add one
gallery images

აღუდგეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას. გაუქმდეს კომპანია ,,ანაგისთვის’’ გაცემული ნებართვა მშენებლობაზე და მიწა დაუბრუნდეს ქალაქს.

დიღმის ტყე-პარკი სრულიად განსხვავდება ქალაქის  სხვა სარეკრეაციო სივრცეებისგან.  შუა ქალაქში არსებობს ძალიან მდიდარი ეკოსისტემა,   ფაქტობრივად, ტყე. აქ იზრდება უიშვიათესი ჯიშის მცენარეები, რომელთაგანაც 14 სახეობა წითელ წიგნშია შეტანილი.2019 წლის 15 მარტს საკრებულომ მიიღო ახალი გენერალური გეგმა,  რომლის მიხედვით,  დიღმის ტყე-პარკში 13000 კვ/მ ტერიტორიას მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი.   თბილისის მერიამ  ერთ-ერთ ნაკვეთზე (დღეს არსებული „კია მოტორსის“ შენობის ნაცვლად)  მრავალფუნქციური კომპლექსის „ორანჟერეის’’ მშენებლობის ნებართვა კომპანია ,,ანაგზე’’ გასცა. მრავალფუნქციური კომპლექსი მრავალჯერ აღემატება არსებულს და მხოლოდ დასახელებით არის „ორანჟერეა”, რეალურად  კი რესტორანია, დამატებითი კომერციული ობიექტებით, სადაც მარტო სამზარეულოსა და პროდუქტების შესანახი ბლოკის ფართობი 600 კვმ-ია. საერთო ფართობი კი - 6 476.26 კვ.მ. პროექტით გათვალისწინებულია 2 სცენა და 3 დარბაზი, საერთო დატვირთულობა 2000-ზე მეტ ადამიანზე. რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს აღმაშენებლის ხეივანში სატრასპორტო მოძრაობის გადატვირთვას.მერიის ნებართვით შეიძლება აშენდეს ტყე-პარკისთვის სრულიად შეუთავსებელი შენობა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს არსებულ რეკრეაციულ გარემოს.   დიღმის ტყე-პარკს სასწრაფოდ სჭირდება გადარჩენა.   ჩვენი მოთხოვნებია:1.      არ დავუშვათ ახალი მშენებლობა და გადავარჩინოთ  დედაქალაქში, ფაქტობრივად, ერთადერთი მცირე ტყე;2.      დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას (20.5 ჰა -ს, რომელიც ახლა მოქცეულია  დ. აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანას და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის) სტატუსი და მთელი ფართობი განისაზღვროს როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;3.      გაკეთდეს ყველაფერი, რათა დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია დაუბრუნდეს თვითმმართველ ერთეულს და მუდმივად არ არსებობდეს ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე. ამისათვის  აუცილებელია,  თბილისის მერიამ  დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება შპს „ანაგთან”  მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის თაობაზე.
gallery images

გაიხსნას სოლოლაკის გვირაბი!

პეტიციის ხელმომწერები ვითხოვთ, რომ გაიხსნას სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბი. ასათიანის ქუჩიდან ბოტანიკურ ბაღში შესასვლელი გვირაბი 2009 წლის მერე გაურკვეველი მიზეზით დახურულია. შედეგად, სოლოლაკის მოსახლეობას აღარ აქვს პირდაპირი წვდომა ბოტანიკურ ბაღთან. სოლოლაკი ერთერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანია. მას აკლია რეკრეაციული სივრცეები, სადაც ბავშვები ითამაშებენ, მოქალაქეები კი დაისვენებენ. გვირაბის გახსნა ადგილობრივებს მისცემს ბოტანიკურ ბაღში გვირაბის გავლით მოხვედრის მარტივ შესაძლებლობას, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.  ისტორიული გვირაბის გახსნა ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. 104 წლის წინ აშენებული გვირაბის დათვალიერების გარდა, ტურისტები შეძლებენ მშვენიერი სოლოლაკის გავლით აბანოთუბანსა და რიყეს ეწვიონ. ამასთან, გვირაბის გახსნა ბოტანიკური ბაღის განვითარების ინტერესებშიცაა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის გრიგოლ გეგელიას საარჩევნო გუნდი მიმართავს დედაქალაქის მერიას და საქართველოს მთავრობას, რომ დაიწყოს მუშაობა გვირაბის გახსნისა და ადეკვატურად კეთილმოწყობის საკითხზე. ქვევით ხელმომწერნი ვუერთდები ამ მოთხოვნას: 
gallery images

ამოიძირკვოს ჯაბა იოსელიანი - ქურდი, პრაფესორი, პუტჩისტი...

დიდი მამულიშვილი განისბვენებს პანთეონში. გთხოვთ მისცეთ ხმა მის ამოძირკვას. ვინც ნახავს და ხმას არ მისცემს არის ელგებეტე!
gallery images

დავიცვათ გუდამაყრის ხეობა ჰესებისგან !!!!

2019 წლის  11 იანვარს, გუდამაყრის ხეობაში, სოფელ კიტოხში მოეწყო  შპს  „სოლო ენერჯის“ მიერ მდინარე შავ არაგვზე და მდინარე ბაკურხევზე 8.35 მეგავატი სიმძლავრის ორი ჰესის -  „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ სკოპინგის ანგარიშის ფორმალური განხილვა.  განხილვის შესახებ მოსახლეობას არ მიუღია სათანადო ინფორმაცია არც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და არც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.  გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2014 წლის მონაცემებით  (საყოველთაო აღწერის დოკუმენტი), ცხოვრობს 234 ადამიანი. ამათგან, ჩვენი ცნობით განხილვას ესწრებოდა მხოლოდ იმავე დღეს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული შვიდი მოსახლე.  მათთვის არ განუმარტავთ დეტალურად პროექტის შინაარსისა და რისკების შესახებ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,  ორივე ჰესი დერივაციული ტიპისაა, რაც გულისხმობს მდინარის ბუნებრივი კალაპოტიდან მილებში გადასროლას. გუდამაყრის ხეობის  მოსახლეობის უმრავლესობა ეწინააღმდეგება ასეთი ტიპის  ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობას.მივიჩნევთ რომ:1. კანონით განსაზღვრული პროცედურების დარღვევითა და გვერდის ავლით დაწყებული საქმიანობა თავიდანვე ეჭვს ბადებს პროექტის მიმართ.2. გუდამაყარი წარმოადგენს შავი არაგვის ხეობას. სწორედ, შავი არაგვი  განსაზღვრავს ხეობის ლანდშაფტსა და კულტურულ ბიომრავალფეროვნებას. შავი არაგვის მილსადენში მოქცევა  გუდამაყრელებისთვის აღიქმება, როგორც დარტყმა ხეობის მთავარ არტერიაზე, გუდამაყრელების იდენტობაზე, თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე.3. ტურიზმი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, შეუცვლელი პრიორიტეტია.  აღნიშნული ჰესების მშენებლობით მდინარე შავი არაგვის ჭალა მთლიანად იცვლის სახეს, ხეობა კარგავს განვითარების პოტენციალს. შეიზღუდება შავი არაგვის რეკრეაციული დანიშნულებით გამოყენებაც, რაც მარტივად ამოსაკითხია მშენებლობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშშივე.4. ჰესების, განსაკუთრებით „შავი არაგვის“ ჰესის,  საპროექტო ტერიტორია გამოიყენება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მსხვილფეხა რქოსანი და წვრილფეხა პირუტყვის საძოვრად. მშენებლობის პროცესში და პროექტის განხორციელების შემდგომ, მწყემსებს შეეზღუდებათ გადაადგილება საძოვარ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფლების დაცლასა და მიგრაციას.5. სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული პროცედურული დარღვევების გათვალისწინებით, დიდია ალბათობა იმისა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც, რომელსაც კომპანია მოამზადებს, არ ასახავს რეალურ რისკებსა და საფრთხეებს მოსახლეობისათვის. ყოველივე აქედან გამომდინარე მოვითხოვთ, შეჩერდეს „შავი არაგვი“ და „შავი არაგვი 1“ 8.35 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა და აღნიშნული პროექტი უარყოფილ იქნას სამინისტროს მიერ.
gallery images

საქართველოს საპატრიარქოს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია 2-ს.

 საქართველოს საპატრიარქოს,უწმინდესსა და უნეტარესსილია II -სთქვენო უწმინდესობავ!  ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი უმორჩილესად მოგმართავთ, რათა მხარი დაგვიჭიროთ ცხოველთა უფლებების დაცვის უმნიშვნელოვანეს საქმეში! ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ყველა ცოცხალი არსება ღვთის ქმნილებაა და ამიტომ გააჩნია ღირებულება იმისდა მიუხედავად ,რამდენად სასარგებლოა იგი ადამიანისთვის.ნებისმიერ ცოცხალ არსებას  აქვს უფლება იარსებოს ტანჯვის გარეშე. დარწმუნებული ვართ, აგრეთვე, რომ ადამიანს განსაკუთრებული ვალდებულება აქვს სხვა ცოცხალი არსებების მიმართ,  რადგან ისინი მასზე არიან დამოკიდებულნი. ადამიანი, განსაკუთრებით ქრისტიანი, ვალდებულია სიყვარული და თანაგრძნობა გამოავლინოს ყოველივე ცოცხალის მიმართ.თანაგრძნობა პირველ რიგში, ყველა სუსტს ჭირდება ამაში მოიაზრება ცხოველიც. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და ამას მეცნიერული გამოკვლევებიც ადასტურებს,რომ ცხოველისადმი გამოჩენილი სისასტიკერყვნის ადამიანს, იგი სასტიკი ხდება ადამიანის მიმართაც. არადა ჩვენ რეალობაში გამეფებულია ბუნებისადმი ცხოველისადმი ისეთი დამოკიდებულება რომელიც შეიძლება აღიწეროს, როგორც გრადაცია სრული გულგრილობიდან დაწყებული, უკიდურესი სისასტიკით დამთავრებული.გვინდა მოგმართოთ შუამდგბლობისთვის,რათა თქვენი მხარდაჭერით გადავარჩინოთ და სიცოცხლე შევუნარჩუნოთ უსახლკარო ცხოველებს,რომლებიც მიეკედლენ საგურამოში წმინდა ილია მართლის მემორიალთან არსებულ ეკლესიას მშენებლობის დროს. მოხალისეებმა ეს ძაღლები სასულიერო პირების თანხმობით გაასტერილეს,აცრეს და კვებავენ დღემდე,თუმცა ამ ბოლო დროს მღვდელი ტარიელ სიკინჭილაშვილი და ამ ეკლესიის მსახურნი გამოხატავენ  აშკარა უარყოფით დამოკიდებულებას ამ დაუცველი არსებების მიმართ,,რამდენიმე ძაღლი გაქრა კიდეც,ამჟამად ამ ტერიტორიაზე მხოლოდ სამი ძაღლია დარჩენილი. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა,ისინი ამ ძაღლების მოშორებასაც გეგმავენ და აპირებენ მიმართონ საპატრიარქოს  მხარდაჭერისთვის. ჩვენ ,როგორც ქრისტიან ადამიანებს გმჯერა,რომ ყოველი ცოცხალი არსება უფლის შექმნილია და მათი სიცოცხლე უფლის ხელშია. გთხოვთ ,აღმოგვიჩინოთ მხარდაჭერა,რატა ამ ძაღლებმა იცოცხლონ იქ სადაც ისინი მიჩვეულები არიან დანაყრებას და დაცულად გრძნობენ თავს,მანამდ სანამ მათ უფალმა სიცოცხლე უბოძა.   ……. თქვენო უწმინდესობავ! ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით თქვენს  სიტყვას ძალუძს სიტუაციის რეალური შეცვლა. 
gallery images

გარემოს დაცვა-პოლიეთილენთან ბრძოლა

მოვიდა დრო ყველამ სერიოზულად ვიზრუნოთ გარემოზე.ადამიანები მას ყოველდღიურად დიდ ზიანს ვაყენებთ,რაც სამომავლოდ არსებულ პრობლემას უფრო გაამწვავებს.ყოველი ინიციატივა,რომელიც ორიენტირებული იქნება გარემოს დაცვასა და ადამიანის მიერ გარემოს მიმართ მიმყენებელი რისკების შემცირებაზე,გახდება უდიდესი სარგებლის მომტანი ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის.ჩვენი ქვეყანა უფრო ლამაზი იქნება ხეებზე ჩამოკიდებული პოლიეთილენის,ქუჩასა და ტყეში დაყრილი პლასტმასის ბოთლების გარეშე,რომელთან გამკლავებისთვის ბუნებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. საზღვარგარეთ უკვე ჩატარდა უამრავი აქტივობა ამ პრობლემასთან გამკლავების მიზნით.იდეა საქართველოშიც გამოჩნდა,თუმცა არა მასშტაბურად,რაც არც თუ ისე სარგებლის მომტანია.პეტიციის მიზანია თბილისში დაიდგას პოლიეთილენის ბოთლების შემგროვებელი აპარატები.დედაქალაქის შემდეგ კი ეტაპობრივად ქვეყნის სხვა ქალაქებში გარემოზე ზრუნვა მოსახლეობის ყოველი წევრის ვალდებულებაა,იდეა კი ამ მისიის განხორციელებაში დაგვეხმარება.
gallery images

უარი ეთქვას თბილისის ანძაზე წარმოდგენილი პროექტის განხორციელებას

reebze pikrobt????  ra andza??? gaixedet da gamoixedet da xalxi kvelaze dzaan rasac chivis imas mixedet!!!!!!1. haeri2. sul msheneblobebi parkebis xarjze da bagebis da ezoebis...3. mankanebi gmonabolkviiihaeriiiii haeriiii ghaerrrriiiii shvilebi ar gkavt???????? tu kaladze baxmaroshi ro aasvenebs tavis shveilebs mteli zapxuli kidia amitom ..
gallery images

გაუქმდეს ბრძანება ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარშემო ბუფერული ზონების, ნადირობის მიზნით, 250 მეტრამდე შემცირების შესახებ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილსფეისბუკის ჯგუფის, "საქართველოს ველური ბუნება" იმ წევრთა და ყველა იმ მოქალაქეთა სახელით, რომლებიც სრულიად ეთანხმებიან ქვემოთ მოყვანილ არგუმენტებს და ხელს აწერენ ამ პეტიციას.როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ხელი მოეწერა ბრძანებას Nr. 2-919, რომელიც სახელმწიფო ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების გარშემო ბუფერულ ზონებს 500 მეტრიდან 250 მეტრამდე ამცირებს. ეს პეტიცია კი ბატონი გახარიას მიერ ინიცირებულმა ცვლილებამ კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერული ზონის 250 მეტრამდე შემცირებამ გამოიწვია.იმედი გვქონდა, გარემოს დაცვის ხელმძღვანელობამ იცოდა, რომ ზუსტად ამ ბუფერულ ზონაში ბინადრობს საქართველოში გადაშენების პირას მყოფი ფრინველის სახეობა "ხონთქრის ქათამი" (Porphyrio porphyrio). ორნოთოლოგიური თვლების მიხედვით 1990 წელს კოლხეთის ეროვნული პარკის ბუფერულ ზონაში ბინადრობდა 15-20 წყვილი, 2005-2006 წელს 8-10, ხოლო 2015-2016 წელს 3-4 წყვილი. ბუფერული ზონის ხელოვნურად შემცირება და ზონაში ნადირობის უფლების გაცემა კატასტროფულად შეავიწროვებს ხონთქრის ქათმისა და სხვა იშვიათი სახეობების ბუნებრივ არეალს და საფრთხეს შეუქმნის მათ ისედაც მწირე პოპულაციებს, მოხდება ხონთქრის ქათმის საქართველოს ტერიტორიაზე სრულიად გაქრობა! შესაბამისად, მოვითხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი არგუმენტები და გააუქმოთ 15 ნოემბერს ხელმოწერილი ბრძანება Nr. 2-919 ბუფერული ზონების 500-დან 250 მეტრამდე შემცირების შესახებ.თუ გარემოს დაცვის სამინისტრომ არ იცოდა გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ, ეს სამინისტროს თანამშრომლების პროფესიონალიზმის დეფიციტის მაჩვენებელია! თუ იცოდა და მიუხედავად ამისა ბრძანება მაინც გაიცა, ხომ არ გვაქვს საქმე გამიზნულ, საქართველოს ბუნებისთვის დიდი ზიანის მიყენების მცდელობასთან? სოციალურ ქსელში გამოითქვა ეჭვები, რომ ეს, უთუოდ ნაჩქარევი, ორნითოლოგებთან ჩატარებული კონსუტაციების გარეშე გამოცემული ბრძანება არჩევნებში 400 მონადირის საარჩევნო ხმების მოსაზიდად, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ იქნა ინიცირებული. მინისტრის, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს გარემოს დაცვასთან და შესაბიმისი დაპირებების გაცემა მისი პრეროგატივა არ არის.გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი ჯგუფი, რომელიც 7400 წევრზე მეტს ითვლის, უკვე რამოდენიმე წელია ცდილობს საქართველოს ბუნების შენარჩუნება-განვითარებას შეუწყოს ხელი, აკეთებს საქმეს, რაც სწორედ თქვენი სამინისტროს მოვალეობაა. ამ პეტიციას ჩვენ არ უნდა ვაქვეყნებდეთ, პირველ რიგში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა გამოეხატა პროტესტი ბატონი გახარიას "თვითნებური ქმედებების" წინააღმდეგ კოლხეთის ეროვნული პარკის ბინადრების საფრთხეში ჩაგდების გამო.მოვითხოვთ გააუქმდეს ბრძანება Nr. 2-919, საქართველოს ბუნების, ჩვენი და თქვენი შვილებისა და შვილთაშვილების საკეთილდღეოდ.არანაირი არჩევნები არ ღირს იმ მემკვიდრეობის დასაკარგად, რასაც საქართველოს ბუნება ეწოდება!ჩვენ ვერ შევეგუებით ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს ბუნების განადგურებას შეუწყობს ხელს.
gallery images

გავაციმბიროთ კოკი პაატას ძე კვიჟინაძე

ერთად დავიცვათ და გავასუფთავოთ ქალაქი.
gallery images

#არაჩაბეტონებას!

1.      ბათუმის საკრებულომ უახლოეს კვირაში მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა, სადაც განიხილავს და შეითანხმებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას კვლევის შედეგად დადგენილ საზღვრებში.2.      ბათუმის ისტორიული ზონის დამტკიცებამდე შეჩერდეს დემონტაჟისა და სამშენებლო  ნებართვების გაცემა      კვლევის შედეგად დადგენილ საზღვრებში.3.      დაუბრუნდეს მწვანე კონცხის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი.4.      ზემოთაღნიშნულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი პროექტები შეთანხმებული იყოს საჯარო განხილვისა და დისკუსიის შედეგად, საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან.
gallery images

გადავარჩინოთ ჩვენი ულამაზესი ბუნება

მოვითხოვთ ძალიან გამკაცრდეს გარემოს დანაგვიანებაზე სანქციები. გაიზარდოს ჯარიმების ოდნობა და ამასთან გამოიყოს სპეციალური პატრული  დანაგვიანების აღსაკვეთად ყველა ქალაქსა თუ სოფელში. თუ გავითვალისწინებთ ხალხის დამოკიდებულებას და გარემოს დანაგვიანების მაჩვენებლებს საკმაოდ დიდ ფინანსურ სარგებელს  მიიღებს სახელმწიფო სანქციების გამკაცრებით. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს, გთხოვთ დანაგვიანების ჯარიმები ძალიან გაამკაცროთ და მინიმალური ჯარიმა განისაზღვროს 500 ლარით და ზემოთ. ერთადერთი გზაა ეს ამ საშინელების შესაჩერებლად. ჯარიმები და სანქციები უნდა იყოს რეალური და მოქმედი სწორედ ამისთვისაა საჭირო პატრულის დანიშვნა.
gallery images

კანონით დაისაჯოს ცხოველებზე ძალადობა

კანონით დაისაჯოს ცხოველებზე ძალადობა
gallery images

კანონით დაისაჯოს ცხოველებზე ძალადობა

ამ ბოლო დროს ხშირად გავრცელდა ცხოველებზე ძალადობის ფაქტები. სახელმწიფო ვალდებულია გაამკაცროს კანონი, რომლის მიხედვითაც დაისჯება ცხოველზე მოძალადე ნებისმიერი ასაკის ადამიანი. 
gallery images
gallery images

ჩანაცვლდეს პოლიეთილენის პარკების გამოყენება მუყაოს ან ნაჭრის, მრავალჯერადად გამოყენებადი, პარკებით, რათა დაბინძურების მხრივ ჩვენი გარემო ბევრად უსაფრთხო იყოს!

პოლიეთილენის მოხმარების შემცირების და მისი ქაღალდის პარკებით ჩანაცვლების პროპაგანდა მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. ამ დროს, საქართველოში ისიც არ აქვთ გაცნობიერებული, რა საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს პოლიეთილენის პარკი გარემოსა და ადამიანის სიცოცხლისთვის. ეფექტური გამოსავალი, ალბათ, აკრძალვებზე მეტად საზოგადოებაში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლებაა.ადამიანები დღემდე დაუდევრად ყრიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რაც სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან აკრძალვების დაწესების აუცილებლობას განაპირობებს. პოლიეთილენის ნარჩენები ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. პოლიეთილენის წარმოება იაფია, ის შედარებით ადვილად მოსახმარი და ხელმისაწვდომია. ამიტომაც, პოლიეთილენის პროდუქტი ყოველდღიურად დიდი რაოდენობით გამოიყენება. პოლიეთილენი არამარტო აბინძურებს ბუნებას და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას, არამედ მისი დაუდევრად მოხმარება სიცოცხლისთვისაც საკმაოდ საშიშია. პოლიეთილენი ძალიან ძნელად იხრწნება (მინიმუმ 400 წელი სჭირდება), მისი დაშლის დროს გამოყოფილი ნივთიერებები იწვევს გარემოს დაბინძურებას. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ პოლიეთილენი ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტია, და ის არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ტიპის ნავთობპროდუქტების ნარჩენების პირდაპირ მოხვედრა ბუნებაში. საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. განვითარებულ ქვეყნებში, ნარჩენების მართვა, სერიოზულ ბიზნესად იქცა. ეკოლოგიური საკითხების გადაწყვეტა კი პოლიეთილენის კვლავწარმოებით ხდება.მსოფლიოში ნარჩენების მართვის სფეროს თანამედროვე კონცეფცია აღინიშნება სამი "R”-ით: -reduction - ნარჩენების დაგროვების მოცულობის შემცირება, ნარჩენების მინიმიზაცია; -reuse- კომპონენტების განმეორებითი გამოყენება; -recycling- კომპონენტების გადამუშავების შემდეგ სამეურნეო ბრუნვაში დაბრუნება. ამ კონცეფციას უკვე მრავალი ქვეყანა იზიარებს და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს მოსახლეობაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებას. საქართველოში ამ მხრივ რთული ვითარებაა. პოლიეთილენის მავნებლობის საკითხი დღის წესრიგში ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ 2010 წელს დადგა. 2010 წლის თებერვალში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე იმ ბიზნესმენებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში პოლიეთილენის პროდუქტის მსხვილი მწარმოებლები არიან. მინისტრმა მეწარმეებს `პოლიეთილენის ერთჯერადი პაკეტების ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შესახებ~ კანონის შექმნის მიზანი და აუცილებლობა გააცნო და მათი აზრიც მოისმინა. დაისახა კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება, ერთის მხრივ, გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა და, მეორეს მხრივ, არ დაზარალდეს მეწარმეთა ინტერესები. კანონპროექტის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პოლიეთილენის ერთჯერადი პარკისთვის მოსაკრებლის დაწესებას - ერთ ცალზე 0.2 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოში იმპორტირებული პროდუქციისთვის - ერთ ცალზე 0.3 ლარი. ახალი კანონპროექტი სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში გაივლის მოსამზადებელ პროცედურებს. შემდეგ კანონი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება. ამ დროისთვის უცნობია, რა ეტაპზეა აღნიშნული კანონის სამუშაო ვერსიის განხილვა, როდის შევა ის ძალაში და მოხდება თუ არა მისი განხილვა პარლამენტში. გარდა ამისა, პოლიეთილენის პროდუქტზე მოსაკრებლის დაწესება, არ იქნება სასურველი ეფექტის მომტანი, ამ შემთხვევაში გაიზრდება, მხოლოდ ფასი, რაც მის მოხმარებას, რეალურად ვერ შეამცირებს. ფაქტია, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო რეალური ნაბიჯების გადასადგმელად არაფერს აკეთებს. ნაკლებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ის პოლიეთილენის პროდუქტი, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად, დიდი რაოდენობით იყენებენ. მოსახლეობისადმი ინფორმაციის მიწოდებისა და მოტივირების მიზნით, შესაძლებელია, დაიგეგმოს სხვადასხვა ღონისძიებები, სადაც აქტიურად ჩაერთვებიან, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. ეს პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და წარმატებით მუშაობს.პოლიეთილენის აქტიური მოხმარება დაიწყო 70-იანი წლებიდან ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში დაახლოებით ტრილიონი პოლიეთილენის პაკეტი იწარმოება. ეკოლოგების მოკვლევით, ადამიანი გარემოს ყველაზე მეტად პოლიეთილენის ნაწარმით აბინძურებს. ნაწარმი, რომელიც რამდენიმე წუთის მოხმარებისთვის არის გათვლილი, ბუნებაში ასეული წლების (დაახლოებით 300-400 წელი) შემდეგ იხრწნება. პოლიეთილენის წვის დროს გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც აბინძურებს ატმოსფეროს და მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პოლიეთილენის პარკები არის ადამიანის მიერ გადაყრილი ნაგვის 7-9%