add one
gallery images

მოგოს დავალიანების გაუქმება და შეჩერება

ხალხო და თანამოქალაქეებო, ქვეყანაში შექმნილი სსაგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე მოგო მაინც აგრძელებს დავალიანების დაკისრებას. მოვითხოვოთ ვადაგადაცილების და დავალიანების გაუქმება!!!
gallery images

საგანგებო მდგომარეობის დროს შემოსავლის გარეშე დარჩენილთა მხარდასაჭერად

მოგეხსენებათ, COVID-19 ინფექციის გავრცელების პრევენციისა და ლოკალიზების მიზნით, 2020 წლის 21 მარტს ქვეყანაში  გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომლის თანახმადაც, 21 აპრილამდე ქვეყანაში იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა; იზოლაციის ან კარანტინის წესების დამრრვევი პირები იძულების წესით იქნებიან განთავსებული საკარანტინო სივრცეებში და დაეკისრებათ სათანადო სანქცია.მთელი  ქვეყნის მასშტაბით დახურულია ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო ობიექტების, ბანკების, აფთიაქების, სამედიცინო დაწესებულებებისა და ფოსტისა. ამ გადაწყვეტილებით, რომელიც ცალსახად აუცილებელია , ათასობით ოჯახი დარჩა შემოსავლის წყაროს გარეშე, რადგან დასაქმებლთა გარკვეული ნაწილი დამოკიდებული გახლდათ დღიურად გამომუშავებულ შემოსავალზე, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ თვითდასაქმებულები, რომლებსაც არ ერიცხებათ ფიქსირებული ხელფასი.ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია მათზე პასუხისმგებლობის  აღება სახელმწიფოს მიერ.  მოვითხოვთ, ყველა რეგიონში აღვრიცხოთ შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილი  ადამიანები,  გამოინახოს  თანხები და დაენიშნოთ საარსებოდ აუცილებელი მინიმალური დახმარება, ვიდრე არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება და ისინი შეძლებენ დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას  თუ სამსახურებს , რადგან მათი დიდი ნაწილი არ ფლობს არავითარ დანაზოგს, რაც მათ შიმშილობის და კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის რეალური საფრთხის წინაშე აყენებთ.  დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი  ინიციატივა გათვალისწინებული იქნება და აღნიშნული ჯგუფი არ დარჩება საარსებო მინიმუმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის დროს.პატივისცემითნინო  ბაისონაშვილი მანანა მიქავა 
gallery images

საარსებო შემწეობა აღუდგეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს

ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე მოვითხოვთ საარსებო შემწეობის ჩარიცხვა აღუდგეს ყველა იმ ოჯახს, რომლებსაც შეუჩერდათ აღნიშნული სოციალური დახმარება. ეს არის აუცილებელი, რადგან ამ ადამიანებს სხვა არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი არსებობდნენ სწორედ სახელმწიფოს დახმარებით - საარსებო შემწეობით, რომელიც 30 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს და ამ დახმარების გარეშე ადამიანები რჩებიან სრულიად უმწეო მდგომარეობაში. მითუმეტეს არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ მარტის თვეში კიდევ დამატებით შეუჩერდა დახმარება ათასობით ადამიანს ბიუროკრატიული პროცედურების (გეგმიური გადამოწმება და სხვა) გამო. ნუ გავწირავთ ადამიანებს შიმშილისთვის!მოაწერეთ ხელი პეტიციას! გისურვებთ ჯანმრთელობას.დამატებითი კითხვებისთვის 591051601 (თეონა ჭალიძე)
gallery images

