add one
gallery images

დაისაჯონ კატის მწამებლები!

რუსთავში, კერძოდ საშუალო სკოლა ლამპართან, ნაპოვნია სასტიკად ნაწამები კატა. ამოთხრილი აქვს თვალი და წაკიდებული აქვს ცეცხლი, შემდეგ კი მოგუდულია მავთულებით. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინსტროს, არ დატოვოთ ეს ფაქტი უყურადღებოდ და მიიღოთ შესაბამისი ზომები. ერთხელ და საბოლოოს იქნას დაცული ცოხველთა უფლებები საქართველოში!
gallery images

ჩვენი შვილების ჯანმრთელობა საფრთხეშია!

SOS! სახიფათო გამონაბოლქვიდედაქალაქში მოძრაობა  წარმოუდგენელი გახდა უნდა შეიცვალოს ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები.მოხდეს მათი ჩანაცვლება ახალი და კარგად შემოწმებული სატრანსპორტო საშუალებით.ასეცე განახლდეს ტექდათვალიერება ,აიკრძალოს ძველი და გაუმართავი მანქანების იმპორტი საქართველოში.ავტომობილების გამონაბოლქვი აირების ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი ნახშიორჟანგია, იგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას.მანქანის გამონაბოლქვი აირები საკმაოდ საშიშ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს არაორგანული ტყვიის შემცველი ნაერთები, რომლებიც წარმოიქმნება ბენზინში ოქტანური რიცხვის ასაწევად დამატებული ტეტრაეთილტყვიის წვისას.  დამტკიცებულია რომ ავტომობილის საწვავის წვის შედეგად გამოდენილი მავნე გამონაბოლქვი არის ბევრი მძიმე დაავადებების გამომწვევი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის კიბო.ჩვენ და ჩვენი შვილები კი ამას ყოველდღიურად ვსუნთქავთ დიდი დოზით.დროა ყველამ ერთად შევაჩეროთ ეს მოსიარულე დაავადებები.      სიტუაცია საგანგაშოა ყოველი დღე მნიშვნელოვანია!       გთხოვთ , მოგვაქციეთ ყურადღება!   
gallery images

აიკრძალოს ფოიერვერკის გამოყენება 22 საათის შემდეგ!

წარმოიდგინეთ, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მოდიხართ სახლში, ივახშმებთ და დასასვენებლად დაწვებით, ძვლივს ჩაგეძინებათ და უცებ გეღვიძებათ, რადგან ვიღაც მთვრალი ოღრაში ფოიერვერკს აბათქუნებს! ჰიგიენაში განიხილება ტერმინი „ხმაურით დაბინძურება". მედიცინაში ცნობილია, რომ მან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზია, სტრესი, ტინიტუსი, ძილის დარღვევა და სხვა დამაზიანებელი ეფექტები.თბილისში პრაქტიკულად არაფერი კეთდება ამ ტიპის ჰიგიენის დაცვისთვის. იმის გარდა, რომ ქუჩები გადაჭედილია ავტომობილებით და არიან მანქანები, რომლებსაც მიზანმიმართულად აქვთ გაზრდილი ხმა, ამას ემატება ხმამაღალი მუსიკა ბარ-რესტორნებიდან და ყველაზე მეტად შემაწუხებელი - აფეთქებების ხმა. ჩვენ მოქალაქეთა გულგრილობა იქამდეა მისული, რომ ფოიერვერკის გადაბმული აფეთქებების ხმა შუაღამის შემდეგაც არაერთხელ დაფიქსირებულა.დროა, წერტილი დავუსვათ უკანონობას და გულგრილობას! დროა, დავიწყოთ ერთმანეთის პატივისცემა! დროა, მოვითხოვოთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები - ჰაერი და სიმშვიდე! ადამიანი ამას იმსახურებს! პეტიციაზე ხელმომწერნი მოვითხოვთ თბილისში აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება 22 საათიდან 8 საათამდე. 
gallery images

ქუთაისში ჭომის დასახლებაში დაიგოს სრულიად ახალი გზა, გაუნჯობესდეს დენის ინტერნეტის და ტელეფონის ხაზები

