add one
gallery images

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის ამოქმედება

 2013 წლის 26 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა უფლებათა დაცვის კონვენციის რატიფიცირება, რითაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება შშმ პირების მიმართ ორმაგად გაიზარდა. საქართველოს მთავრობისათვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზე მორგებული განათლება კვლავაც ერთ-ერთი პრიორიტეტია.2007 წლიდან საქართველოში ზოგადი განათლების საფეხურზე ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო, რომელმაც ხელი შეუწყო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განათლებაზე მისაწვდომობის გაზრდას. სპეციალური მასწავლებლის შტატი  სკოლებში 2013 წლიდან გაჩნდა. ზოგ შემთხვევაში ის დღემდე ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სპეც. მასწავლებელი უნდა ფლობდეს საჭირო კომპეტენციას სწავლების იმ მიდგომებს, მეთოდოლოგიასა და სტრატეგიებს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში. სპეც. მასწავლებლის განახლებული სტანდარტის მიხედვით იგი ახდენს მოსწავლეთა უფლებების ადვოკატირებას მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას და ინტეგრირებას სასწავლო პროცესში; ამ მხრივ მათ მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთ მოწყვლად კატეგორიასთან, როგორიცაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, კვალიფიციური კადრი მუშაობდეს. თუმცა ბოლო წლებში  ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული  ინიციატივები ნაკლებად ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და სპეციალური საგანმნათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლების მიწოდების შესაძლებლობის გაზრდას. რამდენადაც არ არსებობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ განავითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები და აიმაღლონ კვალიფიკაცია. მიუხედავად 2018 წლის სექტემბრიდან მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისა, სპეციალურ მასაწავლებელს კვლავაც არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს საკუთარი კომპეტენცია და იზრუნოს მის კარიერულ განვითარებაზე. ამასთან, მას სხვა მასწავლებლების მსგავსად არ აქვს შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, რაც დისკრიმინაციულად მიგვაჩნია.პირველ რიგში, ამგვარი მიდგომა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან/და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის უფლების უხეში დარღვევა, ვინაიდან დაუშვებელია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლიდეს პირი, რომელსაც არ აქვს დადასტურებული კვალიფიკაცია, ასევე არ ჰქონდეს პროფესიული წინსვლის და განვითარების შესაძლებლობა.ბოლო წლებში ასობით სპეციალურმა მასწავლებელმა დატოვა აღნიშნული პოზიცია უკეთესი სტატუსის, ანაზღაურების და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობების ძიებაში, იმის გამო, რომ მას არ აქვს შექმნილი შესაბამისი სამუშაო პირობები. მათ ადგილს იკავებენ ნაკლებად კვალიფიციური კადრები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ყველა მოსწავლისთვის თანაბარი და ხარისხიანი ზოგადი განათლების მიწოდებას. შესაბამისად, სახელმწიფო სპეციალური მასწავლებლებისთვის მასწავლებლის პროფესიული სქემიდან გამოთიშვით, ხელოვნურად ქმნის ბარიერს ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარებისთვის სკოლაში.ამ პეტიციის ხელმომწერნი ვითხოვთ 2020 წლის იანვრიდან სპეციალური მასწავლებლებისთვის ამოქმედდეს „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“  რაც ითვალისწინებს, სპეციალური მასწავლებლის კვალიფიკაციის გაზრდას და მათი თანაბარი პირობებით უზრუნველყოფას. ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს საქართველოში ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელებას, რაც გაზრდის მოსწავლეთა/მოზარდთა სწავლების ხარისხს განათლების ყველა საფეხურზე.
gallery images

ნუ გვაკლებენ იანვრის თვის 2 კვირის ხელფასს!

