add one
gallery images

ბოიკოტი არხს, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ომი გამოუცხადა

ის, რაც რუსთავი-2-ის ეთერში, გადაცემა "PS"-ში ვნახეთ, სცდება ჟურნალისტიკას და ეთიკას. ეს არის მოღალატეობრივი პროვოკაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის ქვეშ, რაც დაუშვებელია! გიორგი გაბუნიას პროვოკაციული საქციელი არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის მტრობა.ბოიკოტს ვუცხადებთ არხს, რომელიც საკუთარი ხალხის მტერია!ბოიკოტს ვუცხადებთ არხს, რომელმაც საკუთარ ქვეყანას ომი გამოუცხადა!#ბოიკოტირ2ს
gallery images

გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია

ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი ვგმობთ, საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გახარიას ნაბიჯებს, რომელიც არა მხოლოდ ანტიდემოკრატიულია, არამედ ანტიადამიანური, როგორც ხედავთ მათ დაარბიეს 20 ივნისის მიტინგი თბილისში, რუსთაველზე. მათ დაარბიეს უამრავი უდანაშაულო არდამიანი. თვალები დათხარეს ჩვენს ბავშვებს, გაუშვეს ცრემლსადენი მომწამლავი გაზი და დღემდე აქციის ერთი მონაწილის სიცოცხლე ფაქტიურად გაურკვეველია. დარბევის დროს გამოყენებული იქნა ლეტალური იარაღი, რომელიც სახეში დამიზნებითა და ძალისგადაჭარბებით კანონის სრული დარღვევით ფაქტიურად იყო ვანდალობა და ბარბაროსული აქტი,ადგილი ჰქონდა სისტემურ დანაშაულს უდანაშაულო მოსახლეობის მიმართ, რომლებიც აპრიტესტებდნენ რუსეთის ოკუპაციას ჩვენს ქვეყანაში..                აქციის მონაწილეები და მოშიმშილეები დღესაც რჩებიან რუსთაველზე კარვებში.დღევანდელი პრორუსი მთავრობა დემოკრატიის ნამდვილი მტერია. და ვინ არიან ისინი, ისენი არიან იმპერიული ძალების აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, რომელთაც სურთ საქართველო კვლავ დააბრუნონ რუსეთის იმპერიულ მონობაში და დააკარგვინონ დამოუკიდებლობა. დავირაზმოთ მეგობრებო, დავირაზმოთ ჩვენი დამოუკიდებლობის გადასარჩენად,საქართველოს გადასარჩენად და  მოვითხოვოთ გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და კანონის წინაშე სრული სიმკაცრით აგოს პასუხი ჩადენილი ქმედებისთვის.
gallery images

26 აგვისტო - აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციის დღე!

ქართველი ხალხი მოვითხოვთ, რომ 26 აგვისტო, დღე, როდესაც რუსეთის ფედერაციამ სცნო აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, გამოცხადდეს რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციის დღედ! რუსეთი არის ოკუპანტი!საქართველოს 20% ოკუპირებულია!აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი კი არა, ოკუპირებულია!აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!!!
gallery images

საქართველოში აიკრძალოს რუსული დომენი RU

შეიზღუდოს საქართველოში რუსული საიტები რომელიც არ აღიარებენ საქართველოს მთლიანობას .
gallery images

#გრიგალაპრეზიდენტად

ამ ქვეყანას არეშველება არაფერი და ისევ გრიგალა თუ უშველის ამიტომ #გრიგალაპრეზიდენტადდაპირებები:- უფასო ინტერნეტი- დაბალი პინგი ყველა თამაშში- უაზრო ტელევიზიების მოშორება და მხოლოდ YouTube ს არსებობა- 6969 ლარი პენსია- იაფი მომავლის ტექნიკასავარაუდო პარტიის წევრები:(თბილისი)ნიკოლოზ გრიგალაშვილი (პრეზიდენტი)რევაზ ნაჭყებია ( შინაგან საქმეთა მინისტრი )ლერი ხორავა ( გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი )გიორგი დავითულიანი ( თავდაცვის მინისტრი )რუსლან ალიევი ( საგარეო საქმეთა მინისტრი )ალექს გორგაძე ( ფინანსთა მინისტრი )(ბათუმი)გიორგი გვიანიძე ( ბათუმის მერი )ზუკა ზოიძე ( ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი )ლუკა თოდრია ( რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი )
gallery images

