add one
gallery images

დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით

დაუყოვნებლივ გადადგეს საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობითაუცილებელია ჩამოყალიბებული კლანურ მაფიოზური მახინჯი „პოლიტიკური“ სისტემის დემონტაჟი.ქვეყანაში არ არსებობს სოციალურ ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემა, არ არის დაცული ელემენტარული სასიცოცხლო და საარსებო ნორმები, არ არსებობს პოლიტიკური პლურარიზმი, თავისუფალი მედია, სუფევს სახელმწიფო კორუფცია, ხელისუფლებაში არიან კრიმინალურ-მაფიოზური დაჯგუფებები, არის მართვადი ქაოსი. დაკარგული და ოკუპირებულია გაეროს მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიის 30%, მიმდინარეობს მცოცავი ანექსია და აბორიგენი ქართველი მოსახლეობისაგან წმენდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე. დაწყებულია საქართველოს სახელმწიფოს რღვევის პროცესი. სახეზეა პოლიტიკურ-სამართლებრივი კრიზისი, ქვეყანაში სუფევს სამართლებრივი ვანდალიზმი, არ არსებობს სამართლებრივი, სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტები, სახეზეა სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, კულტურულ-სამართლებრივი და სულიერი განადგურების ფაქტები, დაფიქსირდა ერის გენოციდი. (სიკვდილიანობამ გადაასწრო შობადობას)
gallery images

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ არსებობს სოციალურ ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემა, არ არის დაცული ელემენტარული სასიცოცხლო და საარსებო ნორმები, არ არსებობს პოლიტიკური პლურარიზმი, თავისუფალი მედია, სუფევს სახელმწიფო კორუფცია, ხელისუფლებაში არიან კრიმინალურ-მაფიოზური დაჯგუფებები, არის მართვადი ქაოსი. დაკარგული და ოკუპირებულია გაეროს მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიის 30%, მიმდინარეობს მცოცავი ანექსია და აბორიგენი ქართველი მოსახლეობისაგან წმენდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე. დაწყებულია საქართველოს სახელმწიფოს რღვევის პროცესი. სახეზეა პოლიტიკურ-სამართლებრივი კრიზისი, ქვეყანაში სუფევს სამართლებრივი ვანდალიზმი, არ არსებობს სამართლებრივი, სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტები, სახეზეა სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, კულტურულ-სამართლებრივი და სულიერი განადგურების ფაქტები, დაფიქსირდა ერის გენოციდი. (სიკვდილიანობამ გადაასწრო შობადობას) ასეთ ვითარებაში  პარლამენტარები დაკავებულები არიან პირადი ანგარიშწორებებით და  საკუთარი ბიზნესების ლობირებით, მფარველობს კონტრაბანდისტებს და ნარკობარიგებს, ღებულობს ანტიეროვნულ კანონმდებლობას, ხელს უწყობს გარყვნილებისა და ეროვნული ღირებულებების დისკრიმინაციის პროპაგანდას,  არ მოხდა დისკრიმინაციული  საარჩევნო კოდექსის განხილვაც კი. ხდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დისკრიმინაცია, პარტიებს არ ეძლევათ საკუთარ მხარდამჭერებსა და საზოგადოებს გააცნონ თავიანთი პროგრამები საზოგადოებრივი ტელეარხების მეშვეობით. დახურულია მასმედია.პარლამენტი სრულიად მოქცეულია ოლიგარქიულ, კლანურ მაფიოზური წარმონაქმნების ზეგავლენის ქვეშ.  ამიტომ დაუყოვნებლივ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს ვადამდელი მრავლპარტიული, თანაბარ უფლებიანი ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები! საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ზედამხედველობით როგორებიცაა გაერო, ეუთო, ევროკავშირი!
gallery images

იმგზავრონ სამთავრობო პირებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით!!!

