add one
gallery images

გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება ველოსიპედით უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით

თბილისში ველოსიპედით გადაადგილების მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ველოსიპედზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის განვითარება ნელი ტემპით, თუმცა მაინც ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ქალაქში უამრავი ადგილია, სადაც ველობილიკი არაა გაყვანილი, ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.სამწუხაროდ, ავტომობილის მძღოლების უმეტესობა არ იცავს უსაფრთხოების სტანდარტებს და ველოსიპედისტთან მიახლოების მინიმალურ მანძილს. განსაკუთრებით სახიფათოა მათი ქმედება მაშინ, როდესაც გასწრების პროცესში ავტომობილი ველოსიპედისტს უახლოვდება 1.5 მეტრზე ნაკლები მანძილით.ამ პეტიციით ვითხოვთ არსებულ საგზაო ნიშნებთან შესაბამისი ნიშნების დამატებას, რომელიც მიუთითებს მძღოლის ვალდებულებაზე დაიცვას 1.5 მეტრიანი დისტანცია ველოსიპედისტთან მიახლოების დროს.ნიმუშად იხილეთ თანდართული ფოტოსურათი. © www.news.com.auThe number of persons who want to cycle around Tbilisi is growing in a daily manner. Bicycle oriented infrastructure is slowly developing. There are many places in the city, where bicycle lane still doesn’t exist, therefore, ensuring safety standards is even more important.Sadly, the vast majority of drivers don’t respect safety standards, particularly, regarding the minimal distance between driver and cyclist. Their driving is even more dangerous when drivers are taking over cyclists and are getting closer than 1.5 m. According to this petition we are demanding to add relevant road sings to those that exist, which will inform drivers about their obligation not to get closer than 1.5 m.For an example see attached photo. © www.news.com.au.
gallery images

არა "ტავს" საქართველოში

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვითხოვთ საქართველოს (თბილისის და ბათუმის) აეროპორტების კომპანია "ტავ ჯორჯიამ" დატოვოს საქართველოს ავიაბაზარი! "ტავს" საქართველოდან გააქვს წელიწადში მინიმუმ 150 მილიონი, სანაცვლოდ კი ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს რეგიონში! მოაწერეთ ხელი პეტიციას, ერთად გავაძევოთ კორუმპირებული კომპანია ჩვენი ქვეყნიდან! 
gallery images

სამარშუტო ტაქსები

ქალაქ დუშეთის სამარშუტო ტაქსების ღირებულება გაიზარდა 2.5 ლარამდე, მოსახლეობა მოითხოვს რომ ღირებულება დაუბრუნდეს პირვანდელ ფასს 1,5 ლარს. ხოლო სტუდენტებისათვის დაწესებული იქნას შეღავათები. ასევე გამოსწორდეს სამარშუტო ტაქსების გასვლის გრაფიკი.
gallery images

პეტიცია არქიტექტორთა სერთიფიცირების თაობაზე

ყურადღებით ვაკვირდებით არქიტექტორთა სერთიფიცირების კანონ-პროექტზე მუშაობის პროცესს. გავეცანით თბილისის მერიის და არქიტექტორთა კავშირის მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებებს. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ვითხოვთ:კომიტეტის მხრიდან უარყოფილი იქნას ქ. თბილისის მერიის წინადადება.სერთიფიცირება განხორციელდეს არა მუნიციპალური, არამედ სახელმწიფო მასშტაბით.სერთიფიკატი გაიცეს სამუშაო გამოცდილებისა და პრაქტიკის გათვალისწინებით.ჯგუფის წარმომადგენლებს მიეცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო საბჭოს მუშაობის პროცესში.საინიციატივო ჯგუფი „+1“
gallery images

დაიდგას ბათუმში საქართველოს დიდი დროშა რომელიც მთელ ქალაქს ზემოდან გადმოჰყურებს

ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ ჩვენს ქვეყანაში შემოსულ თურქებს რომ ეს საქართველოა და არა თურქეთი. გთხოვთ გააზიაროთ მაქსიმალურად.
gallery images

12 კლასის გამოცდები მოიხსნა

მე-12 კლასის გამოცდები გაუქმდა,გადავწყვიტეთ რო მოგვეხსნა ხმები შეგროვდა 
gallery images

მოქალაქეთათვის სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება.

