add one
gallery images

მოგვეცით არსებობის საშუალება!!!

ჩვენ სხვადახვა ჯერ კიდევ დახურული ბიზნესის წარმომადგენლები (ტურისტული კომპანიები, გიდები, ავია კომპანიები, კინო და თეატრის წარმომადგენლები, გასართობი ცენტრები, კლუბები, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები...), დავრჩით უმუშევრები და ელემენტარული შემოსავლის გარეშე,   90 პროცენტი ვართ იძულებით უხელფასო შვებულებებში!!!(დანარჩენებსაც აგვისტოდან შეუწყდებატ ხელფასის პროცენტის გადახდა..) ბანკის ვალებით და იპოთეკებით.ვინაიდან ამ ეტაპზე ვერ ხერხდება ამ სექტორის გახსნა მოვითხოვთ, გაითვალისწინოთ ათეულობით ათასი ადამიანის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა და იმ ოჯახებისაც ვისაც ვარჩენდით.დროულად შეიმუშაოთ ჩვენთვის რეგულაციები:1.უპროცენტოდ გადაავადოთ ბანკის კრედიტები და იპოთეკა,რადგან ვა​​​რთ გადამხდელუუნაროები გახსნამდე.ვკარგავთ ბინებსაც და იმ ფულსაც რაც წლები პატიოსნად ვიხადეთ.2.გაგვიზარდოთ კომპენსაცია,ვინაიდან 200 ლარი არ ეყოფა არც ერთ ოჯახს,საქართველოში არ გვქონია ისეთი ფუფუნება,რომ დასაქმებული იყოს ოჯახის რამოდენიმე წევრი3, მოახდინოთ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება.4.ვისაც აქვს საპენსიო დანაზოგი მიეცით სურვილისამებრ სარგებლობის უფლება..ვისაც არა კომპენსაცია გაუზარდეთ!5. გაიხსნას ფრენები მინიმუმ მწვანე ზონის ქვეყნებთან სია შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე(  https://www.endcoronavirus.org/countries#winningამით დაცულიც იქნება ქვეყანა და ის რომ ჩვენც მწვანე ზონაში ვართ შეგვიძლია ქვეყნის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი და ტურისტულად მიმზიდველი გახდეს, შესაბამისად ეს სფეროებიც შეიძლება გაიხსნას. თუ ყველაფერი კარგად იქნება ყვითელი ზონის ქვეყნების დამატებაც შეიძლება შემდეგ რომლებიც ასევე უსაფრთხოა.ეს მოთხოვნები ელემენტარულად საარსებოდაა საკმარისი..ჩვენ არ გვინდა ისედაც რთული ვითარების უკიდურესად დაძაბვა,ვინაიდან ვართ შეგნებული მოქალაქეები. ჩვენი სექტორი არის უპატიოსნესი და მსხვილი გადამხდელი.ნუ გაგვწირავთ ამდენ ათას ადამიანს და ჩვენ ოჯახებს ..ფაქტიურად სოციალურად დაუცველები გავხდით.და ალტერნატიული სამსახურები ძაან კარგად მოგეხსენებათ რეალობაში არ არსებობს.რაც იყო ისიც განადგურდა. ჩვენთან ერთად დგანან ოჯახის წევრები და ბევრი ასევე უმუშევრად დარჩენილი ადამიანი!!! რეალურად მიაქციეთ სათანადო ყურადღება ტოტალურ უმუშევრობას!!!შიმშილი მოგვკლავს თუ კოვიდი რა მნიშვნელობა აქვს...  
gallery images

მოვითხოვთ დაისაჯოს ალექსანდრე ხეთაგური, ძაღლის განზრახ მკვლელობისთვის!