მიუხედავად იმისა რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორებიცაა მეტრო, ავტობუსი, სამარშუტო ტაქსი, გადაადგილების მთავარი საშუალებაა, მგზავრობა მაინც ძალიან არაკომფორტული და უბრალოდ რთულიც კი გახლავთ. კარგი იქნება სამთავრობო პირებს ჰქონდეთ ვალდებულება, რომ თვეში ერთხელ მაინც, (თვეში ერთხელ!!!) იმგზავრონ წინა და უკანა გზაზე ზემოთ ჩამოთვლილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამით მხოლოდ იმას არ მივაღწევთ რომ თავიანთი თვალით დაინახავენ ერთ-ერთ ყველაზე გაჭირვებულ ფენას, არც მხოლოდ იმ შესანიშნავ შედეგს მივიღებთ რომ მცირედით მაინც განიტვირთება ქალაქი, ჩვენ მივაღწევთ რომ თითოეულმა მათგანმა უფრო მეტად იზრუნოს (ისევ და ისევ საკუთარი თავებისთვის) მგზავრობის კომფორტულობისთვის, ასევე უფრო აქტიური და ხშირი კონტაქტი ჰქონდეთ თანამემამულეებთან და კიდევ მთავარი, იქნებ საბოლოოდ მივიდეთ იმ აზრამდე რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სირცხვილი არ არის, "არ ტეხავს", სამწუხაროდ ასე დღემდე ძალიან ბევრი ფიქრობს. (იქნებ უსასრულო რაოდენობის ტაქსებიც დათვლადი გახდეს)
gallery images
gallery images

გორში სტალინის გამზირს დაერქვას მშვიდობის გამზირი

სამწუხაროა,რომ დღემდე ქალაქი გორი სტალინის სახელთან ასოცირდება.ქალაქის შუაგულში სტალინის მუზეუმია განთავსებული,ხოლო მთავარი ქუჩა სტალინის გამზირის სახელითაა ცნობილი.დროა,ვაღიაროთ რომ სტალინი იყო დიქტატორი და მისი სახელი წარსულს ჩავაბაროთ.მჯერა,რომ დემოკრატიული სახელმწიფოს შესაქმენალად უნდა განვთავისუფლდეთ ე.წ "პოსტსაბჭოთა ქვეყნის" სტატუსისგან.2008 წლის ომს შეეწირა არაერთი გმირი.ამიტომ გორის მთავარი გამზირის სახელწოდება უნდა შეიცვალოს და მას მშვიდობის გამზირი დაერქვას.მსოფლიოს ვუთხრათ,რომ საბჭოთა კავშირის კლანჭებს დიდი ხანია დავაღწიეთ თავი,რომ ჩვენ მზად ვართ ცვლილებებისა და განვითარებისთვის და აღარ გვსურს,ვიცხოვროთ სტალინის ჩრდილის ქვეშ.
gallery images

მოსახლეობას მიეცეს საშუალება შეცვალოს მაღალჩინოსნები , აქციის და რევოლუციის გარეშე

საქართველოს პარლამენტს !  პატივცემულო პარლამენტის წევრებო , უკვე დროა წარსულს ჩავაბაროთ პროტესტის გამოხატვა აქციის და რევოლუციის მეშვეობით . მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება , იმ შემთხვევაში თუ : პარლამენტის წევრები , პრემიერ-მინისტრი , მინისტრები ან მინისტრის მოადგილეები , ვერ ასრულებენ საკუთარ საქმიანობას, ანდა ასრულებენ არა კეთილსინდისიერად ისინი გადააყენოს თანამდებობიდან , მშვიდობიანი გზით . მოსახლეობას პროტესტის გამოსახატავად არ უნდა სჭირდებოდეს აქციების და რევოლუციის მოწყობა . შეიქმნას ცალკე საიტი ან დაემატოს არსებულ საიტებზე ველი სადაც წარმოდგენილნი იქნებიან სრულად : პარლამენტის წევრები , პრემიერ-მინისტრი , მინისტრები , მინისტრის მოადგილეები . მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა გამოკითხვის მეშვეობით თითოეულ პიროვნებაზე დააფიქსიროს პოზიცია შემდეგნაირად - ასრულებს საკუთარ მოვალეობას , ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას . თუ რომელიმე ზემოთ აღნიშნული ფიგურის ,, ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობას “ გაუთანაბრდება საარჩევნოდ განკუთვნილი მოსახლეობის რაოდენობის 51 % მაშინ აღნიშნულმა პირმა თანამდებობა დატოვოს .
gallery images

აიკრძალოს სოროსის ფონდი!

აიკრძალოს სოროსის ფონდი საქართველოში!* * *უნგრეთმა უარი უთხრა სოროსის ფონდს:უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ კამპანია "შეაჩერე სოროსი" წამოიწყო, რომლის შედეგადაც სოროსის "ფონდი - ღია საზოგადოება" ბუდაპეშტში მოქმედ ოფისს ხურავს და აღმოსავლეთ ევროპისთვის განკუთვნილ ოპერაციებს ბერლინის ოფისში გადაიტანს.  
gallery images

გადმოიყვანეთ ბასტიან შვაინშტაიგერი ქუთაისის ტორპედოში!!!