ადმინისტრაციულ ორგანოში მოქალაქის განცხადების განხილვის ვადები, როდესაც ის ეხება მესამე პირს (სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც ეხება აღნიშნული საკითხი) ერთი თვის ნაცვლად, განისაზღვროს 15 კალენდარული დღით, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სწრაფ, ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას.
gallery images

უსამართლობის განცდა

ბავშვებო ერთი ხელმოწერით დავანახოთ ჩვენ განათლების მინისტრს რო უსამართლოდ გვექცევიან
gallery images

გუდაურის ინფრასტრუქტურული განვითარება

ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და საკმაოდ აქტიურად ვითარდება ჩვენი ქვეყანა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.ძალიან მისასალმებელი და სასიხარულოა შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მიერ განხორციელებული აქტივობები, განსაკუთრებით გუდაურში ჩატარებული სამუშაოები, რომლებმაც რეალურად სულ სხვა გუდაური დაგვახვედრა 2018/2019 წლის ზამთრის სეზონისთვის.თუმცა, მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ძალიან მტკივნეულ პრობლემებად რჩება საკითხები, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ურტყამს კურორტის რეპუტაციასა და შესაბამისად ტურისტების ჩამოსვლის სურვილს.გუდაურში არსებული სიტუაცია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არის საშინელება. ვიზიტორთა თავშეყრის ადგილების მოუწესრიგებლობა, ტუალეტების არ არსებობა, ან უარესი, ისეთ მდგომარეობაში არსებობა რომ მსოფლიოს დასაცინები ვხდებით. გაუთავებელი საცობები, რომლებიც გამოწვეულია ტრანზიტული ტრაილერების გაუთავებელი ნელი მოძრაობითა და ნახევარი სავალი გზის მათ საპარკინგე ადგილად გამოყენებით. ასევე, პარკირების შესაძლებლობის არ არსებობა, განსაკუთრებით ახალი გუდაურის ტერიტორიაზე ჯერ მიღწევა და შემდეგ საპარკინგე ადგილის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია.მოვითხოვთ:1. ტრაილერების მოძრაობის საათები მკაცრად განისაზღვროს და არ ემთხვეოდეს გუდაურის ვიზიტორთა ძირითადი ნაკადის მოძრაობის დროებს.2. სრულად აეკრძალოთ ტრაილერებს შაბათ-კვირასა და დასვენების დღეებში გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება.3.გამოიყოს და გაკეთდეს ტრაილერების პარკირების ადგილი, რომელიც არ დაემთხვევა სავალ გზას.4. საბაგიროებთან და დამსვენებელთა თავშეყრის ადგილებთან დაიდგას გამართულად მომუშავე და სუფთა ტუალეტები5. გუდაურში არსებულ სამშენებლო კომპანიებს, განსაკუთრებით ახალ გუდაურში მოქმედ კომპანია რედკოს მოეთხოვოს ყველა კორპუსის საპარკინგე, თუნდაც ფასიანი ადგილებით უზრუნველყოფა.6. ზოგადად მეტი ყურადღება დაეთმოს გუდაურის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, მხოლოდ საბაგიროების განახლება/დამატება და ახალი ტრასის მიმატება არ კმარა იმისათვის რომ კურორტი განვითარდეს.აუცილებელია ამ მინიმალური მოთხოვნების სასწრაფოდ შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგვრჩება არაჩვეულებრივი საბაგიროებისა და ტრასების მქონე, თუმცა სრულიად ცარიელი კურორტი, რომელსაც რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტად ჩამოყალიბებისა.
gallery images

GOOGLE PAY საქართველოში !!!

