add one
gallery images

ანტი 5G მოძრაობის მომხრეებს, ჩამოერთვათ მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა !!!!

ანტი 5G მოძრაობის მომხრეებს, ჩამოერთვათ მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა. აეკრძალოთ მათი მომავალში გამოყენება.
gallery images

გადავადდეს სესხები და გაუქმდეს უკვე დარიცხული პირგასამტეხლოები

საინიციატივო ჯგუფ ,,დააპაუზეუფასოდ’’-ის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებებმა არ გადადგეს მყისიერი და ეფექტური ნაბიჯები, რომელიც გულისხმობდა სასესხო ვალდებულებების დაპაუზებას-საშეღავათო პერიოდის მიცემას იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც სასესხო ვალდებულებები ჰქონდათ ამა თუ იმ საკრედიტო დაწესებულებებში და მათგან დამოუკიდებელი ე.წ. „კოვიდ“ მიზეზის გამო დარჩნენ შემოსავლების გარეშე ან მკვეთრად შეუმცირდათ შემოსავალი.სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება პეტიციის შექმნის გზით კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართულობით მიგვეწვდინა ხმა ადრესატებამდე.შესაბამისად, წინამდებარე პეტიციის ხელმომწერები ვითხოვთ მთავრობამ გამოიყენოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მის ხელთ არსებული უფლებამოსილება და პრეზიდენტის დეკრეტი N1-ის მე-7 მუხლის ფარგლებში გამოსცეთ შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომლითაც:-  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებებს აეკრძალოთ პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებით დარჩენილი მსესხებელი ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის, აღნიშნულ პერიოდში სესხებზე ვადაგადაცილების გამო ჯარიმის, პირგასამტეხლოს დარიცხვა და სამართალწარმოების დაწყება, ამასთან მოეხსნებათ 01 მარტიდან უკვე დარიცხული პირგასამტეხლოები და ჯარიმები.-  პანდემიის გამო შემოსავლების გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლებით დარჩენილი მსესხებელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ საბანკო ვალდებულებები.
gallery images

პეტიცია - "ვითხოვთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას!"

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს და ის არც უნდა შეეჩერებინათ! ⭕️ როდესაც ქვეყანაში იზრდება ავადობის მაჩვენებელი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა მიმართვიანობა საავადმყოფოებში, განსაკუთრებით ეპიდემიების დროს. ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ უნდა აკრძალოს, არამედ პირიქით უნდა გაზარდოს მათი რაოდენობა. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით საავადმყოფოების გზა პრაქტიკულად გადაუკეტეს სოციალურად დაუცველებს და სიღარიბის ზღვარს მყოფ ოჯახებს. მათ არ ჰყავთ კერძო ავტომობილები და არც ტაქსის ფული აქვთ.⭕️ ჯანდაცვის მომსახურება ეფექტიანია თუ დაავადების გამოვლენა ხდება ადრეულ სტადიაზე და ეს შესაძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში დროული მიმართვიანობით (ტრანსპორტირებით). დედაქალაქში საავადმყოფოების უმრავლესობა თავმოყრილია დიღომში, ამიტომ დედაქალაქის მერიამ მინიმუმ ის მარშრუტები უნდა აღადგინოს რომელიც თბილისის სხვადასხვა რაიონს დააკავშირებს კლინიკებთან.⭕️ საკორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ გაიხსნება სავაჭრო თუ საწარმო ობიექტები. მათი გახსნის შემთხვევაშიც კი, ეკონომიკა ვერ გაცოცხლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე. როგორ მივა პერსონალი სამუშაოდ? როგორ მივა მომხმარებელი სავაჭრო ობიექტზე? კერძო ავტომობილებით? ტაქსით? არა, ეს არ არის რეალური! 300-1000 ლარის ხელფასის მქონე პერსონალი ტაქსით სამსახურში ვერ გამოცხადდება, მათი გადაადგილების საშუალება არის საზ-ტრანსპორტი.⭕️ ანუ, ერთი მხრივ ჩვენ მივიღეთ უფლება, რომ გაიხსნას სავაჭრო ობიექტები, ხოლო მეორე მხრივ არავინ იცის პერსონალი და მომხმარებელი როგორ აღმოჩნდებიან ადგილზე. საზ-ტრანსპორტის აკრძალვით უკვე მივიღეთ გაუარესებული სოციალური მდგომარეობა, ათიათასობით უმუშევარი ადამიანი, შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები.⭕️ და ბოლოს, საერთაშორისო გამოცდილება გვეუბნება რომ საზ-ტრანსპორტის აკრძალვა დაუშვებელია, ვინაიდან აუარესებს ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას, იწვევს სიღატაკეს, შიმშილს და მოაქვს გამოუსწორებელი ეკონომიკური ზიანი ქვეყნებისთვის. ამიტომ საზ-ტრანსპორტი პრაქტიკულად არსად არ აკრძალულა საქართველოს გარდა! ავტობუსის, მეტროს და მიკრო-ავტობუსის ფუნქციონირება უნდა განახლდეს, ოღონდ საგანგებო წესების სრული დაცვით (პირბადე, ეკიპირებული მძღოლი, სპირტი, დისტანცია, ბუნებრივი ვენტილაცია და სხვ.), რაც თბილისის მერიამ საწყის ეტაპზე ვერ შეძლო.
gallery images