გამარჯობათ. ეს პეტიცია შექმნილია რათა ქუთაისში კერძოდ ჭომის დასახლებაში ახლანდელი აუტანელი მდგომარების შეცვლა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. როგორიცაა გზა რომელიც საშინელ მდგომარეობაშია ,ხშირი  დენის წასვლა რომელიც გამოწვეულია იმ ხაზებიდან რომლებიც ერთმანეთზეა გადამბული და ყოველი წვიმის ქარის ან თუნდაც თოვლის დროს ირყევა და კიდევ უფრო ზიანდება .ტელეფონის და ინტერნეტის ძველი ხაზები .ასე მოვითხოვთ ჭომის დასახლება სრულიად გადავიდეს ბოჭკოვან ინტერნეტზე . ხოლო დენის ტელეფონის და ინტერნეტი ხაზები იქნას მოთავსებული მიწაში სპეციალურ მილებში როგორც არის სხვა ყველა ევროპულ დასავლურ განვითარებულ ქვეყნებში.
gallery images

მიიღეთ სასწრაფო ზომები თბილისის შემოგარენში ფიჭვების (და სხვა წიწვოვანი კულტურების) მასიურ ხმობასთან დაკავშირებით

თბილისში და მის შემოგარენში წიწვოვანი კულურების (ფიჭვების და უკვე კედრების) ფიტოსანიტარული მდგომარეობა საგანგაშო ზღვარზეა. სოკოვანი დაავადებები და პარაზიტები ინტენსიურად ანადგურებენ ხეებს. თითო ასეთი ხმელი ხე პარაზიტების მატარებელია და სასწრაფოდ *შემდგომა-ზამთრის პერიოდში)  თუ არ მოხდა მისი გატანა ტყიდან, გაზაფხულზე, პარაზიტების ახალი აფეთქება გველოდება, რაც დარჩენილ საღ ხეებსაც იმსხვერპლებს. მდგომარეობის სიმძაფრეზე ერთხმად თანხმდებიან სპეციალისტები. ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა ინტენსიურად უნდა მომდინარეობდეს. მერიის ტენდერები იწელება დროში. მოგიწოდებთ მიიღოთ შესაბამისი ზომები და სასწრაფო წესით მოხდეს მობილიზაცია, ბიურიკრატიული ბერკეტების გამისწორება და ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა არა მხოლოდ მთაწმინდის ფერდიდან, არამედ ყველა დაავადებული უბნიდან ( თბილისის ზღვა, წყნეთი, ლისის ტბა, ლილო, ა.შ. ) 
gallery images

გადაიდოს მირზა შაფის პროექტის განხილვა

ამ პეტიციაზე ხელისმომწერნი მივიჩნევთ, რომ ისტორიულ ქალაქში მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების პროექტის განხილვა და სავარაუდო დამტკიცება აუცილებლად უნდა იყოს ფართო საჯარო განსჯის საგანი. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია ამ ღონისძიების ჩატარება აგვისტოში, რადგანაც ასე ნაჩქარევად და გაუმჭვირვალედ მიღებული გადაწყვეტილებით გამოუსწორებელ ზიანს მივაყენებთ ქალაქს.მოვითხივთ, პროექტის  განხილვა ჩატარდეს სექტემბრის შუა რიცხვებში. 
gallery images

არა პანორამას!!!

არა პანორამას!!! მოაწერეთ ხელი და შეუერთდით აქციასhttps://www.facebook.com/events/1468121690167152/
gallery images

აღდგეს სამგორის პარკი

მოვითხოვთ მოწესრიგდეს სამგორის პარკი რომელიც მდებარეობს შსს გვერდით, ტერიტორიაზე არსებული გასართობი წერტილები, განახლდეს ინფრასტრუქტურა. დამონტაჟებულია საქანელები ატრაქციონები მაგრამ სამწუხაროდ უპატრონობის გამო ფუჭდება.
gallery images

გადაეცეს თამაზ ელიზბარაშვილს ადგილი სადაც ააშენებს ახალ ძაღლების თავშესაფარს!!!

პირველად 3 ივნისს ადიდდა მდინარე ვერე, რომელმაც დააზარალა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. წყლის დონემ 2 მეტრს მიაღწია, დაიკარგა და დაიხრჩო ათობით ძაღლი. საბედნიეროდ, ათივე დათვი გადარჩა. თავშესაფრის ჩვეული რიტმით მუშაობის გაგრძელება მოხალისეების დაუზოგავი დახმარებით მოხერხდა.   13 ივნისის ღამეს განმეორებითი  წყალდიდობა საბედისწერო აღმოჩნდა თავშესაფრისთვის. თავსესაფარი მთლიანად გაანადგურა სტიქიამ,  დაიხრჩო და დაიკარგა ათეულობით ძაღლი, სამწუხაროდ დაიღუპა ყველა დათვი. ძაღლების ევაკუაცია მოხდა საბურთალოს სასაფლაოზე, რამდენიმე დღის შემდეგ   ეკონომიკის სამინისტრომ თავშესაფრისთვის დროებით გამოყო თავისი  კუთვნილი ტერიტორია, რომელიც მდებარეობს სამგორის რაიონში, კაიროს 26 ნომრის მოპირდაპირე მხარეს. ამ შენობაში არ არსებობდა ელექტროენერგია და საკანალიზაციო სისტემა. თამაზ ელიზბარაშვილმა კი ხალხის მხარდაჭერით მოაგვარა ეს პრობლემა. მიუხედავად ამისა, მრავალი საკითხი რჩება მოსაგვარებელი.   დროებითი თავშესაფრის ტერიტორია გამოუსადეგარია ძაღლების თავშესაფრის არსებობისთვის, რადგან: 1. ემეზობლება საცხოვრებელი სახლები, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.                  2. დროებითი თავშესაფრის ტერიტორია  მისასვლელად მოუხერხებელია, ჩვენთვის, ცხოველთა მოყვარულებისთვის.   როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბატონი თამაზი მერიისგან მოითხოვს თავის კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ალტერნატიულ ფართს და კომპენსაციას, რაც კანონიერად ეკუთვნის მას.    ჩვენი მოთხოვნაა, თამაზ ელიზბარაშვილს კანონის შესაბამისად გადაეცეს კომპენსაცია და  ტერიტორია, სადაც შეძლებს ახალი თავშესაფრის აშენებას!   
gallery images

არავითარი "მანჰეტენი" ვერეს ხეობაში!

ვერეს ხეობაში "ქართული მანჰეტენის" მოწყობა იგეგმებასაერთაშორისო მშენებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბიზნესპალატამ შეიმუშავეს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობაში ქართული მანჰეტენის მოწყობას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დარგის ექსპერტების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ბიზნესპალატის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა რამდენიმე მინისტრს უკვე ესაუბრა ამ თემაზე და უახლოეს დღეებში მათგან ელოდება პასუხს. მერიასთან კი იდეის დონეზე უკვე ჰქონდათ პრეზენტაცია. მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელებას დასჭირდება 1 400 000 000 და ამ თანხის მოძიებას დონორებისა და ინვესტორებისგან შეეცდებიან. იმ ყველაფრის ფონზე რა ტრაგედიაც რამდენიმე დღის წინ დატრიალდა, ვერეს ხეობაში სასტუმროების, ბიზნესცენტრისა და „მანჰეტენის“ მშენებლობა ბოდვაა და მეტი არაფერი. არანაირი განართლება და არგუმენტი ამ პროექტს არ შეიძლება ჰქნდეს. 18,000 ადამიანი ხელმოწერით ადასტურებს და ითხოვს, რომ ვერეს ხეობაში გაშენდეს ტყე- პარკი (http://manifest.ge/main/item/313) , რათა კიდევ ერთი პარკი ადგილი შეემატოს თბილისს სადაც ისედაც თითზე ჩამოსათვლელია სკვერების/პარკების რაოდენობა და თავიდან ავიცილოთ მსგავსი სტიქიის გამეორება.ერთად ვუთხრათ არა მანჰეტენის პროექტს ვერეს ხეობაში!
gallery images

მოვითხოვთ ზოოპარკის ცხოველთა მასობრივ ხოცვაში მონაწილე სპეცრაზმელების შსს-დან გარიცხვას და კანონის მიხედვით დასჯას!

2015 წლის 13-14 ივნისის საზარელ ღამეს თბილისში მოხდა დიდი უბედურება.როგორც ვიცით-მოვარდნილმა ღვარცოფმა დახოცა ადამიანები და ცხოველები,გაანადგურა ზოოპარკი და ძაღლების თავშესაფარი,უამრავი ადამიანი სახლების გარეშე დარჩა. ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას,მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ ადამიანთა მიმართ სოლიდარობის საფარქვეშ ცხოველთა უფლებები გავთელოთ.როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია,იმ ღამეს ზოოპარკში შესული სპეცრაზმელები,მიუხედავად იმისა,რომ ჰქონდათ საკმარისი რაოდენობის ტრანკვილიზატორები,გაუმართლებლად და სასტიკად მოექცნენ არაერთ გალიებში დამწყვდეულ,სასწაულად გადარჩენილ ცხოველებს.ჩვენ ვაცნობიერებთ,რომ თუ ცხოველი საშიში ხდება ადამიანისთვის,სხვა გზა გარდა მისი ლიკვიდირებისა არ არსებობს,მაგრამ ცხოველის მოკვლა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არის უკიდურესი ზომა,როდესაც დრო და გარემოება ადამიანს არ უტოვებს სხვა გზას თუკი ცხოველი სიცოცხლისთვის უშუალო და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. მაგრამ 2015 წლის 14 ივნისის ღამეს მოხდა სრულიად სხვა,გაუგონარი და სასტიკი რამ-ზოოპარკში შესული სპეცრაზმელები (სპეცრაზმელი) სტიქიას სასწაულად გადარჩენილ იმ ცხოველებს ესროდნენ,რომლებიც უმწეოდ, გალიაში იყვნენ გამოკეტილები!რთულია ეს ვითარება ადამიანისთვის ცხოველთა მხრიდან საფრთხის შემცველ გარემოებად წარმოვიდგინოთ.ამდენად იმას,რაც სპეცრაზმმა თბილისის ზოოპარკში ჩაიდინა-ჰქვია სასტიკი მკვლელობა და სხვა არაფერი! ყოველივე ზემოთთქმულს ადასტურებენ როგორც ამ მკვლელობათა თვითმხილველები,ისე გადაღებული ფოტომასალა. ფაქტებიდან გამომდინარე ჩვენ ვთვლით,რომ ამ სასტიკი ქმედების ჩამდენი პირები (პირი) საშიშროებას წარმოადგენენ არა მხოლოდ უმწეო ცხოველთათვის,არამედ გარკვეულ გარემოებათა შემთხვევაში-ადამიანებისთვისაც.ასეთი პიროვნება უკეთეს შემთხვევაში არის გაუწონასწორებელი ფსიქიკის პატრონი,უარეს შემთხვევაში კი-უბრალოდ ბოროტმოქმედი. ამის დასტურია ყველასათვის საყვარელი,სრულიად უწყინარი და ადამიანების ხელში გაზრდილი თეთრი ლომის ბოკვერის- შუმბას ცივსისხლიანი მკვლელობა.ამის ჩამდენმა ბოროტად ისარგებლა ქალაქში შექმნილი ქაოსითა და პერსონალური საფარი მოიწყო უწყინარი სიცოცხლის ხარჯზე. ჩვენთვის ცნობილია,რომ ამ მკვლელობას თვითმხილველები ჰყავს, რომლებმაც სთხოვეს სპეცრაზმელს-არ მოეკლა ლომის ბოკვერი,რადგან ის იყო სრულიად შინაური,ისედაც გალიაში გამომწყვდეული და არანაირ საფრთხეს გარშემომყოფთათვის არ წარმოადგენდა.მიუხედავად მათი თხოვნისა,სპეცრაზმელმა შუმბას მაინც ესროლა! ლომის ბოკვერის გარდა დაკეტილ გალიებში სადისტურად ჩახოცეს არაერთი ცხოველი,რისი დამადასტურებელი ფოტომასალაც არსებობს და თვითმხილველებიც არიან.გამომდინარე ამ ყველაფრიდან,ვთვლით,რომ მსგავს გაუწონასწორებელ ადამიანთა ადგილი არ უნდა იყოს ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებში და მოვითხოვთ გამოძიების შედეგად ყველა იმ პირთა გამოვლენასა და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას,ვინც უმწეო ცხოველთა სიცოცხლის უფლება შებღალა.მოვითხოვთ მკვლელი სპეცრაზმელების (სპეცრაზმელის) სახელთა გასაჯაროებას,რათა სამომავლოდ არავის გაუჩნდეს უსუსურ ცხოველთა მიმართ ჩადენილი სისასტიკის გამო დაუსჯელობის განცდა, ასევე მოვითხოვთ ცხოველთა ხოცვაში მონაწილე სპეცრაზმელთა შსს-ს რიგებიდან დათხოვნასა და მსგავსი დანაშაულისთვის მათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ გასამართლებას!
gallery images