ლუსტრაცია

ლუსტრაციის კანონის არარსებობის პირობებში ჩვენ თავად ვაძლევთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მტრებს  შანსს, რომ ფარულად მართოს ქვეყნის მოსახლეობის განწყობები,  დანერგოს ქაოსი, მოახდინოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების საბოტაჟი, მუდმივად ერეოდეს ქვეყნის შიდაცხოვრებაში. ლუსტრაციის  კანონის მიღება  იქნება იმის დასტური, რომ ჩვენ რეალური სუვერენიტეტის პირობებში შეგვიძლია ქვეყნის მართვა   და არ გვსურს, საქართველო გადაიქცეს ვისამე მიერ ფარულად მართულ  ქვეყნად. .ლუსტრაციის კანონი საშუალებას მოგვცემს, რომ აქტიური პოლიტიკური პროცესიდან   გავიყვანოთ  ქვეყანაში ახალი შულავერის კომიტეტის შექმნის მოსურნენი.  
gallery images

შეეცვალოს სახელი მოსკოვის გამზირს და დაერქვს ტატუნაშვილის გამზირი

შეეცვალოს სახელი მოსკოვის გამზირს და დაერქვს ტატუნაშვილის გამზირი
gallery images

უსაფრთხო და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო დგას მნიშვნლელოვანი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე, რაც ცალსახად გამოიხატა საზოგადოებაში მომწიფებული მხურვალე პროტესტის სახით, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო იძენს ახალ მასშტაბებს.იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების პერსპექტივა, პირველ რიგში, აუცილებელია, საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილის და პოლიტიკური სამყაროს წარმომადგენლების კონსოლიდაცია, არსებული არაეფექტური მართვის სისტემისა და პოლიტიკური განწყობების შესაცვლელად.მოგეხსენებათ, რომ საპროტესტო ტალღის მთავარ მამომძრავებელ ელმენენტად იქცა, ოკუპანტი ქვეყნის- რუსეთის დუმის დეპუტატის შემოსვლა საქართველოში და მისი უტიფარი განცხადებები, ოკუპანტის ენაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან.მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს: გამოიჩინონ კეთილგონიერება და მაღალი პროფესიონალიზმი, რათა გაამართლონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობები ხალხის და ქვეყნის წინაშე. სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ყოველი ნაბიჯი არის, პირველი დასჯადი დანაშაული - ქვეყნის ღალატი! ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს , უმოკლეს ვადებში გადახედონ ,შეიმუშავონ, გაამკაცრონ  და დაამტკიცონ ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, როგორიც არის:საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; პატივისცემით:1. ლიკა ასლანიშვილი2. ლევან ასლანიშვილი3. თორნიკე ასლანიშვილი4. დავით მეტრეველი5. გიორგი აბრამიძე6. თორნიკე შერაზადიშვილი
gallery images

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტების პეტიცია

 ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, აღშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის გრძნობამ და იმედგაცრუებამ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოიყვანა.საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების სტუმრობა და მათი პარლამენტის ტრიბუნაზე ხილვა ჩვენთვის და ჩვენი ოკუპირებული ქვეყნისთვის ღირსების შემლახველია. ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ტატუნაშვილის, ბაშარულის და ოთხოზორიას სამშობლოში იმ პოლიტიკური პერსონების ზარზეიმით მიღება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, არის ქვეყნის ღალატი.ჩვენთვის ასევე მიუღებელია ის ფაქტი, რომ მთავრობამ სპეცრაზმის გამოყენებით, ძალადობრივი გზით დაარბია მომიტინგეები. აქედან გამომდინარე მოვითხოვთ: გადადგეს ყველა ის პიროვნება, რომელსაც შეხება ჰქონდა რუსეთის დელეგაციის სტუმრობის დაგეგმვასა და განხორციელებასთან.დაწესდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი!2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.დაისაჯოს ყველა, ვინც ნებართვა გასცა ან განახორციელა  20 ივნისის ღამეს მომიტინგეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.ყოველგვარი გასამართლების გარეშე გამოუშვან აქციის დროს დაკავებული მომიტინგეები, ისინი არ არიან კრიმინალები!სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა აქციის დროს ფიზიკურად დაზარალებული ადამიანების მკურნალობაზე.
gallery images