ბარმენებისთვის ,,შემოწირულობის

საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ე.წ. ,,ევროპული ტიპის ბარებში, ბარმენთა და სხვა მომსახურე პერსონალთა ძირითადი შემოსავლის ფორმას წარმოადგენს სტუმართა მიერ, საკუთარი ნებით  გადახდილი შემოწირულობა ე.წ. "თიფს". აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია არაერთი კვლევით, რომელთაგან უახლესი 2019 წლის 19 ივლისის ,,ბიზნეს ინსაიდერის" კვლევაა . გლობალური პანდემიის ფონზე დიდი საფრთხე შეექმნა ევროპული ტიპის ბარებს, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია არა მოგების მიღებაზე, არამედ ადამიანებისთვის შემეცნებით, შემოქმედებით-გასართობი სივრცეების მოწყობაზე, რომელიც  ჯანსაღი კომუნიკაციის, დისკუსიის, საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების თანასწორი, უსაფრთხო და გახსნილი გარემოს ნაწილია. ასეთი ტიპის ადგილებში შრომობს, ენთუზიასტი ადამიანები, რომლებიც მინიმალურ ფინანსურ შემოსავალს ირებენ, ძირითადად სტუმრების მიერ განხორციელებული, თავისუფალი ნების საფუძველზე გაკეთებული საჩუქრით ე.წ. ,,თიფსებით"; თუ ერთხელ მაინც ყოფილხარ ამბავში და ჩვენი რომელიმე ბარმენისთვის საჩუქრის სახით გადაგიცია რაიმე სახის ფინანსური აქტივი (თანხა/ მატერიალური ღირებულების ნივთი ა..შ.) გთხოვთ მოაწეროთ ხელი აღნიშნულ პეტიციას, რითაც საშუალება მიეცემა ამ ადამიანებს ჩვენი საქმიანობის შეზღუდულ პირობებში ისარგებლონ სახელმწიფო სუბსიდიით/დახმარებით. ყველა კედელში კარი. ყველა ცაში ფანჯარა. ერთმანეთს ჩაკეტილობაში ამ ფანჯრით და კარით ,,გავიტანთ".  ამბავს გავაგრძელებთ ერთად.   სიყვარულით, შენი ,,ამბავი"  
gallery images

