add one
gallery images

გადადგეს პროვოკატორი ე.წ პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებები და მისი გიჟური მოქმედებები უვეკ ყოველგვარს ზღვარს ცდება, ამიტომ საჭიროა სასწრაფოდ მოხდეს მისი იმპიჩმენტი.
gallery images

დავით გარეჯის კომპლექსი – ვითარება ჩვეულ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს

დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირებული და მნიშვნელოვანია კეთილმეზობლური ურთიერთობა როგორც აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფოებს, ისე აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს შორის.კარგად ვიცნობიერებთ, რომ არა მხოლოდ პარტნიორები ვართ, არამედ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტები დაკავშირებულია ერთმანეთთან.არასწორად მიგვაჩნია შეუსაბამო და ურთიერთობათა დამაზიანებელი აქციები აზერბაიჯანის საზღვართან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა მცირე ნაწილი აწყობს.ვიცით და გვახსოვს, რომ ჩვენი ქვეყნები საერთაშორისო სისტემაში აღიარეს იმ საზღვრებით, რომელიც ორივე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სსრკ-ის შემადგენლობაში არსებობისას ჰქონდა  და ამ  საზღვრების ეჭვქვეშ დაყენება არანაირი თვალსაზრისით არ არის გამართლებული. მომხრენი ვართ, დავაცხროთ ვნებები და ვითარება დაუბრუნდეს ჩვეულ კალაპოტს, საიდანაც ის ზოგიერთი ოფიციალური და კერძო პირის განცხადებებმა გამოიყვანა.ჩვენი კულტურული იდენტობა წარმოუდგენელია დავით გარეჯის გარეშე. ასევე წარმოუდგენელი და მიუღებელია ურთიერთობათა წახდენა მეზობელ და მეგობარ ქვეყანასთან,ვულოცავთ აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს – 28 მაისს.
gallery images

აიკრძალოს უკანონო მშენებლობები

მშენებლობის ნებართვა გაცილებით მკაცრად უნდა გაიცემოდეს და თავად პროცესის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ ურბანული პრობლმები.
gallery images

SOS! არა ციხის მშენებლობას ქ. რუსთავში!!!

საქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძესსაქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანსთვითმართველი ქალაქი რუსთავის მოსახლეობის მიმართვა რუსთავში ორი ახალი პენიტენციური დაწასებულების მშენებლობასთან დაკავშირებით: „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 2005 წლის 1 აპრილიდან, განსაზღვრავს, რომ „მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში წარმოადგენს ერთ-ერთ დემოკრატიულ პრინციპს.“ საქართველოს ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი აღიარებს რუსთაველი მოქალაქეების „უფლებას და შესაძლებლობას, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები“. ასევე აღიარებს გარანტიებს, რომ „სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს“. თვითმართველი ქალაქი რუსთავი არის ერთერთი პირველი რომელმაც 2014 წლის 20 იანვარის #216 დადგენილებით დაამტკიცა „თვითმართველი ქალაქი რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“ რომელიც დაეფუძნა „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ კანონის მოთხოვნებს. აღნიშნული დოკუმენტით განისაზვრა რუსთავის განვითარების არეალი და პერსპექტივები. https://rustavi.gov.ge/page/47 კანონით მინიჭებული უფლებების, გარანტიებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში მოქალაქეთა ჩართულობის მექნიზმების განსაზღვრის მიუხედავად, ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მხრიდან (საქართველოს იუსტიციის სამინისტრო), თვითმმართველი ქალაქის საზღვრებში შემავალ მიწაზე საკადასტრო კოდით 02.05.02.329 პენტენციური დაწესებულების მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ იყო ჩართული ადგილობრივი თვითმართველობა და რუსთავის მოსახლეობა.იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში იმ მიზნებთან რასაც ქალაქის მოსახლეობა და  თვითმართველობის ორგანოები განიხილავენ რუსთავის ამჟამინდელი და სამომავლო განვითარების პერსპექტივად.  2018 წელს დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის ეკონომიკური განვითრების გეგმა“ (იხილეთ: https://rustavi.gov.ge/file_manager/44/3dafb9a2c93bfd214cf1677b5b7748c9.pdf)    აყალიბებს ქალაქის სამომავლო განვითრების ხედვას: „ქალაქი რუსთავი არის რეგიონული ეკონომიკური და ლოჯისტიკური ცენტრი, მუდმივად მზარდი სამუშაო ადგილებით, დივერსიფიცირებული ეკონომიკით, პროფესიული გადამზადების კარგი ბაზით, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და ინოვაციების მხარდამჭერი გარემოთი“.აღნიშნულიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულების მშენებლობას რუსთაველი მოსახლეობა განიხილავს არამიზანშეწონილ გადაწყვეტილებად, რომელიც შეაფერხებს ქალაქის მიმდინარე განვითარებას.აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს სივრცეს, რომლის მომიჯნავედ განთავსებულია რუსთავის ისტორიული უბანი ჭყონდიდელის დასახლება, რუსთავის ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა (240 ჰექტარი 02.05.05.871) სამომავლოდ ძალიან საინტერესო განვითარების პერსპექტივით, მდინარე მტკვარი და რკინიგზის სადგური. რუსთავის განვითარება სწორედ ამ არეალიდან დაიწყო წინა საუკუნეში, რომელიც კლიმატური მაჩვენებლით უფრო გრილ ადგილს და საუკეთესო გარემოს წარმოადგენს ქალაქის განვითარებისთვის.ის, რომ ამ ტერიტორიულ ზონას აქვს საინვესტიციო პოტენციალი ადასტურებს მომიჯნავედ მდებარე აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი და თანამედროვე „რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი“ www.iscr.ge, რომელიც არის ბოლო წლების უკინაკალური უცხოური ინვესტიაცია თავის მასშტაბით და შინაარსით. სკაუტური ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისო ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების,  ტურიზმის, განათლების, რეკრეაციის ბაზას. შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით:  შეაჩეროთ, რუსთავისთვის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან და ეკონომიკურად პერსპექტიულ სივრცეში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, შეხვდეთ მოსახლეობას და მოისმინოთ მათი აზრი.
gallery images

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით!

საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის უსამართლო. ის მოქმედებს ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაჟორიტარებით მანიპულირება ივანიშვილს ხმების მოპარვის საშუალებას აძლევს. 2016 წლის არჩევნებში ,,ოცნებამ" მხოლოდ 48% მიიღო, მაგრამ პარლამენტის მანდატების 80% მიითვისა! ოპოზიცია ითხოვს, რომ მაჟორიტარული სისტემით არჩევნების ჩატარება გაუქმდეს არა 2024 წელს, როგორც ეს სურს ხელისუფლებას, არამედ 2020 წელსვე! პროპორციული სისტემა დიდწილად გამორიცხავს საქართველოში ერთპარტიულ ან ერთპიროვნულ მმართველობას! პროპოციული სისტემის პირობებში პარლამენტის დაკომპლექტება ხდება ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმების პროპორციულად!
gallery images

შეუწყდეს მაუწყებლობა "1 გასართობს" !

შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ 2015 წლიდან ხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი სახელმწიფო ტელევიზიის - ORT-ს პირველი არხის გასართობი პროგრამების გავრცელება ქართულ სატელევიზიო სივრცეში,ქართული თარგმნით.ქვეყანაში,რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული მიუღებელია ამ ქვეყნის გასართობი გადაცემების მშობლიურ - ქართულ ენაზე თარგმნა და გავრცელება.ქართულ სატელევიზიო სივრცეში არც ერთი უცხოური არხი არ მაუწყებლობს ქართული გახმოვანებით.ამ არხის მაუწყებლობა უხეშად არღვევს კანონს "მაუწყებლობის შესახებ" . რომლის 51-ე მუხლის მიხედვით ,პროგრამული უზრუნველყოფა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყონ სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებელთა და მსმენელთა წინაშე ლიცენზიის მფლობელის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით."1 გასართობი"  ირიბად ახდენს რუსულ პროპაგანდას. აღსანიშნია, რომ შპს "რ.ბ.ჯ"-ს 90%-ის მფლობელი  სწორედ რუსეთის მოქალაქე - ოლგა მილიაევაა.აქედან გამომდინარე,მოვითხოვთ შეუწყდეს მაუწყებლობა "1 გასართობს" !
gallery images

დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი!!! შეწყდეს საპენსიო სააგენტოს მხრიდან მოსახლეობის “გაკულაკება”!