“დაიცავი დაუცველი, ნუ იქნები შემდეგი ძალადობის მსხვერპლი“

                                                                                    მოგესალმებით და მოგმართავთ ადამიანებს, ვინც ემიჯნებით ყვალანაირ ძალადობას.                     პეტიციის საფუძველზე ვწერ  მიმართვას ხელმოწერების შეგროვების მიზნით.                                                                           “დაიცავი დაუცველი,                                                      ნუ იქნები შემდეგი ძალადობის მსხვერპლი“ საქართველოს ტერიტორიაზე,თბილისში და განსაკუთრებით რეგიონებში გახშირდა და ყოველდღიურობად იქცა ცხოველებზე ძალადობა.აწამებენ,მძიმე საგნებით უსწორდებიან და კლავენ მიუსაფარ თუ პატრონიან შინაურ ცხოველებს.საშინელი სადისტური და ძალადობრივი ფაქტებია გამოვლენილი ბოლო წლების განმავლობაში.აღძრულია ბევრი საქმე სისხლის სამართლის 259-ე მუხლით,მაგრამ არცერთი დამნაშავე არ არის გამოვნლენილი და დასჯილი.პირიქით ცხოველთა უფლებების დამცველებს და მათ გულშემატკივრებს აყენებენ მორალურ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას.არ ხდება ინფორმირება მოსახლეობის,რომ ცხოველებსაც აქვთ სიცოცხლის უფლება და მათ იცავს საქართველოს კანონმდებლობა.კონკრეტული ფაქტებია გამოვლენილი ქალაქ გურჯაანში,მოკლეს ახალნამშობიარები ძაღლი.ასევე აწამეს სადისტურად ძაღლი დასახლებულ პუნქტში,იქ სადაც ბავშვები მუდმივად გადაადგილდებიან და თამაშობენ.ძალადობრივი და მკვლელობის ფაქტებია დაფიქსირებული ყვარელშიც და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე.ასევე ერთერთი ასეთი ფაქტი,მოხდა თბილისის ცენტრალურ უბანში შარშან.ამ ფაქტის გასაჯაროვებას და ცხოველზე მოძალადის დასჯას ითხოვს დაზარალებულის მშობელი ნანა ხომასურიძე და ადვოკატი თემურ ნასარაია.2019 წლის იანვარში, საქართველოს მოქალაქე, 18 წლის სალომე აფციაური,  შეესწრო ცხოველეზე, კერძოდ კატაზე ძალადობის ფაქტს, მან მიმართა მოძალადეს გაეშვა  კატა და განაგრძო გზა.  ამ მომენტში ცხოველზე მოძალადეს კატა გაექცა და უეცრად ამ უცნობი ქალბატონისგან მოხდა ძალადობრივი თავდასხმა სალომეზე და მას ფიზიკურად გაუცწორდა ეს უცნობი მოძალადე ქალი. ამ ფაქტს შეეწრო რამდენიმე მოქალაქე, (რომელთა იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა). სალომე თავდასხმის დროს  ყვირილით ითხოვდა დახმარებას და პატრულის გამოძახებას.ქალმა დაიჭირა სალომე თმებით და მუხლებს ძლიერად ურტყავდა თავის არეში,სალომე კი მხოლოდ ცდილობდა დაეცვა საკუთარი თავი. მოძალადემ ტერიტორია ისე დატოვა, რომ არც დაინტერესებულა ნაცემი და დაკბენილი მოზარდის მდგომარეობით. ნაცემი სალომე, მრავლობითი ტრამვით დაბრუნდა სახლში და დაკარგა გონება. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ აუცილებელი გახდა სალომეს სტაციონარში გადაყვანა, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ  მკურნალობდა.2020 წლის 29 თებერვალს, პროკურორმა სალომე აფციაურს წაუყენა ბრალი. სამხარაულის ექსპერტიზა ადასტურებს, რომ სალომეს ქონდა მრავლობითი დაზიანებები, თავის ტვინის შერყევა,  დაკბენილი თითები, პლევრაში სითხის დაგროვება  და სხვა. აღიძრა საქმე,თუმცა მიზეზი რის გამოც მოხდა თავდასხმა მოზარდზე,არ არის დართული საქმეში.ამ ძალადობის წინააღმდეგ აქტივისტებმა და ცხოველთა  უფლებების დამცველებმა 2019 წლის იანვარში გამართეს აქცია ქალაქ თბილისში, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც კატეგორიულად მოითხოვდნენ კანონის გამკაცრებას და ცხოველებზე მოძალადის სამაგალითო დასჯას. აქცია გაშუქდა სხვადასხვა ტელევიზიების მიერ.ამ კონკრეტულ საქმეზე საჩივარი, რომ აღძრულიყო საქმე ცხოველზე ძალადობის და სასტიკი მოპყრობის მუხლით დაიბლოკა. გამოძიება არ არის დაინტერესებული გამოიძიოს ცხოველებზე ძალადობის  ფაქტები, არ აღიძრა საქმე საქართველოს სისხლის სამართლის 259 -ე მუხლით, რაც ნათელს მოჰფენს საქმეს და დაამტკიცებს სალომეს უდანაშაულობას.ცხოველზე მოძალადე ძალადობს ადამიანზეც, ეს შემთხვევა ნათელი მაგალითია ამისა.სალომე აფციაური მხოლოდ ცხოველების უფლებების დაცვისთვის იქნა სასტიკად ნაცემი და სახელმწიფო ცხოველისა და საკუთარი თავის დაცვისთვის უყენებს ბრალს. მოძალადე  რომელიც სასიკვდილოდ იმეტებს ცხოველს და დაუნდობელი ფიზიკური ძალადობით  უსწორდება ადამიანს, უნდა იქნეს მხილებული და დასჯილი. მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო სიმართლისათვის ბრძოლაში, რათა მოძალადეების კანონიერი ჩამოშორება მოხდეს საზოგადოებისგან. ყველა ცივილურ ქვეყანაში ცხოველს აქვს სიცოცხლის უფლება და ჩვენ ადამიანები ვითხოვთ კანონის აღსრულებას,რათა დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და ადამიანები ძალადობისგან.გთხოვთ ადამიანებს მაქსიმალურად ჩაერთოთ ცხოველების უფლებების დაცვაში და ერთად შევაგროვოთ ხელმოწერები,მივმართოდ ყველა შესაბამის ორგანოს მსგავსი ძალადობრივი ფაქტების წინააღმდეგ მოახდინონ რეაგირება.ცალკეული ადამიანების ბრძოლა არ არის საკმარისი ძალადობის დასამარცხებლად,მნიშვნელოვანია გაერთიანება,რომ მოვითხოვოთ პროკურატურისგან და სხვა შესაბამისი ორგანოებისგან მოხდეს სათანადო რეაგირება თითოეულ ფაქტზე.გვჭირდება ხელმოწერები სალომე აფციარის საქმეზე პროკურატურაში წარსადგენად,რომ შემდგომში ცხოველებზე ძალადობის  ფაქტები იქნეს გამოძიებული და ყველა შემთხვევას მოყვეს სათანადო რეაგირება.გავერთიანდეთ,რადგან ცხოველზე მოძალადე ძალადობს ადამიანზეც.ნუ იქნები შემდეგი!            
gallery images

