add one
gallery images

თბილისში ტრამვაის აღდგენა მომავალი ორი წლის განმავლობაში!

უმორჩილესად გთხოვთ ყველას მახარი დაუჭიროთ ამ პეტიციას, რათა უახლოეს მომავალში მოხდეს თბილისში ტრამვაის პროექტის შემუშავება და აღდგენა. 
gallery images

დასაქმების პრობლემის გადაჭრის, ეკონომიკური ზრდის, ადამიანის უფლებების დაცვის და შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით დაწესდეს-32 საათიანი სამუშაო კვირა

 დასაქმების პრობლემის გადაჭრის, ეკონომიკური ზრდის, ადამიანის უფლებების დაცვის და შიდა ტურიზმის განვითარების მიზნით დაწესდეს-32 საათიანი სამუშაო კვირა მოცემულობა:  .ტენდენცია-მსოფლიოს ცივილიზებური, განვითარებული და დემოკრატიული ქვეყნები 32 საათიან სამუშაო კვირა ეტაპობრივად მკვიდრდება;.დამხმარე საწარმოო აგრეგატების, ტექნიკის, აპარატურის და ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა ადამიანის შრომა მაღალ ეფექტური და ნაკლებ დანახარჯებზე ორიენტირებული გახადოს;.საქართველოში მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელია, ხოლო არსებული 40 საათიანი სამუშაო კვირის ჩანაცვლება 32 საათიანი სამუშაო კვირით უმუშევრობის პრობლემას მნიშვნელოვნად შეამცირებს/მოაგვარებს;.პანდემიამ დააზიანა საქართველოს ეკონომიკური დარგის ისეთ მნიშვნელოვანი როგორიცაა ტურიზმი, შესაბამისად გამოსავალი ნაწილობრივ შესაძლოა გახდეს ინტენსიური მოკლე ვადიანი შიდა ტურიზმი.  პროექტი ·        ეტაპობრივად (თუნდაც პილოტირების ფორმით) დაიწყოს 40 საათიანი სამუშაო კვირის 32 საათიანი სამუშაო კვირით ჩანაცვლება.        ლუკა მკურნალიძეგიორგი მკურნალიძე 2020   წლის 5 ივნისი
gallery images

მოხდეს საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა

არასამთავრობო ორგანიზაცია, ფლანგვის დეტექტორის მონაცემებით, 21 მარტიდან 22 მაისამდე - საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პოლიციამ სულ 22,590,000 ლარის ჯარიმები გამოწერა. ხალხმა დაკარგა სამსახური,  დაკარგა შემოსავლის წყარო და ამ დროს სახელმწიფო თხოვს 3000 ლარის გადახდას,  რაც გამოიწვევს ისედაც გაჭირვებული ხალხის უფრო გაღატაკებას, ამიტომ ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის დროს დაჯარიმებული ხალხისთვის ჯარიმების ჩამოწერას.
gallery images

არ გადაეცეს ტყე ეკლესიას, ტყე არის ხალხის

მოგეხსენებათ მთავრობამ წინა საარჩევნოდ ეკლესიას აჩუქა მის მიმდებარედ 20 -20 ჰექტარი ტყე  , ეს საკმაოდ დიდი ციფრია მთლიანობაში.  მათ ისედაც აქვთ საკმაოდ დიდი ტერიტორიები ეკლესიების გარშემო .გაუგებარია რა საჭიროება არის ეკლესიისთვის 20 ჰექრატის მიწების ჩუქრება, რა კავშირშია სულიერებასთან  ხალხის საკუთრებების ტყის ჩუქრება მღვდლებისთვის?   თუ არა საარჩევნოდ ეკლესიის მოსყიდვაპ.ს. საპატრიარქო ქართველის ხალხის მიერ ფინანსდება ყოველ წლიურად 25 მილიონი ლარით.ტყე შეუნახე შვილებას, მამა ხარ შენი ვალია
gallery images

გაგრძელდეს დოკ. სერიალის ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიის'' გადაღება