საპენსიო სააგენტომ ფულის შეგროვება ისეთ რეჟიმში დაიწყო, სანამ აღნიშნულ სააგენტოში ამოქმედდებოდა საინვესტიციო და რისკების საბჭო და შემუშავდებოდა საინვესტიციო პოლიტიკა. ამ პირობებში ხელისუფლება უკვე გვართმევს ფულს და არ იციან რა უყონ. აღნიშნული საბჭოების დღემდე არ არსებობის გამო, არ არის გამოკვლეული რისკები და გაანალიზებული დაზღვევის მექანიზმები. საპენსიო სააგენტოში არ აქვთ არგუმენტირებული პასუხები მთავარ კითხვებზე - აქვს თუ არა დაკარგვის რეალური საფრთხე ჩვენი ჯიბიდან ამოცლილ თანხას, სად უნდა შეაგროვონ და რა შემთხვევაშია გამართლებული დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედება. მიუხედავად ამისა, ათეულობით მილიონი ლარი უკვე განათავსეს საპენსიო ფონდის მეშვეობით გარკვეულ, თუ გაურკვეველ ანგარიშებზე. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული 20 და 25 წლის შემდეგ ჩვენი ბებია-ბაბუების ანაბრების ბედს გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოსახლეობის “გაკულაკება”. ერთის მხრივ, აბსოლუტურად გაუაზრებელი და მეორეს მხრივ, თაღლითური ნიშნების შემცველი სქემა სხვა არაფერია თუ არა ხალხისგან ფულის წაღლეტისა და მოსახლეობის გაღატაკების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა.ამიტომ, მოვაწეროთ ხელი პეტიციას, მოვითხოვოთ, რომ დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი. ვასწავლოთ ხელისუფლებას საუბარი ხალხთან და ჩვენი მოთხოვნების შესრულება.
gallery images

აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული ნომრის მქონე მანქანის გადაადგილება!

აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე, რუსული ნომრის მქონე მანქანის გადაადგილება! მოვითხოვთ კანონში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც ოკუპანტი ქვეყნის სანომრე ნიშნების მქონე მანქანები არ შემოიშვებიან ქვეყანაში!გამოსავალი : შეიძლება იყოს დოებითი ნომრები, რომელსაც გაიკეთებენ მსგავსი ნომრის მქონე მანქნაები და სანამ იმოძრავებენ საქართველოს ტერიტორიაზე ეკეთებათ ეს ნომრი.
gallery images

