Contact Information
add one
gallery images

პეტიცია-პოპულაციური მნიშვნელობის აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო წესის დანერგვის შესახებ

პეტიცია-პოპულაციური მნიშვნელობის   აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო წესის დანერგვის შესახებ     მოცემულობა        პერიოდულად სხვადასხვა ვირუსული ინფექციები/დაავადებები საფრთხეს უქმნიან პოპულაციას.     ლოკალურ ვირუსულ აფეთქებებს, ეპიდემიები და ახლა უკვე გლობალური „კოვიდ“ პანდემია დაემატა.   ზოგადად ვაქცინაცია ცივილიზაციური მიღწევა და საზოგადოებრივი სიკეთეა, თუ აცრისთვის განკუთვნილი პრეპარატი ლიცენზირებულია და ის ტარდება დადგენილი წესი/პროტოკოლის შესაბამისად.      რომ არა წითელა, წითურა, ყბაყურა, დიფტერიის, პოლიემილითის და სხვა  გეგმიური აცრების ჩატარება ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის და ზრდასრულთათვის ზემოხსენებული ვერაგი დაავადებები ეპიდემიებს გამოიწვევდა და პოპულაციაში ათასობით ინვალიდიზაციის და ლეტალობის ფაქტს მივიღებდით.     2021 წლის NDI  საქართველოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 41-%  არ აპირებს „კოვიდ“ ვაქცინის აცრის ჩატარებას, ხოლო 17-% ჯერ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს.    სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები როდესაც ვაქცინაციის საკითხებს განიხილავენ არა მხოლოდ არაკომპეტენტური ინდივიდები/პირები, არამედ არაკომპეტენტური ინსტიტუტები, რომლის ბაზისიც არა მეცნიერების და ლოგიკის პრიმატს არამედ მითოლოგიურ და ფართო სპეკულატიურ დოგმატებს და სენტენციებს ეფუძნება.      პროექტი     მიმაჩნია რომ ვაქცინაცია არა მხოლოდ უფლება არამედ ვალდებულებაც არის, (როგორს საკუთარი თავის, აგრეთვე სოციუმის მიმართ) რადგან იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდი და პოპულაციის ნაწილი უარს ამბობს საყოველთაო იმუნიზაციაზე ის ეთიშება ჯაჭვს და ქმნის საფრთხეს დაინფიცირდეს და სხვა დააინფიციროს შესაბამისად წარმოადგენს საფრთხეს და ხელს უწყობს პანდემიის, ეპიდემიის მოცემულობის/საფრთხის შენარჩუნებას ან ახალი ტალღის წარმოქმნას ნებსით თუ უნებლიედ.     შესაბამისად მიგვაჩნია, რომ  აცრის/ვაქცინაციის/იმუნიზაციის სავალდებულო უნდა გახდეს, თუ ვაქცინა სერთიფიცირებულია ავტორიტეტული საერთაშორისო დარგობრივი ინსტიტუტების მიერ, ვაქცინაცია ხორციელდება შესაბამის პირობებში ყველა სათანადო წესის დაცვით, ხოლო პირს რომელსაც უტარდება იმუნიზაცია არ გააჩნია უკუჩვენება სამედიცინო პრეპარატის  მიმართ.     2021 წლის 23 მარტი                        
gallery images

დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 3 $ ექვივალენტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტა ლარში.

 დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 3 $  ექვივალენტის შესაბამისად ეროვნულ ვალუტა ლარში.   2021 წლის 20 მარტი გიორგი მკურნალიძე     
gallery images
gallery images
gallery images

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი

2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს.ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:• უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება• შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები• შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ• შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი• შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით.ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს.
gallery images

საქართველოს მოქალაქეთა რეემიგრაციის ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო პროგრამის შექმნის შესახებ