ალბათ ბევრს გაგონილი გექნებათ მაინც დოკ. სერიალი ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია".ეს სერიალი დაწვრილებით გადმოცემს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, სამწუხაროდ ეს გადაცემა დახურეს, რადგან ფინანსები არ ჰყოფნიდათ.ეს ჩვენი ქართული ტელეკომპანიები ფულს თურქულ, ინდურ, რუსულ სერიალიების ყიდვაში ხარჯავენ.საშუალოდ ერთ წელიწადში ტელეკომპანიები (იმედი, რუსთავი 2, მთავარი არხი, პირველი არხი) 350 000 ლარიდან 1 000 000-მდე ლარს ხარჯავენ უცხოური სერიალების ყიდვაში, ისეთი გადაცემები, როგორიც ,,გააგრძელე საქართველოს ისტორიაა" დახურულს ტოვებენ და ფულს რაღაც სისულელეებში ხარჯავენ. (კარგი მაინც იყოს, ყველა სერიალი უაზრო და ერთფეროვანია :) )>#გააგრძელესაქართველოსისტორია
gallery images

შეიცვალოს საქართველოში მართვის სისტემა-ფორმაცია!

ქართველ ერს, საქართველოში მცხოვრებ ყოველ მოქალაქეს და კაცობრიობის გარდაუვალი დაღუპვისგან გადარჩენის მომხრე ყველა ადამიანს! ბატონებო! მოვლენაა, ჟამია, მეორედ მოსვლაა! ყოველივე, რაც დღეს ხდება ამითაა განპირობებული და ამ ზოგადსაკაცობრიო მოვლენას უკავშირდება. ამ გზით, მართვის არსებული სისტემებით, კაცობრიობის დაღუპვა გადაწყვეტილია და დროში განსაზღვრულია. ამ ფაქტს, სადღეისოდ, დედამიწაზე შექმნილი ვითარებაც ადასტურებს. კაცობრიობა არნახულმა კრიზისმა მოიცვა. უმძიმესი ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების პირობებში, დედამიწა, რეალური კატასტროფის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რაც პირველობისთვის ზესახელმწიფოების გადამწყვეტი ბრძოლითაა განპირობებული. გლობალიზაციის მეგაპროექტი, ლიბერალური იდეოლოგია და მართვის არსებული ფორმაცია თვალსადახელსშუა კარგავს სიცოცხლისუნარიანობას. დრომოჭმული პოლიტიკური სისტემების კოსმეტიკური ცვლილებების მცდელობა, დაუნდობელი იდეოლოგიური ომი და კონკურენცია კაცობრიობას, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, ტოტალური კონტროლის საზოგადოებისკენ მიაქანებს. ამავე დროს, დრამატული ვითარების მიუხედავად, თითოეულ ჩვენთაგანს, ზოგადად დედამიწისეულ ადამიანს მოცემული გვაქვს გადარჩენის შესაძლებლობა. საკითხი პოლიტიკურად წყდება, რაც მართვის არსებული სისტემების შეცვლა და სრულიად ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის დაფუძნებას ითვალისწინებს. უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ კაცობრიობის მმართველი ზედა ფენა არსებული სისტემის გლობალური კრიზისის პირობებში უშედეგოდ ეძებს გამოსავალს. ამ მხრივ ჩვენი ქვეყანა, ქართველები, ყველაზე წინ აღმოვჩნდით, რამდენადაც სწორედ ამ საკითხების მშვიდობიანად (და არა რევოლუციური გზით) გადასაწყვეტად, 26 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს მუშაობა. კერძოდ, ამ ეპოქალური და საკაცობრიო ღირებულების მქონე ცვლილებების რეალიზებისთვის, საქართველოში, ქვეყნის კონსტიტუციასა და მსოფლიოში მოქმედი, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების სრული დაცვით, ორ მილიონამდე ამომრჩევლის, ხელმოწერებით გაცხადებული ნების შესაბამისად შექმნილი და სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობების მიერ დაკანონებულია სათანადო იურიდიულ-სამართლებრივი ბაზა. ხელმოწერები შეგროვდა შემდეგი მოთხოვნებით - გადასარჩენად გთავაზობთ: 1. საქართველოს ნეიტრალიტეტს - განსაკუთრებული სტატუსით! (არც "ჩრდილოეთი", არც "დასავლეთი" - აშშ, ნატო თუ სხვა... არამედ, ყველასთან თანაბრად, კეთილმეზობლურად);    2. უფლებრივად, დაცული იქნას პრინციპი: საქართველოში, წარმოშობით ქართველი - მასპინძელია,                                                                                                                                                           ანუ:                                                                                                                                                                           - საქართველოს განაგებს ქართველი ერი - ერთიანი ეროვნული იდეოლოგიის საფუძველზე;             - საქართველო, თავის ისტორიულ-ტერიტორიულ ფარგლებში, თავისი მიწით, წყლით, წიაღისეულით, სხვა სულიერ-მატერიალური ფასეულობებით, წარმოადგენს ქართველი ერის საკუთრებას და მისი ყიდვის, გაყიდვის, გაცემა-გასხვისების უფლება არავის აქვს (გაცემული, მითვისებული, გაყიდულ-გასხვისებული, წართმეული ტერიტორიები, უკან უნდა დაბრუნდეს!); 3. მართვის არსებული სისტემა შეიცვალოს ჩვენი და კაცობრიობის გადამრჩენელი ახალი სისტემით; - სამართლებრივი საკითხის გადასაწვეტად, ხელისუფლება გადაეცეს ერს, მისი უმრავლესობის წარმომადგენლობას - სრულიად საქართველოს ეროვნულ ყრილობას, რომელიც საწყისისთვის, აირჩევს და დაამტკიცებს დროებით კოალიციურ მთავრობას, განსაზღვრავს ახალი არჩევნების ვადებს - ახალი სისტემის მოთხოვნის შესაბამისად. ეს არ არის ბრძოლა ხელისუფლებისათვის; ეს არის უკანასკნელი ამოძახილი-სასიკვდილოდ განწირული კაცობრიობისა, მათ შორის ქართველის და ქართველი ერის.  გადასარჩენად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად უნდა შეიცვალოს სისტემა-ფორმაცია, რომელიც დღეს ჩვენი საერთო ეროვნული თანხმობით მიიღწევა. სწორედ ამ თანხმობის გასარკვევად არის საჭირო თქვენი ხელმოწერები იმ წესით, რასაც ქვემოთ გთავაზობთ: 1.   ხელმოწერები შეგროვდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი, ფუძემდებლური მოთხოვნებით, რაც თავის მხრივ სრულიად ახალი ფორმაციის დაფუძნების წინაპირობას წარმოადგენს. 2.   ამომრჩევლის (ერის), როგორც ხელისუფლების ერთადერთი წყაროს მიერ, მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა აღსასრულებლად, როგორც ფაქტობრივად არსებული ხელისუფლებისთვის, ასევე ქვეყანაში მოქმედი პოლიტიკური სპექტრისთვისაც, თუ კი ისინი მოქმედი კონსტიტუციის ლეგიტიმურობას აღიარებენ. 3.   საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, ყველამ ერთად, უმოკლეს ვადაში, გამოვხატოთ ჩვენი თანხმობა არსებული პოლიტიკური სისტემის ახალი ფორმაციით შეცვლასთან დაკავშირებით. 4.   დადგა გადამწყვეტი ჟამი… გადარჩენისთვის განსაზღვრული დრო იწურება, რაც ერისგან აქტიურ ქმედებებს ითხოვს. ზემოთ ხსენებული უზენაესი ღირებულების მქონე იურიდიულ-სამართლებრივი დოკუმენტით განსაზღვრული ცვლილებების განსახორციელებლად საჭიროა მისი ფაქტობრივად (დე-ფაქტო) რეალიზება.  მოგმართავთ თხოვნით, ხელმოწერებით დაგვიდასტუროთ თქვენი თანხმობა, რითაც ფასდაუდებელ წვლილს შეიტანთ ჩვენი სამშობლოსა და კაცობრიობის გადარჩენის საქმეში.   სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის,                                                                                            პრეზიდიუმის თავმჯდომარე:                                          აკაკი ჯორჯაძე   სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმთან არსებული, ეროვნული თანხმობის კომიტეტის თავმჯდომარე:                                                         მანანა საღლიანი
gallery images

გამოცხადდეს 2008 წლის ომი ქართველთა გენოციდად

საქართველოს პარლამენტის მხრიდან მიღებულ იქნას რეზოლუცია ,2008 წლის აგვისტოს ომის, ქართველთა გენოციდად აღიარების შესახებ.
gallery images

საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხების დაბრუნება მოქალაქეებს

შოულობდი? დააგროვე? ბოლო თეთრამე აიღე და გამოიყენე! - "სამოქალაქო მოძრაობა" ახალი ინიციატივით გამოდის. დაუბრუნდეს მოქალაქეებს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა. ამ ფულით ოჯახები სურსათის ელემენტარულ მარაგის შეძენას შეძლებენ. რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკური მდგომარეობისა და ასაკის გამო ვერ ვიმუშავებთ, თუ დღევანდელ ვითარებაში, როცა ჯანიც გვაქვს და ღონეც, მაგრამ ვერ ვახერხებთ მუშაობს. ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსამდე ხელზე 500 ლარს იღებდნენ, საპენსიო ფონდში უკვე ამდენივე ექნებათ დაგროვილი. ეს თანხა კი, მათ ყოფას, ცოტახნით შეამსუბუქებს.
gallery images

დედაქალაქში შენობა-ნაგებობათა სიმაღლის ზღვრული ჭერის დაწესების შესახებ

დედაქალაქში სიმაღლის ზღვრული ჭერის დაწესება   მოცემულობა:  დედაქალაქში ათწლეულობის განმავლობაში წარმოებულმა უსისტემო მშენებლობამ ურბანული სხეულის დაზიანება-დამახინჯება გამოიწვია, რამაც გააუარესა ეკოლოგიური ვითარება. ჰორიზონტალურის ნაცვლად ვერტიკალურად და არაჰანმორიულად განვითარებული დედაქალაქი იქცა ეკოლოგიური კატასტროფის ზონად (სამწუხაროდ თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებული ატმოსფერული ჰაერის მაჩვენებლით ლიდერობს) საავტომობილო საცობებით,  ჭარბი პოპულაციის კონცენტრირებით მიკრო ზონებში, ქალაქის ვენტილაციის დონის შემცირებით და მწვანე ზონების დაბალი მაჩვენებლებით  განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან მიმართებით ანტი რეკორდებს ამყარებს. მაღლივი კორპუსების ავარიის, ხანძრის და სხვა ტიპის კატასტროფების დროს ერთი-ორად ძნელდენა ევაკუაციის, სამაშველო ოპერაციის და ავარია/კატასტროფის შედეგების ლიკვიდაცია.  საქართველო ზომიერი აქტივობის სეისმურ ზონას მიეკუთვნება და როგორც ქვეყანაში, აგრეთვე სამეზობლოში დაფიქსირებულია დამანგრეველი ხასიათის ტექტონიკური ძვრები, წინადადება: დაწესდეს ზღვრული ჭერის კრიტერიუმი,  კერძოდ გრუნტის ზედაპირიდან 20 მეტრი სიმაღლის მეტი შენობა-ნაგებობის  მშენებლობა აიკრძალოს.(გამონაკლისი დაიშვას მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის და ცენტრალური მთავრობის თანხმობით.)უპირატესობები:·         გაუმჯობესდება ეკოლოგიური ვითარება;·         საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება და მოხდება პოპულაციის გადანაწილება;·         სამუშაო ადგილები დედაქალაქში დიდწილად გაიზრდება ვერტიკალური განვითარების ნაცვლად ბუნებრივი და ჰარმონიული ჰორიზონტალური განვითარების გამო;·         სხვადასხვა ტიპის ავარიების, კატასტროფების და ეპიდემიების შემთხვევაში, როგორც პრევენციული, აგრეთვე სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება ბევრად გამარტივდება;·         მოიმატებს, მწვანე და ღია სპორტული ზონების რაოდენობა;·         დედაქალაქის მაცხოვრებლების სიცოცხლის ხარისხი გაუმჯობესდება და ხანგრძლივობა გაიზრდება. გიორგი მკურნალიძე2020  წლის 23 აპრილი
gallery images

