Contact Information
add one
gallery images

უშვილო წყვილების პრობლემატიკა

   საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალის როლი საზოგადოებისთვის“ ახორციელებს პროექტს, უშვილო წყვილების საზოგადოებრივ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.    ორგანიზაციამ, დარგის სპეციალისტების და ექსპერტების მონაწილეობით გლობალურად შეისწავლა აღნიშნული საკითხი. გამოიკვეთა კონკრეტული პრობლემები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს მხარდაჭერას და აჩენს პირდაპირ ვალდებულებას, ვინაიდან ესაა სახელმწიფოს პრიორიტეტი და მისი სამომავლო მდგრადობის გარანტი. სამწუხაროდ ეს პრობლემა გაახალგაზრდავდა.      ორგანიზაციის მოთხოვნებია:პირველადი რადიოლოგიური, ლაბორატორიული და ინვიტრო განაყოფიერების  სუბსიდირებამედიკამენტების შეღავათიანი ფასებით შესყიდვა.  ორგანიზაცია დარწმუნებულია და აქვს იმედი, თქვენი მხარდაჭერის და თანადგომის.
gallery images

შეიქმნას ვაქცინაციის სათადარიგო სია

მოგმართავთ ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის სახელით. გიერთდებით რა ვაქცინაციის ეფექტურად განხორციელების სურვილში, გთხოვთ:აცრების სარეგისტრაციო გვერდზე (booking.moh.gov.ge) დაამატოთ სათადარიგო ჯავშნების ფუნქცია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მზად არიან, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.    ღრმად გვწამს, რომ ქვეყანაში სათადარიგო რეგისტრაციის დაშვებით:- დაიზოგება ძვირფასი რესურსი ვაქცინების სახით და შემცირდება მის შესაძენად გაწეული ხარჯი;- გაიზრდება აცრილთა რაოდენობა;- იმ ადამიანთა აცრით, რომლებიც გადასაღვრელად გადადებულ ვაქცინებს აითვისებენ, ვაქცინაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებში გაჩნდება რწმენა ვაქცინების მიმართ, რადგანაც გაიაზრებენ, თუ როგორი ძვირფასი რესურსია თითოეული ვაქცინა. ეს ქვეყანაში აცრების საწინააღმდეგო განწყობას შეასუსტებს; - მოიმატებს აცრების პროცესის მხარდაჭერა მოქალაქეებს შორის;- გამრავალფეროვნდება აცრილთა კატეგორიები და ასაკობრივი ჯგუფები; - ფართო ჩართულობითა და მოქნილობით დამატებით წვლილს შევიტანთ პანდემიის დაძლევის ძალისხმევაში.  საინიციატივო ჯგუფის წევრები (ჟურნალისტები, ექიმები, სოციალური მუშაკები, განმანათლებლები და სხვა პროფესიონალები,) გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ახალი შესაძლებლობის თაობაზე.
gallery images

აიკრძალოს პაწიაშკები

მოვითხოვ აიკრძალოს პაწიაშკები.იგი საფრთეს უქმნის ადამიანების ჯანმრთლობას.დაიცავით თქვენი შვილები!
gallery images

შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა  არ ფინანსდება.  მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური წნეხი ძალიან დიდია. მკურნალობის საშუალო ღირებულებაა 8000-15000 ლარის ფარგლებში და ზევითაა, დამოკიდებულია დამატებით საჭიროებებზე ინდვიდუალურად.  სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უშვილო წყვილების რიცხვი 12-15%-ს შეადგენს.საქსტატის მონაცემებით 2009-2019 წწ.  საქართველოში რეგისტრირებულია 300 000-ზე მეტი ქორწინება. თუ კი ვივარაუდებთ უნაყოფობის 12-15%-იან რიცხვს შეიძლება ითქვას რომ 36000-45000-ზე მეტ წყვილს საორიენტაციოდ აქვს უნაყოფობის პრობლემა. ვინაიდან ეს მხოლოდ ბოლო ათწლეულის ქორწინების მონაცემებია, იგულისხმება რომ უნაყოფო წყვილების რიცხვი რეალურად ბევრად დიდია. ყოველწლიურად კი უნდა ვივარაუდოთ რომ 3600-4500 ახალი წყვილია უნაყოფობის პრობლემით საქართველოში.ყველა ადამიანიის უფლებაა ჰქონდეს როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ჯანმრთელობა. მშობლების უფლებაა თავად გადაწყვიტონ როდის და რამდენი შვილი იყოლიონ. უნაყოფობა არღვევს ადამიანის უფლებებს და ზიანს იწვევს გენდერულ ჭრილშიც,  როდესაც ურთიერთობაში ქალი მეტად ხვდება წნეხის ქვეშ იმისგან დამოუკიდებლად გამოწვეულია თუ არა უნაყოფობა მისი ჯანმრთელობის ფაქტორით. უნაყოფობას ნეგატიური ზეგავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებაზე. ქალები ხშირად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ სტიგმას, ემოციურ სტრესს, დეპრესიას, შფოთს, საკუთარი თვითშეფასების დაქვეითებას და განქორწინებასაც კი.სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მოქმედებდეს მსგავსი უთანასწორობების აღკვეთისა და ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველყოფისთვის.  ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა აღიარონ უნაყოფობა როგორც დაავადება რომელსაც ისევე ესაჭიროება დიაგნოსტირება, მკურნალობა და ხარისხიანი მომსახურება როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებას.  ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სამედიცინო კრიტერიუმებზე დაფუძნებით ფინანსდება უნაყოფობის მკურნალობა. 
gallery images

