add one
gallery images

ემიგრანტების პეტიცია ხელისუფლებას !

საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას,ჩვენ, საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები, გატყობინებთ, რომ აქამდე არ ვფლობდით ინფორმაციას ,,საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის'' არსებობის შესახებ, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოქმედებს 2015 წლიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება პროგრამის დაფინანსება. ოფიციალური ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ პროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაფინანსებულ იქნა 6 არასამთავრობო ორგანიზაცია და პროგრამის დაფინანსება შეადგენს 590 000 ლარს. იქედან გამომდინარე, რომ არც ერთ ჩვენგანს აქამდე არ ჰქონდა ინფორმაცია პროგრამის ფუნქციონირების შესახებ, უფრო მეტიც, არც ერთ ჩვენგანს და ჩვენს ნაცნობ ემიგრანტს არ უსარგებლია ამ პროგრამით, მოგმართავთ, რათა შესწავლილ იქნას ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამის არსებობის მიზნობრიობა, ეფექტურობა და უკვე დახარჯული თანხებით გაწეული სერვისების მონიტორინგი, თუ ასეთი სერვისები რეალურად არსებობს.პროგრამა ითვალისწინებს ქვეყანაში დაბრუნებული ემიგრანტისთვის 4 დღის ვადით საცხოვრებელი ფართის დაქირავებას, თუმცა გაუგებარია, რამდენად რეალისტურია ამ კომპონენტით მიგრანტის რეინტეგრაცია სამშობლოსთან. ასევე გაუგებარია, საყოველთაო დაზღვევის და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის საბუჯეტო პროგრამის ფარგლებში, რა საჭიროებას წარმოადგენს დაბრუნებული თანამემამულეებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება.ბევრი რამ იწვევს კითხვის ნიშანს, მათ შორის გაუგებარია გრანტით დაფინანსებული ორგანიზაციების კვალიფიკაცია და საიმედოობა, როცა მათი უმრავლესობის  შესახებ ინფორმაციებს ელემენტარულად არ გვაწვდის საძიებო სისტემა GOOGLE და  ამ ორგანიზაციებს ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებები არ გააჩნიათ (ვებ. გვერდი და სხვა).მოგმართავთ, გადახედილ იქნას წინამდებარე საკითხი, შესწავლილ იქნას საბიუჯეტო თანხების ხარჯვის კანონიერების საკითხი და მოგიწოდებთ და გთხოვთ, მომავალში, ინფორმაცია და ნებისმიერი პროგრამა, რომელიც გვეხება ჩვენ, საქართველოდან ემიგრაციაში მყოფ მოქალაქებს მოგვეწოდოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების და სოციალური ქსელების საშუალებით. პატივისცემით,საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები. 
gallery images

შეიცვალოს ქართული ენის კანონი

საქართველოში არაქართულად წარმოდგენილი წინასაარჩევნო პლაკატების ფოტოების გამოქვეყნებასთან ერთად, ჩვენ დავდეთ პირობა, რომ იმ დღიდანვე მოვკიდებდით ხელს მსგავსი ფაქტების აღკვეთას. მსგავსი გამოვლინებების წინააღმდეგ სირბილი ვერაფერს შეცვლის, ხოლო ამ საკითხით სპეკულირება ერის მოტყუებაა.საქართველოს სახელმწიფო ენის შესახებ კანონის VII თავის მიხედვით: „საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ – აგრეთვე ამ ეროვნული უმცირესობის ენაზე.“(მუხ. 24). „ საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა.“ (მუხ. 25) - რაც ნათლად მიგვანიშნებს, რომ თუ ინფორმაცია არ არის საჯარო, ანუ მაგ: განკუთვნილია კონკრეტული საზოგადოებისათვის, მათ აქვთ უფლება შეადგინონ ნებისმიერი წარწერა მხოლოდ თავისთვის და მეტიც: ასეთი ინფორმაცია "საჭიროების" სტატუსითაც კი სარგებლობს. ამგვარი განსაზღვრება, ცხადია, ნებისმიერ ქართულენოვან მოქალაქეს გაურკვევლობაში აგდებს და უჭრის გზას იცოდეს, თუ რა ხდება მის ქვეყანაში, მის სამშობლოში, მის ქალაქში. სწორედ ამიტომ, "კავკასმა" მოამზადა პეტიცია:ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ენის კანონის მერვე თავის ოცდამეოთხე მუხლში შევიდეს ცვლილება: ნებისმიერი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის თუ სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი შესრულდეს ორ (მოთხოვნად და ქართულ) ენაზე, ხოლო 25/ 1 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: "ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი წარწერის სახელმწიფო ენაზე წარმოდგენა სავალდებულოა, გამონაკლის შემთხვევებში კი ორ (მოთხოვნად და სახელმწიფო) ენაზე."ხელმოწერაზე დანახარჯი სულ რაღაც 30 წამით, თქვენ აწერთ ხელს იმაზე, რომ გსურთ იცოდეთ ის, რასაც ჩვეულებრივ უცხო სიტყვებით გვიმალავენ. 
gallery images

