add one
gallery images

მოხდეს გერგეტის სამების ავტოსადგომის დემონტაჟი

გთხოვთ მოაწეროთ ხელი პეტიციას, რომ გერგეტის სამებასთან არსებული ავტოსადგომის დემონტაჟი და გადატანა მოხდეს კიდევ უფრო მოშორებით რომ არ დაზიანდეს საუკუნეების განმავლობაში არსებული პეიზაჟი, თუ როგორ ჰარმონიულად ერწყმის გერგეტის სამება და ხევის ლანდშაფტი ერთმანეთს. 
gallery images

ვითხოვთ რომ Adjaranet_მა გაახმოვანოს მერლინი

გამარჯობა უკვე დიდიხანია მე და არამარტო მე ბევრი სხვაც ვითხოვთ სერიალი მერლინის გახმოვანებას. საკმაოდ ბევრჯერ ვითხოვეთ ვაგზავნეთ მესიჯები მივეცით ხმა მაგრამ უშედეგოდ და იქნებ ამ ფორმით მაინც დაგვინდოთ და გაგვახსენოთ ბევრისთვის საყვარელი პერიოდი ერთ ერთ საოცრება(პირადად ჩემთვის მაგალითად ასეა) სერიალთან ერთადმადლობა წინასწარ :)http://net.adjara.com/Movie/main?id=1001215&serie=1
gallery images

გაუშვით სერიალი მეგობრები GDS-ზე.

Georgian Dream Studios გთხოვთ გაუშვათ თქვენს არხზე ქართველი მაყურებლის საყვარელი სიტკომი ​​ ''მეგობრები''.GDS TV Facebook Page: https://www.facebook.com/GDSofficial/
gallery images

კონსტიტუციაშიც ჩაიწეროს რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა

მოგეხსენებათ 12 მაისი გამოცხადდა ღვთისმშობლის წილმხვდომლობის დღედ, 12 მაისს ასევე აღინიშნება ანდრია პირველწოდებულის დღეც. სამწუხაროდ სახელმწიფომ ჩვენი წინა მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაამთხვია ანდრია პირველწოდებულის დღეს, ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ უკვე კონსტიტუციაში ჩაიწეროს რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.ღვთისმშობელის დამსახურება ქართველი ერის წინაშე, აუცილებლად იმსახურებს საპასუხო პასუხს ქართველი ერისგანი, ამიტომ თუ გსურთ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერის დამატება, მოაწერეთ ხელი და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს!
gallery images

leave us

ირაკლი, დატოვე თანამდებობა!
gallery images

დაიწყოს საპატრულომ ჯარიმების გადახდასთან დაკავშირებული შეტყობინების გაგზავნა.

ნუ იქნება სისტემა ჯარიმებზე და საურავებზე ორიენტირებული. დაიწყოს შემახსენებელი შეტყობინებების გაგზავნა ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს ვალია იზრუნოს მოქალაქეებზე და არ ძარცვოს ის.
gallery images

ვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს დაემატოს გადაცემა ნადირობისა და თევზაობის მოყვარულთათვის

ქართულ მედია სივრცეში, დღესდღეობით, არ არსებობს გადაცემა, რომელიც საქართველოს მონადირეთა, მეთევზეთა, ბაზიერთა და ზოგადად, ბუნების მოყვარულთა ინტერესებს გამოხატავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოთვლილი კატეგორიები, საერთო ჯამში, საქართველოს მრავალათასიან მოქალაქეთა უზარმაზარ აუდიტორიას მოიცავს.მსგავსი გადაცემები, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში დიდი წარმატებითა და მაღალი რეიტინგებით სარგებლობენ.შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ასეთი გადაცემის დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც ნადირობისა და თევზაობის სწორი კულტურის დამკვიდრებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამასთან, საგრძნობლად გაზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა რიცხვს და შესაბამისად, რეიტინგს. გთხოვთ საქართველოს საზოგადოებრივ არხის ეთერში მოხერხდეს ასეთი გადაცემათა ციკლის ჩაშვება...
gallery images

საზოგადოებას დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია!

მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი შეიძინა, იგი მოწოდებულია დაიცვას უნივერსალური პრინციპები: დამოუკიდებლობა, მრავალფეროვნება, თვითმყოფადობა.  ეს პრინციპები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს  საზოგადოების ინტერესს და მაუწყებლის რეიტინგს. საზოგადოებრივი მაუწყებლი ანგარიშვალდებულია ფართო საზოგადოების წინაშე.ბოლო ორი წლის განმავლობაში  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  რეიტინგი მკვეთრად დაეცა და არის საშიშროება, რომ იგი საერთოდ დაკარგავს მაყურებელს (ბოლო მონაცემებით, სხვა ტელევიზიებთან მიმართებაში იგი მე-18 ადგილზეა).აჭარის ტელევიზია და რადიო  ვერ ასრულებს პროგრამულ პრიორიტეტებს, მათ შორის დოკუმენტური კინოს მიმართულებით.  დოკუმენტური  ფილმების   წარმოების ტრადიციას აჭარაში  ჯერ კიდევ გასული საუკუნეში, საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ  ეს  ტრადიცია  არ შეწყვეტილა, ხოლო, დღიდან მაუწყებლის დაარსებისა,  დოკუმენტური  ფილმები  ავტორისეული  ხედვით, მხატვრული ღირსებით  და  თემატური მრავალფეროვნებით  გამოირჩეოდა. სამწუხაროდ აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობამ  ხისტი,  ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და  2017 წელს გააუქმა   დოკუმენტური    კინოს მიმართულება.   ტელევიზიის ხელმძღვანელობამ   არ გაითვალისწინა    საზოგადოების წევრთა  მრავალრიცხოვანი მოთხოვნები  (პეტიცია),   ხელოვნებისა და კულტურის   გამოჩენილი მოღვაწეების, ასევე,  საქართველოს კინოაკადემის  წერილობითი    მიმართვები   და   უარი განაცხადა   დოკუმენტური კინომიმართულების  აღდგენაზე.  მას შემდეგ განსაკუთრებით შეინიშნება ისეთი ფილმების ნაკლებობა, სადაც მაღალმთიანი აჭარის (ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის) ისტორიული წარსული, თვითმყოფადობა და სოციალური რეალიები მხატვრული განზოგადებით აისახება. მითუმეტეს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონით მოეთხოვება კინო-ქრონიკალური მასალით მდიდარი საარქივო ფონდის შექმნა.ამას თან დაერთო  საკორესპოდენციო პუნქტის (ბიუროს)  გაუქმება შუახევის მუნიციპალიტეტში.  სამწუხაროდ,   აჭარის მაუწყებელი  ვერ  ახდენს აჭარის  მაღალმთიანი   მოსახლეობის  პრობლემათა სიღრმისეულ  შესწავლა-ანალიზს,  ტელევიზიას არ აქვს შემუშავებული   პრობლემათა   გადაჭრის  სტრატეგია  და   მათი მოგვარების  მეთოდი, ხოლო,  ფსევდოპრობლემებსა და ფსევდოღირებულებებზე  ორიენტირებული გადაცემები  ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივი  მოსახლეობის  რეალურ მოთხოვნებს,  არ გამოხატავს   საზოგადოების დიდი ნაწილის  შეხედულებებს, მოსაზრებებსა და მისწრაფებებს.  აჭარის ტელევიზია  არ ასრულებს პროგრამულ პრიორიტეტებს, მათ შორის - საბავშვო პროგრამებთან დაკავშირებით,  რასაც  უდიდესი  სოციალური მნიშვნელობა აქვს და უაღრესად მოთხოვნადია. ამ მხრივ აჭარის მაუწყებელი უთანაბრდება კერძო  არხებს,  რომლებიც ხშირ შემთხვევაში უარს აცხადებენ საბავშვო გადაცემებზე კომერციული მოსაზრებების გამო. ამის შედეგია, რომ  საბავშვო და ხანდაზმულთა  ასაკის ადამიანები  სრულიად  მარგინალიზებულ „სეგმენტს“  წარმოადგენენ   სატელევიზიო სივრცეში.  