ინტეგრირებული კლასის სპეციალისტებს ყოველი წლის დეკემბრის თვის ბოლო სამუშაო დღეს უწყდებათ ხელშეკრულება, რომლის განახლება ხდება მომდევნო წლის 15 იანვრიდან. შედეგად, სპეციალისტებს ერიცხებათ ნახევარი თვის ხელფასი. რეალურად, სკოლის ყველა წარმომადგენელი იღებს სრულ ხელფასს იმავე სამუშაო საათების გათვალისწინებით და მათთან არ იდება ხელშეკრულება 1 წლის ვადით.სკოლაში დასაქმებული ადამიანები იანვარში იღებენ სრულ ხელფასს საშვებულებო პერიოდის გათვალისწინებით.მოვითხოვთ, რომ 2020 წლიდან განხორციელდეს სახელშეკრულებო ცვლილებები,რომლის საფუძველზეც აღარ მოხდება იანვრის თვის 2 კვირის ხელფასის ჩამოჭრა სპეციალისტებისთვის.
gallery images

აბიტურიენტების 2%-ს, რომლებმაც 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარეს 4-ვე საგანი, მაგრამ ვერ გააკეთეს შესაბამისი არჩევანი, უფლება მიეცეთ ჩაირიცხონ იმ უნივერსიტეტებში, სადაც აკმაყოფილებენ საკონკურსო ქულებს

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს, განათლების სამინისტროს და სსიპ შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, მოგმართავთ თხოვნით: ჩვენი აბიტურიენტების 2% -მა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარა 4-ვე საგანი და გადალახა კონკრეტულ საგანმანათლებო პროგრამაზე მითითებული კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, თუმცა ახალგაზრდული გამოუცდელობის გამო ვერ გააკეთეს შესაბამისი არჩევანი - უნივერსიტეტების ჩამონათვალში ვერ მიუთითეს შედარებით დაბალრეიტინგული საგანმანათლებლო პროგრამები, რაც, სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში საკონკურსო ქულების დაკლების შემთხვევაში, სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის საშუალებას მისცემდათ. აღნიშნული მიზეზის გამო, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების აღნიშნული 2% უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დატოვა, რაც უსამართლობაა. ჯერ ერთი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ( naec.ge) გამოქვეყნებულ 2019 წლის საგამოცდო ცნობარში საერთოდ არ არის მოცემული რეგულაცია, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს, როცა აბიტურიენტი ვერ გააკეთებს შესაბამის არჩევანს სარეიტინგო ჩამონათვალში და დააკლდება საკონკურსო ქულები. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მეორეც, დაბალი საკონკურსო ქულების მქონე ვაკანსიებზე ჩარიცხვით მოგებული იქნება ყველა მხარე - აღნიშნული 2% სტუდენტებისა, რომელთაც გამოცდები ჩააბარეს, აკადემიურ სწავლას გააგრძელებენ, ასევე უნივერსიტეტები და სახელმწიფო, რომელიც დამატებით შემოსავლებს მიიღებს ბიუჯეტში. გთხოვთ აღნიშნული აბიტურიენტების 2%-ს მისცეთ შესაძლებლობა იმავე ან სხვა დაწესებულებაში გააგრძელონ სწავლა აბიტურიენტსა და დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. პატივისცემით, დავით ბესტავაშვილი
gallery images

მისაღები გამოცდები გახდეს უფასო

ვფიქრობ, როდესაც სწავლაში ამდენ ფულს იხდის პირველკურსელი, აბიტურიენტობის დროსაც უამრავი თანხა ეხარჯება, ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია და აპელაცია მაინც უნდა იყოს უფასო. მინიმუმ, თანხა მაინც უნდა დარეგულირდეს და განისაზღვროს მაქსიმუმ 20 ლარით, რაც არც სახელმწიფო შემოსავლისთვის იქნება დამანგრეველი ზიანის მომტანი და აბიტურიენტიც თავისუფლად შეძლებს მის დაფარვას (გავითვალისწინოთ ისიც, რომ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებიც აბარებენ ამ გამოცდებს და მათთვის მითუმეტეს ძალიან რთულია ამ თანხის ოჯახის ბიუჯეტიდან გაღება). რაც შეეხება აპელაციას: როგორ ფიქრობთ, ერთი, ან მაქსიმუმ ორი ფურცლის გადახედვას დამატებითი 50 ლარის გადახდა უნდა ჭირდებოდეს?! როცა ეს თანხა ერთხელ უკვე გავიღე გამოცდაზე რეგისტრაციის დროს. ვფიქრობ ამ თანხების დარეგულირება აბიტურიენტებს მეტ მოტივაციას, ხოლო სახელმწიფოს ჯანსაღ სისტემას მოუტანს.
gallery images

მართვის მოწმობის გამოცდები

მოვითხოვთ, შსს-ის მომსახურების სააგენტომ, მართვის მოწმობის, თეორიულ გამოცდებში გამოასწოროს ხარვეზები. არსებული შედეგის მიხედვით მართვის მოწმობის აღების მსურველი ადამიანები იზეპირებენ ბილეთებს რომლებშუიც განძრახ შეტანილია შეცდომები, რაც უზრუნველყობს წარმატებულად თეორიული საკითხების ჩაბარებას თუმცა, დროთა განამვლობაში ასე და ამგვარად ამახსოვრდებათ წესები და ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას უკვე განძრახ არღვევენ.
gallery images

ბიოლოგიის ტესტში არსებული შეცდომის გამო ყველა აბიტურიენტს მოემატოს 1 ქულა!

