add one
gallery images

დატოვოს ირაკლი კობახიძემ იურიდიული ფაკულტეტი!

20 ივნისს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიერ გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქცია, რომელიც ეხმიანებოდა რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატის - სერგეი გავრილოვის  მიერ საქართველოს პარლამენტის მთავარი სხდომათა დარბაზის პრეზიდიუმიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის გახსნას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით დაიწყო.სახელმწიფომ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. პოლიციის მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების შედეგად დაშავდა 240-მდე ადამიანი, მათ შორის, 31 ჟურნალისტი, ხოლო რამდენიმემ მიიღო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო დაზიანება.ჩვენ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს- ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალისმიერი დარბევა.მედიასაშუალებებით გავრცელებული პარლამენტის აპარატის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სტუმრების აეროპორტში დახვედრის, მათი დაცვით უზრუნველყოფის, გენერალური ასამბლეის ჩასატარებლად პარლამენტის შენობის მომზადებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების წინასწარ გაწერილი გეგმა თავისი ხელმოწერით დაამტკიცა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია და სასწავლო პროგრამის ფარგლებში კითხულობს „საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართლის“ კურსს.  გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ირაკლი კობახიძე არ იცნობს/არ იზიარებს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას და ეჭვქვეშ აყენებს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტს, ევროატლანტიკურ კურსსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას,  ისე ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მან მხოლოდ 21 ივნისს, საქართველოს მოქალაქეების დარბევის შემდეგ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დატოვა თანამდებობა.ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მივიჩნევთ, რომ ამის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს აღარ აქვს უფლება უნივერსიტეტის აუდიტორიიდან ისაუბროს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებულ ღირებულებებზე, რადგან თავად დაშორებულია ამ ღირებულებებს.ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები მოვუწოდებთ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციას:1.არ მისცეს ირაკლი კობახიძეს ფაკულტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლექციების ჩატარების შესაძლებლობა;2.არ დაუთმოს ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტის სივრცე საჯარო ლექციის, კონფერენციისა და თუ სხვა ღონისძიების გასამართად/მონაწილეობის მისაღებად.  შენიშვნა: წინამდებარე პეტიციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილს და არ წარმოადგენს ფაკულტეტის შეხედულებებს. 
gallery images

გაუქმდეს ეროვნული გამოცდები!

ზაფხულის მოსვლისთან ერთად აბიტურიენტებს დაეკარგათ მოტივაცია, ამიტომ მოვითხოვ გაუქმდეს ეროვნული გამოცდები!
gallery images

გადაიწიოს საგრანტო გამოცდების ჩატარების თარიღი

მოგეხსენებათ ,რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სტუდენტების საგრანტო გამოცდის დღედ დაასახელა 5 ივლისი . იქიდან გამომდინარე , რომ ივლისის დასაწყისში სტუდენტების უმეტესობას არ აქვს სემესტრი და უნივერსიტეტის ფინალური გამოცდები დასრულებული , მივმართავ განათლების სამინისტროსა და ასევე გამოცდების ეროვნულ ცენტრს თხოვნით , გადაწიონ სტუდენტების საგრანტო კონკურსი და დაუბრუნონ წინა წლებში არჩეულ თარიღს. 
gallery images
gallery images

"გააგრძელე საქართველოს ისტორია"

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პროექტი "გააგრძელე საქართველოს ისტორია", დაფინანსდეს საქართველოს ბიუჯეტიდან.
gallery images

უარი თქვას სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურ განცხადებებზე!

ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვლის დუმილს, რათა მისი განცხადებებით, კიდევ უფრო მეტად არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები! 
gallery images

აიკრძალოს თურქული და ინდური სერიალები.

დღესდღეობით უამრავი რესურსი იხარჯება ,რომ განათლების დონემ აიწიოს საზოგადოებაში,საამისოდ უამრავი რეფორმა ხორციელდება განათლების სისტემაში და ამას მივესალმებით და ვიმედოვნებთ,რომ სულ უფრო მეტი ინოვაცია დაინერგება ამ მხრივ.პირადად მე და საზოგადოების დიდ ნაწილს მიგვაჩნია რომ,დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს ადამიანების მიზანმიმართული დეგრადაცია ტელე სივრცეებიდან თურქული და ინდური სერიალების სახით.მიგვაჩნია რომ,არავითარ სარაგებლო ინფორმაციას ან ცოდნას არ იღებს ადამაინები საპნის ოპერებიდან გარდა ფუჭად დროის ფლანგვისა და უაზრო ოჯახური დრამების ნახვის.სამწუხაროდ არსებობს ადამაინების დიდი ნაწილი ვინც ამას მიჯაჭვულია და ჩვენ ამაზე გული შეგვტკივა,რადგან დრო ყველაზე კარგი რამ არის რაც განგებამ მოგვანიჭა და ისედაც ცოტა დრო გვაქვს ადამაინებს და უმჯობესი იქნება თუ უფრო პროდუქტიულად გამოვიყენებთ.ნაცვლად მსგავი ტელესერიალებისა, რჩევის სახით გეტყვით,რომ გაუშვათ შემეცნებითი გადაცემები,დოკუმენტური ფილმები,კულინარიული გადაცემები ან მსოფლიო კინოშედევრები.ვიმედოვნებთ, რომ კომპეტენტური პირები განიხილავთ ამ საკითხს და გულთან ახლოს მიიტანთ.პატივისცემით  გიგა მიქაბერიძე.
gallery images

მოვითხოვოთ სწავლის დაწყების თარიღის გადაწევა 31 მარტამდე

არავითარი მიზეზის გამო კატეგორიულად მოვითხოვთ გადაიდოს სწავლის დაწყების თარიღი 31 მარტამდე
gallery images

ზოგადი განათლების შესახებ კანონი

შევიდეს ცვლილება, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში, კერძოდ, სკოლაში შესვლა დასაშვები იყოს იმ ბავშვებისთვის, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი. დაუჭირეთ მხარი აღნიშნულს ხელმოწერით.
gallery images

სულიერი განათლება

დააბრუნეთ სკოლებში რელიგიის გაკვეთილები,სულიერი განათლება ყველაზე მთავარია... ნებისმიერ სკოლაში უნდა გამოიყოს ერთი სასულიერო პირი და მასწავლებელი რომელიც ასწავლის ჩვენი წმინდანების ცხოვრებას და საქმეებს... 
gallery images

ილიაუნის ბიზნესის სკოლის გადასარჩენად!

ილიაუნის ბიზნესის სკოლის გადასარჩენად!როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ილიაუნის ბიზნეს სკოლა უქმდება! ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზით, ბიზნეს სკოლის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაურკვეველი „რეორგანიზაციის“ თაობაზე. ამ ე.წ. რეორგანიზაციის ფარგლებში იქმნება ახალი მიმართულება, „ტექნოლოგიების, განათლების და მენეჯმენტის“ ფაკულტეტი, რომელიც სრულად მიიერთებს ბიზნესის ფაკულტეტს. შესაბამისად ის სკოლა, რომელშიც ჩავაბარეთ და რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იხვეჭდა სახელს და კარგი აღქმა აქვს როგორც სტუდენტებში, ისე დამსაქმებლებს შორის, უქმდება და ხდება გაუგებარი ფაკულტეტის ნაწილი. ამასთან, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ამ ახალი პროგრამის აკრედიტაციის საკითხიც სრულიად ბუნდოვანია. ასევე გაურკვეველია ფაკულტეტის შინაარსი და მიმდინარე მობილობის პროცესთან დაკავშირებული დეტალები.ერთი სიტყვით, სკოლა, რომელიც ბოლო დროს დინამიურად ვითარდებოდა და იზრდებოდა, რომელიც ქართულ ბიზნეს სკოლებში ერთ-ერთი გამორჩეული და იმედის მომცემი იყო, დოკუმენტალურად აღარ იარსებებს! კურსდამთავრებულებიც აღარ ჩაითვლებიან ბიზნესის სკოლის სტუდენტებად და ის ფაქტი, რომ ისინი ამ სკოლის სტუდენტები იყვნენ, აღარსად დაფიქსირდება.გარდა ამისა, ზემოთხსენებული „რეორგანიზაციის“ ფარგლებში დეკანის თანამდებობიდან სრულიად მოულოდნელად და გაუგებარი მიზეზით, გაათავისუფლეს გიორგი ქადაგიძე - ადამიანი, რომლის ბიზნესის სკოლის დეკანის პოზიციაზე მოსვლის შემდეგაც, ბიზნესსკოლის სტუდენტებისთვის რადიკალურად უკეთესობისკენ შეიცვალა უკლებლივ ყველაფერი!  გიორგის მოღვაწეობის პერიოდში: უნივერსიტეტმა მოიპოვა მსოფლიო დონის წარმატებული უნივერსიტეტების სასწავლო მასალები, თანამშრომლობა შედგა არაერთ საერთაშორისო უნივერსიტეტთან გაცვლითი პგორამების მიმართულებით, შეიქმნა ახალი სტუნდენტური სივრცეები და ინფრასტრუქტურა,  აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა სტუდენტების სასტიპენდიო პროგრამაზე, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები შეძლებდნენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას, გაჩნდა სამუშაო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობები, სკოლაში გაჩდენ მაღალი კვალიფიკაციის ლექტორები და აკადემიური პერსონალი, ორგანიზება ეწეოდა მოწვეული ლექტორების გამოსვლებს, ტარდებოდა ჰაკათონები, მნიშვნელოვნად გაიზარდა სწავლების ხარისხი და, რაც ყველაზე მთავარია, თითოულ სტუდენტს გაგვიჩნდა შეგრძნება, რომ ვსწავლობთ ღირსეულ, მაღალი დონის უმაღლესი განათლების დაწესებულებაში და გაგვიჩნდა რეალური დასაქმების პერსპექტივა.აქ მოყვანილი ფაქტების არასრული ჩამონათვალი  სრული დასტურია იმის, რომ ილიაუნის ბიზნესის სკოლა სწორი მიმართულებით ვითარდებოდა და რომ გიორგი ქადაგიძეს გადაყენება დეკანის პოზიციიდან არის გაუმართლებელი. შესაბამისად, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია რამ გამოიწვია საბჭოს უეცარი გადაწყვეტილება გააუქმოს ბიზნეს სკოლა და გაათავისუფლოს გიორგი ქადაგიძე დეკანის პოზიციიდან.ჩვენ, ბიზნეს სკოლის უკლებლივ ყველა სტუდენტი კატეგორიულად ვითხოვთ დაუყონებლივ შეწყდეს ხსენებული რეორგანიზაცია, გიორგი ქადაგიძე დაბრუნდეს დეკანის თანამდებობაზე, ბიზნესის სკოლა შენარჩუნდეს დამოუკიდებელ ერთეულად და მოხდეს ფაკულტეტის, როგორც "ბიზნესის ადმინისტრირების" სახელით აღდგენა. შესაბამისად, საჯაროდ იქნეს შემოთავაზებული რეორგანიზაციის განხილვა. ის, რაც დღეს ბიზნესსკოლაში ხდება, ცდება მხოლოდ მოცემული სკოლის პრობლემას, საფრთხეს უქმნის რა არა მარტო ბიზნესსკოლის, არამედ მთელი უნივერსიტეტის რეპუტაციას და ეჭვ ქვეშ აყენებს უნივერსიტეტის დღევანდელი მმართველობის კომპეტენციას.
gallery images