ჩემი დაჟინებული მოთხოვნაა, 2018/2019 წლის სეზონის დასაწყისისთვის ბასტიან შვაინშტაიგერი ირიცხებოდეს ქუთაისის ტორპედოს შემადგენლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოვაწყობ მასშტაბურ აქციებს და წამოვიწყებ მსოფლიო ომს!
gallery images

არა “გაზპრომ მედიის” შვილობილ NTV Plus-ს!

როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომ მედიის” შვილობილი NTV Plus საქართველოს ტელებაზარზე შემოდის.კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, “ენ ტე ვე პლუსმა”, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ორი წლის წინ გაიარა რეგისტრაცია (2016 წლის 12 სექტემბერს) და მიიღო ავტორიზაცია. “ენ ტე ვე პლუსის” პარტნიორი საქართველოში შპს “მედია ჯგუფია”. 2017 წლის სექტემბერში დაფუძნებული ამ კომპანიის 50%–ს დავით ნაკაშიძე ფლობს, 50%–ს კი –  გულნარა ხეჩოშვილი.“ენ ტე ვე პლუსი” მაყურებელს ფასიან სატელიტურ სატელევიზიო მომსახურებას სთავაზობს და მის პაკეტებში, ჯამში, 290-მდე ტელეარხია, რომელთაგან უდიდესი ნაწილი რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხებია. ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერებს, საქართველოს მოქალაქეებს მიგვაჩნია, რომ "გაზპრომ მედიის" შვილობილი კომპანიის შემოსვლა საქართველოში დაუშვებელია და მათი ეს "გეოგრაფიული ექსპანსია" რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის გაგრძელება და შემადგენელი ნაწილია.იქედან გამომდინარე, რომ "ენ ტევე პლუსის" მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის ჰიბრიდული ომი არათუ არ განელდა, ახალ, საშიშ ეტაპზეა გადასული, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე აღნიშნულია სუს-ის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, ასევე იმის გამო, რომ "გაზპრომი" შეტანილია აშშ-ის მიერ სანქციადადებული კომპანიების სიაში,მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, გაითვალისწინონ ახალი რეალობები და გამოწვევები და გაუუქმონ რეგისტრაცია "ენ ტევე პლუსს", როგორც კომპანიას, რომლის საქმიანობა მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. 
gallery images

ტრანსპორტის დამატება

38 ნომერი ავტობუსი, როგორც ცნობილია, ემსახურება ზუსტად 3 უნივერსიტეტს : შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს , გრიგოლ რობაქიძის  და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს . არა მარტო სტუდენტებს , ავტობუსით რიგითი მოქალაქეებიც სარგებლობენ. მიგვაჩნია, რომ ავტობუსთა ის რაოდენობა, რომელიც ამჟამად გვემსახურება არასაკმარისია. ავტობუსთა შეზღუდული ოდენობის გამო, ხშირად გვიწევს დიდი ხნით ლოდინი, გადაჭედილ ავტობუსში ფეზხე დგომა ან საერთოდ მომდევნოზე დალოდება. ამავდროულად , ლექციებზე დაგვიანება, სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ დაემატოს ახალი 38 ნომერი ავტობუსები.
gallery images

ტრანსპორტის დამატება

38 ნომერი ავტობუსი, როგორც ცნობილია, ემსახურება ზუსტად 3 უნივერსიტეტს : შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს , გრიგოლ რობაქიძის  და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებს . არა მარტო სტუდენტებს , ავტობუსით რიგითი მოქალაქეებიც სარგებლობენ. მიგვაჩნია, რომ ავტობუსთა ის რაოდენობა, რომელიც ამჟამად გვემსახურება არასაკმარისია. ავტობუსთა შეზღუდული ოდენობის გამო, ხშირად გვიწევს დიდი ხნით ლოდინი, გადაჭედილ ავტობუსში ფეზხე დგომა ან საერთოდ მომდევნოზე დალოდება. ამავდროულად , ლექციებზე დაგვიანება, სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ დაემატოს ახალი 38 ნომერი ავტობუსები.
gallery images

უარი თქვას საქართველოს ხელისუფლებამ მიგრანტების მიღებაზე.

საქართველო მზად არ არის მიიღოს მიგრანტები, საქართველოს არ აქვს საშუალება მართოს წარმოქმნილი შიდა არსებული პრობლემები და წარმოიდგინეთ მიგრანტების მიღების შემდეგ რა სიტუაცია იქნება საქართველოში, მე ვთვლი რომ ქვეყანა არ არის მზად მიგრანტების მისაღებად და მათთვის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა, არავინ არ იცის მათი საქართველოში დარჩენის ვადა რა დროით იქნება განსაზღვრული ნათელი მაგალითი ევროპაა, მაგალითისთვის საფრანგეთსა და გერმანიაში ბოლოდროს განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ გადახედოთ.
gallery images

შეეცვალოს დასახელება „შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის“ პოსტს!

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძირითადი საქმიანობა, გამომდინარე სათაურიდან, უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე დაძაბულობის კერების განმუხტვისათვის, დაპირისპირებულ მხარეთა შერიგებისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა. მაგრამ ეს სამსახური მოწოდებულია მხოლოდ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დიალოგისადმი და ეთნიკურ და სხვა უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის.საქართველოში დღეს გამეფებული, მუდმივად მაღალი ტემპერატურის დაპირისპირებები ამ სამსახურს არაფრად ანაღვლებს. მსგავსი სიტუაციაა იმ სამსახურში, რომელსაც ასევე პირდაპირ ევალება ქვეყანაში დამყარებული შუღლის გასანეიტრალებლად მუშაობა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მაგრამ პრეზიდენტი აქა-იქ ადასტურებს მაინც ამ გაუსაძლის მდგომარეობას.შერიგება, სამოქალაქო თანასწორობა და პოსტი „სახელმწიფო მინისტრი“ უფრო ბევრს ნიშნავს, ვიდრე ამ სამსახურის დებულებაში გაწერილი საქმიანობის სფერო, ფუნქციები და ამოცანები.ამიტომ ამ დასახელებით ეს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღიქმება, როგორც არაადეკვატური. შესაბამისად, ეს დასახელება უნდა შეიცვალოს.თამაზ გაბისონია„ეთიკური ურთიერთობები“
gallery images

შეეზღუდოთ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება პირებს, რომლებიც არ იზიარებენ გენდერული თანასწორობის პრინციპს

დღეს, როდესაც პროგრესული და ცივილიზებული სამყარო აქტიურად იბრძვის ქალთა პოლიტკური და ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, დღეს, როდესაც საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული პროდასავლური და ჩრდილოატლანტიკური საგარეო კურსი, არსებითად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას გენდერული უთანასწორობის პრობლემის გადაჭრის კუთხით. გამომდინარე იქიდან, რომ საჯარო მოხელე სარგოს იღებს გადასახადების გადამხდელის ფულიდან, არსებითად მნიშვნელოვანია, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება  შეეზღუდოთ პირებს, რომლებიც არ იზიარებენ გენდერული თანასწორობის პრინციპს.ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება საპარლამენტო უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეეზღუდოს პირველ რიგში საქართველოს პარლამენტის იმ წევრებს რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს, მეორე ეტაპზე კი სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება, მკაცრად გააკონტროლოს საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების პრეტენდენტთა თანაგრძნობის ხარისხი ქალთა და უმცირესობათა მიმართ.
gallery images

აეკრძალოს პუტინის მხარდამჭერ მომღერლებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა

მოგესალმებით,მოგეხსენებათ, უკრაინის რადას ინიციატივით, უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს კანონი, რომლის მიხედვითაც ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი მომღერლებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა აკრძალულია.ამ თვეში ქართველი და რუსი მომღერლების პუტინისადმი მხარდაჭერის საკითხი საზოგადოებრივი განხილვის თემა გახდა. საზოგადოების უარყოფითი რეაქცია და გაღიზიანება გამოიწვია მომღერალი ქეთა თოფურიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა. ასევე, საქართველოში ჩამოვიდა რუსი მომღერალი დიმა ბილანი და მოინახულა ბათუმის საზღვაო აკადემია.მოგეხსენებათ, ორივე მომღერალმა მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის საარჩევნო კომპანიის კლიპში ("Путеводная Звезда") მონაწილეობა.რუსეთმა ჩაიდინა არამხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის, მოლდოვასა და ბრიტანეთის წინააღმდეგ სერიოზული დანაშაულები.  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებდა სულ უფრო მძიმდება, ქვეყნისა და მოქალაქეების ღირსება კი ილახება რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის მიმართ მთავრობის გულგრილი დამოკიდებულებით.ამის გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეები მივიჩნევთ საჭიროდ, პუტინის ყველა მხარდამჭერი საზოგადო მოღვაწე და ხელოვანი გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონ-გრატად (განურჩევლად პიროვნებსი ეროვნებისა, იქნება ეს ქართველი, რუსი, თუ სხვა), ანუ აეკრძალოს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოსვლა და კონცერტის გამართვა. ეს არის ყველაზე მცირედი, რისი გაკეთებაც შეიძლება ქვეყნის ღირსების აღსადგენად. პატივისცემით.