პეტიცია მართლმსაჯულების გადასარჩენად

საქართველოს სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმის საკითხი მუდმივად დგას დღის წესრიგში ჩვენი ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. წლების განმავლობაში მიმდინარე რეფორმებმა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია და შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ხელისუფლებაში მყოფმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოხატეს მყარი პოლიტიკური ნება, უარი ეთქვათ სასამართლოს კონტროლზე, რაც მძიმედ აისახა საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებებზე, ქვეყნის რეპუტაციასა და დემოკრატიულ განვითარებაზე.დღეს:●დისკრედიტირებულ და რეპუტაციაშელახულ მოსამართლეთა დიდი ნაწილი უვადოდ არის დანიშნული და კლანური პრინციპებით მართავს სასამართლო სისტემას;●სასამართლოში გაბატონებული და პოლიტიკური ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა კლანი, რომელიც  წინა ხელისუფლების დროსაც მართავდა და აკონტროლებდა სასამართლოს, ეწინააღმდეგება რეალურ და სიღრმისეულ რეფორმებს;●სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობა დღითიდღე იკლებს;●სასამართლო ხელისუფლების სადავეებთან მყოფი კლანი ალიანსში შევიდა მმართველ პარტიასთან და საკუთარ ინტერესებს მოარგო ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა;●სასამართლოში გაჩნდა ნეპოტიზმის  და კორუფციის ნიშნები;●სასამართლოში გაბატონებული კლანის მიერ იდევნება განსხვავებული აზრი;●კლანის წევრი მოსამართლეები აკეთებენ პოლიტიკურ და სამოსამართლო ეთიკისათვის შეუთავსებელ განცხადებებს და მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესებში.შექმნილი კრიზისული ვითარება ანგრევს ნდობას სასამართლოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი  და არყევს  საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების ფუნდამენტს. სწორედ ამიტომ, დღეს, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის იდეის გადარჩენა სახელმწიფოებრივი საკითხი გახდა. შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა მხოლოდ მკვეთრი გადაწყვეტილებების და პრინციპული რეფორმების შემთხვევაშია შესაძლებელი, რომელთა მიზანი ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა,  საზოგადოების ინტერესებსა და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა იქნება.  პეტიციაზე ხელმომწერი პირები და ორგანიზაციები, მოვითხოვთ: ●​დატოვონ თანამდებობები უსამართლობის სიმბოლოდ ქცეულმა მოსამართლეებმა მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ  წევრებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას. კლანის წევრებმა სხვა მოსამართლეებს მისცენ უფლებამოსილებების ღირსეულად შესრულების შესაძლებლობა;●​ხელისუფლებამ შეწყვიტოს მოსამართლეთა გაბატონებული კლანის მხარდაჭერა;●​შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები, ვიდრე ძირეული რეფორმების შედეგად სასამართლო გათავისუფლდება კლანური მმართველობისგან;●​საზოგადოებრივი ჯგუფების ფართო ჩართულობით დაუყოვნებლივ დაიწყოს სასამართლო სისტემის სიღრმისეული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მკაფიო მიზანიც სასამართლოს კლანური მმართველობისგან გათავისუფლება იქნება. პეტიციის ავტორები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)საქართველოს დემოკრატიული ინიციატივაინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)კავშირი ,,საფარი”საქართველოს პენ-ცენტრიინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვისსაქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASSსაქართველოს ატლანტიკური საბჭოკვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი საზოგადოება და ბანკებიმედიის განვითარების ფონდიეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისაქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრიცენტრი "ემპათია" გია ხუხაშვილიმაია მწარიაშვილიკახა წიქარიშვილიანა ნაცვლიშვილიირაკლი კორძახიალაშა ტუღუშიკახა კოჟორიძეზაზა ხატიაშვილიგიორგი ხვედელიანი ​
gallery images

მხარი დავუჭიროთ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადავადებას 2025 წლამდე

2012 წლიდან საქართველოს ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის გასაჯანსაღებლად და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად, განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, კერძოდ:·         საქმეთა ელექტრონული გადანაწილება;·         მოსამართლეთა უვადოდ გამწესება;·         იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობის გაზრდა;·         ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობის მინიმუმამდე შემცირება.აღნიშნული ცვლილებების უმთავრესი წინაპირობა იყო ის ზოგადი მიზნები, რომლებსაც ეს ცვლილებები უნდა მომსახურებოდა, მაგრამ დღეს არსებული სურათი რაკიდიკალურად განსხვავებულია.·         სეპარაცია საზოგადოებასთან;·         პოლიტიკური განცხადებები მოსამართლეების მხრიდან;·         ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვვეა (სასამართლოს სისტემა ირიბად გავლენას ახდენს საქართველოს პრალამენტის საქმიანობაზე);·         კონკრეტული ინდივიდის/ინდივიდების მიერ მართული სასამართლო სისტემა.მოცემული სურათი ცხადყოფს, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა არათუ ვერ უზრუნველყო საზოგადოების ნდობის ამაღლება, არამედ შექმნა განსხვავებული საფრთხეები, რომელიც აისახება ინტერესთა ჯგუფების დახმარებით, ერთი ინსტიტუციის მხრიდან სხვა ინსტიტუციაზე გავლენის მოხდენით.
gallery images

მხარს ვუჭერთ, ბატონ იოსებ ჭუმბურიძეს!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!ბატონო ირაკლი!თქვენ  გამოაცხადეთ  კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრის ასარჩევად;ჩვენ მხარს ვუჭერთ ბატონ  იოსებ ჭუმბურიძეს!  ბატონი  იოსებ ჭუმბურიძე გახლავთ  თვალსაჩინო ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ლექტორი, მეცნიერების დოქტორი, პროფესორი. ჟურნალისტიკის მკვლევარი, არაერთი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორი;  პრაქტიკოსი და, იმავდროულად, თეორეტიკოსი.უნდა ითქვას, რომ რამდენიმე თვის წინათაც  შეგროვდა მრავალრიცხოვანი ხელმოწერა; სამწუხაროდ,  მაშინ სახალხო დამცველმა არ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი და არ წარადგინა ჩვენი რჩეული კანდიდატი, ბატონი  იოსებ ჭუმბურიძე.იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს მიერ შეთავაზებულ, ღირსეულ კანდიდატს; ბატონი იოსებ ჭუმბურიძე არის  მაღალი რანგის პროფესიონალი და მისი ყოფნა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში, ხელს შეუწყობს  საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას.გთხოვთ, გაითვალისწინოთ საზოგადოების აზრი, თუ ეს მართლა საზოგადოებრივი მაუწყებელია და რეალურად გსურთ, იყოს საზოგადოების სამსახურში. საინიციატივო ჯგუფის სახელით,ელგუჯა მარღიაპოეტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის'' დამფუძნებელი. 
gallery images

მოხდეს მიხეილ ავაგიანის ძეგლის დემონტაჟი

სამცხე-ჯავახეთში, ყარაბაღის ომის აქტიურ მონაწილეს, მიხეილ ავაგიანს ძეგლი დაუდგეს. ძეგლის გახსნას "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი ესწრებოდა.ძეგლი 20 იანვარს გაიხსნა.ცნობისათვის, 20 იანვარი აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული.1990 წლი 20 იანვარს ყარაბაღში დაწყებული შეტაკებებისას დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე.ჩვენ საქართველოს მოქალაქეები მოვითხოვთ მოხდეს ძეგლის დემონტაჟი რადგან, არსებობს სერიოზული ეწვები, რომ ეს პიროვნება მონაწილეობას ირებდა აფხაზეთში მომდინარე მოვლენებში, ქართველების წინააღმდეგ.ეს არის სპეციალურად ჩადებული ნაღმი, საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული მეგობრობის წინააღმდეგ.ეს არის იმ დანაშაულების გმობა რაც სოხეთს მიუძღვის საქართველოს წინაშე.ეს არის საქართველოს ოკუპაცის აღიარებაეს არის საქართველოს ოკუპაციის არ აღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, რაცას წლებია სომხეთი მიმართავს.ყარაბახი ისეთევე ოკუპირებული ტერიტორიაა როგორიც აფხაზეთი და სამაჩაბლო.ოცნების დეპუტატს მოეთხოვოს არგუმენირებული პასუის გაცემა, რატომ აყენებს საქართველოს საფრთხის წინაშე და რატომ მოქმედებს პირადი შეხედულებებით.
gallery images

მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი - მართლმსაჯულების გადასარჩენად

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა უმთავრესი მიზანია საქართველოში დამკვიდრდეს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.მსოფლიოს ისტორიული გამოცდილება ადასტურებს, რომ ამ მიზნების მიღწევა შეუძლებელია დამოუკიდებელი, თავისუფალი, ანგარიშვალდებული და სამართლიანი სასამართლო სისტემის გარეშე. ამ სისტემის მთავარი საყრდენი არის ინდივიდუალური მოსამართლე, რომელიც კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს კეთილსინდისიერი და კომპეტენტური.დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში სხვადასხვა მიზეზთა გამო დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ვერ მოხერხდა. ქართული საზოგადოება ამ რეალობას და მისი მოგვარების აუცილებლობას კარგად იაზრებს, რისი უდავო დასტურია ის ფაქტი, რომ მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, საზოგადოებრივი პროტესტის მთავარ საკითხს ყოველთვის სამართლიანობის მოთხოვნა წარმოადგენს. 2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას, მაგრამ მოექცა აღმასრულებელი ხელისუფლების ტოტალური კონტროლის ქვეშ. ის ჩამოყალიბდა მორჩილებაზე დამყარებულ უსამართლო სისტემად.2012 წლიდან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სასამართლოს გაუჩნდა შესაძლებლობა აღედგინა საკუთარი დამოუკიდებლობა, რეალურად დაენერგა თვითმმართველობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპი, აღედგინა საზოგადოებრივი ნდობა. თუმცა სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელისუფლებაში სასამართლოს გათავისუფლების რეალური პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ფრაგმენტული და არასწორი რეფორმების პორობებში, სასამართლოს დამოუკიდებლობა ვერ იქნა მიღწეული.სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა - „კლანმა“, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს.  2012 წლის შემდეგ ამ ჯგუფმა მოიპოვა ყველა სამოსამართლო პოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დაიკავა ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობა სასამართლო სისტემაში. მათ ალიანსში აღმოჩნდა იუსტიციის საბჭოს  3 არამოსამართლე წევრი, რომლებიც  არასდროს აფიქსირებენ განსხვავებულ მოსაზრებას და უსიტყვოდ ეთანხმებიან კლანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. საბჭოს მიმართ არსებული ლეგიტიმური კითხვების და მძიმე კრიტიკის ფონზე, მისი საქმიანობის რეფორმირების საჭიროება ასევე დააყენა ვენეციის კომისიამ კონსტიტუციური რეფორმის შეფასებისას.  ბოლო წლების გამოცდილება ადასტურებს, რომ კლანი სისტემატურად არღვევს ან არაკეთილსინდისიერად განმარტავს კანონს, ბოროტად იყენებს საკანონმდებლო ხარვეზებს. შეუძლებელია კლანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა სამართლებრივი გზით, რადგანაც სასამართლო სისტემას ის თავად აკონტროლებს.  შესაბამისად, აღარ არსებობს იმედი, რომ ამ კლანის არსებობის პირობებში თუნდაც საუკეთესო კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება სასამართლოს გაჯანსაღება.2018 წლის დეკემბერში კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებიდან ქართული საზოგადოება დადგა თვისობრივად ახალი საფრთხის წინაშე - სასამართლოში გაბატონებულ ამ ჯგუფს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო სასამართლოს კონტროლის ინსტრუმენტი, უკვე მიეცა შესაძლებლობა სრულად, უვადოდ დააკომპლექტოს ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო.    ამ ჯგუფმა თავისი ზრახვებისა და საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა საზოგადოებისათვის მიუღებელი გადაწყვეტილებებით, მათ შორის უსამართლო და მორჩილი მოსამართლის სიმბოლოს -  ლევან მურუსიძის საჩქარო უვადო გამწესებით და პარლამენტის წინაშე  უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა სიის წარდგენით, რომელიც შეიქმნა ფარულად, სათანადო კრიტერიუმების გარეშე და სამართლიანი პროცედურების დაუცველად. შესაბამისად, შეიქმნა რეალური საფრთხე, რომ საზოგადოება დაკარგავს დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბების უკანასკნელ იმედს და ათწლეულების განმავლობაში სასამართლო სისტემა  მოექცევა კლანის მმართველობის ქვეშ.აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:1.დაუყოვნებლივ გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც  2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში;  2.დაუყოვნებლივ გადადგენენ მოსამართლის თანამდებობიდან კლანის ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო - ლევან მურუსიძე.3.საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო  ჩართულობით, და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.4.უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და წარდგენა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, მოსამართლეთა შერჩევის გამართული და დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის შემდეგ.   
gallery images

საქართველოს ეკლესიამ და მთავრობამ სასწრაფოდ ცნოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს საერთო მტერის რუსეთის წინააღმდეგ
gallery images

28 ნოემბრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ

მიმართვა ევროსაბჭოს და ევროპარლამენტს!ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი საქართველოს მოქალაქენი მოვითხოვთ... ვინაიდან მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ტოტალურად იქნა გაყალბებული სამთავრობო ვითომ,,დამოუკიდებელ,, კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, გაუქმდეს და მისი შედეგები ბათილად იქნას ცნობილი.ხოლო, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის მიერ კანონიერად არჩეული გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აღიარებულ იქნას საქართველოს რიგით მეხუთე კანონიერ პრეზიდენტად გამოცხადდეს კანონიერ პრეზიდენტად და შეუდგეს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის განხორციელებას!