#არამონობას

დღესდღეისობით კორონა ვირუსი(COVID-19) მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და სოციალურ მედიაში პოპულარული გამოცემები უკვე აქტიურად წერენ იმ პრობლემებზე, რომელიც კორონა ვირუსმა უკვე შეუქმნა ან/და აწი კიდევ შეუქმნის მსოფლიოს ეკონომიკას, თუმცა საქართველო არ იგულისხმება და შესაბამისად არც ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგება . მე ვარ ერთერთი მაღაზიათა ქსელის თანამშრომელი , სადაც ჩემი უფლებები არ არის დაცული კანონის შესაბამისად. ასევე თქვენი , რომლებსაც უშუალო ურთიერთობა გაქვთ მომხმარებლებთან მათ შორის ტურისტებთან .კონსიუციით და საქართველოს შრომის კოდექსით მე და თქვენ ვინც მსგავს სფეროში ვმუშაობთ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ მინიმუმ ორმაგი ანაზღაურება.ვალდებულია დამსაქმებელი უზრუნველყოს ჩემი უსაფრთხოება იმ კონტრაქტის შესაბამისად , რომელზეც ჩვენ ვაწერთ ხელს .❗️❗️❗️.
gallery images

დროებით შეჩერდეს კრედიტებზე შენატანები

კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხის დაძლევის მიზნით ქვეყანაში გაგრძელდა პრევენციული ღონისძიებები (რაც ძალიან მნიშვნელოვანია). კორონა ვირუსის (COVID-19) მიზეზით, ამ დროისათვის:- სასწავლო არდადეგები გახანგრძლივებულია 2020 წლის 01 აპრილამდე;- მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ ტურისტულ ბიზნესში ჩართულ სუბიექტებს;- მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს უმცირდებათ ან საერთოდ ვერ იღებენ შემოსავალს;- უფასურდება ეროვნული ვალუტა და ა.შ. არსებული ვითარებისა და ვირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული შეფერხებების გათვალისწინებით, წინამდებარე პეტიციით მივმართავთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვთ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომლითაც სიტუაციის დასტაბილურებამდე მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს დროებით შეუჩერდებათ სესხებზე/კრედიტებზე ყოველთვიური შენატანების შეტანის ვალდებულება და მათზე არ გავრცელდება პირგასამტეხლოების დარიცხვა. პატივისცემით,თორნიკე შარია
gallery images

გამოუშვით წყალი თელავში

ორ თვეზე მეტია თელავს წყალი ფაქტიურად არ მიეწოდება.  წყაროებიც კი დაშრა. მოსახლეობა ურთულეს პირობებში ცხოვრობს. მოაწერეთ ხელი პეტიციას. 
gallery images