გაუქმდეს კონკორდატის ხელშეკრულება

ბოლო პერიოდში გავითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საპატრიარქო წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს სახელმწიფოში. ჩვენ ყველა ვხედავთ როგორ ანტისახელწმიფოებრივ ნაბიჯებს დგამს იგი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. დღეს როდესაც ადამიანთა სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე ერთის მხრივ საპატრიარქო არ თმობს პოზიციებს იმიჯისთვის, მეორეს მხრივ კი მრევლის ხმების დაკარგვის შიშით ხელისუფლებას არ აქვს ნება დაუპირისპირდეს ამ მავნებლურ გადაწყვეტილებებს. მეტიც არაერთი მაღალჩინოსნისაგან მოვისმინეთ აღიარება, რომ საპატრიარქო წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეს, რომელსზეც არ ვრცელდება არანაირი კანონი და სამართალი.ყველაფერ ამის ხელმშემწყობი ფაქტორი კი არის სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის დადებული კონკორდატის ხელშეკრულება, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური და ანტისეკულარული. სწორედ ეს აღნიშნული დოკუმენტი აღიარებს ქვეყანაში მართლმადიდებლური რელიგიის უპირატესობას, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ფინანსდება საპატრიარქო მილიონობით ლარით გადასახადის გადამხდელთა ფულიიდან, მათ შორის არა მართლმადიდებლებისგამ. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიის ყველა ძირითად პრინციპს და საპატრიარქოს აწვდის განუსაზღვრელ ძალაუფლებას. ამიტომ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ გაუქმდეს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის კონკორდატის ხელშეკრულება! 
gallery images

დავით აქუბარდიას:ბატონო დავით გთხოვთ გადაიპარსოთ თმა

დღეს,მსოფლიოში და საქართველოში არსებული მძიმე ვითარების ფონზე აუცილებელია ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება დაუბრკოლებლად განახორციელონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა.ჩვენთვის ცნობილი ხდება რომ ქართული ტელევიიზის ერთ-ერთ ცნობად სახეს ბატონ დავით აქუბარდიას თმის შეჭრის პრობლემა აქვს რადგან ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის და ე.წ. "კომენდანტის საათის" გამო დროებით დახურულია სილამაზის სალონები.ბატონო დავით,მოგმართავთ თხოვნით გადაიპარსოთ თმა რათა პროფესიული საქმიანობის შესრულებისას არ შეგექმნათ პრობლემა.
gallery images

გახდეს დეზიმფორმაცია დასჯადი.

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე (კორონავირუსული ინფექცია და ეკონომიკური კრიზისი), აუცილიბელია მოხდეს დეზიმფორმატორთა დასჯა, რადგანაც ისინი მიზანმიმართულად იწვევენ  პანიკას და სამოქალაქო არეულობას.
gallery images

დაბრუნდეს ემზარ საბანაძე ონის მერად!!!

მოსახლეობის დიდი სურვილით, ვქმნით პეტიციას, მოთხოვნით: დაბრუნდეს ემზარ საბანაძე ონის მერად!  ჩვენ გვიყვარს ონი !!!
gallery images

"სახელმწიფო ბიუჯეტის" ნაცვლად დავამკვიდროთ ტერმინი "ხალხის ფული"!

„სამოქალაქო მოძრაობისა“ და მისი ლიდერის ალეკო ელისაშვილის ინიციატივა საქართველოს პარლამენტს!სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის მთავრობის ან კონკრეტული პარტიის საკუთრება.სინამდვილეში სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენი, თითოეული მოქალაქის ჯიბეებიდან გადახდილი გადასახადებია, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ანუ მთავრობას მივანდეთ, რომ ისევ  ჩვენ ანუ ხალხს მოგვახმარონ.ამიტომ მნიშვნელოვანია, „სახელმწიფო ბიუჯეტის“  ნაცვლად დავამკვიდროთ ტერმინი “ხალხის ფული“, რაც საშუალებას მოგვცემს, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ხელიდან გამოვაცალოთ, ჩვენი ფულით განხორციელებული სამქმიანობებით მანიპულირების მექანიზმები.
gallery images

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომადინარე, გაუქმდეს დაგროვებითი საპენსიო პროგრამა

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოქალაქეებს ვისაც აქვთ დაგროვებული საპენსიო პროგრამით თანხა, დაუბრუნდეთ და ქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ ამ მძიმე დროს.