17 ივლისს ქალაქ გორში, თამარ მეფის ქუჩაზე, 4/3 ნომერში, შპს გორმედის ქირურგმა ალექსანდრე ხეთაგურმა, ნასვამ მდგომარეობაში მძინარე ძაღლს ესროლა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღი ორჯერ,რომელიც შეგნებულად გამოიტანა სახლიდან, რამაც გამოიწვია ძაღლის ადგილზე დაღუპვა. აღნიშნული გორმედის ქირურგი ამ ბინაში გადმოსვლის დღიდან იმუქრებოდა რომ თავისი ცეცხსასროლი იარაღით დახოცავდა ცხოველებს და 17 ივლისს ეს დაპირება აასრულა. კითხვაზე-"რატომ მოკლა ძაღლი" გვპასუხა რომ იყო აფექტში.ზემო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოვითხოვთ:1.პასუხისგებაში მიეცეს ა.ხეთაგური და სისხლის სამართლის საქმე აღიძრას მის მიმართ.2. განთავისუფლებული იქნას სამსახურიდან და ჩამოეთვას ლიცენზია, ვინაიდან ქირურგი რომელიც ადვილად გამოდის მდგომარეობიდან, მას არ უნდა ქონდეს ადამიანებთან შეხება.3. ამ ადამიანს აუცილებლად უნდა ჩამოეთვას იარაღის შენახვის უფლენა , რადგან არ აქვს მყარი ფსიქიკა და შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ესროლოს.
gallery images

გაიხსნას საქართველოს საზღვრები

COVID-19 გამოწვეულმა პანდემიამ, ყველაზე მეტად დააზარალა ტურიზმის სექტორი. უმარავი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. საქართელოს მთავრობა ჯერ კიდევ აპრილ მაისში გვპირდებოდა რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვინც საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრებს გახსნიდა. 1-ლი ივლისიდან ევროკავშირმა საქართველოს გაუხსნა საზღვრები, ქართულმა მხარემ სრულიად მოულოდნელად 1 აგვისტომდე გადაწია ეს თარიღი.მოვითხოვთ გაიხსნას საზღვრები და სამედიცინო რეგულაციების დაცვით მოხდეს ვიზიტორების მიღება.მოაწერეთ ხელი პეტიციას, გააზიარეთ, გავაგებინოთ მთავრობას რომ ბევრნი ვართასევე სამშაბათს 7 ივლისს, 19:00 საათზეhttps://www.facebook.com/events/s/გაიხსნას-საქართველოს-საზღვრები/1349441451911981/?ti=clდისტანციის დაცვით შევიკრიბოთ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან და მოვითხოვოთ საზღვრების გახსნა მაქსიმალურად მოკლე ვადაში.
gallery images

დაწესდეს მინიმალური ხელფასის ოდენობა

დაწესდეს მინიმალური ხელფასი საათში 2 $  ექვივალენტის შესაბამისი ეროვნულ ვალუტა ლარში. 
gallery images

დამატებითი საარჩევნო უბნები ემიგრანტებს

ალბათ, ემიგრაციაში ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც სამშობლოს აწმყო არ აღელვებს და მის უკეთეს მომავალზე არ ოცნებობს;ადამიანი, რომელიც არ ოცნებობს საქართველოს ღირსეულ და დემოკრატიულ განვითარებაზე, ან იმ სიკეთეების თავის სამშობლოში ხილვაზე, ევროპულ, თუ ამერიკულ რეალობაში რომ უნახავს.ჩვენ საქართველოს სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ და ჩვენი ვალია, სამოქალაქო პასუხისმგებლობა ავიღოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც: მივიდეთ უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე და ჩვენი არჩევანი დავაფიქსიროთ.გააზრებული გვაქვს ისიც, რომ უამრავი ემიგრანტი ამას სიამოვნებით გააკეთებდა, რომ არ ჰქონდეს საარჩევნო უბანთან (საელჩო, საკონსულო) მანძილის პრობლემა. ზოგ შემთხვევაში კი ამ მანძილის გასავლელად ერთი დღე არ არის საკმარისი.ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით - ,,ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი" (როგორც უცხოეთის საარჩევნო უბნების სადამკვირვებლო ორგანიზაცია) 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უცხოეთში ვითხოვთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას ისეთ საკვანძო ქალაქებში, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 10 ათასს სცილდება.ქართული ემიგრაციის ხმები უმნიშვნელოვანესია საქართველოს მომავლისთვის!იაქტიურეთ, შეუერთდით მანიფესტს და დაადასტურეთ ხელმოწერით, რათა არ დაიკარგოს ჩვენი, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეების საარჩევნო ხმა.1. ამერიკა (3 საარჩევნო უბანი):(ფილადელფია: 1; კალიფორნია: 2)2. საფრანგეთი: სტრასბურგი - 1;3. თურქეთი: იზმირი - 1;4. იტალია (4 საარჩევნო უბანი):მილანი;ფლორენცია;ნეაპოლი;ბარი.
gallery images