აღდგეს აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი

პეტიცია აფხაზეთის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“(ლიკვიდაცია) რეორგანიზაციის  თაობაზე ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი საქართველოს მოქალაქეები მივმართავთაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -ასლი:- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილიაII-ს- საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს- საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი გახარიას- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ მამუკა მდინარაძეს- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ბატონ ჯემალ გამახარიას  და მოვითხოვთ, ადეკვატურად და დროულად შეფასდეს აფხაზეთის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ (ლიკვიდაცია) რეორგანიზაციის საკითხი. საკითხის  მიზანშეწონილობითი  მხარე: აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრი, რომელიც 2006 წელს დაფუძნდა, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის საკონსტიტუციო შეთანხმების რეალიზაციის ერთ-ერთ პირველ „პროექტს“, რომელშიც აისახა სულიერებისა და კულტურის სფეროში ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი საქმიანობის ინტერესი. მისი განხორციელების მიზნით, სახელმწიფომ მიიღო შესაბამისი აქტი (აფხაზეთის მთავრობის 23.06.2006 წლის#28 დადგენილება სსიპ „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ შექმნის შესახებ).ერთობლივი საქმიანობის პრინციპი აისახა ცენტრის საქმიანობის ზედამხედველობასა და რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის საკითხთან დაკავშირებით. ხელმძღვანელად პატრიარქის წარდგინებით დაინიშნა ღვაწლმოსილი აფხაზი ქალბატონი სვეტლანა ქეცბა. ეს ტრადიცია გაგრძელდა ქალბატონ სვეტლანას გარდაცვალების შემდეგ, როცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ცენტრის თავმჯდომარედ კვლავ საქართველოს საპატრიარქოს რეკომენდაციით დანიშნა აფხაზი ქალბატონი ირინა ქეცბა (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის 2018 წლის31 იანვრის #111 წერილი).ცენტრის წარმატებულ საქმიანობაზე სხვა ფაქტებთან ერთად მეტყველებს ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან აბაშიძისადმი 2019 წლის 4 დეკემბერს გაგზავნილი წერილი #493.საჯარო სამართლის იურიდიულ პირად „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ შექმნა განპირობებული იყო ისეთი საჯარო მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად, რომელთა განხორციელება უშუალოდ არ შედის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების კომპეტენციაში. ამ შემთხვევაში სულიერება და კულტურა ერთიანი ცნებაა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი აქტი ამ ცნებათა ერთმანეთთან დაშორებით ბუნდოვანს ხდის როგორც იდეის, ასევე სტრუქტურის ფუნქციებს.საერთაშორსო პრაქტიკის მიხედვით, მთელ მსოფლიოში სულიერების ცენტრებს რელიგიური ორგანიზაციები აფუძნებენ. საჯარო სექტორში ცალკე აღებული ასეთი სტრუქტურა თითქმის არ არსებობს. ამ და სხვა მიზეზების გამო ა/რ მთავრობის მხრიდან ცალმხრივად (ლიკვიდაციისა და) რეორგანიზაციის პროცესის დაწყება მიზანშეწონილობითი კუთხით ყოვლად მიუღებელია. საკითხის იურიდიულიმხარე: 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის:ა) 2019 წ. 26 ნოემბრის 39-ე დადგენილებით აფხაზეთის სსიპ „სულიერებისა და კულტურის ცენტრი“ ლიკვიდირებულ იქნა, ხოლობ) 2019 წ. 6 დეკემბრის 41-ე დადგენილებით სსიპ „სულიერებისა და კულტურის ცენტრი“  რეორგანიზებულ იქნა ა(ა)იპ „სულიერების ცენტრად“.