მივმართავ განათლების სამინისტროსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ბიოლოგიის ტესტში, კერძოდ 45-ე დავალებაში, დაშვებული იყო შეცდომა. სავარაუდო პასუხებში არ ეწერა სწორი პასუხი (პირველი და მეორე) და შესაბამისად, აბიტურიენტს 4 არასწორი პასუხიდან უწევდა ნაკლებად არასწორი პასუხის არჩევა. ყველა ბიოლოგიის მცოდნემ იცის, რომ ციტოპლაზმაში სინთეზდება ნუკლეინის მჟავა პროკარიოტის (უბირთვოს) შემთხვევაში. ეს იმას ნიშნავს რომ მოცემულ კითხვაზე სწორი პასუხი ატფ-სთან ერთად არის ნუკლეინის მჟავაც (ვინაიდან კითხვაში დაკონკრეტებული არ იყო პროკარიოტზე იყო საუბარი თუ ეუკარიოტზე და აბიტურიენტი იძულებული იყო განეხილა ორივე შემთხვევა) , თუმცა ეს პასუხი სავარაუდოებში არ ეწერა, რის გამოც ყველა აბიტურიენტს, რომელმაც ბიოლოგია ჩააბარა, მოუწია არასწორი პასუხის დაფიქსირება!  ამიტომ ყველა აბიტურიენტს უნდა მოემატოს 1 ქულა!გარდა ამისა, 48-ე დავალების პასუხი სკოლის წიგნებში არ ეწერა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვინმარტავს, რომ ეროვნულ გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ეყრდნობა სკოლის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს. მოცემულ კითხვაზე პასუხის დადგენა კი სკოლის წიგნებიდან შეუძლებელია. ჩვენ ვითხოვთ, რომ 45-ე დავალება ყველა აბიტურიენტს ჩაეთვალოს სწორად და ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განგვიმარტოს 48-ე დავალებაზე სწორი პასუხი საიდან და რაზე დაყრდნობით უნდა სცოდნოდა აბიტურიენტს. ვიმედოვნებ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სხვა, უფრო კომპეტენტურ პირებთან გადაამოწმებს მოცემულ საკითხებს და აბიტურიენტებს მხარს დაუჭერს.
gallery images

იმ ბავშვებს რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ გადალახეს ქართულში ბარიერი უფელბა მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა

განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრსს მოგმართავთ თხოვნით იმ ბავშვებმა რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ  გადალახეს ქართულში  ბარიერი უფლება მიეცეთ  მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა.
gallery images

იმ ბავშვებს რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ გადალახეს უნარებში ბარიერი უფელბა მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა

განათლების სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრსს მოგმართავთ თხოვნით იმ ბავშვებმა რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ  გადალახეს უნარებში გათანაბრებული ქულით ბარიერი უფლება მიეცეთ  მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსვლელი ქულა რათა არ გაუცდეთ კიდევ 1 წელი იმ საგნის გამო რომელიც მომავალში აღარ არის სავალდებულო 
gallery images

მეცნიერული ვიდეოების გაქართულება

ჩვენ ვართ სასწავლო ცენტრის, "ახალი ჰორიზონტები" მასწავლებლები. გვაქვს პროექტი, საუკეთესო სამეცნიერო გერმანული იუთუბ არხის, KURZGESAGT "მოკლედ ნათქვამი"-ს თარგმნა და გავრცელება საქართველოში, რისთვისაც გვესაჭიროება თქვენი დახმარება! არხის დამფუძნებელი და შემქმნელი, ფილიპ დეტმერი გვთხოვს, რომ ვაჩვენოთ დაინტერესება და თუ ამას შევძლებთ, ოფიციალურ ნებართვას დაგვრთავს, რომ ვთარგმნოთ და გავავრცელოთ მისი შექმნილი საუკეთესო ვიდეოები მეცნიერების თემაზე! მაგალითი ნახეთ იუთუბ ლინკზე, საცდელი ვერსიაა მხოლოდ. :)
gallery images

მოვითხოვთ,აბიტურიენტებს,რომლებიც ვერ გამოცხადდნენ დროულად გამოცდაზე,მიეცეთ ტესტის შესრულების საშუალება!!!

გამომდინარე მრავალი გარემო ფაქტორისა,ხშირად აბიტურიენტები ვერ ახერხებენ ტესტირებაზე დროულად გამოცხადებას,ამის შემდეგ კი მათ,სამწუხაროდ, აღარ აქვთ უფლება განაგრძონ ბრძოლა უნივერსიტეტში მოხვედრისათვის და კარგავენ 1 აკადემიურ წელს.სწორედ ამიტომ,ჩვენ მოვითხოვთ,რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დანიშნოს დამატებითი გამოცდა,რომლის საშუალებითაც  დაგვიანებული აბიტურიენტები შეძლებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას.დამეთანხმებით,ბავშვი,რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა სასურველი მიზნის მისაღწევად, შეუძლებელია,არ დაიშვას ტესტირებაზე მხოლოდ იმიტომ,რომ სხვადასხვა ხელისშემშლელი ფაქტორის გათვალისწინებით მან საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს გამოცხადება ვერ შეძლო.
gallery images

აეკრძალოს დამკვირვებლებს აბიტურიენტების ნაშრომების უნებართვოდ გასწორება და ამოტრიალება მუშაობის პროცესში

დამკვირვებლები აბიტურიენტებს ნაშრომებს უნებართვოდ გადაადგილებენ,უტრიალებენ მუშაობის პროცესში,რაც ხელს უშლით მათ აზროვნებაში და დრო ეკარგებათ.მოვითხოვთ ეკრძალოს დამკვირვებელს უნებართვოდ(ყოველგვარი მიზეზის და გაფრთხილების გარეშე) ჩვენ ფურცლებთან შეხება/ამოტრიალება.
gallery images

მოხდეს უნარების გადაბრება ან დაიწიოს ბარიერი 15 ქულამდე

მოხდეს უნარების გადაბარება ან დაიწიოს ბარიერი 15 ქულამდე
gallery images

არ უნდა გაუქმდეს უნარების ნამუშევრები!!!

რადგანაც უმცირესობა მოითხოვ რომ გაუქმდეს ნაშრომი, მივცეთ მეორე მხარეს  ხმის დაფიქსირების უფლება. ვინაიდან და რადგანაც აბიტურიენტების უმრავლესობამ იშრომა, რომ გამოცდა ჩაებარებინა უსამართლობაა ერთი ხელის მოსმით უნარების გაუქმება!  არ უნდა გაუქმდეს უნარების გამოცდა ! მხოლოდ გადაბარების  ან ბარიერი დაწევის საშუალება უნდა მისცენ უკმაყოფილოდ დარჩენილ აბიტურიენტებს, რადგან უსამართობის გრძნობა არ იყოს უმრავლესობაში. 
gallery images
gallery images

გახდეს რუსული ენა არჩევითი საგანი სკოლებში

2008 წლის აგვისტოს შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში რუსული ენა ქართულ სკოლებში აკრძალული იყო, თუმცა გაურკვეველია ის მიზეზი, რატომ დაბრუნდა კვლავ აუცილებელ საგანთა შორის. არავის დაუბრუნებია ჩვენთვის ოკუპირებული ტერიტორიები, არავის მოუხდია ბოდიში ჩვენი ქვეყნისთვის და არავის უღიარებია საკუთარი დანაშაული ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.იმ ფონზე, რომ ამ ქვეყანაში ვერ ნახავთ მოსწავლეს, რომელმაც სკოლაში ისწავლა რუსული, მგონი, მარტივად გასააზრებელია ის ფაქტი, რომ ამ ენასთან წვდომა მხოლოდ და მხოლოდ რუსი წარმომავლობის მქონე მოსწავლეებს აქვთ. თუ გერმანული, ფრანგული და სხვა ენები არჩევითია, რუსული ენის ცოდნა რატომ არის აუცილებელი კრიტერიუმი მოსწავლისთვის ატესტატის მინიჭებისა?!