ზომიერი გამოხატული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეზარდოს პენსია 100 ლაით

ზომიერად  გამოხატული  შესაძლებლობის  მქონე  პირებს  გაეზარდოს  პენსია  100 ლარით 
gallery images

ერთად შევაჩეროთ კოვიდგენოციდი ! მხარი დაუჭირეთ ალტერნატიულ ანტიკრიზისულ 22 პუნქტიან გეგმას !

ერთად შევაჩეროთ კოვიდ და სოციალური გენოციდი ! ვაიძულოთ ხელისუფლება ჩვენივე ხარჯზე ნასესხები მილირდების უდიდესი ნაწილი, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვაზე და სოციალური მხარდაჭერის ადეკვატურ პროგრამებზე დახარჯოს, ხოლო რეგულაციები გახადოს ზომიერი, ისე, რომ არც ვირუსით და არც შიმშილით სიკვდილის რეალური საფრთხის წინაშე არ იყოს ათიათასობით ჩენი თანამოქალაქე ! მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ.. ჩვენ აქტიურობაზე და სიმრავლეზეა დამოკიდებული თუ რამდენად ვაიძულებთ უზურპატორ ხელისუფლებას საკუთარ გამდიდრებაზე მეტად მოსახლეობის გადარჩენაზე იზრუნოს ! გაეცანით გეგმას:  ანტიკოვიდკრიზისული ალტერნატიული 22 პუნქტიანი გეგმა1.       ყოველთვიური 400 ლარიანი კომპენსაციის გაცემა ყველა დასაქმებულსა და თვითდასაქმებულზე. მათ შორის ფიზიკური პირის ხელწერილის საფუძველზეც ! (6 თვის ვადით)2.       კომუნალური გადასახადების დაფარვა ყველა ოჯახისათვის, გარდა ქონების გადასახადის გადამხდელებისა. 200 კილოვატი ელ.ენერგიისა და 200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საფასურის ფარგლებში.3.       საბანკო ვალდებულებების მომსახურების 6 თვით შეჩერება, ფორს მაჟორული ვითარების გათვალისწინებით.4.     „ღამის კომენდანტის“ საათის გაუქმება ან მისი საწყისი დროის ღამის 12:00 საათისთვის გადაწევა.5.       საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა უსაფრთხოების გაზრდილი სტანდარტებით. სატრანსპორტო საშუალებების ოდენობის გაზრდის, ჯვარედინი სხდომის, ტრანსპორტსა და გაჩერებებზე სანიტაიზრების დამონტაჟებისა და სხვა შესაბამისი ზომების გატარების გზით.6.       მედიკამენტების, ასევე სურსათისა და პირველადი მოხმარების საგნების ფასების შემცირება, მოგების ზღვრული მარჟის დაწესების გზით, 6 თვის ვადით მაინც.7.       წვრილი ბიზნესისასთვის საგადასახადო ვალდებულებები შეჩერება 6 თვის ვადით, ხოლო დანარჩენისთვის განახევრება.8.       პირბადეებისა და ჰიგიენური საშუალებების სათანადო ოდენობის უფასოდ გაცემა სოციალურად დაუცველ პირებზე, ეპიდემიის დასრულებამდე.9.     თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალების გამართვის დაუყონებლივ დაწყება.10.  დამატებითი მედპერსონალის ბრიგადების მოზიდავა-დაქირავება, მწვანე ზონის ქვეყნებიდან.11.   კოვიდვაქცინის წინასწარი შეკვეთის ოდენობის სულ მცირე გასამმაგება და მისი ქვეყანაში შემოტანის მოსალოდნელი ვადის მაქსიმალურად დაჩქარება.12.  112-ის, 144-ისა „ქოლცენტრების“ ოპერატორთა რაოდენობის გაორმაგება.13.   ექიმების აღჭურვა-გადამზადების მასშტაბური და ადეკვატური პროგრამის განხორციელება.14.  მაღალჩნოსანთა ხელფასების განახევრება, ეპიდემიის დასრულებამდე მაინც.15.  საპენსიო ფონდიდან 100 ლარიანი საპენსიო დანამატის გაცემა პენსიონრებზე.16.  „ფანჯრიდან ვაჭრობის“ დაშვება, ნებისმიეირი სახის პროდუქცისათვის.17.  სპეციალიზებული,  არასასურსათო ღია ბაზრობების მოწყობა, ან არსებულთა გადაკეთება, კოვიდუსაფრთხოების ადეკვატური რეგულაციების გათვალისწინებით.18.   დამატებითი 100 ლარიანი კომპენსაციის გაცემა ყველა სოც. დაუცველზე და არა მხოლოდ მრავალშვილიანებზე.19.   უსახლკაროთა დროებითი თავშესაფრების მოწყობა, ყველა ქალაქში.20.   გარემოსდაცვითი და სამშენებლო ნებართვების გაცემის შეჩერება, „ლოქდაუნის მოქმედების დასრულებამდე.21.   სათანადო ინტერნეპაკეტის საფასურის დაფარვა ყველა სოც. დაუცველი ოჯახისთვის, ასევე სათანადო ტექნიკის არმქონე ბავშვები სათანადო ტექნიკით უზრუნველყოფა.22.  კოვიდ-ეპიდემისათან დაკავშირებით აღებული 7 მილიარდ ლარამდე ოდენობის სესხისა და გრანტის, ასევე ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან გახარჯული თანხების სრული ანგარიშის გამოქვეყენება 1 კვირის ვადაში.
gallery images