აღსანიშნავია ისიც, რომ ცენტრის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის  ირინა ქეცბას მიმართ იკვეთება სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნები.2. დადგენილების განმარტებით ბარათში არ არის დასაბუთებული, რატომ მოხდა რეორგანიზაცია. მოყვანილია მხოლოდ შემდეგი: „ასეთი ცვლილება ხელს შეუწყობს აფხაზეთის სულიერებისა და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების მხრივ აფხაზეთის ხელისუფლების ძალისხმევას“ (სტილი დაცულია). ერთმანეთში აღრეულია არამატერიალური მემკვიდრეობა და სულიერი მემკვიდრეობა, რაც შემდეგ მუხლში ფუნქციების ჩამონათვალშიც იგრძნობა.3. მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის 70-ე განკარგულებით დამტკიცებულ ცენტრის წესდების მე-3 მუხლში მოცემულია ცენტრის მიზანი: „... კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად აფხაზეთის საზოგადოების სულიერი დონის ამაღლებით მშვიდობიანი თანაარსებობის სულისკვეთებით მშვიდობიანი თანაარსებობის აღდგენა და განმტკიცება.“  კონსტიტუციური შეთანხმებით ეკლესია და სახელმწიფო თანამშრომლობენ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ (..... კონსტიტუციური შეთანხმება. მ 1, პ.1).  ასეთი შეთანხმების არარსებობა დასტურდება   კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის 2019 წლის 26 ნოემბრის #1451 წერილით. შეუთანხმებლობისა და ახალ წესდებაში შესაბამისი მექანიზმების არარსებობის გამო აღნიშნული მუხლი კონსტიტუციურ შეთანხმებასთან მოდის წინააღმდეგობაში.არსებული ხარვეზების გათვალისწინებით აფხაზეთის ა/რ მთავრობის აქტები „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ ჯერ ლიკვიდაციის, შემდეგ რეორგანიზაციის შესახებ კანონსაწინააღმდეგოა, იგნორირებულია სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ერთობლივი საქმიანობის პრინციპი, აღრეულია ეკლესიისა და სახელმწიფოს ფუნქციები, დარღვეულია მოქალაქეთა უფლებები. გამოსავალი: თუ აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხრიდან არსებობს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ერთობლივი საქმიანობის ინტერესი, შესაძლებელია გაფორმდეს მათ შორის შეთანხმება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:·         თანამშრომლობის მიზანი და სფერო;·         სტრუქტურის სტატუსი;·         ხელმძღვანელ პირთა შერჩევა საპატრიარქოს რეკომენდაციით;·         საქმიანობაზე ზედამხედველობის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საკითხი ურთიერთშეთანხმებით.აფხაზეთის ა/რ მთავრობის შესაბამისი აქტი აფხაზეთის „სულიერებისა და კულტურის ცენტრის“ თაობაზე გამოიცეს ამ შეთანხმების პრინციპებისა და მექანიზმების დაცვით.     აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარე ირინა ქეცბა
gallery images

მოვითხოვოთ,ნებისმიერ ტელევიზიაში რეკლამის აკრძალვა ღამის 11 საათის შემდეგ

ძვირფასო ხალხო, ნუთუ არ გაღიზიანებთ ღამის საათებში  ტელევიზორის ყურების დროს უცბათ მაღალ ხმაზე ჩართული რეკლამა ? ამ დროს ხომ ოჯახის ზოგიერთ წევრს სძინავს...მოვითხოვოთ, ღამის საათებში 23 საათის შემდეგ თუ მაინც უნდათ რეკლამის გაშვება, ხმას დაუწიონ  რომ არ დაგვიფრთხონ ოჯახის წევრები და სიმშვიდე შევინარჩუნოთ !
gallery images

გაამჟღავნოს მერიემ შენგელიამ ფირები!

ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო, საზოგადოებავ!მეოხებითა და მადლითა იშიაზი ენდ კოს მფარავ ანგელოზთათა, შეიკრა ობშიაკი იგი და ეფეშქაშა ძღვენი იგი ეგზომ სასურველი შენგელიასა მერიემსა.იყო ფშვნა, იყო ლეწვა, იყო უპროფილისფოტოობა, უსაქმურობა, იყო სოციალურ ქსელთა შიგან აბაბანებული ფოტოებით ხიფსტერა ნაშათა აგდებ-დაკერვისა და მანანა ბიცოლასგან მინიმუმ შვიდსტიკერიანი კომენტარის მიღების იმედი და სურვილი.ჩხააააკ.. ისევ მარტივად წავიდა. ჩხაკ ორი, ჩხაკ სამი... მხევალი იშიაზისა შენგელია კადრს კადრს ატანდა, ფერების, ფონის, დგომის, პოზის, მზერის, თეძო ჩააგდე, ბაყვი გაწიე, პირი დამუწე, თვალი არ დახუჭო, კამერას გაუსწორე, ნუ აელმებ და მსგავსნთა დარეგულირებას არ იშურებდა. მორჩააააა, აღსრულდა ქეფშენებს ვამზადებთ, 4 წლის წინ მიგდებულ-მიტოვებული თამბლერის ფოტოს შევცვლით და ისევ მივხედავთ, ხალხს რო დავავიწყდით როგორ გამოვიყურებით, შიგ ნიუს ფიდში ავუტუზავთ, ჰოოო გულიკო ბიცოლაააა, კიიი, გავიხვრიტეთ ყურიც და წარბიც და მერე რააა რო თქვენი ბიჭისთვის აღარ გინდივართთ.... მერიემი კითხულობს: სად გავამჟღავნო ფირი? ჩვენ: ვპასუხობთ. მერიემი კითხულობს: რამდენი უნდა გადავიხადო, რომ გავამჟღავნო ფირი. ჩვენ: ისევ ვპასუხობთ. რამდენი ხანი დასჭირდება, რომ გავამჟღავნო ფირი? ჩვენ, გაგიკვირდებათ და ისევ ვპასუხობთ.ფოთლები ცვივა, ავსტრალია იწვის, კუზანოვი ხლაპუშკას სწორად ისვრის; კი, გაისროლა, ივა, გამოვიდა; ბრიტანეთი ევროკავშირიდან ძუძგავს, ჰარიმ და მეგანმა ელიზაბეტას დაადეს და მერიემი დუმს.დუმს და დუმან ჩვენი ექაუნთები, მანანა ბიცოლა, ხიფსტერა ნაშებს ხელი დავუქნიეთ და კითხვები ბრუნდება მერიემ, ფირი? პასუხი არ არის. მერიემ, ფირი როდის?.... ხვალ გავა. კაი, ქეფშენი ხოარ შეგვეცვალა? ნეტა ფერები თუ დაჯდება? ხოარ დავქროფოთ??? მერიემ, იყავი? მერიემ.. მერ.. და ფირი? 
gallery images

ჩამოიყვანეთ CERA KHIN - ი ხიდზე ან ბასიანზე

საქართველოს სოციუმის ახალგაზრდა წარმომადგენლების უფლებათა დაცვის აღქმის დონის ამაღლებისათვისა და დიდი სურვილის შესაბამისებრ, გთხოვთ თბილისის რომელიმე კლუბში "ხიდზე" ან "ბასიანზე" ჩამოიყვანოთ "სერა ხინი". დიდი მადლობა ყურადღებისთვის <3
gallery images