ბატონო ირაკლი! ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერი საქართველოს მოქალაქეები, ამჟამად ემიგრაციაში მყოფნი, მოგმართავთ თქვენ როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, რომლის პირდაპირი მოვალეობაც არის ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა და არა მათი გაღატაკება და სხვათა მონებათ ქცევა როგორც ეს გააკეთეს წინამორბედმა მთავრობებმა. კარგად მოგეხსენებათ, ქართული ემიგრაციის როლი საქართველოს ეკონომიკასა და საერთოდ ქვეყნის მასობრივი შიმშილობისაგან გადარჩენაში. ახლა იმის დრო არ არის ერთმანეთს ლამაზი სიტყვებით ველაპარაკოთ, ჩვენ არ ვაპირებთ არც ამას და არც კეთილი ნების გამოჩენის თხოვნას, პირიქით ჩვენ გეუბნებით მწარე სიმართლეს და მოვითხოვთ მთავრობისაგან კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოვალეობების შესრულებას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ჩვენი ემიგრაციაში წასვლა არ უკავშირდება ჩვენს არჩევანს და უკეთესი ანაზღაურების მქონე სამუშაოს არჩევას, არამედ პირდაპირ კავშირშია იმასთან რომ 30 წელიწადში არც ერთმა მთავრობამ არ შექმნა სამუშაო ადგილები და მთლიანად ეკონომიკა რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა შრომითი ბაზრის მოთხოვნილებას, ამიტომ ჩვენ შრომისუნარიანი მოქალაქეები რომლებზედაც პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობისა და ეკონომიმის განვითარება იძულებული ვიყავით უცხო ქვეყნებში გვეძებნა სამსახურები, რამაც გამოიწვია 3 700 000-იანი ერიდან 2 000 000-ზე მეტის ქვეყნიდან გასვლა, რაც ნებისმიერი სახელმწიფოსათვის კატასტროფის ტოლფასია, თქვენმა წინამორბედმა კი იმ დროს როდესაც ქართველი ხალხს ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნების სურვილი კლავს, ქასტინგი გამოაცხადა ქვეყნიდან წამსვლელთა მსურველებისათვის. ბუნდოვანია რა პოლიტიკას ატარებს 3 თვის წინ არჩეული პოლიტიკური პარტია. თუ ქვეყნის ხალხისაგან დაცლა და გასაყიდ ტერიტორიად აქვთ გადაწყვეტილი მაშინ ლოგიკურია ეს ქმედება თუ არა მაშინ გაუგებარია ეს ყველაფერი. ბატონო ირაკლი ჩვენი უმრავლესობა დავბერდით ემიგრაციაში, მაგრამ ჯერ კიდევ შრომისუნარიანებს ყველანაირი დასაბრუნებელი გზა მოჭრილი გვაქვს და წინ უცხო მიწაზე გარდაცვალების პერსპექტივის მეტს ვერაფერს ვხედავთ, დიდხანს ველოდით რომ ვინმე რაიმე პოლიტიკას გაატარებდა რე-ემიგრაცისათვის, მაგრამ მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ ემიგრანტები, ხოლო დანარჩენი დრო ზიან და ითვლიან ჩვენს ტრანზაქციებს, ამიტომ ჩვენ მსოფლიო ქართველ ემიგრანტთა ალიანსმა გადავწყვიტეთ გავემიჯნოთ პოლიტიკას და ვიზრუნოთ მხოლოდ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისთვის, რომელთა კანონიერ ადგილებს უცხო ტომელები იკავებენ საქართველოში. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ ჩაერთოთ ამ საკითხების სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტაში, შექმნათ სამუშაო ჯგუფი ან კომისია რომელიც მოამზადებს მთავრობის ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოში გასატანად. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ კომისიასთან და მივაწოდოთ ჩვენი ხედვა რომელიც დიდი ხანია დეტალურად გვაქვს დამუშავებული და იქ შეუსრულებადი არაფერია, სრულიად შესაძლებელია მთავრობამ შექმნას 4-5 წლიანი პროგრამა რომელსაც კანონის სახე ექნება და რომლითაც 1 000 000 მოქალაქეს საშუალებას მისცემს ღირსეულად დაბრუნდნენ სამშობლოში, პარალელურად ეს პროექტი პირდაპირ გავლენს იქონიებს ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის გაძლიერებაზე. იმედს ვიტოვებთ რომ, ჩვენი ხმა იქნება გაგებული მთავრობის მხრიდან და ეს პეტიცია გადაიქცევა ემიგრაციის დაბრუნების ხელის შეწყობის პროექტად.პატივისცემით,ემიგრანტთა საორგანიზაციო ჯგუფის წევრები:1. ნანული გოგალაძე2. ქეთევან ჩხობაძე3. ნინო სვანიძე4. მადლონა თედორაძე5. ნანა ჩარკვიანი
gallery images

პროფესორ-მასწავლებლების მიმართვა

ჩვენ, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ვეხმაურებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს - ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის ლიდერისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავების მძიმე ფაქტებს. შეშფოთებას გამოვთქვამთ და ვგმობთ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ. აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია. დღეს,  ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის.    ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული  ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს. ამას კიდევ ერთხელ ცხადყოფს დასავლელი მეგობრების დღევანდელი გამოხმაურებები. ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას, რაც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, პირისპირ შეგვატოვებს ოკუპანტ ძალას.ამ ფონზე,  გვსურს, ხელისუფლებას მოვუწოდოთ:სწორად გააანალიზოს არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს; უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები; შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით.  Ხელმომწერები:  ქეთევან ერემაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიკახი ყურაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიდავით ჯანდიერი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიბესიკ ლოლაძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრიდავით ზედელაშვილი - პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტიავთანდილ დემეტრაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიორგი მშვენიერაძე - პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტიდიმიტრი გეგენავა - სამართლის დოქტორი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიმალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიკონსტანტინე კუბლაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეკოტე ჩოკორაია - კონსტიტუციონალისტი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიზაზა მეიშვილი - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი პაპუაშვილი - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარეგიორგი გორაძე - პროფესორი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ირაკლი ფორჩხიძე - სამართლის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი სოფო დემეტრაშვილი - პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დავით ტაბატაძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი ედუარდ მარიკაშვილი - მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტიკახა ურიადმყოფელი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგიორგი მელაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტილიკა საჯაია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიეკა კაველიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიგივი ლუაშვილი - მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. ასისტენტ-პროფესორი, თბილისის ღია უნივერსიტეტი.თამარ ლალიაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტითენგიზ თევზაძე - ასისტენტ-პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიალიკა კუპრავა- მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრიგიორგი მუმლაძე- მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრიგიორგი ნონიაშვილი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი,გიორგი ჩიტიძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიმარინა მესხი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიგიორგი ბერაია - მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტიზურაბ ჯიბღაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიგიორგი სიორიძე - ასისტენტ-პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. Მოწვეული ლექტორი, კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამაგიორგი გობრონიძე - ასისტენტ-პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი. მოწვეული ლექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისოფიო ასათიანი - მოწვეული ლექტორი, ევროპის უნივერსიტეტიბექა კობახიძე - პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რაულ აგიკიანი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თამარ ავალიანი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი დავით ძიძიშვილი - მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „Სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს” დამფუძნებელიანა ჟვანია - სოციოლოგიის ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტითინათინ ერქვანია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
gallery images

გაუქმდეს კარანტინი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის!

მოვითხოვთ მრომ გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინი მაფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.საქართველოს მთავრობა ვალდებულია შეუქმნას ადამიანური პირობები გალის მოსახლეობას! მოვითხოვთ რომ შეიმუშაოთ ახალი გეგმა და დროულად მოახდინოთ რეაგირება!
gallery images

შეყვარებულ წყვილებს მოეხსნათ შეზღუდვები!

