add one
gallery images

სტუდენტების მიმართვა ხელისუფლებას

ჩვენ, ქართველი სტუდენტები შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რასაც ემატება პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვის სფეროში შექმნილი კრიზისი, ხელისუფლების მიერ პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გატარებული რეპრესიული ღონისძიებები ერთი მხრივ აღრმავებს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პოლარიზაციას, რაც აფერხებს საზოგადოების კონსოლიდაციასა და  ძირს უთხრის მშვიდობიანი გზით ზემოთაღნიშნული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე, რითაც ეჭვქვეშ დგება ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება.  ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფო  არის ის უალტერნატივო გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და მდგრადი ინსტიტუციური განვითარებისკენ სწრაფვა. ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გამოყენება კი წარმოადგენს აღნიშნული გზიდან გადახვევის მორიგ მკაფიო მაგალითს. ამ ფონზე,  გამოვხატავთ პროტესტს და გვსურს, ხელისუფლებას მოვუწოდოთ:კრიტიკულად გააანალიზოს არსებული რისკები და მიუსადაგოს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს; უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები; შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით.ხელმომწერები: 1. ვასილ ჟიჟიაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;2. შოთა ქობალია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი;3. მარიამ კაციტაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;4. ნინი ალანია - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;5. თინათინ ინაური - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;6. მარიამ სისაური - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;7. მარიამ ბიბილური - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;8. ანი ლაბაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;9. ქეთევან გიორგაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;10. ბექა გორნაკაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;11. სანდრო აბაშიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;12. აკაკი სპანდერაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი;13. მარიამ ქავთარაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;14. ანანო ჯანიაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;15. თინა ნიკოლეიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;16. ქეთევან რუხაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;17. ნია ბერაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;18. დიანა გევორქიანი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;19. დიმიტრი ბაქრაძე - აგრარული უნივერსიტეტი, კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი;20. მარიამ ყრუაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;21. ნუცა მაჩხანელი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;22. ეკატერინე სუბელიანი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;23. ლანა დარჯანია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;24. ანა ბერიძე -  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;25. გიორგი მელიქიძე  - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;26. ანი გოგელაშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; სამართლის ფაკულტეტი;27. რატი კობახიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი; საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;28. სოფო ჩუტკერაშვილი - აგრარული უნივერსიტეტი, ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი;29. გვანცა პერტია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი;30. ნია გუგუციძე -  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;31. დავით სოლომონიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;32. გაგი სულაქველიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ინჟინერიის ფაკულტეტი;33. ლუკა კანდელაკი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;34. თამარ კაპანაძე -   თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;35. ლიზა გეჯაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;36. მარიამ ბაღდავაძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;37. გვანცა ძამუკაშვილი -  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;38. საბა საბეკია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი; 39. ილია ფაჩულია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;40. ნინო სურგულაძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი;41. ელდარ ჯავახიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;42. ნუცა გაბუნია - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების ფაკულტეტი;43. კონსტანტინე ჯაფარიძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;44. ანნა გოგავა - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;45. ელენე გვალია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტი;46. ნათია ღელეყვა - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;47. გიზი ურუშაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გეოლოგიის ფაკულტეტი;48. ივა ხავთასი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი;49. ვანო გომურაშვილი  - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკის მეცნიერებების ფაკულტეტი;50.  მარიამ მოსია - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;51. მარიამ მარდალეიშვილი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, სამართლის ფაკულტეტი.52. რატი მდივანი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი;53. მარიამ ბოლქვაძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი;54. ქეთევან ქელლეჯი-ხურციძე - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერობების ფაკულტეტი;    
gallery images

Novruz Bayramı Rəsmi Bayram olsun / ნოვრუზ ბაირამი ოფიციალური დღესასწაული იყოს

Gürcüstan etnik rəngarəngliyi ilə seçilir və bu bizim ölkəmizin zənginliyidir. Uzun illərdir ki, Gürcüstanda bu ölkənin etnik azlıqlarını Gürcüstanın tam vətəndaşı kimi hiss etdirən inteqrasiya siyasəti həyata keçirilməyib. Gürcüstanda yaşayan müxtəlif etnik azlıqların nümayəndələri Gürcüstanı öz vətənləri hesab edirlər, lakin ölkənin siyasi və ya mədəni həyatında iştirakı demək olar ki, görünmür.Hesab edirəm ki, xalqları biri birinə bağlayan və yaxınlaşdıran onların mədəniyyətidir. Bu birliyi qeyd etmək üçün mükəmməl nümunə UNESCO-ya qeyri-maddi mədəni irs siyahısına daxil edilən Novruz bayramıdır. Gürcüstanda Novruzun qeyd edilməsi ənənəsi əsrlərdən başlayır. Bunu parlaq gürcü poeması “Pələng dərisi deyinmiş pəhləvan” sübut edir. Novruzun milli bayram elan edilməsi Gürcüstanda yaşayan müxtəlif etnik qrupların dostluğunun möhkəmlənməsində, mədəni və sosial əlaqələrin güclənməsində mühüm rol oynayacaqdır. Dövlət tərəfindən bu qərarın verilməsi ölkəmizin çoxmədəniyyətli keçmişinin və bu gününün tanınmasına və gələcəkdə gücləndirilməsinə yönəlmiş mühüm bir siyasi mesaj olacaqdır.საქართველო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით და ეს არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოში ვერ განხორციელდა ისეთი ინტეგრაციული პოლიტიკა, რაც ამ ქვეყნის ეთნიკური უმცირესობებს  თავს აგრძნობინებდა საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებად. საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საქართველოს საკუთარ სამშობლოდ თვლიან, მაგრამ მათი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ თუ კულტურულ  ცხოვრებაში თითქმის შეუმჩნეველია.მიგვაჩნია, რომ სწორედ კულტურა აკავშირებს და აერთიანებს საზოგადოებას. ამ ერთიანობის აღსანიშნად შესანიშნავი მაგალითია ნოვრუზის დღესასწაული, რომელიც შეტანილია იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. ნოვრუზის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში საუკუნეებს ითვლის. ამას მოწმობს ბრწყინვალე ქართული პოემა „ვეფხისტაყაოსანიც“. ნოვრუზის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების მეგობრობის განმტკიცებაში, კულტურული და სოციალური კავშირების  გაძლიერებაში. სახელმწიფოს მიერ ამ  გადაწყვეტილების მიღება, იქნება ჩვენი ქვეყნის მულტიკულტურალური წარსულის და აწმყოს აღიარებისკენ და სამომავლოდ მისი განმტკიცებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი.
gallery images

მუხლი 130. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი

მუხლი 130. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი1. თუ საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრი არჩეული იყო არჩევნებშიდამოუკიდებლად მონაწილე პარტიის პარტიული სიით, მის ადგილს 1 თვის ვადაში იკავებსიმავე სიაში რიგით მომდევნო საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, თუ მანვაკანსიის წარმოშობიდან 15 დღეში თანხმობა განაცხადა საქართველოს პარლამენტისწევრობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანტურ ადგილს დაიკავებს სიაში მისი მომდევნოსაქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი და ა. შ.. თუ პარტიულ სიაში ასარჩევისაქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი აღარ არის, პარლამენტის წევრის ეს მანდატიგაუქმებულად ჩაითვლება, მაგრამ თუ პარტიულ სიაში ასარჩევი საქართველოს პარლამენტისწევრობის კანდიდატი აღარ არის და ამავდროულად გაუქმებული მანდატების რაოდენობააღემატება 38 მანდატს, პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობისათვის ამ ფაქტის დადგენიდანარაუგვიანეს 60 დღისა ცეესკოს თავმჯდომარე განკარგულებით ნიშნავს შუალედურ არჩევნებსმთელი საქართველოს ტერიტორიაზე სიითი შემადგენლობის სრულად შესავსებად.
gallery images

2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ყველა სხვა არჩევნების ელექტრონულად ჩატარება

მოვითხოვთ, ჩატარდეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ელექტრონული, მათ შორის ყველა რიგგარეშე არჩევნები 2021 წელს, თუ ასეთი იქნა, ესტონური მოდელის მსგავსი, შერეული საშუალებებით. ელექტრონული ნიშნავს, ხმის მიცემასა და დათვლას ელექტრონულად, მათ შორის ბლოკჩეინის გამოყენებით სადაც ეს შესაძლებელია, მათ შორის ფიზიკური ხმის მიცემის ბიულეტენების ელექტრონული საშუალებებით განხორციელებასა და დათვლას ავტონომიური ელექტრონული მოწყობილობების საშუალებებით. მოვითხოვთ, ამ სახით არჩევნების ჩატარების სისტემის შექმნა, მისი ადმინისტრირებისა და მონიტორინგის პროცესი, განხორციელდეს ინტერპარტიული, ინტერსამოქალაქო, ინტერსაექსეპრტო და ინტერდიპლომატიური მონიტორინგის დროებითი სამუშაო ad hoc ჯგუფის მიერ.
gallery images

მიხეილ სააკაშვილზე დაუმსახურებლად მისჯილი სასჯელის მოსახსნელად.

