და 17:00 - 20:00 საათამდე სადისტრიბუციო ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა.რაც აშკარად ხელს შეუწყობს ქალაქის განტვირთვას სამუშო საათებში და გაადვილებს ქალაქში მოძრაობას. 
gallery images
gallery images

მოხდეს საზღვარგარეთიდან გამოწერილ ნივთებზე 300 ლარიანი საბაჟო ზღვარის 600-800 ლარამდე აწევა

ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერებს, გვსურს შევიძინოთ ხარისხიანი ნივთები ნორმალურ ფასად, მაგრამ 300 ლარიანი ზღვარის გამო იაფი აღარ გამოდის და ვეღარ ვახერხებთ შეძენას. ვითხოვთ ზღვარის აწევას. ყველა თქვენგანმა, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა, მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებში.ლარის გაუფასურების და დოლარის კურსის მატების ფონზე , ვფიქრობ აუცილებელია მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს და საბაჟო რეგულაციების გამკაცრების გარდა ლიმიტიც გაზარდოს . ბოდიშს გიხდით ცუდი სურათის გამო
gallery images

უძრავი ქონების გაქირავებიდან შემოსავალზე ფიზ. პირებისთვის საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 5%-მდე

შემცირდა მხოლოდ ბინების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის გადასახადი. უნდა შემცირდეს სხვა დანარჩენი უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალიც.
gallery images

ვიდრე არ მომხდარა სოციალური ბუნტი!!!

ორი კვირის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გამოვიდა და განაცხადა, რომ ის საგარეო ფაქტორები, რომელიც ზემოქმედებას ახდენდა ლარზე, მთლიანად აღმოფხვრილია და ლარის კურსი დასტაბილურდებოდა. თუმცა, ამის შემდეგ გავიდა დღეები და ვხედავთ, რომ მაგალითად - გუშინ ზოგიერთი კომერციული ბანკის გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ღირებულება 2,47 ლარიც კი იყო. მაგალითად - ”პროკრედიტ ბანკის” კურსი 2,475 ლარი იყო, მაშინ როდესაც ”ლიბერთი ბანკში” დოლარის კურსი 2,43 ლარი იყო. რა მოხდა ამ ორი კვირის განმავლობაში? თუ ამბობენ, რომ საგარეო ფაქტორები მოხსნილია, გამოდის, რომ ამ პერიოდში რაღაც უარყოფითი მაკროეკონომიკური შოკი მოხდა, რამაც ლარის კურსი მინიმუმ 7 პუნქტით გააუფასურა. ამიტომ, შეიძლება თამამად ვიფიქროთ, რომ ეს არის წმინდა ხელოვნური პროცესი, რომელსაც სებ-ის იწვევს.თუ პროცესები ხელოვნურად მართული არ არის, რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს იმასთან, რომ სებ-ის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ცდილობს, რომ ხალხის სოციალური ბუნტი გამოიწვიოს და ეს ყველაფერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართოს. ეს ყველაფერი პოლიტიკური პროცესებია!მაშინ, როდესაც ”საქსტატი” აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ინვესტიციები წინა წელთან შედარებით გაიზარდა, არც თუ ისეთი ეკონომიკური წინსვლები არ გაქვს, მაგრამ არც ეკონომიკური ვარდნას არ აქვს ადგილი, რომ 3-4 დღის განმავლობაში ლარის კურსი 7 პუნქტით გაუფასურდეს. ამ ყველაფერში სებ-ის ბრალეულობა იკვეთება. კი მთავარობასაც თავისი როლი აქვს ამ საკითხში. არ შეიძლება მთავრობის ეკონომიკური გუნდი ცალკე გამოვყოთ. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელი შეუწყოს ლარის გამყარებას, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ ეს ვერ ხერხდება. ცხადია, რომ კურსი 3-4 დღის განმავლობაშიც ვერ ნარჩუნდება, რაც ცხადია ვიღაცეების ინტერესშია 
gallery images

პეტიცია, კავკასუს ონლაინის და სილქნეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით

მოგეხსენებათ, ორმა მთავარმა ინტერნეტ პროვაიდერმა რომელსაც უკავია ბაზრის ძირითადი ნაწილი (80%), საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომიასიას მიმართა მათი გაერთაინების შესახებ, თუ კომისია მისცემს მათ უფლებას და ბაზარზე გაჩნდება ერთი მსხვილი მონოპოლისტი ისედაც არც თუ ისე ხარისხიან ინტერნეტ მომსახურებას უარეს დღეში ჩააგდებს და სავრაუდოდ უახლეს მომავალში არც კი გაიაფდება ინტერნეტის მომსახურება. ამიტომ მივმართავთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომიასიას, რომ უარი უთხრას გაერთიანებაზე კავკასუს ონლაინს და სინლქნეტს.
gallery images

პარკინგი ყველა ახალ შენობას თბილისში

ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოსგან მოვითხოვთ ქალაქში სტანდარტის შემოღებას, რომ ქალაქში აშენებული ნებიმისერი ახალი შენობის (საცხოვრებელი კორპუსები თუ ბიზნეს ცენტრები) პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს გონივრული რაოდენობის პარკინგის სლოტები!(ცხადია, მხოლოდ გათვალისწინება საკმარისი არაა და შემდეგ უნდა განხორციელდეს კიდეც).ჩვენ ვხედავთ, რომ შენდება კორპუსები, ბიზნესის-ცენტრები, ადმინისტრაციული შენობები - პარკინგზე კი არავინ ზრუნავს. შესაბამისად, ქალაქის ქუჩები და ტროტუარები ივსება მანქანებით. ქუჩების სავალი ნაწილი დაკავებულია პარკირების ზონებით, ტროუარებზე კი ქვეითად მოსიარულეებისთვის აღარ რჩება ადგილი.შენიშვნა: პეტიცია არ ითხოვს კერძო ნაკვეთზე კერძო სახლების ასაგებად განკუთვნილ პროექტებში პარკირების სლოტების ჩადებას.პეტიციაზე გამოყენებული ფოტო აღებულია ჟურნალ "ლიბერალის" საიტიდან.ფოტოს URL: http://www.liberali.ge/images/cache/630x225/crop/images|img_4277.jpg
gallery images
gallery images
gallery images
gallery images

დაიკლოს სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა!!!

ქართულ საბანკი ბაზარზე არსებული პირობები კაბალურ მდგომარეობაშ აგდებს მომხმარებლებს. მომხმარებელთა უმრავლესობა ვერ ერკვევა საბანკი პროდუქტებისა და ხელშეკრულების მნიშვნელოვან დეტალებშც კი, რის გამოც, ხშირად ხელს ბრმად აწერს მისთვის,ერთი შეხედვით, მომგებიან (იმიტომ რომ სესხი აიღო), რეალურად კი წამგებიან შეთანხმებას. კომერციული ბანკების რეკლამები რეალობისგან ძალიან განსხვავდება, ადგილზე მისულ მომხმარებელს ეუბნებიან, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ სესხის მოთხოვნებს და ამიტომ სთავაზობენ სხვა საპროცენტო განაკვეთს. რეკლამა რეკლამად რჩება, რეალობა კი სხვაა. თუ თავს მოტყუებულად თვლით რა თქმა უნდა შეგიძლიათ იჩივლოთ (მათ შორის ცრუ რეკლამისთვისაც) მაგრამ, ბანკებს ისეთი კვალიფიციური იურისტები ყავთ და ისე ფუთავენ საქმეს, რომ ჩივილი აზრს კარგავს. საქართველოში არსებობს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, მიუხედავად ამისა მომხმარებელი ძირითადად დაუცველია! ევროპაში კი მსესხებლის უფლებები ყველაზე მეტად არის დაცული. ეროვნულმა ბანკმა უნდა იზრუნოს და დააწესოს ისეთი რეგულაციები რომ კომერციულმა ბანკმა მომხმარებლის შეცდომაში შყვანა ვეღარ მოახერხოს. ეროვნულ ბანკს შეუძლია უკარნახოს კომერციულ ბანკებს სესხის პროცენტის ზღვარი, შეამცირეთ საპროცენტო განაკვეთი, თორემ კომერციული ბანკები უკვე სამევახშეო პროცენტით გასცემენ სესხებს, ამის რეგულირება აუცილებელია!ვისაც სესხი აუღია ეცოდინება რამდენი ბარიერის გადალახვდაა საჭირო რომ მიღოთ თუნდაც ეს მაღალპროცენტიანი სესხი და როგორი ბიუროკრატიის წინაშე აღმოვჩნდებით, უამრავი ცნობის წარდგენა რომელიც კიდევ ცალკე ფული ღირს და დროის ხარჯვა ამ საბუთების მოგროვებაში...მოვითხოვოთ გამარტივდეს სესხის აღების პროცედურები და რაც მთავარია დაიკლოს საპროცენტო განაკვეთმა სესხებზე!!!
gallery images

დრო თუ არა საქართველოში იყოს დაბალიპროცენტიანი სესხი მაქსიმუმ 0.5 მაშინ დაეთანხმეთ, რათა გახდეს ყვეყანა წარმატებული.

გააქტიურდით რათა გადავუგზავნოთ პარლამენტს და შესაბამის დაწესებულებებ გახადონ ხელმისწვდომი იაფი კრედიტი
gallery images

გაკეთდეს თბილისის ერთიანი ტაქსოპარკი

თბილისს სჭირდება ახალ საფეხურზე გადასვლა ამ საქმეში.ძველი ავტომობილები,ხშირ შემთხვევაში მწყობრიდან გამოსული,არავითარი სადაზღვევო პაკეტი ავტომობილის,მგზავრის და მათი სიცოცხლის, არავითარი კომფორტი,რაც ცუდად აისახება ქალაქის განვითარებაზე და ასევე ტურისტების მოსაზრებებზეც, მოვითხოვთ ერთიანი ბაზის შექმნას. ახალ ავტომობილებს და გადამზადებულ მძღოლებს რათა ზუსტად უზრუნველყონ მგზავრის ინტერესების დაკმაყოფილება,ერთიანი ფასები და შეთავაზებები,რაც ხელს შეუწყობს ასევე ქალაქის გზებზე პიკისაათში არსებული საცობების განტვირთვას.
gallery images

გადასახადისგან განთავისუფლდეს პირველი ორი წლის განმავლობაში ყოველი ახალი გახსნილი საწარმოო ბიზნესი

წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლდეს პირველი ორი წლის განმავლობაში ყოველი ახალი გახსნილი საწარმოო ბიზნესი.
gallery images

გაუქმდეს ონლაინ კრედიტები საქართველოში

მოვითხოვთ გაუქმდეს კაბალური პირობების მქონე ონლაინ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები საქართველოში !