უკვე სახეზეა, რომ ახალგაზრდა თაობას   ეზღუდება უფროს (უხუცესი ასაკის) თაობასთან   დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და  ურთიერთობის აღდგენის   შესაძლებლობა.აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი აშკარად ახდენს საზოგადოების იმ ნაწილის უფლებებისა და ინტერესების იგნორირებას, რომელსაც უფროსი თაობის, უხუცესი და ხანდაზმული ადამიანები შეადგენენ. ამით   იგი  არღვევს საზოგადოებრივი ტელევიზიის უმთავრეს დებულებებას: „მაუწყებლობამ ასახოს საზოგადოებაში არსებული მოსაზრებათა პლურალიზმი; უზრუნველყოს სხვადასხვა პროგრამებს შორის საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისი თანასწორობა“.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო   ვერ აკმაყოფილებს  ასაკობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეულ,   ინტერესთა ფართო სპექტრის მქონე საზოგადოების მოთხოვნებს.    მაუწყებელი  არ  წარმოადგენს საზოგადოების თითოეული წევრისთვის ხელმისაწვდომ, სიტყვის თავისუფლების გამოხატვის  ტრიბუნას.აჭარის ტელევიზიამ დაკარგა აღმზრდელობითი და  შემეცნებით-საგანმანათლებო  ფუნქცია, იგი არ  ემსახურება ეროვნულ  ტრადიციებზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე, ოჯახურ  ფასეულობებზე  დაფუძნებულ,  მაღალხარისხოვანი  აუდიო-ვიზუალური პროდუქციის შექმნას.  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია საგრძნობლად დაშორდა იმ მომხმარებლის მისწრაფებებს, რომელიც თავად უნდა წარმოადგენდეს ტელეპროდუქტის მთავარ შემკვეთს.აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასახავს საზოგადოების განწყობებსა და ინტერესებს, არადა იგი მუდმივ აქტიურ დიალოგში უნდა იყოს საზოგადოებასთან.მაუწყებლობის ირგვლივ განვითარებულმა უკანასკნელმა მოვლენებმა კი კიდევ ერთი საგანგაშო სიმპტომი წარმოაჩინა - აჭარის ტელევიზია ცდილობს მის წიაღში შექმნილ პრობლემათა დაფარვას  და კარგავს მოვლენათა ობიექტური, მიუკერძოებული და სამართლიანი  შეფასების უნარს. იგი აშკარად მოექცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ  ორგანიზაციების ინტერესთა სფეროში და მათ ზეგავლენას განიცდის. აღნიშნული პროცესი კიდევ ერთ საფრთხეს ქმნის - საზოგადოებრივი აზრის იგნორირებისა, რაც საზოგადოების დაქსაქსვისა და გათიშულობის საწინდარია.აჭარის ტელევიზიამ კონტაქტი დაკარგა მაყურებელთან, მას აღარ შესწევს საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი,  არ ემსახურება სოციალური და საზოგადოებრივი გაერთიანების იდეას.აჭარის ტელევიზიის სლოგანი: „ვმუშაობთ საზოგადოებისთვის!“ მხოლოდ  ფორმალურ  და დეკლარირებულ  ფრაზად რჩება.ყოველივე ამის შედეგია  აჭარის ტელევიზიის უკიდურესად  დაბალი რეიტინგული მაჩვენებელი და მის მიმართ  მაყურებლის   უნდობლობა. მოვითხოვთ:აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელობამ  დაუყონებლივ შეასრულოს მასზე დაკისრებული პროგრამული პრიორიტეტები!მაუწყებელმა დაუყონებლივ აღადგინოს მაყურებლისადმი ნდობა და პრესტიჟი!მაუწყებელი გათავისუფლდეს პოლიტიკური, პარტიული და იდეოლოგიური ზეგავლენებისგან!საზოგადოებას დაუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია! 
gallery images