შეწყვიტოს თბილისის მწვანე სკოლამ ფუნქციონირება

დამნაშავეა და არ აქვს არსებობის უფლება სკოლას, რომელიც არასრულწლოვანს დასაკითხად და დასასჯელად პოლიციას მიუგდებს.დამნაშავეა და არ აქვს არსებობის უფლება სკოლას, რომელიც არასრულწლოვანს არ ელაპარაკება, არ ეხმარება და არ ესმის მისი რადიკალიზმისა და ბრაზის გარდატეხის ასაკში.დამნაშავეა  და არ აქვს არსებობის უფლება სკოლას, რომლის გამოც (და არა მარტო) 15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალა.თბილისის მწვანე სკოლა დამნაშავეა და არ აქვს არსებობის უფლება.თბილისის  მწვანე სკოლა არის კერძო ბიზნესი, რომელსაც ამოძრავებს ფული.თუ თქვენ მშობელი ხართ და შვილი აქ დაგყავთ, დაფიქრდით ვის და რაში უხდით ფულს.ჩვენი მიზანია ამ უკანასკნელის დახურვის მაგალითზე ყველა სკოლა, კერძო თუ საჯარო გაგებით მოეკიდოს თითოეული მოსწავლის რადიკალურ ქცევას და პირდაპირი დასჯის ნაცვლად, შევიდეს მის მდგომარეობაში და დაეხმაროს.
gallery images

თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულია საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების  პრეზიდენტი, ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ექიმების პროფესიულ საქმიანობას კონფლიქტურ სიტუაციებშიც ყოველთვის ნეიტრალური როლი ენიჭება და ამ მხრივ, აღმაშფოთებელია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკანონო დაკავება. ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი,მეგობრები და კოლეგები მოვუწოდებთ მსოფლიო ექიმთა საზოგადოებას და ყველა თავისუფალ ადამიანს დაგვეხმარონ მისი უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებული პროტესტის გავრცელებაში და მოუწოდონ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ.
gallery images

აიკრძალოს საღამოს 11 საათის მერე ფეივერკები და ხმაურიანი ღონისძიებები და მაღალხმიანი მოტოები

სმენა არის უკონტროლო გრძნობა, განსხვავებით მხედველობისაგან, ადამიანებებს ყურების "დახუჭვის" ფუნქცია არ აქვს.შენი "არსებობით" სხვას პრობლემას არ უნდა უქმნიდე.ადამიანების გარკვეულ ნაწილს, რომელთაც საკმარისი შეგნება არ გააჩნიათ, საღამოს 11 საათიდან (დაბადების დღის ან სხვა რამის აღსანიშნად) უშვებენ ხოლმე ფეივერკს.  ასევე, იგივე შეიძლება ითქვას პროვინციული შეგნების ადამიანებზე რომლებიც ღამის 11-საათის მერე მთელი უბნის გასაგონად ხმამაღლა აქვთ ჩართული "მუსიკები" (წესიერი მაინც იყოს, ჯანდაბას, კიდევ შეიძლება აეტანა ადამიანს).  როგორღაც მაგ ერთი ოროლა (თუნდაც ათი და ოცი) ადამიანის გარდა სხვა მრავალ ადამიანს ძინავს და საერთოდ არ აინტერესებს ეგ "მოვლენა". და ბოლოს, ქუჩაში რო გაივლიან ტრანსპორტები (განსაკუთრებით მოტოები), რომელთა გავლასაც ლამის გამაყრუებელი ხმაური მიყვება (აღარაფერს ვამბობ ღამე ფანჯრებთან რო ჩაივლიან და ადამიანებს რო აღვიძებენ) - უნდა აიკრძალოს. როგორც მაგ ტრანსპორტის მფლობელებს "ფეხებზე ჰკიდიათ" სხვა ადამიანები, ასევე უნდა მიუდგეს კანონი მაგ ადამიანებს. რაც უნდათ ის უყონ ტრანსპორტს, მათი პრობლემაა - ირგვილ მყოფ ადამიანებსაც "არ გვაინტერესებს" ეგ.
gallery images

აიკრძალოს სიტყვა "ნორმალურის" გამოყენება

ეს არის სრულიად უსარგებლო, ბუნდოვანი სიტყვა, რომელიც არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდის. თანაც, ეს სიტყვა წარმოადგენს სტერეოტიპების საფუძველს და დისკრიმინაციულია ყველაფრის მიმართ, რაც ამ სიტყვის შინაარსში არ ჯდება.