მეგობრებო დამეთანხმებით 21 საუკუნეში ტექნოლოგიები ვითარდება და არ წყვეტს წინსვლას ამიტომაც ჩვენ ვქმნით ამ პეტიციას რადგან მოვთხოვოთ წამყვან საქართველოში მოქმედ ორ უმსხვილეს ბანკს დანერგონ საქართველოში აღნიშნული სერვისი  ესენი არიან " საქართველოს ბანკი"" და " თი ბი სი ბანკი" ვიცით რომ ამ სერვისის მსურველი საქართველოში უამრავი ადამიანია ამიტომაც მოაწერეთ ხელი ეს აუცილებელია !!! 
gallery images

ჩადუნელების მიმართვა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს - ილია მეორეს

 გვაკურთხენ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო!.. ჩვენი გვარის მაკურთხეველსა და სულიერ მამას, მწყემსსა კეთილს, მოგმართავთ მოწიწებით: თქვენო უწმინდესობავ, მადლიერნი ვართ ღმრთისა იმ დიდი წყალობისათვის, რომელიც თქვენი სახით მოუვლინა ჩვენ გვარს და სრულიად საქართველოს!   მადლიერნი ვართ პირადად თქვენი, რადგან თქვენი პატრიარქობის დროს აღსრულებულ უამრავ სულიერ-მამულიშვილურ საქმესთან ერთად, ჩვენი გვარის და ასეულობით სხვა გვარის ერთიანობის მტკიცე საფუძვლი დაიდო თქვენი ლოცვა-კურთხევით.   ყოვლადწმიდა სამება ღმერთს, დედა ღმრთისმშობელს და სრულიად წმინდანთა დასს შევავედრებთ თქვენს ჯანმრთელობას, სულიერ და სხეულებრივ სიძლიერეს!  
gallery images

ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდეს მეორე მიწისქვეშა გადასასვლელი

ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე,გზის ერთ მხარეს მუდმივად საცობია(ავტობუსის გაჩერებასთან),რაც ქვეითების გზაზე მოძრაობის შედეგია.კარგი იქნება თუ გაკეთდება პატარა მიწისქვეშა გადასასვლელი(როგორც გზის მოპირდაპირე მხარესაა)რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეითების მაგისტრალზე გადაადგილებას და საცობის პრობლემასაც მოხსნის.
gallery images