ერთი წელია ქვეყანა covid-ით გამოწვეული პანდემიის გამო შეზღუდვებითა და რეგულაციებით ცხოვრობს. ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფის პრობლემების განილვა ხდება, თუმცა დღემდე არავის გახსენებია შეყვარებული წყვილები და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებული ახალგაზრდები... 1 წელია შეყვარებული წყვილები ვერ ახერხებენ საღამოობით სეირნობას, ჩახუტებას, ერთმანეთისთვის სითბოს გაზიარებას, უწევთ დისტანციურად საუბარი, ვეღარ იმართება რომანტიული საღამოები, დაიკეტა ყველა ასეთი დაწესებულება და კომენდანტის გამო ქუჩებსა და სკვერებშიც ვეღარ ახერხებენ დროის გატარებას. დღევანდელი მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, წარმოიდგინეთ შეყვარებული წყვილები კვირაში 5 დღის განმავლობაში ერთმანეთს საერთოდ ვერ ნახულობენ, ერთ-ერთი მათგანი მაინც თუ მუშაობს, 7 საათზე სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ (საცობების გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ უწევს სახლში წასვლა და ფაქტობრივად მხოლოდ შაბათ-კვირასაა შესაძლებელი საყვარელი ადამიანის მონახულება და ამ დღეებშიც ყველა რესტორანი, კაფე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი  დაკეტილია, მხოლოდ სკვერებშია შესაძლებელი შეხვედრა, ისიც 9სთ-მდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოში მყოფი შეყვარებული წყვილები ვითხოვთ ყველა შეზღუდვის მოხსნას, რათა დავუბრუნდეთ ძველ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას და მინიმუმ შეყვარებულთან ერთად საღამოობით სეირნობა მაინც იქნას შესაძლებელი, ვინაიდან კომენდანტის საათი ფაქტობრივად ყველაზე მძიმე შეზღუდვაა. უამრავმა წყვილმა ვერ გაუძლო ასეთ ცხოვრებას და დაშორდნენ ერთმანეთს, დანარჩენნი კი მოწყენილნი აღტკინებით ელიან მომდევნო შაბათ-კვირის დადგომას რათა ქალაქის ერთი ბოლოდან სულაც ფეხით წავიდნენ მეორე ბოლოში საყვარელი ადამიანის სანახავად! 
gallery images

მშვიდობიანი თანაცხოვრების 10 პოსტულატი

      მშვიდობიანი თანაცხოვრების 10 პოსტულატი     1. დავგმოთ სიძულვილის ენა.     2. ვიყოთ ტოლერანტულები.     3. მშვიდობა ყველა ადამიანს ერთნაირად ესაჭიროება.     4. მშვიდობას დაცვა და შენარჩუნება ჭირდება     5. პატივი ვცეთ ერთმანეთის კულტურას და ტრადიციებს.     6. ერთმანეთს შორის ნდობა მშვიდობის მყარი საფუძველია.     7.  ერთიანობა ამყარებს მშვიდობას.     8. დავიცვათ და გავუფრთხილდეთ მშვიდობას     9. ვგმობთ რელიგიურ და ეთნიკურ უთანასწორობას.   10. დაუშვებელია დისკრიმინაცია ეროვნების,სქესის,რასის მიხედვით. 
gallery images

არა პოლიტიკურ LOCKDOWN-ს!