ახალი ფართის უფასოდ გადაცემა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრისათვის

სტიქიას გადარჩენილი უპატრონო ძაღლები დროებით კაიროს ქუჩაზე გადაიყვანეს. ახალი თავშესაფრის მოწყობამდე კი თამაზ ელიზბარაშვილი მთავრობას და მოქალაქეებს მიმართავს. ბიზნესმენი მიყენებული ზარალის დათვლას და თავშესაფრისთვის ახალი ფართის სიმბოლურ ფასად გადაცემას ითხოვს. 13 ივნისის წყალდიდობის დროს სვანიძის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა მთლიანად განადგურდა. დაიხრჩო ათეულობით ძაღლი.
gallery images
gallery images

ფოთის, მე-7 კილომეტრის, ჰიდრო კვანძის შეკეთება

ფოთის აღმოსავლეთით მდებარე ჰიდროკვანძი, რომელიც ხიდის ფუნქციასაც ასრულებს, შესაძლოა, დაინგრეს. ამ დასკვნამდე მიდიან დარგის სპეციალისტები, რომლებიც მის მდგომარეობას აკვირდებიან. ზუსტად 2 წლის წინ სპეციალისტთა დასკვნით მაქსიმუმ 2 წელში ეს ხიდი დაინგრეოდა. წელს გადის ეს მეორე წელი.ფოთი და ფოთთან ახლოს მდებარე სოფლები დატბორვის საფრთხის წინაშეა. თუ საჭირო 18 მილიონი არ გამოიყო აღნიშნული ჰიდროკვანძების შესაკეთებლად, არც ფოთი იარსებებს, არც ფოთის პორტი და არც ახლოს მდებარე სოფლები. ქვეყანა მიიღებს ასეულობით მილიონი ლარის ზარალს.იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ მასშტაბური ზარალი, უბედურება, საჭიროა ჰიდროკვანძის შეკეთება და თანაც სასწრაფოდ.
gallery images

გაუქმდეს თბილისში ზოოპარკი / Stop build new Zoo in Tbilisi

დაუბრუნდნენ ზოოპარკის ცხოველები თავიანთ ბუნებრივ გარემოს, ან გადაეცნენ შესაბამისი ბუნებრივი პირობების მქონე ზოოპარკებს.მხოლოდ ადამიანის გართობის მიზნით უდაბნოს, თუ ტროპიკული ტყეების ცხოველები არ უნდა ატარებდნენ თავიანთ ცხოვრებას ქალაქის მტვერში, სხვა კლიმატის და ბუნებრივი პირობების ცხოველების სრულიად არაბუნებრივ გარემოში მოქცევა ბოროტებაა. ზოოპარკი რომელიც მხოლოდ ადამიანის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის იქმნება, შეუძლებელია შესაბამისი ხარისხით გაკეთდეს თბილისში, ამისთვის საჭიროა კოლოსალური თანხები, ამისი ფინანსური რესურსი ქვეყანაში არ არსებობს!ქვეყანაში სადაც ცხოველებს ვერ უვლიან საერთოდ არ უნდა არსებობდეს ზოოპარკი...We are against to renovate or build new Zoo in Tbilisi. It is evil to make exotic animals live in small area of the dusty city.  If you think the same join the petition.We demand to take animals to it's natural climat environment or bring to another well organized Zoos of another country, were is more precized environment to their natural.There is no funds in Georgia to build new Zoo with right environment.  In the country where animals can't be treated right should not exist any Zoo.Beasts shouldn't spend their lives in the city when they meant to be in tropics or tundras etc....