COVID 19 პრევენციისთვის

1. დაუბეგრავი მინიმუმი, დაუბრუნდეს 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა იმ პირს, რომელთა შემოსავალი (საშემოსავლოს გათვალისწინებით) ამ პერიოდში არ აღემატებოდა წლიურ 60 000 ლარს.2. საშემოსავლოსგან და საპენსიო ფონდის შენატანისგან გათავისუფლდეს 3 თვის განმავლობაში ყველა ის პირი რომელთა შემოსავალი (საშემოსავლოს გათვალისწინებით) 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არ აღემატებოდა წლიურ 60 000 ლარს.3. დაუბრუნდეს ყველა იმ პირს 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით საპენსიო ფონდში შეტანილი მათი წილი თანხები, რომელთა შემოსავალი 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არ აღემატებოდა წლიურ 50 000 ლარს (საშემოსავლოს გათვალისწინებით)4. ყოველი წლის დასაწყისში, ანუ ყოველი წლის იანვრის თვეში მიეცეს უფლება ყველა იმ პირს, რომელთა შემოსავალი (საშემოსავლოს გათვალისწინებით) გასული წინა წლის მდგომარეობით არ აღემატებოდა წლიურ 50 000 ლარს, დარჩნენ ან გავიდნენ საპენსიო ფონდის პროგრამაში.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ყველა იმ პირს, რომელთა შემოსავალი 2017 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არ აღემატებოდა წლიურ 50 000 ლარს (საშემოსავლოს გათვალისწინებით) დაუბრუნდეს ამავე პერიოდში „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ მე-11 მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე შეჩერებული დევნილთა შემწეობა
gallery images

We request social networking websites to make flagging false stories a key element in its attempts to tackle fake news.

we are victim of manipulation in everyday life and don't even know it. In many cases, these fake news influence our opinions and beliefs. We need to reduce the number of fake news in order to get rid of being manipulated.
gallery images

გაუქმდეს ონლაინ ტოტალიზატორები და მათი რეკლამირება

კაზინოები ხალხს აღარიბებს, იწვევს მისადმი დამოკიდებულებას რის შედეგადაც იზრდება სუიციდითს შემთხვევები. ისინი არ უნდა იყოს ისეთ ღარიბ სახელმწიფოში როგორიც საქართველოა
gallery images

დაპაუზდეს სესხები და დაწესდეს საგადასახადო შეღავათები

კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების საფრთხის დაძლევის მიზნით ამ დროისათვის ქვეყანაში ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები და დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, რის გამოც:-         ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესს და შესაბამისად იქ დასაქმებულ პირებს აღარ აქვთ შემოსავალი;-         გაცემულია კაფეების, რესტორნების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვის რეკომენდაცია;-         მეწარმეები გადადიან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე;-         რიგი დაწესებულებები (მაგ: ესთეტიკური ცენტრები; ტრენინგ ცენტრები და სხვა) სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით ვერ ახერხებენ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას და არიან დახურვის საფრთხის წინაშე;-         თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლები, მცირე ზომის სალონებში დასაქმებულები და ყველა ის პირი, რომელიც დღიურად იღებდა შემოსავალს, რჩებიან შემოსავლების გარეშე;-         შიდა თუ გარე ფაქტორების გათვალისწინებით მნიშვნელოვნად უფასურდება ეროვნული ვალუტის კურსი აღნიშნულის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სესხების დაპაუზება და საგადასახადო შეღავათების დაწესება, შესაბამისად ჩვენ, წინამდებარე პეტიციის ხელისმომწერნი მივმართავთ საქართველოს მთავრობას და ვითხოვთ:-         საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართულობით განიხილოთ სესხების დაპაუზების საკითხი ყველა გამსესხებლის მხრიდან, ისე რომ არ მოხდეს: ა) დაპაუზების პერიოდში პროცენტის დარიცხვა; ბ) დაპაუზების პერიოდში დასარიცხი პროცენტის ძირ თანხაზე დამატება და შემდეგ გაერთიანებულ თანხაზე ერთიანი პროცენტის დარიცხვა; გ) პროცენტზე პროცენტის დარიცხვა;-         სესხების დაპაუზება გავრცელდეს ყველა ფიზიკურ პირზე და მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტებზე;-         სესხების დაპაუზება გავრცელდეს ვადაგადაცილებულ და აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებულ ვალდებულებებზეც;-   დაწესდეს საგადასახადო შეღავათები, კერძოდ ა) ფიზიკური პირები; ბ) ფიზკური პირები, რომლებიც გათანაბრებულნი არიან მეწარმეებთან; გ) მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტები პანდემიის პერიოდში გათავისუფლდნენ საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან. ავტორები:მარიკა არევაძენიკოლოზ ფხალაძესალომე გორგოძეთამარ ბერძნიშვილიკოტე ებრალიძელიკა ოდიშარია მგალობლიშვილისვეტლანა მსხვილიძენიკა ოქრიაშვილი სულხან კაპანაძემარი ნიქაბაძეთამარ ალანიაგვანცა კვარაცხელიანათია ხარაზიშვილიმარიამ გელაშვილილალი ქარელილაშა სტურუა
gallery images