ბრძოლა თავისუფლებისთვის

30 წლის შემდეგ საქართველოში კვლავ განმეორდა 9 აპრილი. ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, მშვიდობიან მანიფესტანტებს  დაუპირისპირდა. თუ  1989 წელს საქართველოს მოქალაქეებს ესროდნენ რუსი ჯარისკაცები და ბრძანებას რუსი გენერლები გასცემდნენ, 2019 წელს კი ივანიშვილმა, გახარიამ, ბახტაძემ და სხვა ,,ქართველებმა’’ შეითავსეს ეს როლი. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდები, გამოვედით ოკუპაციის გასაპროტესტებლად.ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდები გამოვედით ჩვენი ღირსების დასაცავად.სანაცვლოდ კი  მივიღეთ , ხელისუფლების მიერ მოწყობილი სასაკლაო რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლება დაუპირისპირდა საკუთარ ხალხს. სწორედ ამიტომ,  ჩვენ ვითხოვთ:1. ირაკლი კობახიძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა დატოვონ დეპუტატის მანდატი2. მომხდარზე პასუხი აგოს გიორგი გახარიამ და შსსს მაღალჩინოსნებმა3. დაისაჯონ ის ძალოვნები , რომლებმაც გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებებს და იძალადეს საკუთარ ხალხზე#შეცვალესაქართველო 1. სერგი გიგანი2. გიორგი მაჭარაშვილი3. ნიკა ნოზაძე4. მარიამ რიგვავა5. გიორგი მსხალაია6. გიორგი ჩუბინიძე 7.......
gallery images

მიიღოს საქართველოს პარლამენტმა კანონი ლუსტრაციის შესახებ

ლატვიამ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ალბანეთმა, ლიტვამ და გერმანიამ, ყველამ, ბოსნია-ჰერცოგოვინას გარდა, მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ და დაემშვიდობა საბჭოთა წარსულს და რუსეთის პოლიტიკურ ბატონობას.ზოგიერთ ქვეყანაში კანონი ყოფილ კომუნისტურ ნომენკლატურას უკრძალავდა ხუთი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში უმაღლესი თანამდებობის დაკავებას (ბულგარეთი,სლოვაკეთი), ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით (ლატვია), იკრძალება 1991 წლის შემდეგ კომუნისტური ან მისი მონათესავე იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციებში გაერთიანებულ მოქალაქეების დარეგისტრირება პარლამენტსა და მუნიციპალურ არჩევნებში. გერმანიაში, პოლონეთში, ბულგარეთში კანონის მიღებას პირველ ხანებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საჯარო მოხელეების წმენდა მოჰყვა.იმისათვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს საბჭოთა წარსულიგსან და რუსეთს არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ საქართვლოს საჯარო სამსახურებში ჰყვადეს რუსეთის ინტერესის გამტარებლები, აუცილებელია, საქართველომ სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნების მსგავსად მიიღოს კანონი ლუსტრაციის შესახებ.ყველას, ვისაც გსურთ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ პეტიციას! 
gallery images

დეპუტატთა პენსიები გაუთანაბრდეს ქვეყნის რიგითი მოქალაქეების პენსიებს

2016 წლის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის 677 ყოფილი  დეპუტატიდან თითოეული პენსიის სახით 560 ლარს იღებს. რაზეც ბიუჯეტიდან წელიწადში 4.5 მილიონი ლარი იხარჯება. ამასთან, ყოფილი დეპუტატების პენსია საქართველოს რიგითი მოქალაქეების პენსიაზე 250%-ით მეტია. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ უზრუნველყოფს ხალხისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია კანონები, რომლებიც დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში შეამსუბუქებენ მათ ამ ქვეყანაში არსებობას, პარლამენტის წევრები დროს უსარგებლო კამათზე ან კონკრეტული ელიტების ინტერესებზე მორგებული ინიციატივების განხილვაზე ხარჯავენ. კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს პარლამენტისადმი საზოგადოების ნდობა დაბალია. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ მიერ, 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 17% პროცენტი ენდობა სრულად ან მეტწილად საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი არის ორგანო, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მოქალაქეების ღირსების მანიფესტაციას, თუმცა, როგორც 2019 წლის 20 ივნისს, მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების მოწვევითაც დადასტურდა, საქართველოს პარლამენტი ვერ ასრულებს ამ ფუნქციას.  აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრები არ უნდა სარგებლობდნენ სხვადასხვა პრივილეგიებით. გადასახდელების გადამხდელები არ უნდა უზრუნველყოფდნენ ყოფილი დეპუტატების მაღალ პენსიას, მაშინ როცა რიგითი მოქალაქეების პენსია მინიმალურია, ამიტომაც მოვითხოვთ ყოფილ დეპუტატთა პენსია გაუთანაბრდეს ქვეყნის რიგითი მოქალაქეების პენსიას.
gallery images

ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის (და ოჯახის წევრების) მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ–ნ მამუკა ბახტაძეს

ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის (და ოჯახის წევრების) მიმართვა    პეტიციასაქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ მამუკა ბახტაძეს, საქართველოში უკვე წლების მანძილზე მოქმედებს ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას და ჩამანაცვლებელი პრეპარატის, მეთადონის და ბუპრენორფინი (სუბიქსინი) მიწოდების უზრუნველჰყოფას, როგორც ქალაქ თბილისში ასევე რეგიონებში. დღეის მონაცემებით სახელმწიფო პროგრამებში ჩართულია 12,000 (თორმეტი ათასამდე) ბენეფიციარი. გვინდა მადლიერებით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ პროგრამებზე ფინანსური ბარიერის გაუქმებამ 2015 წლიდან, კიდევ ათასობით ჩვენ მოქალაქეს მისცა საშუალება ესარგებლა ამ მეტად მნიშვნელოვანი სერვისით, როგორც კი მოიხსნა ფინანსური ბარიერი გასამმაგდა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რიცხვი. ჩანაცვლებითმა თერაპიამ მოგვცა საშუალება მოგვეხდინა ჩვენი ყოფის ნორმალიზება და ჩვენი ქმედებების დეკრიმინალიზაცია. გავხდით უფრო სოციალურები/საზოგადოებაში ინტეგრირებული ვიდრე ვიყავით მანამდე, ჩვენ ოჯახებში დაიმკვიდრა სიმშვიდემ, შემცირდა ინფექციების გავრცელების რისკი. იმის განცდამ, რომ დილის გათენება გვიხარია, არ გვჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოვიპოვოთ დღიური დოზის ფული საერთოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრების რითმი.თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება დამთვარდეს და ახალმა რეგულაციებმა, რომელიც 1 აპრილიდან შევიდა ძალაში მართვის მოწმობებთან დაკავშირებით დაგვაყენოს ურთულესი არჩევნის წინაშე: ან უარი უნდა ვთქვათ ჩანაცვლებითი თერაპიების სერვისზე, ან მანქანის მართვაზე, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა!ამავე დროს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, როგორც ნარკოტიკული თრობის ისე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში არის უპასუხისმგებლო ქმედება, რომლის შედეგად არა მარტო საკუთარ თავი არამედ სხვაც შეიძლება დააზიანო! მაგრამ პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის კოდექსით და „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით“ მხოლოდ მოხმარების ფაქტის გამო კვლავ კრიმინალიზაცია ეწინააღმდეგება ყველანაირ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებს! შედარებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში საჭის მართვა ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება.ათეული წლებია მოქმედ სადამსჯელო და მავნებლურ ნარკო პოლიტიკას ადამიანების სიკვდილის გამომწვევი, ჯანმრთელობის და თავად მათი ოჯახების მომავლის განადგურების, ღირსების შელახვის, უსამართლობის განცდის, სრულიად ქვეყნის იმიჯის დიზიანების და საზოგადოებისთვის სხვადასხვა სახის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. ხშირად გვესმის ევროპული მიდგომა, ევროპული სტანდარტი, რაც ბუნებრივია კარგია და გვახარებს. სამწუხაროდ ეს ევროპული მიდგომა დღემდე ვერ შეეხო ნარკოპოლიტიკას, ჯანდაცვის სერვისებს, რომელიც აუცილებელია ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემების გადასაწყვეტად.  გასაგებია, რომ არ ვართ მაღალი ეკონომიკური სტანდარტის ქვეყანა თუმცა კანონის ცვლილებას, რომელიც დამყარებული იქნება ზრუნვაზე, პრევენციულ ღონისძიბებზე, რომელიც აარიდებს მომავალ თაობებს ნარკოტიკებისგან გამოწვეულ ზიანს, ხოლო გამსაღებლებს და რეალიზატორებს აგებინებს პასუხს, ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება ჭირდება.