          მიხეილ სააკაშვილზე დაუმსახურებლად მისჯილი სასჯელის მოსახსნელად.    მე საქართველოს მოქალაქე გოჩა გიუნაშვილი  ვარ, რომელიც ყოველდღე ვხედავ და ვაწყდები იმ უსამართლობას რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს ჩვენს ქვეყანაში. რომელსაც იმედი მქონდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდებოდა სამართლიან გარემოში და გვეყოლებოდა ისეთი მრავალპარტიული პარლამენტი, რომელშიც არცერთი პარტია არ იქნებოდა უმრავლესობით წარმოდგენილი. რომლის შედეგად, როგორც მე ისე საქართველოს სხვა მოქალაქეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა ეცხოვრათ სამართლიან ქვეყანაში, ღირსეულად. მაგრამ ცხადი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს ხელისუფლების დათმობას, რომელმაც ყველა ხელთ არსებული ძალაუფლების გამოყენებით, საპარლამენტო მანდატების უმეტესობა მიისაკუთრა. რაზედაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აღშფოთდა, ხოლო ყველა  ოპოზიციურმა პარტიებმა უარი სთქვეს საპარლამენტო მანდატებზე. რომლის შედეგად საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს ერთ პარტიულ პარლამენტს, რაც იწვევს პოლიტიკურ კრიზისს. მაგრამ მიუხედავად ამ რთული და მწვავე პოლიტიკური გარემოებისა, ივანიშვილმა მაინც არ დათმო პოზიციები და არ დანიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. რაც იმისი წინა პირობაა, რომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს არსებულ გაუსაძლის პირობებში ცხოვრება, თუ საქართველოს მოსახლეობამ არ ვიმოქმედეთ და  არ მივიღეთ ისეთი საჭირო ზომები როგორიც მთელი ერის ერთ მუშტად შეკვრაა, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების უპირობო წინაპირობაა. რომელ გაერთიანებასაც სჭირდება ისეთი ავტორიტეტული ლიდერი როგორიც მიხეილ სააკაშვილია. რაც კარგად მოეხსანება ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც იმ მიზეზით, რომ სააკაშვილისათვის სამშობლოში ჩამოსვლის უფლება მოესპო, პროკურატურის უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველზე, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს რამდენიმეჯერ დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა. მაგრამ მიუხედავად ამ გაუგონარი ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი სასჯელისა, ჩვენ საქართველოს მთელი მოსახლეობა უყურებდით ამ უსამართლობას და ხმა არ ამოგვიღია. რომლის შედეგად ჩვენც დანაშაული მიგვიძღვის სააკაშვილის წინაშე რომელებმაც მიუხედავად გარკვეული გადაცდომებისა, რაზედაც მრავალჯერ მოიხადა ბოდიში, ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა როგორც ჩვენი ქვეყნისთვის ისე ჩვენთვის, რომლის დაუნახავობა და იმ ღვაწლის ფეხქვეშ გათელვა უღირსი საქციელია. რომელი უსამართლობის გრძნობა მკლავს და მოსვენებას მიკარგავს. რომელმაც იმისთვის, რომ ჩემს სინდისთან ვიყო მართალი და უსამართლობა არა მკლავდეს, მიხეილ სააკაშვილზე დაუმსახურებელი სასჯელის მოსახსნელად და იმისათვის რომ მას მიეცეს სამშობლოში თავისუფლად დაბრუნების შესაძლებლობა დავიწყე ხელმოწერების შეგროვება როგორც ფიზიკურად, ისე ელიქტრონული ფოსტით ისე  პეტიციის სახი. ამასთან ერთად ვახორციელებ მთელ რიგ ღონისძიებებს მიხეილ სააკაშვილზე მისჯილი სასჯელის მოსახსნელად. რომელი ხელმოწერების რაოდენობით და სხვა ღონისძიებების შედეგად, არამარტო პრეზიდენტს და ხელისუფლებას ვაიძულებთ მიხეილ სააკაშვილზე  დაუმსახურებლად დაკისრებული სასჯელის მოხსნას, არამედ, ამ ხელმოწერების რაოდენობით დადგინდება და დადასტურდება თუ  რა რაოდენობით გააყალბა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები. რადგან დღეის მდგომარეობით, ცესკოს ხელმძღვანელ თამარ ჟვანიას ყველაფერი ისე ექნება გასწორებულ-შელამაზებული, რომ სიყალბის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება.  მაგრამ მაშინ როდესაც მიშა სააკაშვილის სასჯელის მოხსნის ხელმომწერები გადააჭარბებენ ერთმილიონს, თუ არა მეტს. ამითი ფარდა აეხდაბა არჩევნების გაყალბების საქმეს და  ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიტაცებაც დადასტურდება. რაც ერთობ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს როგორც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოსახსნელად და სამშობლოში დასაბრუნებლად ისე ჩვენი ქვეყნის წინსვლა განვითარებისათვის.  ამიტომ, მათ ვისაც გიყვართ  მიხეილ  სააკაშვილი და ვინც ჩემსავით განიცდით და გკლავთ უსამართლობა, იმათ ვისაც გიყვართ საქართველო და იმისი  მოსახლეობა და ვისაცა გსურთ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება, გთხოვთ პეტიციაზე ხელმოწერით ან ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნეთ თქვენი ხელმოწერილი განცხადება და  გახდით მიხეილ სააკაშვილზე დაუმსახურებელი სასჯელის მოხსნის თანამონაწილე.ორგანიზატორი: გოჩა გიუნაშვილი.
gallery images

სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი ოპოზიციას

3 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. არჩევნების შედეგებს ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უნდობლობას უცხადებს. ცნობილია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. გვსურს მადლიერება გამოვხატოთ თითოეული ოპოზიციური პარტიის და მათი წარმომადგენლის მიმართ, რომლებმაც გამოავლინეს უპრეცედენტო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მიუხედავად განსხვავებულობისა საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ შეთანხმების შენარჩუნების პირობებში არის შესაძლებელი შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და დემოკრატიის კონსოლიდაცია. პარლამენტის პირველი სხდომის თარიღის მოახლოვება კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს შეთანხმების შესრულების აუცილებლობას და გაცხადებული პოზიციის განუხრელ დაცვას. მიმართვის ხელმომწერები მოვუწოდებთ ოპოზიციას პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას, დარჩნენ არსებული შეთანხმების ერთგულნი, არ მიიღონ მონაწილოება საპარლამენტო საქმიანობაში და ხელი არ შეუწყონ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციას
gallery images