მთიანი რეგიონების განვითარებისთვის

კაცობრიობის ისტორიაში უკვე 200 ათას ეთნოსზე მეტია გამქრალი, დღეს კი შემორჩენილია 6000-ზე მეტი. 21-ე საუკუნის ბოლოს კიდევ 3500 მათგანი შეუერთდება გამქრალთა რიგებს. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 კაცით მეტი კვდება, ვიდრე იბადება. მოსახლეობა - უმეტესად კი ახალგაზრდობა გადის უცხოეთში და სამუდამოდ ტოვებს ქვეყანას. ეს კატასტროფაა! გაერომ ქართველი მომაკვდავი ეთნოსების, ხოლო ქართული ენა - მომაკვდავი ენების სიაში შეიყვანა. დარწმუნებული ვარ, ეს გააკეთეს კარგი გამომთვლელი სისტემებით (დახვეწილი უახლესი ტექნიკით) აღჭურვილმა უმაღლესმა სპეციალისტებმა. მათი გამოთვლებით სულ რაღაც 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა დაიკლებს 28%-ით. ხოლო, ამავე გამოთვლებით, ეთნიკური ქართველები ზუსტად განახევრდება - დაიკლებს 50%-ით.ეთნოსის გადარჩენის და პრეზერვაციის საუკეთესო საშუალებაა მთა.თუ გვინდა გადარჩენა, უნდა შევავსოთ და განვავითაროთ საქართველოს მთა ქართული მრალავალშვილიანი მოსახლეობით. როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ ხალხი ისტორიულ თუშეთში, ხევში, ფშავში, ხევსურეთში, რაჭაში, სვანეთში? საჭიროა ამ რეგიონების განვითარებისთვის, იქ კერძო ბიზნეს პროექტების დაფინანსებისთვის და ინფრასტრუქტურის სრულად გამართვისთვის სახელმწიფომ მოიძიოს თანხები და ბიუჯეტიდან მეტი ფული გამოიყოს. ცხადია, ეს თანხა ვერ მოაკლდება ისეთ სფეროებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, სამხედრო სფერო და ა.შ. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობის მიერ უამრავი მიმართულებით იხარჯება შეუფერებლად დიდი თანხები. ერთ - ერთი მათგანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოველწლიური დაფინანსება 50 მილიონი ლარის ოდენობით, თუმცა არხს მაღალი რეიტინგიც არ აქვს.გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ჩვენს მდგომარებაში მყოფი ერი ასე გაუაზრებლად ხარჯავდეს ამხელა თანხებს. ამიტომ, გვინდა მივმართოთ ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას - ვინც იაზრებთ მდგომარეობის სირთულეს და ქართული მთის რეგიონების განვითარების, იქ ახალგაზრდობის დარჩენის და მათთვის კერძო ბიზნესის აწყობასა და წარმოებაში ხელშეწყობის, გაზიფიკაციის, გზების დაგების და ინტერნეტიზაციის აუცილებლობას, რომ არ დაიცალოს ქართული მთა და არ მოხდეს ქართული ეთნოსის განადგურების საფრთხის წინაშე დაყენება, მოაწერეთ ხელი ამ პეტიციას, რათა შეუწყდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება საზოგადოებრივ მაუწყებელს, გადაიქცეს ის ჩვეულებრივ ტელევიზიად, გამოთავისუფლებულ ოქნას ის 50 მილიონი ლარი და მოხმარდეს საქართველოს მთის განვითარებისთვის საჭირო პროექტების განხორციელებას. (ასეთმა მოთხოვნამ უკვე არაერთხელ გაიჟღერა სხვა და სხვა სოც. სივრცეში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პროექტი "გააგრძელე საქართველოს ისტორია" დაიხურა.) 
gallery images