საქართველოს პრემიერ მინისტრის,საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესბატონ გიორგი გახარიასსაკოორდინაციო საბჭოს ა/წ 22 იანვირს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაირღვა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის #699 დადგენილება - ის შეზღუდვები, ანუ ე.წ. "წერტილოვანი შეზღუდვები" სინამდვილეში არის სრული LOCK DOWN ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის, რამეთუ - გაჩერებულია ბიზნესი, მოქალაქეებმა დაკარგეს სამუშაო ადგილი, ქვეყნის ეკონომიკა დეფოლსის გზაზეა, უამრავ მოქალაქეს აწუხებს საბანკო ვალდებულება - რასაც ისინი სამწუხაროდ ვერ იხდიან. გარდა ამისა, ვისაც შეუნარჩუნდა სამსახური - არ არსებული სატრანსპორტო საშუალების გამო (გადაადგილების შეზღუდვა) - მოქალაქეები ვერ მიდიან თავიანთ სამსახურებში - ანუ სახლში ზიან უხელფასოდ. ასევე სხეზე გვაქვს ორმაგი კოლაფსი - ანუ ერთის მხვრივ სატრანსპორტო კოლაფსი და საცობები - 9 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა - რაც გაუგებარი შინაარსისაა, მეორეს მხვრივ კი - ფინანსური - არ არსებული ტრანსპორტი, გაძვირებული ტაქსის ფასები (ხელფასიდან პრაქტიკულად 90% მიდის ტაქსში) ან სამსახურის მიერ დაქირავებული ტრანსპორტის საფასურს ხშირ შემთხვევაში იხდიან დასაქმებულები - ანუ ისევ ხელფასის უდიდესი ნაწილი მიდის სატრანსპორტო უზრუნველყოფის მიმართ - თუნდაც დაქირავებული კერძო ავტომობილი და მიკროავტობუსი. პრაქტიკულად, მათ ვისაც კი შერჩა სამსახური - მათი ხელფასი პრაქტიკულად იკარგება ამ რეგულაციების (სატრანსპორტო შეზღუდვა) გამო. ასევე - ე.წ. "შემსუბუქებული" შეზღუდვები - თბილისს, ქუთაისს და რუსთავს არ შეეხო - სატრანსპორტო კუთხით. ჩნდება ბევრი ლოგიკური კითხვა, რაც აპრიორი არის ასევე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი. გაურკვეველია და ბევრ კითხვას ბადებს, რატომ იხსნება მოლები 1 თებერვლიდან, ბაზრობები - 15 თებერვლიდან? გაურკვეველია როგორ იხსნება 1 თებერვლიდან შეზღუდვა ფრენებზე - თუ არ არის რესტორნები, სამთო-სათხილამურო კურორტების ფუნქციონირება? გაურკვეველია სარესტორნო ბიზნესის ბედი? გაურკვეველია - როგორ შემოვლენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები - მხოლოდ PCR ტესტით თუ კარანტინი ექნებათ სავალდებულო? გაურკვეველია ჩვენ როგორ გავალთ საზღვარგარეთ - როდესაც არ არის გაწერილი ქვეყნიდან გასვლის წესები - მეზობელ ქვეყნებში, ასევე გაურკვეველია - უვიზოდ ტურისტულად ევროპაში ვერ მივდივართ - მაშ სად მივდივართ და როგორ?!ადამიანის თავისუფალი გადაადილება გარანტირებულიასაქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით;გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-13 მუხლით.26 ნოემბერს საქართველოს მთავრობის #699 დადგენლიბა თავისი აკრძალვებით არის ანტიკონსტიტუციური და ირღვევა როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ისე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - კერძოდ, იზღუდება თავისუფლად გადაადგილების უფლება. საუბარი, რომ ჯერ გაიხსნება ერთი, შემდეგ მეორე და ა.შ. - ანუ ეტაპობრივად - არის მხოლოდ და მხოლოდ საფუძველი იმისა, რომ მოქალაქეები არიან მოტყუებულები, ირღვევა 699 დადგენილება - ჩვენ ვნახეთ 3-ჯერ ზედიზედ უკვე დარღვევა - არ მოხდა შეზღუდვების შემსუბუქება როგორც ეს იყო დაანონსებული 24.12-02.01, 16.01-31.01 და 01.02-დან პერიოდში.ასევე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მხოლოდ გვაძლევს იმის საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველა შეზღუდვა არის პოლიტიკური შინაარსის. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მხოლოდ "აქციების ბრალეულობა" იყო სტატისტიკის ზრდა, საპირისპირო არგუმენტებზე კი მხოლოდ მივიღეთ ჩაკეტვა.COVID-19 სტატისტიკა იზრდება აქციების გამო (სამთავრობო განცხადება!)დენდროლოგიურ პარკში ხალხის აღურაცხველი რაოდენობა არ ზრდიდა სტატისტიკას?რუსთაველზე ნაძვის ხესთან - ხალხის აღურაცხველი რაოდენობაა - არ იზრდება სტატისტიკა?"ახალი წელი" - კონცერტი და გასართობი ღონისძიებები - მხოლოდ პრივილიგირებული მოქალაქეებისათვის, შეძლებული ოჯახებისათვის - ის არ იყო ხელმისაწვდომი რიგითი მოქალაქეებისათვის და გაჭირვებული ოჯახების ბავშვები სულ მცირე მოკლებული მოკლებულნი იყვნენ ნაძვის ხის ნახვის შესაძლებლობას - რამეთუ უაზრო შეზღუდვა კომენდანტის საათით (რაც აპრიორი არის ანტიკონსტიტუციური), არ არსებული ტრანსპორტი და ძვირი ტაქსის სერვისი.დიახ ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი! ქვეყნის ეკონომიკა ჩამონგრევისა და დეფოლსის წინაშეა!მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადახედოთ 22 იანვრის გადაწყვეტილება, მოხსნათ 1 თებერვლიდან ყველა შეზღუდვა, როგორც ეს იყო გათვალისწინებული #699 დადგენილებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ არის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური ნიადაგის და მიიღებთ ახალგაზრდების და თავისუფალი მოქალაქეების მასიურ პროტესტს.ნუ გაწირავთ მოქალაქეებს!შეასრულეთ დანაპირები!ყველა მოქალაქე თანაბრია! ხელმომწერი ორგანიზაციები„ახალგაზრდა თაობა“     /დ.დონერიანი/„მონიტორინგის ცენტრი - საზოგადოება“     /დ.ქისტაური/„ახალი ძალა საქართველოსთვის“     /ლ.შველიძე/„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“     /ი.კიკიანი/„ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“     /მ.ანდღულაძე/
gallery images