ვაშლიჯვარში 85 წამიანი შუქნიშანი შეიცვალოს 40 წამიანით!!

ვაშლიჯვარში ერთ-ერთ ყველაზე გაჭედილ გადმოსახვევში აყენია 85 წამიანი შუქნიშანი, რისი საჭიროება ან საფუძველი რეალურად არ არსებობს და არ აქვს გამართლება ამ გადაწყვეტილებას!  მოვითხოვთ რომ 85 წამი შეიცვალოს 40 წამით და მოგვეცეს ადამიანურ დროში გადაადგილების საშუალება ესტაკადის გახსნამდე!
gallery images

გამოცხადდეს 9 აპრილი თავისუფლების დღედ!

9 აპრილი ყველა ჩვენთაგანში გაორებულ გრძნობებს იწვევს. ერთი მხრივ ეს არის გლოვის, მეორე მხრივ კი გამარჯვების დღე. 30 წლის წინ, ეს ადამიანები თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ისინი შეეწირნენ თავისუფლებისთვის ბრძოლას და მათ მოიპოვეს თავისუფლება!შესაძლოა იყო დამოუკიდებელი, მაგრამ არ იყო თავისუფალი, ან პირიქით, შესაძლოა იყო თავისუფალი, მაგრამ არ იყო დამოუკიდებელი.საქართველო არის დამოუკიდებელი და საქართველო არის თავისუფალი!გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ 9 აპრილის თავისუფლების დღედ გამოცხადებას. 100 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, 30 წლის წინ კი ჩვენ ვთქვით, რომ ვართ თავისუფლები.მადლობა თავისუფლებისთვის!
gallery images

არა ცირკს !!! თავისუფლება ცხოველებს !!

ცირკი — ყველაზე სასტიკი შოუ დედამიწაზე! ყველა ცხოველი, რომელსაც ცირკის არენაზე ხედავთ, მუდმივი ძალადობის მსხვერპლია. ყოველდღე მათ სცემენ, რომ ნასწავლი ილეთები შეასრულონ. იმედია, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი გადააგდოთ ცირკის ბილეთი. 1. ბევრი ახალგაზრდა ცხოველი (მათ შორის სპილოები და ვეფხვები) ტყვეობაში იბადება. ისინი იძულებულნი არიან მთელი ცხოვრება გაატარონ მათთვის არაბუნებრივ გარემოცვაში. 2. ილეთების სასწავლებლად ცირკში გამოიყენება ჯოხები, თოკები და ელექტროშოკერები. ხშირად ცხოველებს დღე-ღამე აშიმშილებენ, რომ უფრო მორჩილები გახდნენ. 3. დიდ კატებს მუდმივად სცემენ და ელექტროშოკერს იყენებენ, რომ მწვრთნელის ეშინოდეთ. 4. სპილოებს ბევრჯერ ელექტროშოკერით ურტყამენ — მანამ, სანამ მათი ყურებიდან სისხლი არ წამოვა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ცხოველმა საშიში და არასასიამოვნო ილეთი შესრულოს — მაგალითად თავზე დგომა. 5. თუ რაღაცა მიზეზების გამო ცხოველი ვერ იღებს მონაწილეობას შოუში, მას ათავსებენ სპეციალურ საკანში, რომლებშიც ვერც მოძრაობს. მანდ სრულ იზოლაციაში ცხოვრობს. 6. ცირკის ცხოველები იძულებულნი არიან გადაადგილდნენ სპეციალურ ვაგონებში და ტრაილერებში 100 და მეტი საათის განმავლობაში! იქ ძალიან ცოტა ადგილია და ანტისანიტარია სუფევს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც სპილო გადახურებისგან დაღუპულა. ტემპერატურამ კონტეინერში 50 გრადუს გადააჭარბა. 7. როდესაც ცხოველი ტყვეობაში ცხოვრობს, მას ბევრი „ფსიქოლოგიური“ პრობლემა აწუხებს. ხშირად ეს ხდება როგორც დეპრესიის ასევე თვითდასახიჩრების მიზეზი. 8. ეს ცხოველები არასდროს აკეთებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ, და არა მათ პატრონებს: ისინი არ დარბიან, არ ეთამაშებიან სხვა ცხოველებს. მათ უმრავლესობას არასდროს უნახავს ბიოლოგიური დედა 9. ხანდახან ცირკის ცხოველები ჭკუიდან გადადიან და თავის პატრონს თავს ესევიან. რა თქმა უნდა ამის შემდეგ მათ კლავენ. 10. არსებობენ კანონები ცირკის ცხოველების მოვლაზე, მაგრამ არავინ არ იცავს მათ. მათთვის ცხოველები არის უბრალოდ ბინზნესი. გახსოვდეთ, რომ როდესაც ყიდულობთ ცირკის ბილეთებს, მხარს უჭერთ ცხოველებზე ძალადობას. შეიტანეთ წვლილი მათ გადარჩენაში ❌ევროპის ბევრ ქვეყანაში აკრძალულია ცირკი ცხოველებით, მათ შორის ავსტრიაში, უნგრეთში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, ჩეხეთში, ფინეთში, ესტონეთში, დანიაში, რუმინეთში, სლოვენიაში, იტალიაში, მალტაზე, ნიდერლანდებში, შვედეთში, ქორვატიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში. 
gallery images

დაამონტაჟეთ ჭკვიანი კამერა გმირთა მოედანზე პანდუსებთან.

დაამონტაჟეთ  ე.წ  ''ჭკვიანი'' კამერა გმირთა მოედანზე პანდუსებთან კერძოდ ფრეგოს ბენზოგასამართ სადგურთან,  რათა არ მოხდეს მესამე რიგიდან ავტომობილების შესვლა და საცობების წარმოქმნა.
gallery images
gallery images

მარჯვენა საჭიანი ტაქსების აკრძალვის გაუქმება

გაუქმდეს უკანონო დადგენილება მარჯვენა საჭიანი ტაქსით მომსახურების შესახებ,ან ნება დაერთოს იმ მარჯვენა საჭიანი ტაქსის მძღოლებს მუშაობის უფლების რომლებიც მუშაობენ გამოძახებით,რაციით,აპლიკაციით ან ტელეფონით. 
gallery images

ემიგრანტების პეტიცია საზოგადოებრივ მაუწყებელს!

                         პეტიციასაქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს.თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს.საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბატონ დავით ზალკანიანს.დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს.დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს ბატონ რატი ბრეგაძეს.საზოგადოებრივი მაუწყებლობის დირექტორსბატონ ვასილ მაღლაფერიძესბატონო ვასილ, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა,  დაგებრუნებინათ სპეციალური გადაცემა ემიგრანტებზე „მიგრაციის მარშრუტები“ არ გაითვალისწინეთ.ეს გადაცემა ემიგრანტებისათვის იყო ერთად ერთი სასიცოცხოლო არტერია და შემაერთებელი ხიდი სამშობლოსთან. გადაცემის არსებობა იყო მსოფლიოში ქართველი ემიგრანტების საუკეთესო საკომუნიკაციო საშუალება.  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით კი აქტუალური. შუქდებოდა დიასპორული ფორუმები, ისტორიული დისპორის უცნობი ისტორიები, საარქივო მასალები, რაც საერთაშორისო ურთიერთობების გამყარების სერიოზული საფუძველია. გადაცემის დახურვა ნიშნავს ემიგრაციის 30 წლიანი ისტორიის დაკარგვას, რასაც ემიგრანტები ვერ შევეგუებით, დავიცავთ, ჩვენს უფლებებს საკონსტიტუციო კანონის თანახმად. მოვითხოვთ დაგვიბრუნოთ, ჩვენი დრო რადიოგადაცემაში და გადახედეთ ია მახარაძის წარმოდგენილ ახალ პროექტს“ემიგრანტის ხმა“პეტიციას ხელს ვაწერთ:ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტი ბელგიასა და ათენში დარეჯან ღამბაშიძე.