ასლან აბაშიძის შეწყალება

 საქართველოს პრეზიდენტს    ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს                                                                      პეტიცია                                                (რეკომენდაცია)მოგმართოთ თხოვნით, რეკომენდაციით შეიწყალოთ , ასლან იბრაიმის ძე აბაშიძე თქვენი 2014 წლის 27 მარტის N120 ბძანებით დამტკიცებული შეწყალების წესის მე-2 მუხლის შესაბამისად შესაძლებელია მსჯავდებული ასლან აბაშიძის შეწყალება.გაცნობთ რა ზემოაღნიშნულს, გთხოვთ,  გამონაკლისის სახით შეიწყალოთ ნაციონალური მოძრაობისა და დიქტატორ მხეილ სააკაშვილის მიერ დევნილი აჭარის ა.რ  ხანდაზმული მსჯავდებული ასლან აბაშიძე.გვჯერავს მიიღებთ ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას .!პატივისცემით1. მოძრაობა ,,თავისუფალი სივრცე“2. საზოგადოებრივი მოძრაობა ,,საქართველო“3. მოძრაობა ,,ბათუმის განვითარების ცენტრი“4. ახალგაზრდული მოძრაობა ,,ახალგაზრდა თაობა“5. მოძრაობა ,,დაიცავი მომავალი“6. მოძრაობა ,,პატრიოტები“7. ახალგაზრდული მოძრაობა ,,შეაჩერე უსამართლობა“8. აჭარის ახალგაზრდული მოძრაობა ,,SOS”9. არასამთავრობო ორგანიზაცია უ.დ.ო ,,კომიტეტი“10. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველო კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“ თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე თანათავმჯდომარე პატიმრების შეწყალების საკორდინაციო საბჭოს უ.დ.ო ,,კომიტეტი“ ხელმძღვანელი / მ.ღოღობერიძე /
gallery images

ლევან მამალაძის შეწყალება

საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს პოლიტდევნილი ლევან მამალაძის                                                                                                              გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა 17 წელია რაც სამშობლოდან უსამართლოდ მოწყვეტილი ვარ, მხოლოდ იმიტომ რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე ვიყავი და შავი პიარისა და ჭორების მეშვეობით ჩემი განადგურება დაგეგმა. როგორც კი ხელიუფლება ხელში ჩაიგდო , ჩემს მიმართ უკანონო სისხლის სამართლებრივ დევნას შეუდგა. სააკაშვილის სისხლიან რეპრესიებს შეეწირა ჩემი ოჯახის ბედი და ჩემი ახლობლების სიცოცხლე.ამ სიტუაციაში ნამდვილად არ მაქვს სურვილი ჩემი სიმართლე ვამტკიცო, ყველა მასალა თქვენდამი გამოგზავნილ წერილში (შემავალი ნომერი კანც. #:1/1103 26.01.2020 წ) და თანდართულ დოკუმენტებშია თავმოყრილი. ერთს კი ვიტყვი, რომ გავრცელებული ჭორები „ზოდები და ნიანგები“ ჩემს საქმეში არ არსებობს, ეს მხოლოდ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად იყო მოგნილი. 2012 წლიდან ყველა ინსტანციას მივმართეთ ,მაგრამ, ჩემი საკითხი სამართლებრივ ჭრილში არცერთ უწყებაში არ განხილულა, გაურკვეველი პოლიტიკური სარჩულის მიზეზით. ასეთივე მიდგომა აქვს სასამართლოსაც.საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის 52 მუხლის თანახმად განსაზღვრული აქვს უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებული განურჩევლად ჩადენილი დანაშაულისა და იმისა, ციხეში იხდის სასჯელს თუ არა. ჩემი საქმე კლასიკური მაგალითია პოლიტიკური დევნისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ სამართლიანობის აღდგენა. ან რა არის იმაზე მძიმე სასჯელი , რომ 17 წელია პოლიტიკურ დევნაში ვიმყოფები.დედაჩემი 80 წლისა არის და სანატრელი გაუხდა ჩემი და ჩემი ოჯახის დაბრუნება საქართველოში. სიმართლე გითხრათ არ ვიცი რა გავაკეთო, ან რა პირობა დავდო იმისთვის, რომ ამ გაჭირვების დროს  დედის გვერდში ვიყო.მე კარგად მესმის ის , რომ ზოგი გავრცელებული ჭორების ზეგავლენის ქვეშ არის დღემდე და თქვენ რომ არ აიღოთ პასუხისმგებლობა ჩემს საქმესთან დაკავშირებით ან სალაპარაკო არ მიეცეს სააკაშვილის  პოლიტიკურ ძალებს ,პირად პასუხისმგებლობას ვიღებ ღია სასამართლო პროცესი გავმართო საქართველოში დაბრუნებისას.თქვენ პირადად იცით ემიგრაციაში ყოფნის სირთულე და კარგად გამიგებთ , თუ რას ნიშნავს უსამართლო დევნა და სამშობლოდან დაუსრულებელი განშორება!უმორჩილესად გთხოვთ შემიწყალოთ! მომეცით  საშუალება დავბრუნდე საქართველოში, ვიყო მხცოვანი დედის გვერდით და ამ რთულ პერიოდში როგორც რიგითი ჯარისკაცი ვემსახურო სამშობლოს! პატივისცემითლევან მამალაძე                                                                  26.03.2020 წ                                                                                                                                                                                
gallery images