არ დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი და არჩევანი მათემატიკასა და ისტორიას შორის, ჩანაცვლდეს არჩევითი საგნით!

 განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლიდან შეიცვლება ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი. უფრო კონკრეტულად, მისაღები გამოცდები ჩატარდება 3 სავალდებულო საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში და მესამე საგანი იქნება დამოკიდებული უმაღლესი სასწავლებლის პროგრამაზე. კერძოდ: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში კი, - ისტორია.ეს რეფორმა, ზღუდავს მოსწავლეს განვითარდეს იმ მიმართულებით, რომლითაც თავად სურს და ამავდროულად, მოსწავლეებს ექმნებათ არათანაბარი პირობები, რადგან ისტორიის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა უფრო მარტივია, ვიდრე მათემატიკის. ამაზე მეტყველებს 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა: მათემატიკაში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა 23.73%-მა, ხოლო ისტორიაში - 5.91%-მა.ეს ფორმატი, ცალსახად ხელს უშლის ტექნიკური მიმართულების განვითარებას ქვეყანაში, რადგან მოსწავლეთა დიდი ნაწილი, იძულებულია აირჩიოს ჰუმანიტარული მიმართულება მათემატიკის სირთულის გამო. ჯერ არაფერი დამტკიცებულა, დავანახოთ ხელისუფლებას, რომ დიდი ძალა გვაქვს!არ დამტკიცდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელი და არჩევანი მათემატიკასა და ისტორიას შორის, ჩანაცვლდეს არჩევითი საგნით!
gallery images

მოიხსნას თსსუში ფინალური გამოცდები

მოიხსნას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფინალური გამოცდები! 
gallery images

საგნის თავისუფალი არჩევანი აბიტურიენტებს

მოგეხსენებათ,რომ 2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე სამი სავალდებულო საგანი დარჩება.მესამე დამოკიდებულია აბიტურიენტის პროფესიულ მიმართულებაზე,თუმცა სამწუხაროდ საგანთა არჩევანი დაყვანილია მინიმუმდამდე.მათემატიკა-ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში,ისტორია-ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში,რაც მოსწავლეებს უზღუდავს საგნის თავისუფალი არჩევის უფლებას. მოვითხოვთ,შეწყდეს მავნებელი პოლიტიკის გატარება მოსწავლეების უფლებების წინააღმდეგ და დაბრუნდეს საგნის არჩევის თავისუფლება აბიტურიენტებისთვის 2020 წელს.
gallery images

საგნის თავისუფალი არჩევანი აბიტურიენტებს

მოგეხსენებათ,რომ 2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე სამი სავალდებულო საგანი დარჩება.მესამე დამოკიდებულია აბიტურიენტის პროფესიულ მიმართულებაზე,თუმცა სამწუხაროდ საგანთა არჩევანი დაყვანილია მინიმუმდამდე.მათემატიკა-ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში,ისტორია-ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში,რაც მოსწავლეებს უზღუდავს საგნის თავისუფალი არჩევის უფლებას. მოვითხოვთ,შეწყდეს მავნებელი პოლიტიკის გატარება მოსწავლეების უფლებების წინააღმდეგ და დაბრუნდეს საგნის არჩევის თავისუფლება აბიტურიენტებისთვის 2020 წელს.