add one
gallery images

აიკრძალოს გარე ვაჭრობა

აიკრძალოს გარე ვაჭრობა მეტროებთან და სხვა ადგილებში,მოხდეს გარკვეული ადგილის შეთავაზება ამ ადამიანებისთვის ნორმალური პირობებით
gallery images

აიკრძალოს ბიჰიდროგენის მონოოქსიდის შემცველი საკვები პროდუქტების იმპორტი

მოვითხოვოთ ბიჰიდროგენის მონოოქსიდის შემცველი საკვები პროდუქტების იმპორტი
gallery images

ყოფილი იპოდრომი გახდეს ''თბილისის ცენტრალური პარკი''

მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს "თბილისის ცენტრალური პარკი", ეს ქალაქი ჩვენია!!!#ერთადყველაფერსშევძლებთ 
gallery images

თბილისის ყველა უბანში გამოიყოს, ან აშენდეს ძაღლების და სხვა შინაური ცხოველების სავარჯიშო/სასეირნო სტადიონები..

იმ მიზეზით, რომ თბილისში არ არსებობს შინაური ცხოველების სპეციალური სასეირნო და სავარჯიშო ადგილები, ხშირი შემთხვევაა, როდესაც სათამაშო სტადიონზე იქმნება დაპირისპირება და საბოლოოდ პატრულის მუქარით, სიტყვიერი შეურაცხყოფით და სხვადასხვა ტიპის დაძაბულობა იქმნება, პატრონსა და ადგილობრივ მცხოვრებებს შორის.. მოვითხოვთ მსგავსად სხვა ქვეყნებისა აშენდეს, ან გამოიყოს რაიმე ადგილები, სადაც შევძლებთ თავისუფლად ვასეირნოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები..  https://www.youtube.com/watch?v=z18_TAYooHohttps://www.youtube.com/watch?v=rxBS1E0KZQU
gallery images

‎SOS‬!!!! ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე ბორჯომის ხეობაში !!!!! 

გამოცხადდეს მორატორიუმი და აიკრძალოს ხის მოჭრა ბორჯომის ხეობაში. ბორჯომის ხეობაში რამდენიმე სახის პრობლემაა:1) აშკარაა ტენდენცია- სანიტარული ჭრის სახელით ძალიან ბევრი ჯანსაღი ხე იჭრება. გასახმობად განგებ აზიანებენ ჯანმრთელ ხეებს - მთელ სიგრძეზე მერქნის ხის დაავადმყოფებას იწვევს, რაღაც დროის შემდეგ კი მასზე სანიტარული ჭრის ლიცენზია გაიცემა და ჭრიან. მოჭრილი ხეების ადგილზე ნერგების გახარების ნაცვლად, ახალი ნაგებობა შენდება. ამ ტიპის "დამთხვევები" უკვე ინტენსიურ სახეს ღებულობს.2) 2008 წლის ომის დროს ბორჯომის ხეობაში დაიწვა ტყეები, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას იწვევს. მთის დიდი მასა ხის გარეშე დარჩა, რაც გამოიწვევს ქანების მოშლას და მეწყერს, მიგვიყვანს ისეთ კატაკლიზმამდე, რაც მოხდა თბილისში 2015 წლის 13 ივნისს. ამის თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ ზომებია მისაღები.3) არ არსებობს მეტყევისა და სატყეო რეინჯერის ძლიერი ინსტიტუტი, ბორჯომის ხეობის ზოგიერთ ზონაში მეტყევე საერთოდ არ ჰყავს ტყეს და სრულიად უკონტროლო მდგომარეობაა.4) ინტენსიურად ნაგვიანდება მდინარეები და ტყეები, რაც წყალსა და ბუნებას უმოწყალოდ აბინძურებს. არ არსებობს არანაირი ბერკეტი და არ ტარდება სამართლებრივი სანქცია გარემოს დამაბინძურებლების მიმართ.5) სოფლებში არის სანიტარული კვანძებისა და საკანალიზაციო გაყვანილობის პრობლემა, რის გამოც მოსახლეობა ხშირად თავის ნების საწინააღმდეგოდ, WC-ს გაყვანილობებს უერთებს მდინარეებს, ასეთ სიტუაციებში აპრობირებულია ბიოტუალეტების მოთავსება, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მოსახლეობა კი თავისი რესურსებით ამას ვერ მოახერხებს. ---------------აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების და ადგილობრივი თვითმართველობისგან ვითხოვთ, გამკაცრდეს გარემოს დაცვის კანონმდებლობა და სანქციები, დაისაჯონ დამნაშავეები და შეიქმნას ეფექტური ეკოლოგიური სისტემა
gallery images

ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე

ნარჩენების გადამუშავებით გავუფრთხილებით როგორც ბუნებას,ასევე ჩვენს თავს და მომავალ თაობებს.საჭიროა ყველგან დაიდგას სპეციალურ ნიშნებიანი  ურნები.
gallery images

საკემპინგო ზონა ბათუმში

გთხოვთ ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყოს კემპინგის ზონა და დაცული იქნას წვიმისგან.
gallery images

მოვითხოვთ ავტომობილების სავალდებულო ტექ.დათვალიერების შემოღებას!

საერთაშორისო კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურებამ უკვე საშიშ ზღვარს მიაღწია! გაეცანით სტატიას კვლევის შესახებ სრულად ამ ბმულზე.ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ სიკვდილიანობაზეც კი ძალიან დიდი გავლენა აქვს! ასეთ დაბინძურებულ გარემოში ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ!აუცილებელია, ისევ შემოვიღოთ ავტომობილების სავალდებულო ტექ.დათვალიერება და საბოლოოდ მოვაცილოთ ქუჩებიდან ძველი, ვადაგასული და უხარისხო მანქანები!
gallery images

ცხოველთა დამცველების მიმართვა

საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს.  info@president.gov.ge  საქართველოს პრემიერმინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს  pressoffice@geo.gov.geსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბ-ნ ირაკლი კობახიძეს ([email protected]) ჩვენ, ქვემორეხელისმომწერნი, საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები და ამომრჩევლები შეგახსენებთ, რომ საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის კურსი, ხოლო ევროკავშირის კანონმდებლობის ფარგლებში ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრულია ის პრინციპები, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ევროპის სამეზობლოში ინტეგრირებულმა ქვეყანამ; რომ საქართველოში სულ უფრო მკვიდრდება ევროპული ღირებულებები, განუხრელად იზრდება ცხოველთა დამცველთა რიცხვი და იზრდება ინტერესი უსახლკარო ცხოველებისა და მათი უფლებების მიმართ. მიგვაჩნია, რომ:·         საქართველო უახლოეს ხანში უნდა მიუერთდეს ევროპის საბჭოს კონვენციას კომპანიონ ცხოველთა დაცვის შესახებ (EuropeanConventionfortheProtectionofPetAnimals).·         აუცილებელია, ქვეყანას გააჩნდეს ორგანული ჩარჩო კანონი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს და დაიცავს კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის პრინციპებს და სტანდარტებს. მოგახსენებთ, რომ ამა წლის 09. 03. 2016 საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ” (N385). სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტმა გაიარა რამდენიმე საკომიტეტო მოსმენა,  არ გაუვლია ყველა აუცილებელი საპარლანენტო პროცედურა დასამტკიცებლად.საპარლამენტო კომიტეტების, ცხოველთა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს შენიშვნები გათვალისწინებულია უკვე ჩასწორებულ ვარიანტში, რომელიც მზად არის მეორე მოსმენისთვის. გთხოვთ დააჩქაროთ პროცესი და განაახლოთ განხილვები.·         სასწრაფოდ გადასახედია ქ. თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული თბილისის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) და მათი პოპულაციების მართვის წესი (2015 წლის 6 აპრილი, N 7-28), რომლის აღსრულებაზე პასუხიმგებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო” (საკრებულოს დადგენილება, 2014 წლის 12 დეკემბერი, N17-56). ამ წესით თავიდანვე უხეშად ირღვეოდა საზოგადოების იმ ნაწილის უფლებები, ვინც ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, ასევე მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველების უფლებებიც.. ხსენებული წესის მიღების შემდეგ, საკრებულომ წესში, სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, შეიტანა რიგი ცვლილებები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია. აღსანიშნავია,რომ ცვლილებების მიღება მოხდა არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების აზრის გათვალისწინების გარეშე და გაუმჭვირვალედ, საზოგადოება არ ყოფილა ინფორმირებული წესში შესატანი ცვლილებების შესახებ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფოს მიერ ამ პრობლემების მოსაგვარებლად დახარჯული თანხები არაეფექტურად გამოიყენება და შედეგს არ იღებს, რის გამოც სიტუაციამ მიიღო საგანგაშო სახე.აქედან გამომდინარე კატეგორიულად მოვითხოვთ:1.      ხსენებული სტრუქტურის რეორგანიზაციას, კადრების გადახედვას და ამ საქმიანობისთვის შესაფერისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე კადრებით ჩანაცვლებას.  აუცილებელია სააგენტოში დასაქმებული თანამშრომლები ერკვეოდნენ ცხოველთა კეთილდღეობის ნორმებში. დაუშვებელია, ასეთი უწყება დაკომპლექტებული იყოს ამ სფეროში არაკვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთაც არ გააჩნია სათანადო ცოდნა და უნარები.2.      სსიპ- ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობის გათავისუფლებას თანამდებობებიდან, ვინაიდან, ის ვერ უზრუნველყოფს სააგენტოს ეფექტურ და სწორ ფუნქციონირებას.3.      საკრებულოს მიერ მიღებულ,  ქ.  თბილისში მოქმედი წესისა და ცხოველთა მონიტორინგის  სააგენტოს დებულების (წესდების) ძირეულად შეცვლას, განხილვის პროცესში ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას და მათი რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას. 
gallery images

დაიცავი თსუ!!!

მეგობრებო, ყველას მოგეხსენებათ, რომ  უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება წყალმომარაგების ოფისი, რომელიც ითვალისწინებს მწვანე საფარის განადგურებას. გარდა ამისა, საუნივერსიტეტო ტერიტორიაზე პერსპექტივაშივე გვიკლავენ სტუდენტებისათვის საჭიროებისამებრ ათვისებას.დღეს უნივერსიტეტს არ აქვს სახსრები, ამ ტერიტორიაზე განათავსოს სტუდენტებისთვის საჭირო დაწესებულებები, მაგრამ ტრაგედიაა ის, რომ  ეს პერსპექტივაშიც შეუძლებელი ხდება. უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, რომელზე მშენებლობის უფლებასც გასცემს თბილისის მერია. მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიას, რომ წყალმომარაგების ოფისისათვის გამოყოს სხვა ალტერნატიული ტერიტორია და საუნივერსიტეტო ტერიტორია გადასცეს უნივერსიტეტს. ამით საშუალება გვექნება თსუ-ის სტუდენტებს გვქონდეს მომავლის იმედი. ერთად დავიცვათ თსუ–ის ინტერესები მოვალაში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის პერსპექტივაზე!პატივისცემით, თსუ–ის ეკოლოგიის მიმართულების სტუდენტები.
gallery images

შეწყდეს ოქროს ჩარდახის მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ

1. გაუქმდეს ქალაქ ქუთაისის მერიის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვა და შეწყდეს იმერეთის მეფეთა რეზიდენციის, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარე სკვერში კაფე–ბარ "არგოს" მშენებლობა.2. გამოიძებნოს ფინანსური რესურსი სკვერის ფუნქციური დანიშნულების აღსადგენად და კეთილმოწყობის ღონისძიებების ჩასატარებლად. 
gallery images

შემოიყვანონ ახალი ავტობუსები

მოვითხოვთ შემოიყვანონ ახალი ავტობუსები რადგან შიგნით ადამიანი კი არა ცხოველიც კი აღარ აიშვება. ავტობუსებსი არის ძალიან განადგურებული და არაჰიგიენური. ძლივს იქოქება უკვე და ისანი-სამგორის რაიონში განსაკუთრებით პატარა ავტობუსებისა შესაცვლელი. როცა 40 კაცის ადგილია ავტობუსში 50-60 და მეტიც იყრის თავს, რადგან სხვა გზა არ აქვთ. გრაფიკებიც ძალიან ცუდია. ბათუმში რა ტიპის ავტობუსებიც არის მსგავსი წაადგებოდა ჩვენს ქალაქს. 
gallery images

1.დაშვებულ იქნას კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული საზღვრებში ტრადიციულ გამოყენების ზონაში გარდა პალიასტომის ტბისა ნადირობის უფლება. 2.მარშრუტის გამოყენებით დაშვებულ იქნას პალიასტომის ტბაზე შიდაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილება (მაქს90 ც/ხ.)

იქიდან გამომდინარე რომ, კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე ბუფერულ ზონებში ნადირობა და თოფის გადაადგილება იკრძალება, პრაქტიკულად მონადირეებს სანადირო ადგილი არგვჩება. მთავარი არგუმენტი იმისა რომ, დაცული ტერიტორის მიმდებარე ტერიტორიაზე აიკძალოს ნადირობა(იხვზე) გახლავთ ის რომ ,ხმა აფრთხობს ფრინველს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამავე ტერიტორიიაზე გადიც ყულევისა და ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი , აბა რა მოსატანია თოფის ხმა მატარებლის გუგუნთან? შესაბამისად ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ალტერნატივა არგვაქ ფოთელებს, ხობელებს, ლანჩხუთელებს ,სენაკელებს ვინადიროთ ჩვენს ისტორიულ ადგილებში ,სადაც ჩვენი წინაპარი ნადირობდა.
gallery images

შევამციროთ ქვეყანაში მტაცებელი ცხოველების რაოდენობა !!!

მოგესალმებით !მოგეხსენებათ ქევყანაში ძალზედ მომრავლდნენ მტაცებელი ცხოველები,როგორებიცაა:(მგელი,ტურა,მელა,ენოტი) რის გამოც  ინდივიდების რაოდენობა როგორიცაა (ხოხობი,კურდღელი)  ძალზედ შემცირებულია და ყოველივე ამას, თან ერთვის მტაცებლების სოფლებში შეჭრა, რაც თავის მხრივ საფრთხის შემცველია მოსახლეობისთვის,  ეს ყველაფერი  გამოწვეულია ქვეყანაში მტაცებლების მომრავლებით და იმ დისბალანსით რომელიც არსებობს პირველი რიგისა  და მეორე რიგის კონსუმენტს შორის . ამიტომ ამ პეტიციით მივმართოთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს . და სამინისტროს  შუამდგომლობით შედგმომ საქართველოს პარლამენტს რათა მოხდეს იმ კანონის გაუქმება რომლის მიხედვითაც მტაცებელი ცხოველების ამოღება ბუნებიდან აკრძალულია  . . !! 
gallery images

გავუფრთხილდეთ გარემოს!

მსოფლიოს წინაშე დგას ეკოლოგიური პრობლემა, რომელიც გამოწეულია გარემოს დაბინძურებით. მისი გამომწვევი ფაქტორებია: ადამიანის მერ გაჩეხილი ტყეები, მდინარეებში, მთებსა და ზღვებში მომწამლავი ნივთიერებების გაშვება. ფაბრიკა-ქარხნების გამონაბოლქვი.ადამიანების მიერ დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხელს უწყობს სხვდასხვა დაავადების გავრცელებას. ამ პრობლემის გადაწყვეტაში ჩვენც გვინდა შევიტანოთ წვლილი, რომ მოსწავლეებმა (და არა მარტო მოსწავლეებმა)  გააცნობიერონ დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდეთ მზრუნველი დამოკიდებულება გარემოსადმი.დანაგვიანებაზე უნდა იყოს ჯარიმა! ნუ დაანაგვიანებთ გარემოს! ჩვენ შეგვიძლია ერთდ გავუფრთხილდეთ მას!