ჩემი მხარდაჭერა თამაზ მეჭიაურს

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, თიანეთის მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს - 50.03% (3081 ხმა), რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება თავად "დამარცხებული" კანდიდატი და ძალიან ბევრი ადამიანი. გადაიხედოს არჩევნების შედეგები, ხელახლა გადაითვალოს ხმები და გაიმარჯვოს იმან, ვინც მართლა გაიმარჯვა
gallery images

არჩევნებში ძალადობის და დისკრიმინაციის დაუშვებლობის მანიფესტი

ქვეყანის დემოკრატიის განვითარების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაა. არჩევნები სამართლიანი ვერ იქნება თუ საზოგადოების ყველა სოციალურ ჯგუფს არ მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა.წინასაარჩევნო კამპანიის დროს  მნიშვნელოვანია კანდიდატების და განსაკუთრებით ქალი კანდიდატების მიმართ არ მოხდეს რაიმე ტიპის დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების შეზღუდვა, სიძულვილის ან დისკრიმინაციული ენის გამოყენება.არადისკრიმინაციულ და არაძალადობრივ გარემოში საარჩევნო აგიტაციის წარმართვის უფლება ორივე სქესისათვის გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით. სახელმწიფო და არჩევნებში ჩართული ყველა მხარე ვალდებულია, უზრუნველყოს აღნიშნული უფლების პრაქტიკაში რეალიზება.„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ მოუწოდებს:ყველა პოლიტიკურ ძალას და საარჩევნო სუბიექტს, ხელისუფლებას, საკრებულოს წევრობის და მერობის კანდიდატებს, მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს,2017    წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს არ მოხდეს: საარჩევნო კამპანიის წარმართვა ძალადობრივ გარემოში; სქესის ნიშნით ან სხვა რაიმე ტიპის დისკრიმინაცია და  უფლებების შელახვა;კანდიდატების მიმართ ძალადობა ან საარჩევნო კამპანიის წარმართვაში ხელის შეშლა;ამომრჩეველი ქალების მიმართ არჩევნებში მონაწილეობაში ხელის შეშლა; არჩევანის გაკეთების დროს იძულება ან რაიმე ტიპის სხვა საარჩევნო ძალადობა;საჯარო გამოსვლებსა თუ მედია საშუალებებში დისკრიმინაციული გამონათქვამების და სექსისტური  ენის გამოყენება. „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ წინასაარჩევნო პერიოდში განახორციელებს მონიტორინგს და ყველა მსგავსი ტიპის ქმედებაზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას და  ყველა შემთხვევას გამოიტანს საჯაროდ განსახილველად.ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს, კანდიდატს, ორგანიზაციას, ფიზიკურ პირს  შეუძლია საკუთარი ხელმოწერით დაადასტუროს მანიფესტში მოცემული პრინციპების მხარდაჭერა.​
gallery images

საქართველომ შეიტანოს განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების ტაობაზე

უკვე ძალიან დიდი ხნის წინ გააჟღერა საქართველომ ევროკავშირში გაჭევრიანების სურვილი. თუმცა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის თაობაზე ჯერაც არაა შეტანილი. მოვითხოვთ, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში იქნეს შეტანილი განაცხადი. 
gallery images

მოხდეს რეაგირება ინტერნეტ სივრცეში (Facebook) ქართული ლოკაციების თურქეთის საკუთრებად ჩვენებაზე