We request a 6-hour work day

პqირველ რიგში, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ არაფიქსირებულ და ზეგანაკვეთურ განრიგზე მომუშავე ადამიანების მძიმე უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში. მათი უფლებები ყოველ დღე და ჩვენს თვალწინ ირღვევა. საქართველოში მწვავედ დგას შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. ციფრულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანის განვითარება, საჭიროებები და ცხოვრებისეული გამოწვევები რადიკალურად განსხვავდება ადამიანის წინაშე 20-30 წლის წინ არსებული რეალობისაგან. კოვიდ 19-ით გამოწვეული იზოლაციის და კარანტინის დროს, დასაქმებულთა დიდი უმრავლესობა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო.ჩვენი აზრით, 8 საათიანი სამუშაო დღე აზიანებს ადამიანის შემოქმედების, თვითგანვითარების და პროდუქტიული საქმიანობის უნარებს. სამუშაო დღის საათების შემცირება ჩვენი ქვეყნის არაერთმა ორგანიზაციამ დაიწყო, თუმცა მნიშვნელოვანია ასეთი მიდგომის დანერგვის რეკომენდაცია უფრო ფართოდ გაიცეს. კოვიდ 19-ის შემდგომი სამყარო იქნება სხვანაირი. ადამიანები მეტად დაფიქრდებიან საკუთარ ჯანმრთელობაზე, ორგანიზმის დასვენებასა და ძალების მოკრებაზე.ასევე, მერყევი სამუშაო ადგილები და ეკონომიკა ქმნის აუცილებლობას, რათა მოქალაქეებმა მეტად შეძლონ საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარება. ჩვენი აზრით, 6 საათიანი სამუშაო დღე მოქალაქეებს მისცემს დღეში 2-3 საათს, რომელიც მათ შეუძლიათ დაუთმონ საკუთარ თავს, ოჯახებს, მეურნეობას და განვითარებას. 
gallery images

ნუ გამწირავ შიმშილისთვის !

COVID19-ის გამო გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები შეუზღუდა - მათ შორის შრომის თავისუფლება. ა/წ 21 მარტიდან შეწყვეტილია სამუშაო პროცესები. უამრავი სამსახური დაიხურა და მრავალი ადამიანის შემოსავალი შეჩერდა. მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმას აქვს ბევრი ხარვეზი! კერძო სტრუქტურებმა კი შექმნილი ვითარებით ისარგებლეს და კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გაანთავისუფლეს უამრავი დასაქმებული, მარტის თვის ხელფასი კი დაგვიანებით აპრილში ჩაურიცხეს რის გამოც ათასობით უმუშევრად დარჩენილი მოქალაქე მიზნობრივი სოციალური დახმარების გარეშე რჩება.მთავრობის მიმართ ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა კომპენსაცია მიიღონ იმ ადამიანებმაც, ვისაც კომპანიებმა (გამიზნულად თუ ...) მარტის თვის ხელფასი დაგვიანებით ჩაურიცხა აპრილში !მიუხედავად იმისა, მიენიჭება თუ არა მოქალაქეს დასაქმებულის სტატუსი საგანგებო მდგომარეობის შემდგომ, COVID19 -ის კრიზისიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეებისგან ნაშოვნი თანხით 6 თვის მანძილზე 1200 ლარი სრულიად აუნაზღაურდეს ყველას - ყოველგავრი შერჩევითი სამართალის გარეშე !სახელმწიფოს მიერ პირველი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სრულიად აიღოს ყველა იმ კომპანიამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ვის გამოც დროებით უმუშევრად დარჩენილი ადამიანები ვერ ისარგებლებენ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ისედაც უმნიშვნელოდ მცირე კომპენსაციით !მივმართავთ საქართველოს მთავრობას და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებს საჭირო სამინისტროებთან და ორგანოებთან თანამშრომლობით, შეიმუშავონ სპეციალური გეგმა, რომლის განხორციელების საშუალებითაც უპირველეს ყოვლისა გათვალისწინებული იქნება უმუშევრად დარჩენილი ადამიანების დახმარება და ამავდროულად აღმოფხვრას ანტიკრიზისულ გეგმაში არსებულ ყველა ის ხარვეზი რომელიც ხალის მასხრად აგდებას ემსახურება.
gallery images
gallery images

დაეხმარეთ მწერლებს!!! ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს

კორონავირუსის გავრცელებისა და მსოფლიო პანდემიის გამო, საქართველოში დღეს უამრავი მწერალი დარჩა სამსახურისა და შემოსავლის გარეშე. ბევრ მათგანს ლუკმა-პურის ფული არ გააჩნია და შიმშილის ზღვარზეა!მწერლები გააერთიანა გასაჭირმა და ისინი საკუთარი ძალებით ეხმარებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს არასაკმარისია, რადგან ძალიან მძიმეა რეალობა.ვთხოვთ შესაბამის სამსახურ(ებ)ს, ქალაქ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაეხმაროს მწერლებს!!!სახელმწიფო ბიუჯეტიდან წიგნიერების, განათლების, ლიტერატურის ხელშეწყობა- განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტების და ღონისძიებების ნაწილი, კორონავირუსთანდაკავშირებული მოვლენების გამო, სამწუხაროდ ჩაიშალა და წელს ვერ განხორციელდება.ჩვენი ინიციატივაა, კულტურის, ლიტერატურისათვის გამიზნული სახსრებით დავეხმაროთ თანამედროვე, ქართველ ავტორების, რომლებიც ქმნიან დღევანდელ ლიტერატურულ პროცესს საქართველოში.მათ ახლა ძალიან უჭირთ.ნუ დავტოვებთ უნუგეშოდ,მხოლოდ ჰონორარის იმედად.????ვიხსნათ მწერლები გასაჭირისგან!
gallery images

დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა! არა დიქტატს!!!

უკვე ერთი თვეა რაც ჩვენს მთავრობას შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს. ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი,  პატიოსან მოქალაქეებს უკრძალავენ მანქანით გადაადგილებას, მაგრამ გარეთ მაინც უამრავი მანქანა მოძრაობს საშვებით. უმუშევრად დარჩენილი ათასობით ადამიანი, არასამართლიანად გამოწერილი ჯარიმები და მთავრობის უპასუხისმგებლო ქცევა - ეს ყველაფერი ამ უკონტროლო ძალაუფლების შედეგია. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს უკვე მიღებული გადაწყვეტილებების საჯარო განხილვა და ღია გამოძიება! https://www.facebook.com/events/220399009253705/
gallery images

პეტიცია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კონფესიების დაფინანსების ახალი წესის შემოღების შესახებ