თავისუფლება ავთანდილ ხურციძეს (ჩაქუჩა)

    XXI საუკუნის ქართული კრივის ლეგენა, ავთანდილ (ჩაქუჩა) ხურციძე დაუსაბუთებელ სასჯელ იხდის ამერიკის მკაცრი ზედამხედველობის საპატიმროში. როგორც ცნობილია გამოძიება მას ედავება კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობას, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გამომდინარე იქიდან რომ წაყენებული ბრალი აბსურდულია, მტკიცებულებები არ არსებობს და მითუმეტეს ბრალდებული ხურციძე არ აღიარებს დანაშაულს.    ბავშვობიდანვე ავთანდილი იყო წარმატებული სპორტსმენი, ღვთივმიმადლებული რაინდული ნიჭისა და ფიზიკური უნარების საშუალებით. მან ქართულ კრივს სახელი გაუთქვა მსოფლიო ასპარეზზე და მრავალგზის ასახელა სამშობლო.    ავთანდილი სასჯელს იხდის კოლუმბიელ მკვლელებთან და რეციდივისტებთან, რომლთაც არაერთხელ სცადეს შურით მისი ფიზიკური ლიკვიდაცია. თუმცა ჩაქუჩამ ყველას თავისი ადგილი მიუჩინა. ამასთანავე აღასანიშნავია ის ფაქტი, რომ ის არაერთჯერ იქნა ცივი იარაღით დაჭრილი და მისი სიცოცხლე სისტემატიურად საფრთხის ქვეშაა. მეგობრებსა და სპორტსმენებს ლეგიტიმური ეჭვი გვაქვს, რომ ავთოს დაპატიმრება უკავშირდება ბრიტანელი მოკრივის სანდერსის კარიერის მოსალოდნელ კრახს და ამ უკანასკნელის პირად ინტერესებსა და მაქინაციებს.    მოვუწოდებთა სპორტის სამინისტროს, პრეზიდენსტს, ამერიკის დიპლომატიურ კორპუსს, რომ გვიშუამდომლონ აშშ-ს საგამოძიებო სამსახურებთან რათა კიდევ ერთხელ გადაიხედოს ხურციძის საქმე, მისი უდანაშაულობის გასარკვევად.   ავთანდილი საკმაოდ ახალგაზრდაა და კვლავ პერსპექტიულ სპორტსმენად აღიქვამს კრივის სპორტული სამყარო და გულშემატკივრები.     მას სჭირდება ქართველი ერის თანადგომა და თავსიუფლება რათა კიდევ მრავალგზის ასახელოს ქართული გენი.
gallery images

თავისუფლება დავით-გარეჯის მცველ, გიორგი იჩუკაიძეს!!!

     სამშობლოს სიყვარული ქართველისათვის სასჯელს არ იმსახურებს.     2020 წლის 14 იანვარს, გიორგი იჩუკაიძემ, დავით-გარეჯის ტერიტორიული ერთიანობისათვის გადადგა თავგანწირული ნაბიჯი. მან ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვეებს მოუწოდა სამართლიანობის აღდგენისაკენ, რაც სამართალდარღვევად აღიქვა სახელმწიფომ და ნაცვლად იმისა, რომ დემარკაცია-დემილიტაციის კომისიას საბაბად მიეჩნია აღნიშნული მოვლენა და სახელმწიფოებრივ ინტერესებში გაეთვალისწინებინა გიორგის თავგანწირვა მას შეეფარდა ,,ხონის“ ფსიქიატრიულ კლინიკაში 3 წლით იძულებით თავისუფლების აღკვეთა. რაც ითვალისწინებს მკაცრი პროტოკოლით, ვიდეო კამერების წინაშე ,,სამკურნალოდ“ ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას, რაც პრაქტიკულად გამოუსწორებელ ზიანსც მიაყენებს მის ჯანმრთელობას.     გიორგი იჩუკაიძე ყველა ქართველის სათქმელი თქვა, რითაც სამსხვერპლოზე მიიტანა საკუთარი სიცოცხლე.     ვთხოვოთ პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას ელექტრონული ხელმოწერებით გიორგი იჩუკაიძის სასჯელის ანულირება.
gallery images