შემცირდეს სახელმწიფო ჩინოვნიკების ხელფასი

 ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ:მინიმუმ შემდგომი 6 თვის განმავლობაში ცენტრალური (სახელმწიფო) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუროკრატიის, სახელმწიფო სტრუქტურებში, სსიპ–ებში,ა(ა)იპ–ებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული  ადამიანების (გარდა პედაგოგებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებისა,  ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა), მაქსიმალური ხელფასი განისაზღვროს არაუმეტეს დაქირავებით დასაქმებულთა თვიური საშუალო ხელფასის ოდენობით, რომელმაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის მეორე კვარტალში შეადგინა 1 150 ლარი.კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ცხრა თვის თავზე ნათელია,რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ  წარმოებულმა კოვიდთან ბრძოლის  პოლიტიკამ ქვეყანა გარდაუვალი კოლაფისის პირას მიიყვანა.ხელისუფლების შეცდომები ძვირად უჯდება საქართველოს ასობით ათას მოქალაქეს.საქართველოს ხელისუფლებამგააჩერა ქვეყნის ეკონომიკა მოქალაქეებს აუკრძალა მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები ყოველგვარი დასაბუთების, გონივრული გათვლის, გრძელვადიანი გეგმის გარეშე. პარალელურად კი არ უზრუნველყო ჯანდაცვის სისტემის მომზადება, ტესტირების სისტემის გამართვა, ჰოსპიტალური სექტორის მომზადება, კოვიდ ინფიცირებულთა ნაკადების  იმგვარი მართვა, რომელიც რაც შეიძლება მეტი ადამიანის გადარჩენის საშუალებას მოგვცემდა.ხელისუფლების პოლიტიკამ დააზარალა ბიზნესი, კერძო კომპანიები, უმუშევრად, უსახსროდ დატოვა ასეულ ათასობით ადამიანი, გაცემული კომპენსაციების მოცულობა კი სრულიად არათანაზომადი და  განუზომლად მცირეა კოლოსალურ დარტყმასთან შედარებით, რაც ადამიანებს, ბიზნესს და ეკონომიკას მიადგა.კერძო სექტორში დასაქმებული ასეულ ათასობით ადამიანის ცხოვრების ხარისხი კატასტროფულად გაუარესდაიმის გამო, რომ მათ ჩამოერთვათ შრომის უფლება და აეკრძალათ  კონსტიტუციით აღიარებული ეკონომიკური თავისუფლებაჯანდაცვის ინტერესებისიდან გამომდინარე, რომლის დაცვა ხელისუფლებამ ვერ შეძლო.შეზღუდვების ახალი ტალღის შემდეგ კი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება არა მხოლოდ კერძო სექტორი, არამედ ბიუჯეტიც.ხელისუფლება  საკუთარი შეცდომების უმძიმესი შედეგების გამოსწორებას კვლავ კერძო სექტორის, ბიზნესის, ადამიანების ხარჯზე ცდილობს და უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე დაზარალებულ ბიზნესს მხოლოდ სიმბოლურ შეღავათებს სთავაზობს, შემოსავლების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას კი სიმბოლურ დახმარებას, რომელიც მცირედითაც ვერ აუმჯობესებს მათ მდგომარეობას. ცხადია, რომ ხელისუფლების  პრიორიტეტი კვლავ   ბიუჯეტის შევსებაა, საიდანაც სამწუხაროდ სულ უფრო ნაკლებად ფინანსდება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები და სულ უფრო მეტად –კორუფციული ინტერესები, საჯარო მოხელეთა კეთილდღეობა, რომელიც მცირედითაც არ დაზარალებულა იმ დროს, როცა ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობის მდგომარეობა რადიკალურად დამძიმდა.ხელისუფლებამ დაივიწყა , რომ საქართველოს მოქალაქეები თანასწორნი ვართ კანონისა და კონსტიტუციის წინაშე, სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს “საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური პრინციპების განმტკიცებაზე“(საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 5).იმ დროს, როდესაც ხელისუფლება შემზღუდავი ზომების გასამართლებლად ადამიანების სიცოცხლით სპეკულირებს, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში663 მლნ ლარით შეამცირა ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება. სამაგიეროდ, შემცირება არ შეხებია ბიუროკრატიული აპარატის ხარჯებს და საჯარო მოხელეთა, მათ შორის თავად ხელისუფლების მაღალჩინოსანთა ხელფასებს.ამორალურია, როცა შენი ქვეყნის მოსახლეობას, კერძო სექტორს აკისრებ მთელ ტვირთს და პასუხისმგებლობას პანდემიის გამო,   ჯანდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე უკრძალავ მათ არსებობისთვის აუცილებელ მინიმალურ საქმიანობას და ქმედებას, მნიშვნელოვნად ამცირებ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებას და ამ დროს არც განიხილავ   საჯარო მოხელეთა კეთილდღეობის მცირედით გაუარესებსაც კი.როცა სახელმწიფო თვლის, რომ მისი შემზღუდავი ღონისძიებების გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქის არსებობისთვის 200 ლარიანი კომპენსაცია საკმარისია, უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულისთვის ერთჯერადად გაცემული 300 ლარი ადეკვატური კომპენსაციაა, როცა კერძო სექტორში დასაქმებული მოქალაქეების უმრავლესობა უკიდურესად გაღატაკდა, როცა სახელმწიფოს კვლავ ურთულესი გამოწვევების დაძლევა მოუწევს პანდემიასთან ბძროლაში და მისი შედეგების აღმოფხვრისთვის,დაუშვებელია ამ დროს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები ათასობით ლარი იყოს და მათ არანაირი ცვლილება არ შეეხოს, ისევ კერძო სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე.ამიტომ, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან ამ პეტიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 
gallery images

აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა

მოგესალმებით აღდგეს  საზოგადოებრივი  ტრანსპორტი  
gallery images

გადაერქვას მოსკოვის გამზირს სახელი!

წლებია საქართველოს (რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ) დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი ქუჩის სახელწოდებაა მოსკოვის გამზირი. (გველს თავისი მახრჩოველა უყვარდაო)  ვთხოვთ თბილისის საკრებულოს და თბილისის მერიას გადადგას გამბედავი და ისტორიული ნაბიჯი და გადაარქვას სამარცხვინო სახელწოდება!
gallery images

გრიგოლ ვაშაძემ დატოვოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი

დღეს გაკეთებული სამარცხვინო განცხადების გამო, სადაც ის საუბრობდა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურებში მონაწილეობაზე, გრიგოლ ვაშაძემ დატოვოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტი
gallery images

მოვითხოვთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას.

პ ე ტ ი ც ი ა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის  დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის პროცესში,  საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობას. უდავოა, რომ კომისიის წევრები მოქმედებდნენ იმჟამად მმართველი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მითითებით და უშუალოდ მათ დავალებებს ასრულებდნენ. საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“ განზრახი ქმედებების შედეგად, რაც მიზნად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ისახავდა, საქართველოს კუთვნილი 3500 ჰექტრამდე ტერიტორია, მათ შორის, დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსი დადგა უცხო ქვეყნისათვის გადაცემის აშკარა საფრთხის ქვეშ."მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის 35-ე და 36-ე მუხლების თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობა ან პარლამენტის წევრთა არანსკლებ ერთ მეხუთედისა უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა.პეტიციის მიზანია, მოუწოდოს საქართველოს მთავრობას, წარადგინოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვოს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა.სახელმწიფოს ღალატში მხილებულ ნაცებს არ აქვთ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების არც მორალური და არც კონსტიტუციური უფლება!ეს საქართველოს ღირსების საქმეა. გთხოვთ, თქვენი ხელმოწერით მხარი დაუჭიროთ პეტიციას.არა ნაცებს, არა სახელმწიფოს ღალატს!  
gallery images

იპიდრომისთვის მადლობა, მაგრამ სახელმწიფოც დაგვიბრუნე რა!

ცხადია, რომ გადაგდების რისკი არსებობს. არც პირველი იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ უკანასკნელი! ამჯერად ნუ დავარღვევთ პოზიტივს. შემომიერთდით და ერთად ვთხოვოთ ამ ფულიან კაცს იპოდრომთან ერთად საქართველოს სახელმწიფოს დაბრუნება. საშვილთაშვილო საქმე აი ეგ იქნება!
gallery images

სამშვიდობო მანიფესტი/Sülh manifesti/Խաղաղության մանիֆեստ/Peace Manifesto

უკვე რამდენიმე დღეა, ვაკვირდებით მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო წლებში ყველაზე ინტენსიური შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებასა და კონფლიქტის ზონაში სამხედრო ვითარების უკიდურეს ესკალაციას. დღეს ორივე სახელმწიფოში გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა და მიმდინარეობს მოსახლეობის მასობრივი საომარი მობილიზაცია. ორივე სახელმწიფო იუწყება მსხვერპლის შესახებ, მათ შორის, სამოქალაქო მოსახლეობას შორის. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა აქტორების კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, სამხედრო კონფლიქტის პოლიტიკური მოლაპარაკებების ჩარჩოში გადაყვანის ნიშნები და მზადყოფნა, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ ჩანს.ჩვენ, კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ხალხებს, სასტიკი ომების, კონფლიქტებისა და დევნილობის უმძიმესი გამოცდილება გვაქვს. ყველამ საკუთარი ისტორიული გამოცდილებებით გავიაზრეთ, რომ  ომი ადამიანებს აწვებათ ზურგზე, მათი განადგურებისა და გაღარიბების ძალა შესწევს და მხოლოდ ტკივილი, ტანჯვა და იმედგაცრუება მოაქვს. ჩვენს რეგიონში არც ერთ ერსა და ეთნოსს ომის შედეგად გამარჯვება და განვითარება არ მოუპოვებია.სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენს რეგიონს მხოლოდ მშვიდობის, მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის პოლიტიკა მოუტანს სტაბილურობასა და განვითარებას. რეგიონის თანმდევი მახასიათებელი მუდმივად იყო მისი მრავალფეროვნება. ულტრა-ნაციონალიზმის, ეთნონაციონალიზმისა და შოვინიზმის პირობებში ეთნოსებსა და ქვეყნებს შორის განსხვავებები ჩვენი განცალკევებისთვის და გათიშულობისთვის არის გამოყენებული, თითქოს ეს განსხვავებები ჩვენს შორის გადაულახავ ბარიერს წარმოადგენდეს. მნიშვნელოვანია, მრავალფეროვნების ღირებულება გავაცნობიეროთ და გაერთიანებისთვის გამოვიყენოთ. ამასთან, შოვინისტურ რიტორიკაში ხშირად სრულიად გამოტოვებულია ის მახასიათებლები, რაც ამ რეგიონში მცხოვრებ ხალხებს გვაერთიანებს - ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე განმასხვავებელი. ჩვენ მუდმივად ვართ ერთმანეთის პოლიტიკური, კულტურული, სოციალური, ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და გაზიარების პროცესში და ომის შედეგებს და ტკივილსაც საბოლოოდ ერთად ვიყოფთ ხოლმე. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ცალკეული  ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონის განვითარების საწინდარია და ეს მოცემულობა მთავრობებმა არ უნდა დაარღვიონ.      მნიშვნელოვანია მშვიდობის და, შესაბამისად, ადამიანის სიცოცხლის უზენაესი ღირებულება გავიაზროთ მოქალაქეებმაც,  არ ავყვეთ ეთნონაციონალიზმის, შოვინიზმისა და მილიტარიზმის გაბატონებულ იდეებს, რომლებსაც ხალხების წინააღმდეგ ბრმა იარაღად, დასამონებლად და გასათიშად იყებენებენ. ჩვენ, საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი და სხვა ეთნიკური თემის აქტივისტები, ერთად ვდგებით მშვიდობის, ჰუმანიზმისა და სოლიდარობის მხარეს და ჩვენი რეგიონის მთავრობებს და საერთაშორისო აქტორებს სამშვიდობო და ჰუმანური პოლიტიკის გატარებისკენ მოვუწოდებთ.ჩვენ მოვუწოდებთ:საქართველოს მთავრობას ზედმიწევნით დაიცვას ნეიტრალიტეტი შექმნილ დაპირისპირებაში და შესაძლებლობების ფარგლებში მიიღოს ჰუმანიტარული და სხვა ზომები დაზარალებული სამოქალაქო მოსახლეობის მხარდასაჭერად ორივე ქვეყანაში;უკეთ გაიაზროს რეგიონში მშვიდობის მხარდაჭერის პროცესში საკუთარი როლი და აქტიური ნაბიჯები გადადგას მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესის დაწყების ხელშეწყობისთვის;გაატაროს სათანადო პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებები სამხედრო და პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებული განწყობების და სენტიმენტების საქართველოში გადმოტანისგან შეკავების მიზნით. აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებსდაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სამხედრო დაპირისპირების შესაჩერებლად და იმუშაონ კონფლიქტის და დაძაბულობის მშვიდობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადასაჭრელად;რუსეთისა და თურქეთის მთავრობებსარ მიიღონ მონაწილეობა შექმნილ სამხედრო დაპირისპირებაში და საკუთარი ინტერვენციით კიდევ უფრო მეტად არ გააღრმავონ შექმნილი სამხედრო და პოლიტიკური კონფლიქტი და რეგიონში არსებული დაძაბულობა;საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაეროს, ეუთოს, ნატოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირს  მიიღონ უფრო ეფექტიანი და პირდაპირი ზომები ცეცხლის შეწყვეტის მიზნით და შეიმუშაონ უფრო ქმედითი სტრატეგიები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი და პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის.საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებსშეიარაღებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებული მოვლენები გააშუქონ მაქსიმალურად ნეიტრალურად და  გაითვალისწინონ ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობების ფაქტორი საქართველოში. Bir neçə gündür ki, son illərdə Dağlıq Qarabağ ərazisində Azərbaycan və Ermənistan arasında ən güclü silahlı qarşıdurmanın başlanğıcının və münaqişə bölgəsindəki hərbi vəziyyətin həddən artıq gərginləşməsinin şahidi oluruq. Bu gün hər iki dövlətdə hərbi vəziyyət elan edilib və əhalinin kütləvi hərbi səfərbərliyi davam edir. Hər iki dövlət, mülki vətəndaşlar da daxil olmaqla, itkilərinin olduğunu bəyan edib. Beynəlxalq təşkilatların və digər siyasi aktyorların tənqidi açıqlamalarına baxmayaraq, hərbi münaqişənin siyasi danışıqlar çərçivəsinə keçirləməsinə dair əlamətlər və hazırlıq, təəssüf ki, bu günə qədər qeydə alınmayıb.Biz, Qafqaz xalqları olaraq, qəddar müharibələr, qarşıdurmalar və qaçqınlıq təcrübəsini yaşayırıq. Hər birimiz öz tarixi təcrübələrimizdən bilirik ki, müharibə insanların üzərinə ağır yük olaraq çökür, müahribə insanları yox etmək və yoxsul etmək gücünə malikdir və yalnız ağrı, əzab və məyusluq gətirir. Bölgəmizdə heç bir millət və ya etnos müharibə nəticəsində qələbə və inkişaf əldə etməmişdir.Bu səbəbdən də biz, yalnız sülh, danışıqlar və əməkdaşlıq siyasətinin bölgəmizə sabitlik və inkişaf gətirəcəyinə inanırıq. Bölgənin müxtəlifliyi,  həmişə onu daimi müşayət edən xüsusiyyətlərdən biri  olmuşdur. Ultra milliyyətçilik, etno milliyyətçilik və şovinizm müstəvisində, bir-birimizdən ayrılmağımız və uzaq düşməmiz  üçün etnoslar və ölkələr arasındakı fərqlərdən sanki  bunlar aramızda aşılmaz bir maneəymiş kimi istifadə olunur. Müxtəlifliyin dəyərini dərk etmək və ondan birləşmək üçün istifadə etmək olduqca vacibdir. Eyni zamanda, şovinist ritorikada bu bölgənin xalqlarını birləşdirən xüsusiyyətlərə çox vaxt yer verilməməkdədir - bizim fərqliliklərdən daha çox ortaq cəhətlərimiz var. Biz həmişə siyasi, mədəni, sosial, humanitar baxımdan bir-birimizə dəstək və şərik olmaq prosesindəyik və müharibənin nəticələrini və ağrılarını da birlikdə bölüşürük. Çətin bir geosiyasi müstəvidə, Qafqazda sülhün və sabitliyin qorunması, ayrı-ayrı ölkələrin və bütövlükdə bölgənin inkişafı üçün mühüm bir şərtdir və bu həqiqət hökumətlər tərəfindən pozulmamalıdır.Vətəndaşlar olaraq, sülhün və uyğun olaraq, insan həyatının üstün dəyərinlərini dərk etməli, xalqa qarşı koranə silah, köləlik və basqı məqsədləri güdən etno-millətçilik, şovinizm və militarizm ideyalarının arxasınca getməməliyik. Gürcüstan vətəndaşları, etnik azərbaycanlılar , etnik ermənilər və digər etnik icmaların fəalları da daxil olmaqla, biz,  Gürcüstanda fəaliyyət göstərən qeyri-hökumət təşkilatları sülh, humanizm və həmrəyliyin tərəfini tutur, bölgədəki hökumətləri və beynəlxalq aktyorları dinc və humanitar siyasət yeritməyə çağırırıq.Biz tələb edirik ki,Gürcüstan hökümətiYaranan münaqişədə bitərəfliyi ciddi şəkildə qorumağa və mümkün qədər hər iki ölkədə zərər çəkmiş mülki əhaliyə dəstək olmaq üçün humanitar və digər tədbirlər görsün;Bölgədəki sülhə dəstək prosesindəki rolunu daha yaxşı dərk etsin və tərəflər arasında danışıqlar prosesinin başlamasını asanlaşdırmaq üçün aktiv addımlar atsın;Hərbi və siyasi gərginliklə bağlı əmələ gələn duyğular və sentimentlərin Gürcüstana da sıçramasının qarşısını almaq məqsədiylə uyğun siyasi və mədəni tədbirlər həyata keçirsin.Azərbaycan və Ermənistan hökumətləriHərbi qarşıdurmaları dayandırmaq və konflikt və gərginliyin dinc siyasi danışıqlar yolu ilə həll etmək üçün dərhal uyğun addımlar atsın;Rusiya və Türkiyə hökümətləriYaranan hərbi qarşıdurmada iştirak edərəkdən və vəziyyətə müdaxilə edərəkdən bölgədəki hərbi və siyasi qarşıdurmanı və gərginliyi dərinləşdirməsinlər;BMT, ATƏT, NATO, Avropa Şurası, Avropa Birliyi kimi beynəlxalq təşkilatlarAtəşkəsin dayandırılması üçün daha təsirli və birbaşa tədbirlər alsınlar və Dağlıq Qarabağ münaqişəsinin sülh və siyasi yolla həllinə kömək etmək üçün daha təsirli strategiyalar hazırlasınlar;Gürcüstanda fəaliyyət göstərən media qurumlarSilahlı münaqişə ilə bağlı hadisələri mümkün qədər neytral şəkildə işıqlandırsınlar və Gürcüstanda yerli etnik azlıqlar amilini nəzərə alsınlar. Արդեն մի քանի օր է, ինչ մենք ականատես ենք լինում վերջին տարիներին Լեռնային Ղարաբաղում՝ Ադրբեջանի և Հայաստանի միջև ամենաբարդ զինված առճակատի մեկնարկին և հակամարտության գոտում ռազմական իրավիճակի ծայրահեղ սրմանը:  Այսօր երկու պետություններում էլ ռազմական դրություն է հայտարարված, և ընթանում է բնակչության զանգվածային ռազմական մոբիլիզացում: Երկու պետություններն էլ հայտնում են զոհերի մասին, այդ թվում՝ խաղաղ բնակիչների շրջանում:  Չնայած միջազգային կազմակերպությունների և այլ դերակատարների քննադատական ​​հայտարարություններին, ռազմական կոնֆլիկտի քաղաքական բանակցությունների դաշտ մտցնելու նշաններ և պատրաստակամություն, ցավոք, մինչ այժմ չենք տեսել:Մենք՝ Կովկասի տարածաշրջանի ժողովուրդներս, ունենք դաժան պատերազմների, հակամարտությունների և փախստականության ամենադժվար փորձը: Մենք բոլորս մեր սեփական պատմական փորձից գիտակցել ենք, որ պատերազմը ճնշում է գործադրում մարդկանց վրա, նրանց ոչնչացնելու և աղքատացնելու զորություն ունի և միայն բերում է ցավ, տառապանք ու հիասթափություն: Մեր տարածաշրջանում ոչ մի ժողովուրդ կամ էթնոս պատերազմի արդյունքում հաղթանակի և զարգացման չի հասել: Այդ պատճառով մենք հավատում ենք, որ միայն խաղաղության, բանակցությունների և համագործակցության քաղաքականությունը կբերի մեր տարածաշրջանին կայունություն և զարգացում :Մեր տարածաշրջանի  մշտական ​​առանձնահատկությունը միշտ եղել է բազմազանությունը: Ուլտրա-ազգայնականության, էթնոնացիոնալիզմի և շովինիզմի համատեքստում էթնոսների և երկրների միջև տարբերությունները օգտագործվում են մեր առանձնացման և տարանջատման համար, կարծես այդ տարբերությունները անհաղթահարելի խոչնդոտ են մեր միջև: Կարևոր է հասկանալ բազմազանության արժեքը և օգտագործել այն միավորման համար:  Միևնույն ժամանակ, շովինիստական ​​հռետորաբանության մեջ հաճախ լիովին բաց են թողնված այն ​​առանձնահատկությունները, որոնք միավորում են այս տարածաշրջանի ժողովուրդներին. Մենք ավելի շատ ընդհանրություններ ունենք, քան՝ տարբերակում: Մենք անընդհատ գտնվում ենք քաղաքական, մշակութային, սոցիալական, մարդասիրական աջակցության և փոխանակման գործընթացում, և պատերազմի հետևանքներն ու ցավը նույնպես հաճախ կիսում ենք միմյանց հետ: Աշխարհաքաղաքական բարդ համատեքստում Կովկասում խաղաղության և կայունության պահպանումը  առանձին երկրների և ամբողջ տարածաշրջանի զարգացման նախապայմանն է, և այդ փաստը չպետք է խախտվի կառավարությունների կողմից:Կարևոր է խաղաղության, հետևաբար մարդկային կյանքի գերագույն արժեքը հասկանանք նաև քաղաքացիներս, չհետևենք էթնո-ազգայնականության, շովինիզմի և ռազմատենչության գերակշռող գաղափարներին, որոնք ժողովուրդների դեմ օգտագործվում են որպես կույր զենք, ստրկացնելու  և գերելու համար:Մենք՝ Վրաստանում գործող հասարակական կազմակերպություններս, այդ թվում Վրաստանի քաղաքացի էթնիկ ադրբեջանցիները և հայերը, ինչպես նաև այլ էթնիկ համայնքների ակտիվիստներ, միասին կանգնած ենք հանուն խաղաղության, մարդասիրության և համերաշխության, և կոչ ենք անում մեր տարածաշրջանի կառավարություններին և միջազգային դերակատարներին վարել խաղաղ և մարդկային քաղաքականություն:Մենք կոչ ենք անում.Վրաստանի կառավարությանըԽստորեն պահպանել չեզոքություն ստեղծված հակամարտությունում և հնարավորության սահմաններում ձեռնարկել հումանիտար և այլ միջոցներ երկու երկրներում էլ տուժած քաղաքացիական բնակչությանը աջակցելու համար.Ավելի լավ հասկանալ իր դերը տարածաշրջանում խաղաղության աջակցության գործընթացի մեջ և ակտիվ քայլեր ձեռնարկել կողմերի միջև բանակցությունների գործընթացի մեկնարկը հեշտացնելու համար:Անցկացնել համապատասխան քաղաքական և մշակութային միջոցառումներ՝ Վրաստանում ռազմական և քաղաքական լարվածության հետ կապված զգացմունքների ու տրամադրությունների տարածումը կանխելու նպատակով:Ադրբեջանի և Հայաստանի կառավարություններինԱնհապաղ քայլեր ձեռնարկել ռազմական առճակատումը դադարեցնելու ուղղությամբ և աշխատել խաղաղ քաղաքական բանակցությունների միջոցով կարգավորել հակամարտությունն և լարվածությունը:Ռուսաստանի և Թուրքիայի կառավարություններինՉմասնակցել ստեղծված ռազմական առճակատմանը և իրենց միջամտությամբ չխորացնել ստեղծված ռազմական և քաղաքական բախումն ու տարածաշրջանում ստեղծված լարվածությունը.Միջազգային կազմակերպություններին, այդ թվում՝ ՄԱԿ-ին, ԵԱՀԿ-ին, ՆԱՏՕ-ին, Եվրոպայի խորհրդին և ԵվրամիութանըՁեռնարկել ավելի արդյունավետ և անմիջական միջոցներ հրադադարի ռեժիմի դադարեցման համար և մշակել ավելի արդյունավետ ռազմավարություններ՝ Լեռնային Ղարաբաղի հակամարտության խաղաղ և քաղաքական լուծմանը նպաստելու համար:Վրաստանում գործող լրատվամիջոցներինԶինված հակամարտության հետ կապված իրադարձությունները հնարավորինս չեզոք լուսաբանել և հաշվի առնել Վրաստանում տեղական էթնիկ փոքրամասնությունների գործոնը: For several days now, we have been observing the commencement of the most intense armed confrontation between Azerbaijan and Armenia in Nagorno-Karabakh in recent years and the extreme escalation of the military situation in the conflict zone. Today, the both states are under a situation of declared war and mass military mobilization of the population is underway. Both states report casualties, including civilians. Despite the critical statements of international organizations and other actors, the signs and readiness to transform military conflict into a political negotiation framework, unfortunately, is not visible so far.We, the peoples living in the Caucasus region, have the severest experience of brutal wars, conflicts and exile. We have all realized from our own historical experiences that wars are heavy burdens of  people’s backs, has the power to destroy and impoverish them, and only brings pain, suffering and frustration. None of the ethnic group or nation in our region has gained victory and development as a result of war.Therefore, we believe, that only cooperation politics, negotiations and peace can bring stability and development to our region. The diversity has always been a feature of the region. Within the context of ultranationalism, ethnonationalism and chauvinism, the differences between the ethnos and nations is used for our separation and disconnection, as if such differences represent an insurmountable barrier. It is important to comprehend the value of diversity and use it for unification. Furthermore, the characteristics of the people living in this region is totally omitted from the chauvinistic rhetoric – we have more similarities, rather than differences. We constantly were in the process of sharing and supporting each other culturally, politically, socially and humanitarianly and in the end, we also share the results of war and pain. In the hard geopolitical context, the maintenance of peace and stability in the Caucasus is the basis of the development of whole region and this condition should not be violated by the governments.We, the citizens should also understand the value of peace and respectively, the supreme value of human life, should not follow the dominant ideas of ethnonationalism, chauvinism and militarism, which are used as blind weapons against peoples, for their enslavement and suppression.We, the public organizations in Georgia, including the citizens of Georgia, ethnic Azerbaijani Armenian activists, as well as activists from other ethnic communities, stand together on the side of peace, humanism and solidarity and call the governments of our region and international actors for peaceful and humanitarian policies. We call:The Government of Georgia,to strictly adhere to the neutrality in the created confrontation and, as far as possible, take humanitarian and other measures to support the affected civilian population in both countries;to better realize its role in the peace support process in the region and take active steps to facilitate the commencement of negotiation process between the parties;to take appropriate political and cultural measures to prevent the escalation of feelings and sentiments in Georgia related to military and political tensions.The governments of Azerbaijani and Armenia, to take immediate measures to terminate military confrontation and work to resolve conflict and tension with peaceful political negotiations.The governments of Russia and Turkey, to refrain from taking part in created military confrontation and do not deepen existing military and political conflict in the region with their intervention.International Organizations, including NATO, UN, OSCE, CoE, EU  to take more effective and direct measures for cease-fire and elaborate more operational strategies to facilitate peaceful political settlement of Nagorno-Karabakh conflict.Media Organizations in Georgia, to broadcast the information of military confrontation with maximum neutrality and take into consideration local ethnic minority issue in Georgia.
gallery images

მიეცეთ საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში გამგზავრების უფლება

მივმართავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ ლი იენს, საქართველოს მთავრობას: გლობალურმა პანდემიამ გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის  - ჩინეთთან, საზღვრების ჩაკეტვა, რის გამოც დაზარალდა უამრავი მოქალაქე როგორც მატერიალურად, ასევე მორალურად. ჩინეთსა და საქართველოს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ასევე, ,,ერთი გზა - ერთი სარტყელის“ ფარგლებში, საქართველოს, შეიძლება ითქვას, სტრატეგიულად საკვანძო ადგილი უჭირავს. საქართველოს არაერთ მოქალაქეს აქვს სასწავლო, შრომითი და ბიზნეს ხელშეკრულება, ნაწილს კი ჰყავს შვილები და ოჯახის წევრები ჩინეთში და ვერ ახერხებს მათთან დაბრუნებას. ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა შორის დაასახელა, რაც საფუძველს გვაძლევს, რომ გთხოვოთ, საქართველოს მოქალაქეებს მისცეთ უფლება, შეძლონ ჩინეთში გამგზავრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვა და გამოვხატავთ მზადყოფნასა და პასუხისმგებლობას, სრულფასოვნად დავიცვათ და შევასრულოთ უსაფრთხოების ნორმები. გამოვხატავთ პატივისცემას და იმედი გვაქვს, გულისხმიერად მოეკიდებით აღნიშნულ საკითხს. 
gallery images

პეტიცია საბანკო სესხებზე უსამართლოდ მაღალი პროცენტის განახევრებისა და პენსიონრებისთვის პროცენტის ჩამოწერის შესახებ. შემოგვიერთდით!

გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“ შეაჩერებს ამ უსამართლობას. მოაწერეთ ხელი ჩვენს პეტიციას და მხარი დაუჭირეთ ჩვენს ბრძოლას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში:– მთლიანად ჩამოიწერება დარიცხული პროცენტი პენსიონერთა არსებულ სესხებზე– დაუყოვნებლივ განახევრდება პროცენტი მოქალაქეების და მცირე ბიზნესის სესხებზეთქვენი მხარდაჭერით, არჩევნებში გამარჯვებისთანავე, ჩვენ საქართველოს პარლამენტში შევიტანთ კანონპროექტს, რომელიც გამორიცხავს საბანკო მონოპოლიების  არსებობას, რითაც ბოლო მოეღება  ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის პენსიონრების გაღატაკებას.  საბანკო სესხის აღება გახდება სამართლიანი მოლაპარაკების საგანი ჩვენს მოქალაქეებსა და ბანკებს შორის, ორივე მხარის სამართლიანი ინტერესების გათვალისწინებით.ვუთხრათ არა უსამართლობას და მხარი დავუჭიროთ აღმშენებლობას!