პეტიცია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კონფესიების დაფინანსების ახალი წესის შემოღების შესახებსაქართველოში მრავალი რელიგიური ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც ფლობენ ქონებას, აგრეთვე  ჰყავთ მრევლი.საქართველოს მთავრობა  არსებული და დადგენილი წესების მიხედვით ახდენს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას, რაც რამდენიმე ათეულ მილიონს აჭარბებს.რელიგიური და არარელიგიური თემის რიცხოვნება მუდმივად იცვლება.სამართლიანამ მიმაჩნია დადგინდეს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების შემდეგი წესი:   კონფესიები (რელიგიური ორგანიზაციები) ვფიქრობ უნდა ფინანსდებოდეს უშუალოდ მრევლის მიერ, კერძოდ მათი საშემოშავლო გადასახადების 1% გადაირიცხოს სახელმწიფო ფონდში, რომელიც ყოველი წლის ბოლოს ზუსტად იმ მოცულობის თანხას გადაურიცხავს რელიგიურ ორგანიზაციებს, რამდენი თანხაც მრევლის მიერ მიზნობრივად აკუმულირდა.   რაც შეეხება უცხოეთიდან შემოსულ ფინანსურ დახმარებებს, რელიგიური კონფესიების მიმართ,  აგრეთვე უნდა აისახოს სახელმწიფო მიზნობრივ ფონდში, პირობითად-"რელიგიის დაფინანსების ფონდი", რომელსაც ექნება მონიტორინგის გაწევის და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება.    რაც შეეხება ისტორიულ საკულტო კულტურულ მემკვიდრეობას აქ სახელმწიფომ უნდა აიღოს სრულ მეურვეობა და იმოქმედოს როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის  სტანდარტს მიესადაგება.  2020 წლის 17 აპრილი  
gallery images

დასრულდეს მონობა

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობისა და საკარანტინო პერიოდის პარალელურად სააქციო საზოგადოება ფუდმარტმა (ს/კ 404460187), რომლის ერთ-ერთი სავაჭრო მარკაც არის "სპარი" , მიღო მონობისა და დისკრიმინაციის უპრეცენდენტო მოვლენა! მან სამუშაო საათები არასაკარნტინე პერიოდში სასურსათო მაღაზიის სრული დროით სარგებლობის მოტივით სამუშაო საათები გაზარდა 06:00-დან 21:00-მდე. აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, კი ამ მაღაზიებში დასაქმებულ ადამიანები აღმოჩნდნენ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნი და ასევე ირღვევა დასაქმებულთა შრომითი უფლებები, კერძოდ მათ:ვინაიდან 21:00 საათის შემდეგ აკრძალულია გადაადგილება, მათ უწევთ იძულებით ღამე გაათიონ სამუშაო სივრცეში გამოკეტილებმა;დამსაქმებლები აიძლებენ იმუშაონ კვირაში 60 საათი, მაშინ როცა კანონით სამუშაო პერიოდის მაქსიმუმ შეადგენს 45 საათს;ვინაიდან არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, დასაქმებულ ადამიანებს უწევთ ყოველდღიურად ტაქსით გადაადგილების ხარჯები აანაზღაურონ საკუთარი ხელფასიდან;ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ლეიბორისტული პარტია, საქართველოს მოსახლებასთან ერთად ითხოვს საქართველოს მთავრობისაგან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას!  სასწრაფოდ მოხდეს აღნიშნული  მონობისა და დისკრიმინაციის უპრეცენდენტო მოვლენის შესწავლა და გატარდეს ყველა აუცილებელი ზომა რათა დასაქმებულთა ყველა ზემოთ შელახული უფლება იქნას აღდგენილი! აღნიშნული მოთხოვნა ხელმოწერებთან ერთად გადაეგზავნება სპარის ცენტრალურ ოფისს ჰოლანდიაში, კომპანიას რომლისგანაც ფრანჩაიზინგი აქვს შეძენილი ქართულ მხარეს. 
gallery images

კომუნალურებისგან გათავისუფლება

Covid-19 ვირუსის გამო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დარჩა შემოსავლის გარეშე, რის გამოც არის გადახდიუუნარო. გთხოვთ, გაგვათავისუფლოთ კომუნალური გადასახადებისგან, სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება.