add one
gallery images

ჩაატარეთ რაგბის ეროვნული ნაკრების შემოდგომის ტესტ-მატჩები დინამო არენაზე და მოაბით თავი ბილეთების ონლაინ გაყიდვას

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები აპირებს, სამოასა და იაპონიასთან გასამართი ტესტ-მატჩები მიხეილ მესხის სტადიონზე ჩაატაროს. ვფიქრობთ, რომ საბედნიეროდ, გვაქვს უკეთესი ვარიანტიც - დინამო არენა. მოედნის შეცვლა საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთაც პრიორიტეტულობის მიხედვით გთავაზობთ:საქართველო - რუმინეთის თამაშზე გამოჩნდა, რომ რაგბით გაცილებით მეტი ადამიანია დაინტერესებული, ვიდრე 27 000 კაცი, რომელსაც მიხეილ მესხი დაიტევს. იაპონიასა და სამოასთან თამაშებზე თავისუფლად მოვა 55 000 კაცი, ნაკლები დარჩება უბილეთოდ და უფრო კარგი ატმოსფერო შეიქმნებაგაცილებით უფრო მცირე მასშტაბების თამაშებიც კი იწვევს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, თამარაშვილისა და ჭავჭავაძის გამზირების პარალიზებას, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე ეს უარყოფითი ეფექტი გაცილებით ნაკლებიამიხეილ მესხის სტადიონს აქვს მხოლოდ ერთი შესასვლელი, ყველა დიდ თამაშზე ჩნდება ჭყლეტვა და ქაოსი, მუდმივად არის სექტორებში შესვლის გა მოედნის გარშემო გადაადგილების პრობლემა. დინამო არენაზე ეს პრობლემები პრაქტიკულად არ არსებობს.დინამო არენას უდგება მეტროს 2 სადგური და რამდენიმე ქუჩა და სტადიონზე მოხვედრა დიდ პრობლემას არ წარმოადგენს მაშინ, როცა მიხეილ მესხთან მისასვლელად ზემოთ აღნიშნული პარალიზებული ადგილების გავლა გარდაუვალია ხოლმე.დინამო არენას აქვს გაცილებით უფრო მოწესრიგებული სისტემა ბილეთების კონტროლისა და ადგილების გადანაწილების, ვიდრე მიხეილ მესხის სტადიონს.დინამო არენა ხშირად არ ივსება, შესაბამისად არ ხდება მისი მასშტაბების სრულფასოვანი გამოყენება. ეს ორი შეხვედრა კი ნამდვილად შეავსებს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას და გაამართლებს მის არსებობას ამ ზომითა და მოცულობით.გასაგებია, რომ დინამო არენაზე თამაშის გადატანა გარკვეულ კომერციულ თუ ორგანიზატორულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შედეგი ნამდვილად გაამართლებს ყველა დანახარჯსა და გაწეულ შრომას.გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ხალხმრავალ ღონისძიებებზე მოხდეს ბილეთების ონლაინ გაყიდვა. დიდი ხანია, რაც მე-20 საუკუნე დამთავრდა და ბილეთების ყიდვაც სალაროსთან ჭყლეტვის გარეშეც შესაძლებელია. ამის ტექნოლოგიები არსებობს საქართველოში და მათ გამოყენებას მხოლოდ შესაბამისი ნება სჭირდება.იმედი მაქვს, გაითვალისწინებთ საზოგადოების აზრს. გმადლობთ.
gallery images

აღადგინეთ საკალათბურთო მოედანი გორში

ვითხოვთ ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში არსებული საკალათბურთო მოედნის აღდგენას, რომელიც ქალაქში ერთადერთი გახლავთ. მოედანზე შესაბამისი პირობების არარსებობის გამო უამრავი ახალგაზრდა ვერ ახერხებს ვარჯიშს, ხოლო ვინც ვარჯიშობს ისინიც ძალიან ხშირად იღებენ ფიზიკურ დაზიანებებს. მოედანი არაა დახაზული, მოსასვენებელ სკამებზე ბალახია გაზრდილი, ფარები ძალიანაა მორყეული და არ დგას გარე განათების ბოძები. მოედანზე ყრია ქვა და ქვიშა, რაც არ იძლევა ვარჯიშის საშუალებას და ხშირად იწვევს ბავშვების დაზიანებას. მოგეხსენებათ გორი საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია 50000-ზე მეტი მაცხოვრებლით და ვფიქრობ აუცილებელია ქალაქში მინიმუმ ერთი კეთილმოწყობილი საკალათბურთო მოედანი მაინც  არსებობდეს.
gallery images

შეცვალეთ ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობა

ვითხოვთ შეიცვალოს საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმა, რადგანაც პრეზენტაციის შემდეგ ბევრი ადამიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელთაც საკმარისი საფუძველი აქვთ არ მოსწონდეთ არსებული ფორმა. მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რათა თუნდაც არსებული ფორმის გადაკეთება მოხდეს, ისე, როგორც თანამედროვე კულტურულ სახელმწიფოს შეეფერება!
gallery images

მოვითხოვთ კალათბურთის მოედნის აღდგენას თბილისში, ვახისუბნის II მიკროში

მე ვარ ლაშა სარალიძე ვაზისუბნის მაცხოვრებელი და მოვითხოვთ გაკეთდეს კალათბურთის სტადიონი. მადლობა წინასწარ
gallery images

ქ.გორში გვინდა ბევრი სპორტული მოედანი

მეგობრებო , ვისაც გსურთ ქ.გორში ბევრი სპორტული მოედანი არდაგეზაროთ ყველას და მიიღეთ მონაწილეობა პეტიციაში ! 
gallery images

მოვითხოვთ ხელოვნურ საცოც კედელს ქუთაისში

ქუთაისელი მეკლდეურები და მთამსვლელები , კონკრეტულ შემთხვევაში კი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბი ''თეთნულდი'' უკვე რამდენიმე წელია ითხოვს ხელოვნურ საცოც კედელს ქალაქში. კლუბის წევრებს ქალაქის მერიის სპორტის სამსახურთან ორი წლის წინ ჰქონდათ საუბარი . მაშინ სპორტის სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ მსგავსი კედლის ასაგებად ქალაქის ბიუჯეტში საკმარისი ფინანსებია, თუმცა კედელს მაინც ვერ ააგებდნენ , რადგანაც სათანადო სიმაღლის შენობა ქალაქში არ არსებობდა.  აღსანიშნავი ამბავია  ის, რომ არაა სავალდებულო ხელოვნური საცოცი კედელი იყოს მაღალი. არსებობს ე.წ. ბულდერინგის კედლები რომლებიც განიერი და დაბალია და რომელთა შესაფერისი შენობა ქუთაისში მრავლად მოიძებნება.ბუნებრივი კედელი ანუ კლდე რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ უბანში, ჭომაში მდებარეობს და რომელზეც ბიჭები დროგამოშვებით ვარჯიშობენ კლიმატური პირობების გამო  იშლება , ამასთანავე მასზე ვარჯიში მარტო მზიან და თბილ ამინდებში ხერხდება ანუ გაზაფხულსა და ზაფხულზე. ზემოთხსენებულ ბუნებრივ კედელზე ხშირად ტარდება ჩემპიონატებიც, თუ ამინდი უწყობს ხელს სპორტულ შეჯირბებას.რაც შეეხება ხელოვნურ კედელს_ერთ-ერთ სკოლაში წლების მანძილზე იყო იჯარით აღებული ხელოვნური კედელი,რომელიც საბჭოთა პერიოდისაა და საკმაოდ დაზიანებული მაგრამ მეკლდეურებმა იჯარა ვერ გადაიხადეს და აეკრძალათ იქ შესვლა.ხელოვნური კედელი საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქშია და არა მხოლოდ დიდ ქალაქებში. ქუთაისელი მტამსვლელები და მეკლდეურები ოდითგანვე წარმატებულები იყვნენ. იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი სამსახურები უყურადღებოდ არ დატოვებენ სპორტის ამ სახეობას.
gallery images

ბუნდესლიგა ქართულ არხზე

ვითხოვთ ქართულ არხზე, კერძოდ სილქ უნივერსალზე აღდგეს გერმანიის ბუნდესლიგის მატჩების ტრანსლაცია. მოგეხსენებათ, და თუ არ იცით გარწმუნებთ გერმანულ ფეხბურთს საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ყავს და ვთვლით რომ იქ სადაც აჩვენებენ ბელგიის და პორტუგალიის ლიგის თამაშებს, უნდა აჩვენებდნენ ბუნდესლიგასაც.
gallery images

მოვითხოვოთ ველო ტრასები რუსთავში

მოვითხოვოთ ველოტრასების შექმნა რუსთავში. ამით ჩვენ გვექნება:- მეტად სუფთა და ჯანსაღი გარემო- მეტად წყნარი და მშვიდი ქალაქი- გაცილებით ნაკლები საგზაო დატვირთვა, ანუ ბევრად ნაკლები მანქანა და საცობი (traffic).- ველო-ტურისტული ქალაქი- ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო- ჯანსაღი ცხოვრების რეალობა.
gallery images

ბესიკ შეროზია საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელად!

კახა ცხადაძი განთავისუფლების შემდეგ,ბესიკ შეროზია დაინიშნოს საქართველოს ეროვნნული ნაკრების მწვრთნელად უვადოთ!
gallery images

კალათბურთი ყველას !

  მე ამ პეტიციით ვითხოვ , რომ კალათბურთი უფრო მეტად პოპულარული და ხელმისაწვდომი გახდეს რეგიონებში , პატარ-პატარა რაიონებში და ქალაქებში.  საქართველოში კალათბურთის ფანების რაოდენობა დღითი დღე იზრდება , მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ , რომ სოციალურ ქსელებში უბრალოდ ბუმი იყო. მხოლოდ ყურება უკვე აღარ დააკმაყოფილებს კაცს და როდესაც თამაში მოუნდება ... კარგი იქნება თუ შეიქმნება პატარა გუნდები,რომლებსაც საშუალება ექნებათ იასპარეზონ ლიგაში, არ ვამბობ , რომ პირდაპირ უმაღლეს ლიგაში, მაგრამ უნდა დაიწყონ დაბლიდან (რა თქმა უნდა). უბრალოდ მოაწერეთ ხელი და გაავრცელეთ, იქნებ რამე გვეშველოს და ცოტა ამოვიწიოთ კალათბურთში, რომელიც შემდეგში ძალიან კონკურენტუნარიან ნაკრებს ჩამოაყალიბებს კალათბურთში. <3
gallery images

გააშუქონ ქართულმა არხებმა სხვადასხვა სპორტული თამაშები

მოვითხოვთ გააშუქონ ქართულმა არხებმა სხვადასხვა სპორტულიი თამაშები, მაგ: ფეხბურთი, კალათბურთი, ამერიკული ფეხბურთი, რაგბი, და ასე შემდეგ 
gallery images

გაკეთდეს თბილისში ველო ბილიკები

ეს იქნება თბილისისათვის პირველ რიგში მოსახლეობისთვის ძალიან კარგი რამ და მეორეც ტურისტებისთვის
gallery images

დააბრუნეთ გია ნიჟარაძე ქართულ რაგბში!

ადამიანი რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული რაგბის აღმავლობა და უდიდესი წარმატებები, პრეზიდენტის პოსტიდან არ უნდა წავიდეს! ის ქართულ რაგბს სჭირდება!  მოაწერეთ ხელი პეტიციას  და დააფიქსირეთ თქვენი თანადგომა ამ ადამიანისადმი!
gallery images

დაკავდით კარგი საქმით, შექმენით უფასო და ყველა ახალგაზრდისთვის ხელმისაწვდომი საფეხბურთო ტელეარხი!

საქართველოში ფეხბურთის კიდევ უფრო პოპულარიზაციის მიზნით, მოვითხოვთ შეიქმნას საფეხბურთო ტელეარხი, რომელიც გააშუქებს მსოფლიოს წამყვანი ჩემპიონატების (ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, და ა.შ.) და საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს და იქნება უფასო და ხელმისაწვდომი ყველასთვის.საქართველოში ამ ეტაპზე ფეხბურთის განვითარება დაბალ საფეხურზეა და მსგავსი პროექტი ბავშვებში ფეხბურთის მიმართ ინტერესს ბევრად გაზრდის. ამჟამად არსებული საფეხბურთო მაუწყებლობებიდან ყველა ფასიანია და ყველა ახალგაზრდას არ აქვს ბედნიერება უყუროს. მხოლოდ Silk-ს აქვს ერთადერთი უფასო არხი და ისიც ყველა საკაბელოსთვის არ არის ხელმისაწვდომი. არაერთ დიდ თუ პატარა ქვეყანაში მსგავსი უფასო და ხელმისაწვდომი არხების პაკეტები არსებობს, სადაც ფეხბურთი და სხვა სპორტი მაღალ ხარისხში შუქდება. საქართველოში ერთი ასეთი არხი მაინც უნდა არსებობდეს.ტელეარხზე ქართული და ევროპული, ლამაზი და სანახაობრივი ფეხბურთი გაშუქდება. იქნება საინტერესო გადაცემები საინტერესო სტუმრებთან ერთად, პირდაპირი ტრანსლაციები, მიმოხილვები და სხვა მრავალი საინტერესო.კარგი იქნება თუ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წაიკითხავს და განიხილავს ამ პეტიციას, მიიღებს გადაწყვეტილებას განახორციელოს ან იპოვოს მსურველი ვინც ამ სამომავლოდ კარგი საქმით დაკავდება. საბოლოოდ ექნებათ შესაძლებლობა ფეხბურთზე შეყვარებულ ახალგაზრდებს, უპრობლემოდ უყურონ და უგულშემატკივრონ.
gallery images

დაინერგოს პირდაპირი ტრანსლაცია რუსთავის პარკში(ფეხბურთის ,ფრენბურთის სტადიონებზე ასევე სკეიტ პარკში)

რუსთაველ სპორტსმენ ახალგაზრდებს გვსურს გავუკეთოთ ორგანიზება შემდეგ იდეას. დავამონაჟოთ ვიდეო კამერები და ჩავრთოთ პირდაპირი მაუწყებლობა რუსთავის პარკიდან. კერძოდ ფეხბურთის სტადიონიდან,სადაც ყოველდღიურად საღამოს საათებში ასობით ახალგაზრდა იყრის თავს.ასევე ფრენბურთის სტადიონიდა,სადაც მამაკაცებტან ერთად გოგონებიც იკრიბებიან და ერთობიან მზიან რუსთავის ჰაერზე. ასევე არ გვინდა უყურადღებოდ დავტოვოთ ჩვენი ახალგაზრდები,რომლებიც პიონერები არიან ველო–სკეიტ–სკუტერ სპორცმენები რომლებიც ძალიან ბევრს ვარჯიშბენ და დღითი–დღე აუმჯობესებენ საკუთაარ სპორტულ უნარჩვევებს. წარმატებები მათ. ასე რომ გვინდა გავიგოთ თქვენი აზრი,უჭერთ თუ არა ჯანსაღი ცხოვრების წესის  პიარ კამპანიას.პირდაპირი ეთერით,აიწევს დასწრების დონე და მხიარულების კოეფიციენტი და საბოლოო ჯამში განვითარდება ესა თუ ის სპორტის სახეობა, მინიმუმ მივიღებთ უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის.