add one
gallery images

15 სექტემბერი - ქართული სტუმარმასპინძლობის ეროვნული დღესასწაული!

პატივცემულო საზოაგდოებავ, გვაქვს ინიციატივა საქართველოში დაკანონდეს სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსით საშემოდგომო ქართული ტრადიციული - ქართული სტუმარმასპინძლობის დღესასწაული, რომელის აიღნიშნება ყოველი წლის 15 სექტემბერს! მოცემული დღესასწაულის ფარგლებში საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ქალაქში და რეგიონში გაიმართება კუთხური ტრადიციული სუფრის, ღვინის, ხელოვნების, მუსიკის და საფესტივალო ღონისძიებები! მოცემული დღესასწაული დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ვინაიდან გაზრდის ცნობადობას და პოპულარობას არა მხოლოდ ადგილობრივ მაცხოვრებლებში, არამედ უცხოელ სტუმრებში, ტურისტებში, რაც დადებითად და დინამიურად აისახება ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ზრდაზე. მოცემული დღესასწაული უნდა გამოცხადეს უქმე დღეთ ქვეყნის მაშტაბით. ღონისძიებებში მონაწილეობისათვის მოიწვევიან აგრეთვე საქართველოში არსებული რესტორნები, რომლის ფარგლებში აგრეთვე დაწესებული იქნება სპეციალური პრიზები, სხვა და სხვა კრეატიულ ნომინაციებზე. თუ იზიარებთ ჩვენს იდეას და ინიციატივას, გთხოვთ არ დაგვზარდეთ და შეიტანოთ წვლილი ქართული სტუმართმასპინძლობის დღესასწაულის დაკანონებაში. საჭირო ხმების შეგროვების შემთხვევაში, ინიციატივა გადაეცემა საქართველოს პარლამენტს, მთავრობას. ვიმედოვნებთ, რომ ქართული სტუმარმასპინძლობის დღესასწაული შეიძენს მრავალ მხარდამჭერს! დიდ მადლობას მოაგხსენებთ თქვენი თანადგომისათვის!  
gallery images

გადაექვას ,,ბათუმის ბოტანიკურ ბაღს" სახელი და დაერქვას ,,მწვანე კონცხის ბოტანიკური ბაღი"

მწვანე კონცხი  უნიკალურია პირველ რიგში  მისი ლანდშაფტის გამო.  მსოფლიოში უამრავი არაჩვეულებრივი ბოტანიკური ბაღია, უფრო მრავალფეროვანიც,  უფრო მდიდრულიც… მაგრამ მწვანე კონცხის ლანდშაფტი, მისი ხედები, ბუნებრივი ნაკადულები,  ზღვის სანაპირო ზოლზე არსებული “დაჭმუჭნილი” რელიეფი მას უნიკალურს ხდის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს იძლევა.ეს დღეს-დღეობით ყველაზე ცნობილი მებაღის ზურა შევარდნაძის სიტყვებია.ეს ხედი , ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხედი, არა ბათუმიდან, არამედ ზუსტად მწვანე კონცხიდანაა გადაღებული 
gallery images

გადავარჩინოთ ხევსურეთის ისტორიული სოფელი ამღა!

„პრემიერთან მაქ ერთი თხოვნაი, მინდა რომ გადასცეთ და გაიგან იმათ, რო აი, სახლებ ინგრევის და იქნება ხელ შეგვაშველან, დაგვეხმარან, თორემ დაინგრევის სოფელ. ეს სოფელი საზღვრის მცველ სოფელ არს. სოფელ რომ არ იქნების, ხალხ არ იქნების, სახლებ არ იქნების, შამავლენა და დაიკავებენ“, - პრემიერ-მინისტრთან ეს თხოვნა 77 წლის სანდუა წიკლაურმა გამოგვატანა. ის ერთადერთი ქალია, რომელიც სოფელ ამღას შემორჩა.ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, პირიქითა ხევსურეთში, საქართველო-რუსეთის საზღვართან. საუკუნეების განმავლობაში ამღა ქვეყნის ერთ-ერთი ფორპოსტი იყო.ამ პატარა ისტორიულ სოფელში, სადაც მუდმივად წიკლაურების ორი ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 20-მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.ამღა ხალხური ზეპირსიტყვიერებისა და კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. გვიანი შუა საუკუნეების ძეგლებიდან ერთ-ერთი საბეკურია, ხოგაის მინდის ნასახლარი. თქმულება ამბობს, რომ ვაჟა ფშაველას „გველისმჭამელს“ სწორედ ამღაში უცხოვრია.არხოტი დანარჩენ საქართველოს სამანქანო გზით პირველად 2017 წელს დაუკავშირდა. მანამდე სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობამდე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი მიდიოდა.უგზოობამ, უტელეფონობამ, უშუქობამ, უექიმობამ, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობამ სოფელი განადგურების პირას მიიყვანა.იმისთვის, რომ ამღა გადარჩეს, სულ რაღაც 20-მდე ხევსურული სახლია აღსადგენი, ეს კი  მთელი სოფელია.ამღის რეაბილიტაცია საზღვრისპირა სოფელში დააბრუნებს ამღიონებს, გააძლიერებს სოფელს, განავითარებს ტურიზმს, ხალხს შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანას კი შემოუნახავს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას.მივმართავთ საქართველოს მთავრობას: გადაუდებელი ღონისძიების სახით, დაიწყოს პირიქითა ხევსურეთის სოფლის - ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი, რაც სოფლის არქიტექტურული ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაციასთან ერთად, სათანადო ინფრასტრუქტურულ მოწყობასაც გაითვალისწინებს.მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ: https://bit.ly/2LDKcDr
gallery images

დაეხმარე ლეღვანს - აღადგინეთ ხარაგაულის რაიონის სოფელ ლეღვანის გზა

ხარაგაულის რაიონის სოფელი ლეღვანი 2019 წლის 7 ივნისიდან ფაქტიურად მოწყვეტილია გარე სამყაროს , რამდენადაც სტიქიამ დააზიანა ( ჩამოშალა და წაიღო) სოფელთან დამაკავშირებელი ერთდერთი საავტომობილო (და ამავდროულად საფეხმავლო) გზის ნაწილი . უკვე მეორმოცე დღეა სოფლის მოსახლეობა იმყოფება გაუსაძლის მდგომარეობაში . ფაქტიურად შეზღუდული აქვთ გადაადგილების თავისუფლება, დროულად ვერ ეწევა სამედიცინო დახმარება, გაძნელებულია საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტებით სოფლის მოსახლეობის მომარაგება, რამაც  შესაბამისად გამოიწვია აღნიშნულ მომსახურეობებზე ფასების გაზრდა.გზის აღდგენის პროექტი უკვე შედგენილია და გადაგზავნილია მთავრობაში , მაგრამ დღემდე ( უკვე მეოცე დღეა ) არ ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა გზის აღსადგენად.მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისაგან უახლოესი ( ერთი კვირის ) განმავლობაში სოფელ ლეღვანის გზის აღსადგენად თანხის გამოყოფას და სამუშაოების დაწყებასდაეხმარეთ ლეღვანს
gallery images

აამუშავე კანონი ცხოველთა წამებისა და მოკვლის წინააღმდეგ!

ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ კანონი გამკაცრდა. სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად:   1. ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, −ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი:ა) ჯგუფურად;ბ) არაერთგზის;გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, –ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.  სამწუხაროდ კანონი არ მუშაობს!!! ყოველდღიურად გვესმის ცხოველებზე ძალადობის შესახებ. მაგალითად ჰასკი, რომელსაც კვერცხის ქურდობის გამო ყბის ძვლები ჩაუმტვრიეს ცემით დღეს სიკვდილს ებრძვის, ძაღლი, რომელსაც კიდურები მოაჭრეს და ცეცხლი წაუკიდეს გურჯაანში და მსგავსი ფაქტი არა ერთი, არა ასი არამედ ათასზე მეტია საქართველოში! აღნიშნულ ფაქტებზე დამნაშავე არ დასჯილა!მოვითხოვთ კანონის სრული სიმკაცრით ამუშავებას რათა აღიკვეთოს ცოცხალი არსებების წამება, მათთვის ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის მიყენება და  მოკვდინება! 
gallery images

შეუწყდეს გიორგი გაბუნიას ჟურნალისტური მანდატი

მოგეხსენებათ, რომ 7 ივლისს რუსთავი2-ს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ "პოსტსკრიპტუმის" ეთერში გაჟღერებული განცხადება, რომელიც წარმოადგენს არაეთიკურ და უპასუხისმგებლო ქმედებას.შეგახსენებთ გიორგი გაბუნიას არჩევანისა და პოსტსკრიპტუმში გაკეთებულ ყველა განცხადებებს.1) შეამჩნევდით, რომ სტუდიაში ერთი უცნაური სტუმარიც გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია "თვითმკვლელი ღვთისმშობლის" სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, სინამდვილეში ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემაზე" - ასე დაიწყო შესავალი სიტყვა გიორგი გაბუნიამ.2) გიორგი გაბუნიამ გადაცემა "პოსკრიპტუმში" აღნიშნა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”.  იქიდან გამომდინარე, რომ მან დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა მოგმართავთ თხოვნით, რომ შეუწყდეს რუსთავი2-ს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ჟურნალისტური მანდატი.
gallery images

გაბუნია - წაი სახლში !!!

გიორგი გაბუნია - შენ არ გაქ:1) ეთიკა 2) კულტურა3) პასუხისმგებლობა ამიტომ კაი იქნება სახლში თუ წახვალ !!!
gallery images

უნდა აუნაზღაუროს თუ არა სახელმწიფომ აქციაზე დაშავებულ ადამიანებს საავადმყოფოს მკურნალობის ხარჯები

20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ბევრი ადამიანი დაშავდა. უამრავ მათგანს მკურნალობის საშუალება არ გააჩნია. ამიტომ გადავწყვიტეთ პეტიციის შექმნა და ყველამ დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი
gallery images

ყველა რუსეთის მოქალაქეს აეკრძალოს საქართველოში მიწის შეძენა

საქართველოში ყველა რუსეთის მოქალაქეს უნდა ჩამოერთვას შეძენილი მიწა და აიკრძალოს ყველა რუსეთის მოქალაქეზე მიწის გაყიდვა
gallery images

აიკრძალოს საჯარო და კერძო სამსახურებში რუსული ენის ცოდნის მოთხოვნილება.

მანამ სანამ ვისაუბრებთ ოკუპანტის ენით და ერთმანეთსაც იგივეს მოვთხოვთ მანამდე არ გავა რუსეთი ჩვენი ყოველდღიული ყოფიდან,არაა საჭირო რუსულად საუბარი რათა რუსებს მეტი კომფორტი შევუქმნათ და ფიანდაზად დავეგოთ,ისწავლონ ქართული ან იგლისური.
gallery images

შეეცვალოს სახელი "მოსკოვის გამზირს"

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე, მივმართვ ქალაქ თბილის მერიას შეეცვალოს სახელი "მოსკოვის გამზირს" და ეწოდოს არჩილ ტატუნაშვილის გამზირი.
gallery images
gallery images
gallery images

აიკრძალოს საქართველოში რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები!

გაცნობებთ, რომ წარმოვადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციას „მწვანე ინტერნეტი/Green Internet“, რომლის მიზანია ონლაინ სივრცეში არსებული უკანონო კონტენტის დარეგულირება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.ბოლო დროის მონაცემებით, არა მარტო საქართველო, არამედ სრულიად ევროპა, ამერიკა და მთელი მსოფლიო დგას რუსული პროპაგანდის საფრთხის წინაშე. სხვადასხვა ქვეყნები სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ კრემლის პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად, რათა არ დაზიანდნენ მათი მოქალაქეები და არ მიიღონ ცრუ (ფეიკ) ინფორმაცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენებზე. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს OK.RU - რეიტინგის მიხედვით, მოხმარების კუთხით, მეხუთე ადგილზეა და VK.COM - ამავე რეიტინგის მიხედვით  მერვე ადგილზეა. აღნიშნულ რეიტინგს აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმდენად, რამდენადაც, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ ორი ონალინ სივრცის მოხმარება, ავტომატურად ნიშნავს იმ დეზინფორმაციის მიღებას, რასაც ზემოთ ხსენებული რუსული პროპაგანდისტული საიტები ავრცელებენ.აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები და ციფრული მედიის ვებ გვერდები მიკერძოებულად და არაობიექტურად აშუქებენ ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ამით ცრუ (ფეიკ) ინფორმაციას ავრცელებენ ინტერნეტის საშუალებით. არის შემთხვევები, როცა მსგავს ვებ გვერდებს ინფორმაციის წყაროდ იყენებს ზოგიერთ ქართული ციფრული მედია. გამომდინარე აქედან, მათ უნებლიედ უხდებათ ცრუ (ფეიკ) ინფორმაციის გავრცელება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც. ყოველივე ეს ძალიან დიდი საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ობიექტურ წარმოდგენას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და აგრეთვე საფრთხეს უქმნის დასავლური ღირებულებების განვითარებას.ვფიქრობთ, რომ საქართველომ მყისიერად უნდა გადადგას ნაბიჯი რუსული კრემლის პოლიტიკის გატარების წინააღმდეგ, ღირსეულად უნდა უპასუხოს ოკუპანტი ქვეყნის საინფორმაციო პროპაგანდის მცდელობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩვენი მხრიდან ისეთივე ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს, როგორიც ჩვენ მეგობარ უკრაინის სახელმწიფოს ჰქონდა: „უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მთელს უკრაინაში დაწესდა სანქციები 100-ზე მეტი რუსული ვებ გვერდის წინააღმდეგ. პრეზიდენტის განკარგულება „ვკონტაქტეს“, „ოდნოკლასნიკის“, „იანდექსისა“ და „მეილ.რუს“ აკრძალვის შესახებ, 2018 წლის 16 მაისს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე. მასში აღნიშნულია, რომ საინტერნეტო საიტები „შეიზღუდება“ ან „დაიბლოკება“ სამი წლის ვადით. განკარგულებაში ასევე მითითებულია, რომ უკრაინის ეს ნაბიჯი პასუხია უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიაზე“.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  გთხოვთ, საქართველოში აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდები!რუსული პროპაგანდისტული ვებ გვერდების ჩამონათვალი ორგანიზაციამ „მწვანე ინტერნეტი/Green Internet“ უკვე მიაწოდა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს. 
gallery images

რუსთავი-თბილისს შორის სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად

ქალაქ რუსთავის მერიას,საკრებულოს და ქალაქის მერს,ირაკლი ტაბაღუას:რუსთავის მოსახლეობა,გამოვთვამთ რა დიდ უკმაყოფილებას შპს“ინტერტრანსის“ მუშაობასთან დაკავშირებით,რასაც ემატება თბილისი-რუსთავის სამარშუტო ტაქსებზე მგზავრობის ტარიფის მოსალოდნელი გაზრდა, ამიტომ მოგიწოდებთ:1) მერიის შესაბამისმა სამსახურმა, როგორც ნებართვის გამცემმა, კომპანია"ინტერტრანსს" როგორც ნებართვის მიმღებს, დაუწესოს გონივრული ვადა იმ პირობების შესასრულებლად რომელიც საკრებულომ დაადგინა 2014 წლის10 თებერვალს N218 დადგენილებით(მათ შორის "არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა"). წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-7 მუხლის საფუძველზე, შეწყდეს აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრმლობა.2) ალტერნატიული ტრანსპორტის (M3კატეგორიის შშმ პირებზე ადაპტირებული ავტობუსები) დანიშვნამდე ძალაში დარჩეს საკრებულოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება, M2 კატეგორიის ავტობუსებისთვის, რუსთავ-თბილისს შორის მგზავრობის ტარიფად 1,5 ლარის ცნობის შესახებ.3) რადგან კომპანია „ინტერტრანს“-ზე დაკისრებული ჯარიმების გადახდა არ მოქმედებს დადებითად და იგი არ/ვერ ასწორებს შექმნილ სიტუაციას,მოვითხოვთ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს პირველ ჯერზე 1000ლარით,ყოველ შემდგომ განმეორებულ შემთხვევაზე კი გაორმაგდეს,გასამმაგდეს და ა.შ.4) მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს ინფორმაციის დეტალები შპს „ინტერტრანსი“ს დამფუძნებლების, მფლობელების, ინვესტიციის მოცულობის ( 2014-2019 წლებში) , ლიცენზიის გადასახადის, ბიუჯეტში შეტანილი თანხის და მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესახებ.5) შეუწყდეს ინტერტრანსს მონოპოლიური ხელშეკრულება და იმ ლოტებზე,რომელზეც მუდმივად პრობლემებია და კომპანიას არ აქვს სურვილი დაიმატოს მანქანები, გასცეს ქალაქის მერიამ კერძო მფლობელებისთვის ლიცენზიები დროებით, სანამ სატრანსპორტო პრობლემა არ მოგვარდება და ჩაუწეროს ახალ ხელშეკრულებაში შემარულებელს,გათბობისა და გაგრილების სისტემის ჩართვის ვალდებულება.მოვითხოვთ რუსთაველებისთვის ხელოვნურად შექმნილი პრობლემის გადაჭრას, რათა კერძო კომპანიას არ მოეცეს უფლება შექმნას სატრანსპორტო კოლაფსი და იყოს სიტუაციის სუბიექტური განმკარგველი.