გაუქმდეს საქართველოს ფოსტის მიერ დაწესებული ხარკი შემომავალ საფოსტო გზავნილებზე

მოვითხოვთ საქართველოს ფოსტის მიერ დაწესებული ხარკის გაუქმებას ან ტარიფის დაწევას 25-50 თეთრამდე თითო ამანათზე.  2019 წლის 3 იანვრიდან დაწესდა ხარკი 2 ლარის ოდენობით რაც ნიშნავს იმას რომ,  Free Shipping- ით ჩამოტანილ ყოველ ამანათზე მოგიწევთ 2 ლარის გადახდა საქართველოს ფოსტაში. თუ თქვენი ამანათების რაოდენობა არის 15 ხოლო მათი ღირებულება არ აღემატება 7 ლარს თქვენ მოგიწევთ 30 ლარის გადახდა დამატებით საქართველოს ფოსტაში რათა მიიღოთ კუთვნილი ამანათიმოვითხოვთ აღნიშნული ხარკის გაუქმებას ან ტარიფის დაწევას 25-50 თეთრამდე თითო მიღებულ ამანთზე.  დაწესდა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის და შეიცვალა ადრესატის ინფორმირების წესიგაცნობებთ, 2019 წლის 3 იანვრიდან ძალაში შედის საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის,  რომლის ღირებულებაც განისაზღვრება 2 (ორი) ლარის ოდენობით. აღნიშნული საფასურის გადახდა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში გზავნილის ჩაბარებისას. ამასთან, თუ  თქვენ ისარგებლებთ საქართველოს ფოსტის დამატებითი სერვისით „გზავნილის ჩაბარება ადრესატის მისამართზე კურიერის საშუალებით“ , საფასურის გადახდის შესაძლებლობა  მოგეცემათ გზავნილის თქვენთვის სასურველ მისამართზე ჩაბარებისას, დამატებითი სერვისის საფასურის გადახდასთან ერთად.საფასურის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები, რომელთა შიგთავსს წარმოადგენს საქონელი და იგზავნება მარტივი ან Express/Tracked კატეგორიის მცირე პაკეტის და  საჰაერო ამანათის ფორმით. ასეთ გზავნილთა კოდი იწყება ლათინური ასოებით U, L, C ან რიცხვით 03.  ზემოთ აღნიშნული კატეგორიის გზავნილები ძირითად შემთხვევაში განეკუთვნებიან ელექტრონული კომერციის გზავნილთა კატეგორიას.საფასურის გადახდისაგან განთავისუფლებულია შემდეგი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები:·         ნებისმიერი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილი, რომლის შიგთავსაც არ წარმოადგენს საქონელი;·         გზავნილი, რომელიც დაექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;·         საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტას“ და საბოლოოდ ადრესატს; გადაეცემა დაზიანებულ მდგომარეობაში;·         საქართველოს ფოსტის პროდუქტი „სახმელეთო ამანათი“;·         საფოსტო გზავნილი, რომლის ჩაბარებაზეც უარს განაცხადებს ადრესატი.საფასურის გადახდას დაქვემდებარებული გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, საქართველოს ფოსტის ქსელში გზავნილის შემოსვლის შემდეგ ადრესატს გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. შეტყობინების ტექსტი მოიცავს ინფორმაციას თუ როდის და სად შეუძლია ადრესატს გზავნილის მიღება.თუ ადრესატის გზავნილი არ შეიცავს მობილური ტელეფონის ნომერს, შეტყობინება  გზავნილის „საქართველოს ფოსტის“ ქსელში მიღების შესახებ კურიერის მიერ  მოთავსხება  ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების დატოვება მოხდება ადრესატის კარზე ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილას.გზავნილის მიღება შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში, მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ადრესატის ან მისი მინდობილი სრულწლოვანი პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს საკუთარ და ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ან მის 
gallery images