მოხდეს რეაგირება, გადაეგზავნოს შესაბამის ორგანოებს მოთხოვნა მითითებული მექანიკური ან/და გამიზნული შეცდომის აღმოსაფხვრელად. როგორიცაა https://www.facebook.com/places/Things-to-do-in-Kobuleti/106046019436117/ - ქობულეთის ჩვენება როგორც თურქეთის ერთერთი პროვინციის შემადგენელი ნაწილი. ასევე გადამოწმდეს და შესწორებულ იქნეს სხვა მსგავსი ფაქტები.
gallery images

ლუსტრაციის კანონის მიღება

მრავალი წლის განმავლობაში, ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკით დაინტერესებული პიროვნებები ხშირად ბრალს სდებდნენ ერთმენეთს, საქართველოს საზიანოდ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში.ასევე ადგილი ჰქონდა და დღესაც აქვს ბევრ დაუსაბუთებელ ცილისწამებას. რუსეთთან არსებული ნახევრად-საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოსახელობისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, თუ ვინ იყვნენ „КГБ”-ს აგენტურულ ქსელში ჩართული მოქალაქეები, ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ ისინი დღესაც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას საქართველოს ინტერსების საზიანოდ. არსებული მდგომარების გათვალისწინებით საქართველოს მოქალაქეებს მოგიწოდებთ მოვითხოვოთ ლუსტრაციის კანონის მიღება.
gallery images

"მცოცავი ოკუპაციის" პერიმეტრზე დადგნენ ქართველი მესაზღვრეები, თუნდაც მოხალისე, და თუნდაც უიარაღოდ

მოვითხოვთ დადგნენ ქართველი მესაზღვრეები "მცოცავი ოკუპაციის" ზოლთან. ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება საზღვრის გადმოწევა "ჩუმად", ღამით, და მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს პროცესის შეჩერება, ან ძალადობრივი მეთოდის გამოყენება, რაც უკვე სრული სამხედრო ინტერვენციის ფორმას შეიძენს (და უდიდესი ალბათობით არ განხორციელდება მათი მხრიდან, ან იქნება შესაბამისად რეაგირებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ).შესაძლო პროვოკაციების ასარიდებლად რამდენიმე სტრატეგიის გამოყენება შეიძლება:შეგვიძლია მესაზღვრეები დავაყენოთ იარაღის გარეშე. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს მოუწევს ფიზიკური ძალადობა შეუიარაღებელ ქართველებზე, და ინციდენტის შემთხვევაში ვერავინ დაგვაბრალებს რომ "პირველი ქართველებმა გაისროლეს".შეგვიძლია განვათავსოთ საერთაშიროსო დამკვირვებლებისთვის რამდენიმე ჯიხური, რაც მათ სრულ ჩართულობას და ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.საკმარისი მესაზღვრეების რაოდენობის მისაღწევად შეგვიძლია გამოვიყენოთ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული კადრები (ნაცვლად ობიექტებზე დარაჯად მორიგეობისა).შეგვიძლია უზრუნველვყოთ მოხალისეთა ორგანიზება, რათა მოხალისეებმა საკუთარი სურვილისამებრ შეძლონ წელიწადში რამდენიმე დღის გატარება საზღვარზე. ამ შემთხვევაში შევძლებთ სრულად დავფაროთ საზღვარი, რა სიგრძეც არ უნდა იყოს.ნებისმიერ შემთხვევაში, საზღვარი რომელსაც არავინ იცავს, უმარტივესი "გადასაწევია", და არ იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ჯეროვან ყურადღებას, სამწუხაროდ. ხოლო უიარაღო, ასობით ან ათასობით მშვიდობიანი მესაზღვრის ძალისმიერი მეთოდებით გამოყრა, უკვე სამხედრო ოპერაციაა, რომელსაც დიდი ალბათობით ვერც გაბედავს მომხვდური, და თუ გაბედავს - გაცილებით მეტად შევძლებთ დასავლეთის ყურადღების მიპყრობას პრობლემის მიმართ.
gallery images

აიკრძალოს ორგანიზაცია გირჩი!

მიმდინარე წლის 9 ივლისს ორგანიზაცია “გირჩმა” გაავრცელა მისი ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ვიდეო მიმართვა, რომელიც შეიცავს სოციალური და ეროვნულ-ეთნიკური დისკრიმინაციის და შევიწროების ნიშნებს. კერძოდ, ვიდეო მიმართვაში საუბარია, რომ გლეხობა, გლეხი და საგლეხო მეურნეობა უნდა იქცეს სამარცხვინო და “გასატეხ” მოვლენად საქართველოში, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობისთვის საჭიროა საქართველოში ქართველობა იქცეს ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობად. აღნიშნული განცხადება პირდაპირ წარმოადგენს პროპაგანდას და მოწოდებას ადამიანების დისკრიმინაციისა და შევიწროებისკენ მათი სოციალური მდგომარეობის და ეროვნულ-ეთნიკური კუთვნილების ნიშნით. აღნიშნული განცხადებები, რომლებიც წარმოადგენს “გირჩის” იდეოლოგიურ ხაზს და ნიშანსვეტს, შეიცავს ქართველი ავტოქტონი ეთნოსის მიზანმიმართული დისკრიმინაციის და ეთნიკური წმენდის, ქვეყანაში დემოგრაფიული ბალანსის ხელოვნური შეცვლის და ქართველი ერის შევიწროების შემცველ მოწოდებებს და იდეებს, რაც არის დასჯადი ქმედება!  ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ორგანიზაცია “გირჩი” ეწევა მიზანმიმართულ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ მოღვაწეობას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას! ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოვითხოვოთ, რომ ორგანიზაცია “გირჩი” აიკრძალოს, ხოლო ზემოხსენებული განცხადებების გამავრცელებლის მიმართ ამოქმედდეს შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტები!
gallery images

რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ოკუპანტი, აგრესორი ქვეყნიდან ტურისტების უვიზოდ მიღება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ამის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავმიჯნავთ რუსეთს - როგორც აგრესორ სახელმწიფოს, და რუსეთიდან შემოსულ ტურისტს - როგორც ამ აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლს და არა - მიმდევარს.შესაბამისად, ლოგიკურია მოვითხოვოთ მათგან ამის ფორმალური დადასტურება ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის დროს - იმის აღიარება, რომ ისინი არ იზიარებენ რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელ პოზიციას.ტექსტი შეიძლება იყოს მიახლოები ასეთი:"ვკვეთავ რა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს საკუთარი სურვილით, ვიზიარებ მასპინძელი ქვეყნის საზღვრების დეფინიციას, კერძოდ, ვაფიქსირებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიმაჩნია საქართველოს შემადგენელ ნაწილად".ამ ხელმოწერებს არ ექნება რაიმე იურიდიული ძალა, თუმც იგი იქნება ნათელი მესიჯი ყველასათვის, რომ რუსი ტურისტების შემოშვებით საკუთარ პრინციპებს არ ვღალატობთ, და ტურისტებად ვუშვებთ ხალხს, რომელიც არ იზიარებს აგრესორი ქვეყნის მტრულ იდეოლოგიას. ტურისტები რომლებიც არ დააფიქსირებენ თავიან ხელმოწერას, გაბრუნდებიან საზღვრიდან უკან.აღნიშნული მექანიზმი შეიძლება დარეგულირდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული კანონის ფარგლებში.
gallery images

მოვითხოვთ სათანადო ქმედით რეაგირებას მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ! არა ოკუპაციას!

ქართველი მწერლების მიმართვა საქართველოს მთავრობას, მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას,  საერთაშორისო პენ-ცენტს, ყველა მწერალსსაქართველო თავისუფალი ქვეყანაა. თავისუფლება მეზობელ იმპერიებთან მრავალსაუკუნოვან დაუღალავალ ბრძოლაში მოიპოვა და სხვა ქვეყნებსაც  არაერთხელ აჩვენა თავგანწირული ბრძოლის მაგალითი.რუსეთ–საქართველოს 1990–1992 წლების სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონის), ხოლო 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ქართული მიწების ოკუპაცია და ეთნიკური ქართველების გენოციდი. ეს შეუქცევადი პროცესები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომით გაგრძელდა.2008 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამავდროულად რუსეთი თვითნებურად დადგენილ საზღვრებს პერმანენტულად აფართოებს - განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას.ამის შედეგია ის, რომ დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან, სულ რაღაც 400 მეტრი აშორებს.ჩვენ, ქართველი მწერლები, საქართველოს მთავრობისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ნება-სურვილი და გულისტკივილი, სასწრაფოდ მოახდინოს სათანადო, ქმედითი რეაგირება მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ - ატეხოს განგაში,  მსოფლიოს ცხადად გააგებინოს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, ჩართოს ყველა საერთაშორისო სეგმენტი თუ ორგანიზაცია,  მუდმივად აპროტესტოს მცოცავი ოკიპაციის  პროცესი ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, რათა მსოფლიომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში მხარი დაგვიჭიროს.ასევე მივმართავთ მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, ჩვენს კოლეგებს ყველა ქვეყანაში, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია მთავარი ფასეულობებია, - აიმაღლონ ხმა იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ.დღეს მსოფლიო, როგორც არასდროს, ერთსულოვნად სოლიდარულია თავისუფალი, დემოკრატიული პრინციპების მიმართ და, შესაბამისად, ისეთივე მნიშვნელოვანია ერთი ქვეყნის, ერთი ერის განსაცდელი, როგორც მთელი კაცობრიობისა.გვჯერა ამ ერთსულოვნებისა და საერთაშორისო თანადგომის. Petition of Georgian Writers to Georgian Government, Free Society of the World, International PEN Center, All the Writers Georgia is a free country. It gained freedom through ceaseless struggle with the neighboring empires during many centuries, often showing an example of self-sacrificing fight for freedom to other countries.  After Russian-Georgian conflict in 1990-1992 in Samachablo (Tskhinvali Region), and war in Abkhazia in 1992-1993, Russia started occupation of Georgian lands and genocide of ethnical Georgians. These inconvertible processes continued with Russian-Georgian war in 2008.Since 2008 20% of the territory of our country has been occupied by the Russians. Moreover, Russia is permanently continuing the process through a “creeping occupation”, widening the borders established arbitrarily by itself.As a result the so called   "South Ossetian border"  is far from the central highway only by 400 meters.We, Georgian writers categorically demand from the Georgian Government to take into consideration the will and concern of Georgian people and react immediately and effectively against the creeping occupation – raise the alarm, inform the world about the events in our country, use all the possibilities, involve all the international segments or organizations, protest ceaselessly against the process on all international levels in order to gain support of the world in the peaceful fight against the Russian aggression.We also appeal to the free society of the world, our colleagues in all the countries, for whom the freedom and democracy are the main values, to raise their voice against the imperialistic aggression.Today the world is united and solidary, as never before, in support of the principles of freedom and democracy and consequently the peril of one country, one nation is as important as that of a whole mankind.We believe in this solidarity and international support. დიანა ანფიმიადიგიორგი არაბულიგია არგანაშვილიინა არჩუაშვილიშალვა ბაკურაძელუკა ბაქანიძეზაზა ბიბილაშვილირეზო გეთიაშვილინაირა გელაშვილიანა გრიგინინო გუგეშაშვილიიუნონა გურულითეონა დოლენჯაშვილინატა ვარადაგიორგი ზანგურილაშა თაბუკაშვილირეზო თაბუკაშვილიმარინა თექთუმანიძენატო ინგოროყვაგიორგი კაკაბაძეირაკლი კაკაბაძეზვიად კვარაცხელიალადო კილასონიაბაჩო კვირტიათამარ ლომიძეირაკლი ლომოურილევან ლორიამაკა ლდოკონენიშორენა ლებანიძეგიორგი ლობჟანიძეირმა მალაციძეგურამ მეგრელიშვილიმანანა მენაბდერობერტ მესხისოსო მეშველიანიმიხო მოსულიშვილიგაგა ნახუცრიშვილიქეთი ნიჟარაძეზურაბ რთველიაშვილიდავით რობაქიძენათია როსტიაშვილინინია სადღობელაშვილიზურა სამადაშვილილელა სამნიაშვილიეკატერინე ტოგონიძეთამრი ფხაკაძეგურამ ქართველიშვილინინო ქადაგიძებექა ქურხულილექსო ქურხულიეკა ქურხულიცირა ყურაშვილიპაატა შამუგიაირმა შიოლაშვილიბელა ჩეკურიშვილიგივი ჩიღვინაძეგელა ჩქვანავათემურ ჩხეტიანილელა ცუცქირიძეთამაზ ჭილაძემარიამ წიკლაურიდავით ჭელიძევახტანგ ჯავახაძეირაკლი ჯავახაძეკატო ჯავახიშვილიგვანცა ჯობავამაკა ჯოხაძე 
gallery images

დაერქვას თბილისის ერთ-ერთ ქუჩას არამ ხაჩატურიანის სახელი

ეს ქალაქი სომხებმა ააშენეს, თბილისში ხაჩატურიანზე ცნობილი კომპოზიტორი რომელი დაბადებულა ერთი.  ბუშის და ალიევის ქუჩაა და ამისთანა გამოჩენილი ხელოვანის ქუჩა როგორ არ უნდა იყოს?!  
gallery images

მთიულეთის, ხევის, წალენჯიხისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლების გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ–ნ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ბ-ნ კახი კალაძეს, მთიულეთის, ხევის, წალენჯიხისა და სვანეთის მოსახლეობის წარმომადგენლებისგ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა2017 წლის 28 აპრილის მოგაწოდეთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ საქართველოში მოსახლეობასა და გარემოზე ზემოქმედების გამოკვლევის გარეშე ექსპლუატაციაში შეჰყავთ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები (ეგხ). მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოსა და ევროკავშირის მკვლევრებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოქვეყნებული აქვთ მრავალი მასალა, სადაც მსოფლიო დონის სპეციალისტების დასკვნებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ელექტრო–მაგნიტური ველი, რომელიც წარმოიქმნება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გამოყენებისას, მკვეთრად უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯამრთელობასა და გარემოზე. ამ ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს ყველა იმ მხარეში, სადაც ახლა გაჰყავთ 500კვ. ძაბვის გადამცემი ხაზები, მითუმეტეს, რომ ენგურჰესი-გარდაბანის ადრეგაყვანილი მსგავსი გადამცემი ხაზების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში დაფიქსირდა არაერთი ფაქტი ლეიკემიით დაავადებისა. აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული ოთხივე მხარის მაცხოვრებლებმა გამოვყავით ნდობით აღჭურვილი პირები (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო), რომელიც ზემოაღნიშნული კვლევების ჩატარების განსახორციელებლად აშშ–დან იწვევს სპეციალისტებს - ჯონ კლაინის ჯგუფს, რომელიც უკვე მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად და ქართველ სპეციალისტებთან ერთად მოხდება 500 კვ. გადამცემი ელექტრო ხაზების გარემოსა და მოსახლეობაზე ზეგავლენის დადგენა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება თავის თავზე აიღებს მეცნიერთა მიერ ჩატარებული სამუშაოების ხარჯებს. იმ ორგანიზაციას, რომელსაც თქვენ დაავალებთ კვლევის დაფინანსებას, ჩვენ მივაწვდით პროექტს თავისი ხარჯთაღრიცხვით. პატივისცემით, საინიციატივო ჯგუფის სახელით:
gallery images

გადადგეს ალექსანდრე ჯეჯელავა

ბოლო ორი-სამი კვირის მანძლზე განათლების მინისტრმა საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა, დაწყებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაუჩინარებით, დამთავრებული ორი რეპერის დაკავებით, რომლებიც საზოგადოებაში გავრცელებული აზრის თანახმად, დაკავებულები არიან უსაფუძვლოდ. განათლების მინისტრი გამოირჩევა ხმამაღალი და ზოგჯერ იუმორისტული განცხადებებით, თუმცა ბოლო ორი კვირის მანძილზე გაკეთებული განცხადებები საგანგაშოა და არ შეეფერება იმ ადამიანს, რომელსაც ქვეყნის მომავალი თაობების განათლება უნდა ებაროს.