დროებით შეჩერდეს კრედიტებზე შენატანები

კორონა ვირუსის გავრცელების საფრთხის დაძლევის მიზნით ქვეყანაში გაგრძელდა პრევენციული ღონისძიებები (რაც ძალიან მნიშვნელოვანია). კორონა ვირუსის (COVID-19) მიზეზით, ამ დროისათვის:- სასწავლო არდადეგები გახანგრძლივებულია 2020 წლის 01 აპრილამდე;- მნიშვნელოვანი პრობლემები ექმნებათ ტურისტულ ბიზნესში ჩართულ სუბიექტებს;- მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს უმცირდებათ ან საერთოდ ვერ იღებენ შემოსავალს;- უფასურდება ეროვნული ვალუტა და ა.შ. არსებული ვითარებისა და ვირუსის გავრცელების საფრთხით გამოწვეული შეფერხებების გათვალისწინებით, წინამდებარე პეტიციით მივმართავთ საქართველოს მთავრობას და ვთხოვთ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომლითაც სიტუაციის დასტაბილურებამდე მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს დროებით შეუჩერდებათ სესხებზე/კრედიტებზე ყოველთვიური შენატანების შეტანის ვალდებულება და მათზე არ გავრცელდება პირგასამტეხლოების დარიცხვა.
gallery images

დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი არა მალფუჭებადი სასურსათო პროდუქტის გამოყენება საქველმოქმედო მიზნით

 შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის აპრილში 4523 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა გადაყარეს სანაგვე ურნებში. მაისში – 11 484, ივნისში – 7312, ივლისში – 9455, აგვისტოში – 7778, სექტემბერში – 5424, ოქტომბერში – 8701, ნოემბერში – 7727, დეკემბერში – 8192. 2018 წლის იანვარში 9385 ლარის მზა საკვები არის გადაყრილი, თებერვალში – 7439, მარტში – 6817 ლარის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 459 619 ადამიანი სოციალურად დაუცველია და საარსებო შემწეობას იღებს. გთხოვთ მიიღოთ კანონი რომლელიც აკრძალავს სუპერმარკეტებს დახლზე დარჩენილი საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტის გადაყრას . სუპერმარკეტები ვალდებული იქნებიან გაუყიდავი პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცენ.
gallery images

შეწყდეს დროებით ფრენები ევროპის მიმართულებით

მოგეხსენებათ,რომ კორონავირუსის დიდი მაჩვენებელი უკვე ევროპაში ფიქსირდება,მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას,რომ დროებით შეწყდეს ფრენები ევროპის მიმართულებით,რაც შეამცირებს კორონავირუსის საფრთხეს საქართველოს ტერიტორიაზე.
gallery images

ქ.რუსთავში,მე-19 მიკრორაიონში ცენტრალური ქუჩის ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლის გურამ გოგბაიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. ასევე მემორიალური დაფის გაკეთება

ააიპი "მშრომელთა სოლიდარობის კავშირის" ინიციატივით, შევიტანეთ  ქ.რუსთავის მერის სახელზე მიმართვა, რომ მე-19 მიკრორაიონში ცენტრალურ ქუჩას ეწოდოს აწ უკვე ქ. რუსთავში მცხოვრების,  ეროვნული მოძრაობის ერთ ერთი თვალსაჩინო  წარმომადგენლის გურამ გოგბაიძის სახელი. მისი თავგანწირვა საქართველოს დამოუიდებლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ეს ის ადამიანი იყო ვინც უარი თქვა მერაბ კოსტავასთან ერთად შეწყალებაზე და 4 წელი გაატარა პერმის ეგრეთწოდებულ სატუსაღოში.  ეს ადამიანი იყოს ქ. რუსთავის წარმომადგენელი.  მადლობა მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის სხვადასხვა არასამთავრობოებს : 1. "მართლმადიდებლობისა და ტრადიციების დაცვის კავშირი" 2. "ეროვნულ-ქრისტიანულ ფონდს" ასევე სამოქალაქო აქტივს ბატონებს დაჩი კვერნაძეს და ნიკა კურტანიძეს.   ქ. რუსთავში მცხოვრებნო მოვაწეროთ ონლაინ პეტიციაზე ხელი და ამით ჩვენ შევძლებთ იმ მაქსიმუმის გაკეთებას, რომ მომავალმა თაობამ არ დაივიწყოს თავისი ქალაქის ისტორია და გმირები
gallery images

მოვითხოვთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას ქალაქ ქუთაისში

საქართველომ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ქარტეხილი გამოიარა. მრავლად გვყავდნენ გამოჩენილი მამულიშვილები და ეროვნული გმირები , რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტდნენ. თანამედროვე ქართული სახელმწიფო არსებობის  რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მეოცე საუკუნის ბოლოს, ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა, რაშიც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდას. მისი უდიდესი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა, დამოუკიდებლობის მოპოვება და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძლზე ის გახდა სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი. ყველა ერის ვალდებულებაა, სათანადო პატივი მიაგოს სახელმწიფოს დამფუძნებელ მოღვაწეებს. ამ თვალსაზრისით, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქში იდგეს ქართული სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურიდას ძეგლი. 
gallery images

გაუქმდეს ან შეიცვალოს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის "ფასიანი მომსახურება"!

თბილისის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს ასეთი რაღაც, "ფასიანი მომსახურება" (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსდადგენილებაNo 33-141ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის –ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ცალკეული მომსახურების საფასურისგანსაზღვრის წესის შესახებმუხლი 6'1. ცხოველების დაჭერა-გაყვანა)რაც გულისხმობს კერძო ტერიტორიიდან ცხოველის გაყვანას, ანუ, თუ ცხოველი არის კონკრეტული ადამიანის ან კერძო ორგანიზაციის ტერიტორიაზე და ის ვერ ახერხებს გარეთ გამოყვანას, სააგენტო ვალდებულია თანხის სანაცვლოდ დაეხმაროს პირს და ცხოველი გამოიყვანოს შენობიდან. მხოლოდ და მხოლოდ გამოაყვანინოს!(ამონარიდი მუხლი 6'1 : 3. სააგენტო არ აგებს პასუხს ამ მუხლის საფუძველზე დაჭერილი და ტერიტორიიდან გაყვანილი ცხოველების იგივე ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში და მათიგაყვანისთვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.)რასაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო არასწორად აკეთებს, უმეტეს შემთხვევაში ცხოველი გამოყავთ შენობიდან, ისვავენ მანქანაში და შემდეგ სვავენ სხვა მისამართზე, იმის მიუხედავად არის თუ არა ამის საჭიროება, არის თუ არა ცხოველი აგრესიული, ავი და ა.შ ხშირად გვქონია შემთხვევა, მოხუცი, არააგრესიული, სრულიად უწყინარი ძაღლი, რომელსაც არაერთი ადამიანი უვლის და კვებავს, შესწირვია ამ მომსახურებას.მოგეხსენებათ, როგორი სტრესია ცხოველისთვის ტერიტორიის შეცვლა, მითუმეტეს როდესაც ის ამას არ საჭიროებს.გამოდის რომ, ვისაც ძაღლი არ მოსწონს, ფულის სანაცვლოდ შეუძლია უბნიდან მოიშოროს.ცნობისთვის, კონკრეტულ უბანში, კონკრეტული მიკედლებული,საჭდიანი ძაღლი არის აუცილებელი, რადგან ის იცავს თავის ტერიტორიას სხვა ძაღლებისგან, თუ ერთ ძაღლს უბნიდან ფულის სანაცვლოდ "გავაქრობინებთ" სააგენტოს, უბანში მის მაგივრად მოვა 10 ან მეტი, მეტად აგრესიული, აუცრელი და გაუსტერილებელი ძაღლი.ცხოველები და ასევე ჩვენ, ცხოველთა მოყვარულები და მიუსაფარი ცხოველების მიმკედლებლები ძალიან ვისტრესებით ამ "ფასიანი მომსახურებით", რადგან სხვა უბანში ცხოველის გადასმით როგორც გადასმული, ასევე უბანში დამხვედრი ცხოველი ისტრესება და განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო ჩვენ, მათზე მზრუნველი ხალხი განვიცდით მათ ბედს, იმას რომ თავი დავანებოთ, ძაღლების ტერიტორიის დაცვის დროს რომ ერთმანეთის მიმართ აგრესიას გამოხატავენ და ეს იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას. ეს მომსახურება არის სასწრაფო წესით ამოსაშლელი დადგენილებიდან,რადგან ეს არის ცხოველისადმი და მასზე მზრუნველი ადამიანისადმი სასტიკი მოპყრობა!გთხოვთ, რომ განიხილოთ და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება.
gallery images

28 მაისი - ქართული ვაზის და ღვინის ეროვნული დღესასწაული!

პატივცემულო საზოაგადოებავ, გვაქვს ინიციატივა საქართველოში დაკანონდეს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსით საგაზაფხულო ქართული ტრადიციული - ქართული ვაზის და ღვინის ნაციონალური დღესასწაული, რომელის აიღნიშნება ყოველი წლის 28 მაისს!მოცემული დღესასწაულის ფარგლებში საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ქალაქში და რეგიონში გაიმართება კუთხური ტრადიციული სუფრის, ღვინის, ხელოვნების, მუსიკის და საფესტივალო ღონისძიებები!დღესასწაული დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ვინაიდან გაზრდის ცნობადობას და პოპულარობას არა მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებში, არამედ უცხოელ სტუმრებში, ტურისტებში, რაც დადებითად და დინამიურად აისახება ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ზრდაზე. მოცემული დღესასწაული უნდა გამოცხადეს უქმე დღეთ ქვეყნის მაშტაბით. ღონისძიებებში მონაწილეობისათვის მოიწვევიან ქართული ღვინის კომპანიები და საქართველოში არსებული რესტორნები, რომლის ფარგლებში აგრეთვე დაწესებული იქნება სპეციალური პრიზები, სხვა და სხვა კრეატიულ ნომინაციებზე. თუ იზიარებთ ჩვენს იდეას და ინიციატივას, გთხოვთ არ დაგვზარდეთ და შეიტანოთ წვლილი 28 მაისი - ქართული ვაზის და ღვინის ნაციონალური დღესასწაულის დაკანონებაში. საჭირო ხმების შეგროვების შემთხვევაში, ინიციატივა გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს. ვიმედოვნებთ, რომ "28 მაისი - ქართული ვაზის და ღვინის ნაციონალური დღესასწაული"  შეიძენს მრავალ მხარდამჭერს! ჩავუყაროთ საფუძველი ძველი ტრადიციების ახლებურ გაზიარებას! დიდ მადლობას მოაგხსენებთ თქვენი თანადგომისათვის!