ბ-ნო პრემიერო  საქართველო არის მესამე ადგილზე ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე (რუსეთის და სეიშელის კუნძულების შემდეგ) ბოლო მონაცემებით ქვეყნაში ინექციური გზით მომხმარებელი ადამიანთა რაოდენობა 60 000 ათასამდე გაიზარდა და ესეთ ფონზე ერთი სრულყოფილი სარეაბილიტაციო ცენტრიც კი არ არსებობს ქვეყანაში (ბაზალეთის ცენტრი წლებია დაკონსრვებულია) .გამომდინარე ზემოთ თქმულიდან  მოგმართავთ შემდეგი თხოვნით და იმედს ვიტოვებთ ბ-ნო პრემიერო, რომ გულისყურით მოეკიდებით ჩვენ წუხილს და შემდეგი პრობლმების გადალახვაში დაგვეხმარებით:1.        გთხოვთ განახლდეს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამემტში რათა დასრულდეს ეს პროცესი და მივიღოთ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა.2.       გაფართოვდეს სუბოქსონის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა და მოხდეს პროგრამებზე ფართო გეოგრაფიული არეალის უზრუნველყოფა.3.       გამარტივდეს პრეპარატის ხელზე გატანების პრაქტიკა ზუსტად ისე, როგორც ამას დასავლური ცივილზებული სტანდარტი გვეუბნება.4.      ქალთა საპატიმრო დაწესებულებებში ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების დანერგვა და ჩამანაცვლებელი პრეპარატით პაციენტთა უზრუნველყოფა.5.       მოგვეცეს კონკრეტული განმარტება იმ პაციენტებს ვისაც ექიმის მიერ განსაზღრული აქვს სტაბილური დოზა და შესაბამისად არ ვართ ეიფორიის და თრობის ქვეშ რატომ გვეკრძალება მართვის უფლება.ბ-ნო პრემიერო მოგმართავთ თხოვნით მოხდინოთ პარლამენტში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა“ და დეპუტატების მიერ ინიცირებული პროცესის განახლება, რომელიც სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო შევიდა ჩიხში. ჩვენ ათეულობით ათასი ადამიანი, ჩვენი ოჯახის წევრები მოუთმენლად ველოდებით იმ დაბალანსებულ ნარკოპილიტიკას, რომელიც იქნება დაფუძნებული  ზრუნვაზე, ადამიანების საჭიროებაზე და არა დევნასა და დასჯაზე. უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა ნარკოტიკი იყო დასჯის იარაღი. თქვენ, როგორც მთავრობის მეთაურმა გთხოვთ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით მიმართოთ და პროცესებში აქტიურად ჩართოთ:საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბ-ნ არჩილ თალაკვაძესაქართველოს იუსტიციის მინისტრს ქ-ნ თეა წულუკიანისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრიბ-ნ   დავით სერგეენკოშინგან საქმეთა მინისტრს ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნ აკაკი ზოიძე გთხოვთ და მოგიწოდებთ შეასრულოთ საზოგადოების დაკვეთა, აღასრულოთ თქვენი საარჩევნო დაპირებები ხალხის წინაშე და შეცვალოთ ახალგაზრდების და მთლიანად საზოგადოების კრიმინალიზაციის ნარკოპოლიტიკა, მათი გაღარიბება და დემონიზაცია, ნარკოპოლიტიკა გახადოთ ცივილიზებული და ჯანდაცვაზე ორიენტირებული, რომელიც ასევე იქნება ღირსეული და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებული.ჩვენ პაციენტები, სათემო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი გამოვთქვამთ მზაობას კვლავ აქტიურად ჩავერთოთ ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში.  მხარდამჭერი ორგანიზაციები: „ჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტთა საინიციატივო ჯგუფი“„ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის“„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“
gallery images

ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის (და ოჯახის წევრების) მიმართვა

ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული ჩანაცვლებითი თერაპიების (მეთადონი და ბუპრენორფინი) პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის (და ოჯახის წევრების) მიმართვა    პეტიციასაქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ–ნ მამუკა ბახტაძეს, საქართველოში უკვე წლების მანძილზე მოქმედებს ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას და ჩამანაცვლებელი პრეპარატის, მეთადონის და ბუპრენორფინი (სუბიქსინი) მიწოდების უზრუნველჰყოფას, როგორც ქალაქ თბილისში ასევე რეგიონებში. დღეის მონაცემებით სახელმწიფო პროგრამებში ჩართულია 12,000 (თორმეტი ათასამდე) ბენეფიციარი. გვინდა მადლიერებით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ პროგრამებზე ფინანსური ბარიერის გაუქმებამ 2015 წლიდან, კიდევ ათასობით ჩვენ მოქალაქეს მისცა საშუალება ესარგებლა ამ მეტად მნიშვნელოვანი სერვისით, როგორც კი მოიხსნა ფინანსური ბარიერი გასამმაგდა პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რიცხვი. ჩანაცვლებითმა თერაპიამ მოგვცა საშუალება მოგვეხდინა ჩვენი ყოფის ნორმალიზება და ჩვენი ქმედებების დეკრიმინალიზაცია. გავხდით უფრო სოციალურები/საზოგადოებაში ინტეგრირებული ვიდრე ვიყავით მანამდე, ჩვენ ოჯახებში დაიმკვიდრა სიმშვიდემ, შემცირდა ინფექციების გავრცელების რისკი. იმის განცდამ, რომ დილის გათენება გვიხარია, არ გვჭირდება იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოვიპოვოთ დღიური დოზის ფული საერთოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრების რითმი.თუმცა ეს ყველაფერი შეიძლება დამთვარდეს და ახალმა რეგულაციებმა, რომელიც 1 აპრილიდან შევიდა ძალაში მართვის მოწმობებთან დაკავშირებით დაგვაყენოს ურთულესი არჩევნის წინაშე: ან უნდა უარი ვთქვათ ჩანაცვლებითი თერაპიების სერვისზე, ან მანქანის მართვაზე, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისთვის და ჩვენი ოჯახებისთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა!ამავე დროს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ავტოტრანსპორტის მართვა, როგორც ნარკოტიკული თრობის ისე ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში არის უპასუხისმგებლო ქმედება, რომლის შედეგად არა მარტო საკუთარ თავი არამედ სხვაც შეიძლება დააზიანო! მაგრამ პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის კოდექსით და „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკით“ მხოლოდ მოხმარების ფაქტის გამო კვლავ კრიმინალიზაცია ეწინააღმდეგება ყველანაირ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტანდარტებს! შედარებისთვის, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში საჭის მართვა ადმინისტრაციული სასჯელით ისჯება.ათეული წლებია მოქმედ სადამსჯელო და მავნებლურ ნარკო პოლიტიკას ადამიანების სიკვდილის გამომწვევი, ჯანმრთელობის და თავად მათი ოჯახების მომავლის განადგურების, ღირსების შელახვის, უსამართლობის განცდის, სრულიად ქვეყნის იმიჯის დიზიანების და საზოგადოებისთვის სხვადასხვა სახის ზიანის მეტი არაფერი მოუტანია. ხშირად გვესმის ევროპული მიდგომა, ევროპული სტანდარტი, რაც ბუნებრივია კარგია და გვახარებს. სამწუხაროდ ეს ევროპული მიდგომა დღემდე ვერ შეეხო ნარკოპოლიტიკას, ჯანდაცვის სერვისებს, რომელიც აუცილებელია ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემების გადასაწყვეტად.  გასაგებია, რომ არ ვართ მაღალი ეკონომიკური სტანდარტის ქვეყანა თუმცა კანონის ცვლილებას, რომელიც დამყარებული იქნება ზრუნვაზე, პრევენციულ ღონისძიბებზე, რომელიც აარიდებს მომავალ თაობებს ნარკოტიკებისგან გამოწვეულ ზიანს, ხოლო გამსაღებლებს და რეალიზატორებს აგებინებს პასუხს, ამას მხოლოდ პოლიტიკური ნება ჭირდება.ბ-ნო პრემიერო  საქართველო არის მესამე ადგილზე ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე (რუსეთის და სეიშელის კუნძულების შემდეგ) ბოლო მონაცემებით ქვეყნაში ინექციური გზით მომხმარებელი ადამიანთა რაოდენობა 60 000 ათასამდე გაიზარდა და ესეთ ფონზე ერთი სრულყოფილი სარეაბილიტაციო ცენტრიც კი არ არსებობს ქვეყანაში (ბაზალეთის ცენტრი წლებია დაკონსრვებულია) .გამომდინარე ზემოთ თქმულიდან  მოგმართავთ შემდეგი თხოვნით და იმედს ვიტოვებთ ბ-ნო პრემიერო, რომ გულისყურით მოეკიდებით ჩვენ წუხილს და შემდეგი პრობლმების გადალახვაში დაგვეხმარებით:1.        გთხოვთ განახლდეს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამემტში რათა დასრულდეს ეს პროცესი და მივიღოთ დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა.2.       გაფართოვდეს სუბოქსონის ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამა და მოხდეს პროგრამებზე ფართო გეოგრაფიული არეალის უზრუნველყოფა.3.       გამარტივდეს პრეპარატის ხელზე გატანების პრაქტიკა ზუსტად ისე, როგორც ამას დასავლური ცივილზებული სტანდარტი გვეუბნება.4.        მოგვეცეს კონკრეტული განმარტება იმ პაციენტებს ვისაც ექიმის მიერ განსაზღრული აქვს სტაბილური დოზა და შესაბამისად არ ვართ ეიფორიის და თრობის ქვეშ რატომ გვეკრძალება მართვის უფლება.ბ-ნო პრემიერო მოგმართავთ თხოვნით განახორციელოთ პარლამენტში „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა“ და დეპუტატების მიერ ინიცირებული პროცესის განახლება, რომელიც სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო შევიდა ჩიხში. ჩვენ ათეულობით ათასი ადამიანი, ჩვენი ოჯახის წევრები მოუთმენლად ველოდებით იმ დაბალანსებულ ნარკოპილიტიკას, რომელიც იქნება დაფუძნებული  ზრუნვაზე, ადამიანების საჭიროებაზე და არა მხოლოდ დევნაზე და დასჯაზე. უნდა დამთავრდეს ის დრო, როცა ნარკოტიკი იყო დასჯის იარაღი. თქვენ, როგორც მთავრობის მეთაურმა გთხოვთ აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტის მიზნით მიმართოთ და პროცესებში აქტიურად ჩართოთ:საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ბ-ნ ირაკლი კობახიძესაქართველოს იუსტიციის მინისტრს ქ-ნ თეა წულუკიანისაქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრიბ-ნ   დავით სერგეენკოშინგან საქმეთა მინისტრს ბ–ნ გიორგი გახარიაჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ბ-ნ აკაკი ზოიძე ჩვენც პაციენტები, ჩვენი  მხარდამჭერი სამოქალაქო სექტორი გამოვთქვამთ მზაობას კვლავ აქტიურად ჩავერთოთ ამ მეტად მნიშვნელოვან პროცესში.გთხოვთ და მოგიწოდებთ შეასრულოთ საზოგადოების დაკვეთა და თქვენი საარჩევნო დაპირებები ხალხის წინაშე და შეცვალოთ ახალგაზრდების და მთლიანად საზოგადოების კრიმინალიზაციის ნარკოპოლიტიკა, მათი გაღარიბება და დემონიზაცია, გახადოთ ცივილიზებული და ჯანდაცვაზე დაფუძნებული, რომელიც ასევე იქნება ღირსეული და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებული.
gallery images

დაეხმაროს საქართველოს მთავრობა საბერძნეთსა და იტალიაში მყოფ ემიგრანტებს ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მოპოვებაში

   სანამ ჩვენს კონკრეტულ მოთხოვნაზე გადავალთ,  გვინდა განვაცხადოთ, რომ ვაცნობიერებთ ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას, ამავე დროს  გვსურს ჩვენი ქვეყნის სტატუსი ამაღლდეს და წარმატებულ ქვეყყნებთან ჩვენს კეთილმეგობრულ  ურთიერთობას ხელი არაფერმა შეუშალოს, თუმცა  ვთვლით, რომ ქვეყნის სტატუსზე ზრუნვა მოქალაქეებზე ზრუნვით უნდა იწყებოდეს.   დღესდღეისობით საქართველო არ არის ეკონომიკურად წელში გამართული, საქართველოს ვერც მთავრობა და ვერც კერძო-ბიზნეს  სექტორი ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ღირსებისათვის, უსაფრთხოებისათვის და სასიცოცხლო საჭიროებებისათვის შესაბამის სამუშაო ადგილებსა და ანაზღაურებას    (გთხოვთ მაგალითად ნუ განიხილავთ იმ ე.წ სამსახურებს, რომლებიც ბაზარზე უხვადაა, ისინი არ შეესაბამებიან ადამიანის  სასიცოცხლო მოთხოვნებს, ანაზღაურება  შეუსაბამოა დატვირთვასთან, დროსთან და ძალიან ხშირად შრომის უსაფრთხოება სრულიად უგულებელყოფილია) ასევე მინდა გავაბათილო მეორე არგუმენტი რომელსაც ხშირად იყენებენ, თითქოსდა  მშრომელი მასის  გაუნათლებლობის ბრალია სამუშაო ადგილების არარსებობა.შეგახსენებთ რომ: 1. ძალიან ბევრი განათლებული ადამიანი ვერ საქმდება განათლების შესაბამისად.  2. თუნდაც გაუნათლებელი ადამიანი იმსახურებს ღირსეულ შრომის პირობებს და ანაზღაურებას როდესაც ის მზადაა  თანამშრომლობისთვის, და რაც მთავარია 3. ყველასათვის კარგად ნაცნობი ნეპოტიზმი. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოსახლეობის დიდი ნაწილი რომელიც ემიგრაციაშია, უკვე წლებია ვერ ბრუნდება სამშობლოში, მოგეხსენებათ რომ 25 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთის სამუშაოს მოძიება უკვე რთულია, მით უფრო 40-50 წელს გადაცილებული პირებისთვის, სახლმწიფოში კი ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე რეალური პროგრამა  მათ დასახმარებლად.  რადგან საქართველოს მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, აქდან გამომდინარე ვერ უზრუნველყოფს დაბრუნების მსურველი ემიგრანტების დასაქმებას (შესაბამისი ანაზღაურებით)  და ფაქტიურად ქვეყნის შიდა ეკონომიკური ბრუნვა დიდწილად  დგას ემიგრანტების გზავნილებზე,  გთხოვთ შემდეგს: პირველ რიგში, შეეცადეთ საკუთარი მოქალაქეების დევნის ნაცვლად დაეხმაროთ მათ.  თქვენ  როგორც მოგვახსენეთ, ელოდებით ევროპის ქვეყნების მზადყოფნას თანამშრომლობისთვის, მაგრამ თქვენივე შექმნილი არარეალური იმიჯის გამო  შესაძლოა თავად არ დაინტერესდნენ  აქ მოცემული საკითხით, თქვენ ხართ ქართველი ხალხის  არჩეული მთავრობის წევრები და გევალებათ გააკეთოთ ის რაც ხალხს სჭირდება, ეს ქვეყანა ხალხისაა და არა რამოდენიმე პარლამენტარის, ამიტომ ძალიან გთხოვთ თავად წამოჭრათ ეს საკითხი და თავად იაქტიურთ ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში  იტალიასა და საბერძნეთში მყოფი, ქართველი  ემიგრანტი ქალები ვითხოვთ, ჩვენი ქვეყნის აქტიურ ნაბიჯებს,   გთხოვთ  ითანამშრომლოთ  ამ ქვეყნების მთავრობებთან და დაგვეხმაროთ ემიგრაციაში  პატიოსნად, ლეგალურად  მუშაობის  და  ცხოვრების უფლების მოპოვებაში.    ჩვენ ვგმობთ ყველანაირ კრიმინალს და გვსურს ჩვენი ემიგრაცია იყოს  ჩვენი საცხოვრებელი ადგილებისათვის მიღებული კანონის ფარგლებში.ნუ შეგვწირავთ ქვეყნის არარეალურ სტატუსსა და ჩვენთვის გაურკვეველ და მიუღებელ სხვა მიზეზებს.  მოგეხსენებათ ფასადი რომელიც მყარი არაა ადვილად ჩამოიშლება. პატივისცემით ქართველი ემიგრანტი ქალები .პ.ს ხელის მოწერა შეუძლიათ ასევე მამაკაცებსაც , საქართველოში მცხოვრებ ემიგრანტის ოჯახის წევრებსაც და უბრალოდ ადამიანებსაც ვინც იზიარებს ჩვენს მოსაზრებას