განბაჟების 300 ლარიანი ბარიერის შეცვლა

საქართველოში ონლაინ ვაჭრობის მთავარი მიმართულება ქვეყნის გარეთ ვაჭრობაა,თორემ ადგილობრივად ინტერნეტითაც იგივე ნივთის შეძენაა შესაძლებელი,რასაც ადგილზე,მაღაზიაში შემოგვთავაზებენ.ონლაინ ვაჭრობა სულ უფრო მეტად იზრდება მსოფლიოში და ამას ინტერნეტის მომხმარებელთა მზარდი ტემპი უწყობს ხელს.საქართველოს პირობებში ონლაინ ვაჭრობა განსაკუთრებულით მიმზიდველია იმ მხრივ,როდესაც ამერიკიდან,ჩინეთიდან ან თუნდაც ევროპიდან მნიშვნელოვნად იაფად არის შესაძლებელი რაიმეს შეძენა.ასევე, ხშირად სასურველი პროდუქცია საქართველოს მაღაზიებში უბრალოდ არ იშოვება და გამოწერა ერთადერთი საშუალებაა...დღეს საზღვარგარეთ ელექტრონულად შეძენილი და საქართველოში საფოსტო გზავნილის სახით იმპორტირებული ნებისმიერი ნივთი,რომლის ღირებულებაც 300 ლარს აღემატება,განბაჟებას ექვემდებარება,ეს ლიმიტი 2009 წელს დადგინდა,მაგრამ დღეს სხვა დრო/მდგომარეობაა და ამის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მოქმედების კურსი.ლარის გაუფასურებამ ინტერნეტმოვაჭრეები და გადამზიდავი კომპანიები მნიშვნელოვნად დააზარალა,რადგან მაგალითად,2012 წელს შესაძლებელი იყო $180 დოლარიანი ამანათის გამოწერა ისე,რომ მასზე დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გავრცელებულიყო,დღეისთვის კი მხოლოდ $115 დოლარის ამანათის გამოწერაა შესაძლებელი.ამას ემატება ის რომ ლარიც ყოველდღე სულ უფრო და უფრო უფასურდებამართალია როდესაც ლარი დაახლოებით 60%-ით არის გაუფასურებული და შესაბამისად, დოლარზე ვაჭრობის შემთხვევაში ყველა ნივთი ამდენივე პროცენტით გაძვირდა,მხოლოდ საბაჟო გადასახადის ლიმიტის გაზრდა მთლიანად ვერ დააკომპენსირებს სხვაობას,მაგრამ გარკვეული შეღავათი ნამდვილად იქნებამოქალაქეების მოთხოვნა და ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი გარკვეულწილად მაინც რომ იქნეს გათვალისწინებული,სწორი იქნება,თუ დღეს არსებული 300-ლარიანი დასაბეგრი ზღვარი,ლარის დევალვაციის პროპორციულად გაიზარდოს-500 ლარამდე.დასაბეგრი ბარიერის 500 ლარამდე გაზრდით გაძლიერება კონკურენცია,შემცირდება ადგილობრივ ტექნიკის მაღაზიებში პროდუქციაზე ფასები,გარკვეულწილად მაინც დაკომპენსირდება სავალუტო კრიზისი,რაც შეღავათი იქნება ბევრი ადამიანისთვის,სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის.გთხოვთ მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებშიგმადლობთ ყურადღებისთვის.
gallery images

უარი ეთქვას თბილისის ანძაზე წარმოდგენილი პროექტის განხორციელებას

თბილისის ანძა ჩვენი ქალაქის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირი და სავიზიტო ბარათია აგერ უკვე 45 წელი. მიუხედავად იმისა, რომ ის ტექნიკური ნაგებობაა მისი სილუეტი გამოირჩევა დახვეწილი პროპორციებით და რელიეფთან სწორი შეხამებით. ცნობისათვის ქ. ერევნის სატელევიზიო ანძა ფაქტობრივად თბილისის ანძის ზუსტი ასლია (აგებულია იგივე კომპანიის მიერ, იგივე პროექტით) თუმცა მისი პროპორციები მცირედით განსხვავდება თბილისის ანძისაგან, რაც სრულიად უკარგავს მას იმ ხიბლს რაც ჩვენს ანძას გააჩნია. ამიტომაც თბილისისგან განსხვავებით ერევანში ის ვერ იქცა ქალაქის სიმბოლოდ.დღეს ჩვენს ანძას იგივე ემუქრება. მის ქვედა ნაწილში მძლავრი ვერტიკალური მასის დამატებით და სამკუთხედი მოცულობის მკვეთრი გასქელებით ვიღებთ სრულიად უსახურ და უპროპორციო ქაოსს. ეს ცვლილება კიდევ უდრო მტკივნეულია, რადგან ანძა ქალაქის უდიდესი ნაწილიდან ხილვადია და ყველა ჩვენთაგანის ყოველდღიურ მხედველობის არეშია. დაბოლოს, ანძა მდებარეობს მთაწმინდის პლატოზე, რასაც მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მერიასთან არსებული ისტორიული საბჭოს გადაწყვეტილება სამწუხაროდ დადებითია, თუმცა წევრთა უმრავლესობას მითითებული აქვს რომ ცვლილება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ არსებული პროპორციების უცვლელად.მოგიწოდებთ ყველას უთხრათ უარი ამ პროექტის განხორციელებას! წინააღმდეგ შემთხვევაში სამუდამოდ დავამახინჯებთ თბილისის ერთ ერთ სიმბოლოს.