მოიმატოს პენსიები!!! შემცირდეს ბანკი ლიბერთის 30% (!!!!) წინსწრებით აღებულ პენსიის განაკვეთი!

როდემდე უნდა გაგრძელდეს საკუთარი ხალხის, ყველაზე დაუცველი ფენის გენოციდი საქართველოში?! 20 ლარის მომატება მაღალი ინფლაციის ფონზე ადამიანების სრული ცინიკოსობა და დაცინვაა! წინსწრებით აღებული 2-3 თვის პენსიის შემთხვევაში, პენსიონერს უწევს 30% დატოვება ბანკში ყოველთვიურად!!! როგორ შეიძლება გადარჩეს პენსიონერი ამ დამცინავ თანხაზე? როგორ უნდა იყიდოს წამლები? როგორ უნდა იკვებოს? სითბოში იყოს და შუქიც ჰქონდეს? ტრანსპორტით იმგზავროს და კიდე იყოს ჯამრთელი, და აქტიური ამომრჩეველი?!!! პენსიონრებს წაერთვა მათთვის საჭირო პროდუქციის განვადებით გამოტანის საშუალება, სადაზღვევო კომპანიებში მაღალი რისკის კატეგორია არ ფინანსდება სათანადოდ, რადგან რაც უფრო ასაკიანი ხარ, მით უფრო პრობლემატური ხარ. ადამიანებო, ნუ თუ არ აპირებთ დაბერებას? ნუ თუ გგონიათ რომ მუდამ იქნებით იქ სადაც ხართ? ქვეყანა სადაც უფროს თაობას ასე აჭერენ წიხლს, მომავალი არ აქვს. მარიხუანას ლეგალიზაციისთვის, ათასობით ხალხი გამოიყვანეს გარეთ, ნუ თუ აქ მაინც ვერ დავეხმარებით ჩვენ დედებს და მამებს, ბაბუებს და ბებიებს?! თქვენ ხომ ყველა გყავთ ეს საყვარელი ადამიანები ოჯახებში, ვისაც უნდათ ნორმალური ადამიანური ცხოვრება, ვინც თავისი ოფლით და სისხლით დაიმსახურა პატივისცემა. დავეხმაროთ ჩვენი საზოგადოების ყველაზე სუსტ კატეგორიას, რა ვიცით რამდენი ხანი დაგვრჩა ამათთან ერთად ყოფნა ამ დედაიწაზე? ზრუნვა საჭიროა სანამ ცოცხალია ადამიანი. და ყველასთვის ცნობილია რომ სამარეში ვერაფერს წავიღებთ, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს რატომღას ეს ავიწყდებათ. 
gallery images

მოვითხოვთ გამოირთოს ქალაქის საახალწლო განათება კომენდანტის საათებში

 მიგვაჩნია, რომ თბილისში საახალწლო განათებების ჩართვა კომენდანტის საათის პერიოდში, მაშინ, როცა მოსახლეობას არ აქვს გარეთ გასვლის უფლება, არის სახელმწიფო ბიუჯეტის არაგონივრული ხარჯვა.მოგეხსენებათ, თბილისში 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. ასევე იკრძალება საჯარო სივრცეში ყოფნა. შესაბამისად, არც ლოგიკურია და არც მიზანშეწონილი, რომ თბილისის მერია თანხას ხარჯავდეს საახალწლო განათებებზე იმ პერიოდში, როცა ღამით ადამიანები ქუჩაში ვერ გადაადგილდებიან.მოვითხოვთ თბილისის მერიამ გამორთოს ქალაქის საახალწლო განათება კომენდანტის საათებში (21:00-დან 05:00-მდე).დაზოგილი თანხა მოხმარდეს სოციალურად დაუცველებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს.