add one
gallery images

ემანუელ ებუე თბილისის

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი, ემანუელ ებუე ბოლო დროს დიდ ფინანსურ კრიზისშია და Fifa-ს სასჯელის მიხედვით, 1 წელი ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე ვეღარ ითამაშებს. სამაგალითო საქციელი იქნება თბილისის "დინამოსგან", საქართველოს ნაკრებისგან ან სხვა ქართული კლუბიდან, ებუესთვის შეეთავაზებინათ საინტერესო წინადადება და ამ ფეხბურთელის გამოცდილება დღესაც ნებისმიერ გუნდს დიდად წაადგებოდა. გარდა ამისა, ეს შემთხვევა საყოველთაო აღიარებას და მოწონებას დაიმსახურებდა მსოფლიო ფეხბურთში და საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობდა.
gallery images

კატალონიის "ბარსელონას" ეროვნულ ლიგაში თამაში შევთავაზოთ !

კატალონიაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა საფეხბურთო ლიგის შეცვლაზე ფიქრობს. დასახელდა სხვადასხვა ვარიანტი. თუნდაც ჩვენი, ქართული ეროვნული ლიგის პოპულარიზების გამო, ფეხბურთის ფედერაციამ უნდა შესთავაზოს "ბარსელონას" საქართველოში თამაში. რა თქმა უნდა, ასეთ შეთავაზებას "ბარსა" არც განიხილავს, თუმცა ამ წინადადებით დაინტერესდებიან მსოფლიო პრესის ჟურნალისტები და 1 დღით მაინც, ეროვნულ ლიგა ყურადღების ქვეშ მოექცევა. ჟურნალისტები დაინტერესდებიან ამ ლიგით, მოიძიებენ ინფორმაციას და უფრო მეტ ხალხს ეცოდინება ჩვენ შესახებ. აშკარაა, რომ ეროვნულ ლიგა გამორჩეული ლეგიონერების გარეშე დიდი ინტერესს ვერ გამოიწვევს და აბსოლუტურად ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ ამისთვის.
gallery images

გადმოეცეს პეკინის ველობილიკი მორბენლებს

მოვითხოვთ პეკინის ველობილიკის გამოყენების უფლების მორბენლებისთვის გადმოცემას.გამომდინარე იქიდან, რომ ველობილიკზე ველოსიპედები თითქმის არ მოძრაობენ - ქალაქის რესურსები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებისთვის, ოპტიმალური გამოსავალი იქნება მორბენლების დაშვება ხსენებულ ბილიკზე. 
gallery images

გაუქმდეს საქართველოს ფეხბურთის ნაკრები

სპორტი გულისხმობ ორგანიზებული სახით ფიზიკური საქმიანობის ყველა ფორმას, რომლის მიზანია ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარება და ყველა დონის შეჯიბრებებზე შედეგების მიღწევა. რაც შეეხება სპორტსმენს, ეს არის პირი, რომელიც  დაკავებულია სპორტის ნებისმიერი სახეობის სისტემატური წვრთნის პროცესით.ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და მისი წევრები მიუხედავად ბევრი ფაფხურისა ამ დეფინიციებს ვერაფრით ერგება, გამომდინარე იქედან, რომ ყოველი თამაში ადასტურებს, რომ მათ ორგანიზებულ წვრთნასა და პახმელიას შორის არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთეს, მოვითხოვთ გაუქმდეს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც ადგილობრივ დონეზე ერში იწვევს იმედგაცრუებას, შეშფოთებასა და დემორალიზებას. ვფიქრობთ, ნაკრების წევრებისთვის ეს გადაწყვეტილება მხოლოდდამხოლოდ შვების მომგვრელი იქნება!
gallery images

რონალდინიომ საქართველოში ითამაშოს!

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, რონალდინიომ განაცხადა, რომ ფეხბურთში დაბრუნება სურს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მას სრულ თავისუფლებას მიანიჭებს და ვარჯიშს არ მოთხოვს. მოვუწოდებთ ქართულ გუნდებს და ფედერაციას, რონალდინიოსთან მოლაპარაკება წამოიწყონ მაინც...
gallery images

ბატონ მილტონ ჰეიგს, მიენიჭოს საპატიო მოქალაქის სტატუსი

  2012 წლის 20 იანვარს , რაგბის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სათავეში ჩაუდგა ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი. ადამიანი რომელმაც ქართულ რაგბს ახალი სული ჩაბერა. მისი მრავალწლიანი სტრატეგიის მიხედვით საქართველოს ნაკრებმა ნაბიჯ-ნაბიჯ , თანმიმდევრულად დაიწყო განვითარება და რაც მთავარია წინსვლა შედეგებშიც აშკარად ისახებოდა. მწვრთნელის დაუღალავმა შრომამ, ბიჭების მონდომებაბ, საქართველოს რაგბის ფედერაციის ეფექტურმა მუშაობამ და იმ ადამიანების მხარდაჭერამ რომლებმაც ყველანაირი პირობა შეუქმენს ქართული რაგბის სამყაროს რომ წარმატებებისთვის მიეღწიათ, დღეს მიგვიყვანა იქ რომ მთელი მსოფლიოს სარაგბო სამყარო ხმამაღლა საუბრობს ჩვენს პროგრესზე. სულ ცოტაც და ექვსი ერის კარებიც მალე გაიღება ჩვენთვის. ბატონი მილტონი აქტიურად ეწევე საქართველოს პოპულიზაციას როგორც თავისი საქმით , ასევე ყველა იმ თბილი და ემოციური ინტერვიუებითა თუ განცხადებებით რომლებშიც ის საქართველოზე საუბრობს. უღრმესი მადლობა მინდა გამოვთქვა თითოეული ბედნიერი წუთისვის რომელიც ქართველ ხალხს , ამ ადამიანების დაუღალავმა შრომამ მოგვიტანა, ერი გაგვაერთიანა  და რაგბი ჩვენი თამაში გახადა. ყოველივე აქედან გამომდინა , მივმართავ საქართველოს პრეზიდენს ბატონ გიორგი მარგველაშვილს: საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს მოქალაქეობის შესახებ , პირველი თავის მე-9 ⅟ მუხლის „საქართველოს საპატიო მოქალაქეობა“ - ის მიხედვით, საქართველოს წინაშე განსაკუთრებული პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ბატონ მილტონ ჰეიგს მიენიჭოს საპატიო მოქალაქის სტატუსი.პატივისცემითლევან ასლანიშვილი
gallery images

ფეხბურთი

shewydes saqartvelos fexburtis federaciis dafinanseba aikrdzalos shida chempionanti da nakrebis tamashebi rata agar shevrcxvet arasodes msoflios winashe da aravin gaishviros chvensken xeli da ar tqvan fui arafris azrze ar ariano amas imitom ar vidzaxi ro fexburti ar miyvars dzalianac kargad miyvars magram rac ar shegvidzlia imashi dro da fuli a runda ixarjebodes es finansebi gadaeces sxva sports tundac ragbs ro klubebma itamashon evrosarbielze da ufro didi gamocdileba miigons rata saqartvelos nakrebsac daexmaron
gallery images

არ წახვიდე კაპიტანო - მიმართვა მამუკა გორგოძეს

როგოც ცნობილია საქართველოს ნაკრების ლეგენდარული კაპიტანი მამუკა გორგოძე აპირებს დაასრულოს სანაკრებო კარიერა. რაც მძიმე დარტყმა იქნება საქართველოს ნაკრებისთვის 2019 წლის მსოფლიო თასზე.კარგად გვესმის ჩვენი გმირი კაპიტნის წასვლის მოტივი , თუმცა მიგვაჩნია რომ ის გაითვალისწინებს მთელი ერის თხოვნას და 2019 წლის მსოფლიო თასზე კვლავ უკაპიტნებს საქართველოს. 
gallery images

მადლობა მამუკა გორგოძეს

ჩატარადეს დინამოზე გორგოძის სანაკრებო კარიერასთან დაკავშირებით გამოსამშვიდებელი თამაში
gallery images

ქართული ჭიდაობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობით ნუსხაში

ჩვენ, ამ პეტიციის ხელმომწერნი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, ვაღიარებთ ქართულ ჭიდაობას ჩვენი კულტურული იდენტობის უმნიშვნელოვანეს ნაწილად, მივიჩნევთ რა, მას რაინდობის,ტოლერანტობისა და ვაჟკაცობის უმაღლეს გამოხატულებად, ჩვენი კულტურული მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს, ძირძველ ტრადიციად. გამოვდივართ ინიციატივით, UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წამომადგენლობით ნუსხაში მემკვიდრეობის სტატუსის მოსაპოვებლად ნომინირებულ იქნეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლი "ქართული ჭიდაობა" რასაც ვადასტურებთ ხელმოწერით.
gallery images

სოფელ სართიჭალაში მინი ფეხბურთის და კალათბურთის მოედანი

სოფელში სადაც 15000 ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, სოფელი რომელიც ერთ-ერთ ყველაზე დიდია როგორც მოსახლეობთ ასევე ტერიტორიით. სოფელი სადაც ახალგაზრდობა უკვე 10 წელია იხვეწება, ითხოვს ერთ ხელოვნურსაფარიან მინი სტადიონს და ერთ საკალათბურთო მოედანს...მუდმივი დაპირებები, მუდმივი იმედი და არასდროს გაკეთებული საქმე...ამ სოფელში არ გახლავთ არცერთი პარკი, არც ერთი სკვერი არც ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი რომ ახალგაზრდები გაერთონ, სპორტულად იცხოვრონ, სპორტული ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიონ.აგროვდა რამდენჯერმე ხელმოწერები თუმცა რეაგირება არ ყოფილა...სოფლის გამგეობას, გარდაბნის მუნიციპალიტეტს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართავთ თხოვნით, სოფელ სართიჭალაში კეთილ მოაწყონ ერთი მინი-ფეხბურთის ხელოვნურ საფარიანი მოედანი და ერთი კალათბურთის მოედანი. შეიქმნას სპორტული კუთხე სადაც ახალგაზრდები თუ ბავშვები შეიკრიბებიან, ითამაშებენ, იცხოვრებენ ჯანსაღად და დაკავდებიან სპორტით...თბილისში ყოველ უბანშია რამდენიმე მსგავსი მოედანი და ამ სოფელშიც ცხოვრობენ ბავშვები, ადამიანები ვისაც სპორტით დაკავების სურვილი აქვთ, ნუ მოუკლავთ ამ ადამიანებს სპორტით დაკავების სურვილს.
gallery images

პეტიცია ბათუმის სპორტსკოლის დასაცავად

ბოლო პერიოდში, საზოგადოების ინტერესის საგნად იქცა, ბათუმის სპორტული სკოლის შემდგომი ბედის საკითხი. ცნობილი გახდა, რომ მიღწეულია შეთანხმება ინვესტორთან, სპორტული სკოლის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელის ადგილზე აშენდეს სასტუმრო კომპლექსის შენობა. უკვე ტრადიციად იქცა, საინვესტიციო პროექტის სანაცვლოდ, მოხდეს ქალაქის ინტერესების უგულებელყოფა. არსებობს რეალური საშიშროება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბათუმი დარჩეს სპორტული სკოლის გარეშე. ვინაიდან ბათუმის სპორტული სკოლის ადმინისტრაციული შენობა ბათუმის სპორტული ცხოვრების სახეავინაიდან სახლემწიფო აცხადებს მზაობას, ააშენოს ახალი სპორტული სკოლა;        მიგვაჩნია და მოვითხოვთ:1.       ხელუხლებელი დარჩეს ბათუმის სპორტული სკოლის ადმინისტრაციული შენობა; სანამ, არ აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, არსებულ ტერიტორიაზე შენარჩუნდეს ძველი ფლიგელები, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური წვრთნები; 
gallery images

2017 წელს საქართველოში ისევ ჩატარდეს მსოფლიო რბენა

როგორც მსოფლიო რბენის  "ფრთები სიცოცხლისათვის"  Wings For Life World Run (მისია - მსოფლიო ზურგის ტვინის დაზიანების გარეშე) ფონდის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდიდან გახდა ცნობილი, 2017 წელს აღნიშნული რბენა, რომელიც 2014 წლიდან ყოველწლიურად ტარდებოდა საქართველოში, კერძოდ კახეთში, აღარ ჩატარდება. მიზეზად სახელდება, თითქოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შესძლოს გაერთიანება მსოფლიოს ყველა კუთხიდან და ამის გამო მომდევნო წელს სხვა ქვეყანაში ჩატარდეს. მსოფლიო რბენა ისედაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტარდებოდა, საიდანაც საქართველო მონაწილეთა რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერი იყო ყოველთვის.  მოვითხოვთ, აღდგეს და  2017 წელს ისევ ჩატარდეს მსოფლიო რბენა საქართველოში, რათა საქართველომ კვლავაც შეიტანოს თავისი წვლილი ქველმოქმედებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში. პატივისცემით  პაატა ბაჩი შაიშმელაშვილი
gallery images

ჩვენ გვინდა დიმა ობოლაძე დაუბრუნდეს ჩემპიონთა ლიგის კომენტატორობას

რუსთავი2-ს მივმართავთ, თხოვნით, შეისყიდოს შემდეგი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ტრანსლირების უფლება და ფეხბურთის მოყვარულებს დაგვიბრუნონ დიმა ობოლაძე. 
gallery images

გააკეთეთ კალათბურთის მოედანი თემქაზე,მე-11 მიკრო რაიონში

ალბათ დამეთნხმებით, რომ თბილისში ძალიან ცოტა საკალათბურთო მოედანი არსებობს. გამონაკლისი არ არის თემქა,სადაც მხოლოდ 1 ფარი დგას, ის ფარიც დაძველებული და გაფუჭებულია. თემქის ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან მოსწონს ეს სპორტი, საკალათბურთო მოედნის აშენებით ხელს შევუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების დანერგვას ახალგაზრდებში და კალათბურთის პოპულარიზაციას.