შშმ პირის პენსის გაზრდა 200 ლარის ოდენობით

შშმ პირების კატეგორიას  აქვს   პენსია 140 ლარი ინვრიდან ემატებათ 20 ლარი  მაგრამ  პენსია უნდა გათანაბრდეს და გახდეს  200 ლარი  გთხოვთ პედიციას მოაწეროთ ხელი   და გაიზიაროთ  რათა ყველამ ნახოს და მოაწეროს და შეძლოს გაზიარება 
gallery images

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები

შშმ პირების სახელით მინდა გავაჟღერო მოთხოოვნები 1) საპენსიო სისტემის გადახედვა ანუ ის რომ ყოველ წელს იზრდება პენსია 20 ლარით და სამ წელში იქნება 200 ლარი გადასახედია აუცილებლად 2) 18 წლიდან ზემოთ ადამიანებს გაეწიოს დახმარება 100 ლარით 3) შშმ პირების დასაქმება ანუ worknetze არსებული ვაკანსიების გადახედვა იმიტომ რომ ყველას ფიზური მუშაობა არ შეუძლია და ვაკანსიები აუცილებლად გადასახედია
gallery images

სპინალური კუნთოვანი ატროფია • სკა

პეტიცია საქართველოში სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის შესახებმიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტისადმიპეტიცია შემუშავებულია სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტებისა და მათი მშობლების მიერპეტიცია გამოქვეყნდა  2020 წლის 11 სექტემბერსაღნიშნული პეტიცია შემუშავდა, რათა დროულად დარეგისტრირდეს სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო საშუალება საქართველოში და რაც მთავარია, 2021 წლიდან შევიდეს ჯანდაცვის პროგრამაში და ხელმისაწვდომი გახდეს სკა-ს პაციენტების მკურნალობა.საფუძველისპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) მძიმე გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების ატროფიას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს.  იგი იშვიათი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება და დაახლოებით 6000-9000-დან 1 ახალშობილს უვლინდება მსოფლიოში. უმეტესად დიაგნოსტირდება ბავშვთა ასაკში და ჩვილი ბავშვების სიკვდილობის ყველაზე გავრცელებული გენეტიკურ მიზეზს წარმოადგენს.2017 წლამდე სკა-ს თერაპია არ არსებობდა, თუმცა ამჟამად მსოფლიოში აღნიშნული დაავადების სამკურნალოდ უკვე 3 მედიკამენტი არსებობს, რომელთაგან საქართველოში დღევანდელი მონაცემებით არცერთი ხელმისაწვდომი არ არის.ჩვენ მივმართეთ  მწარმოებელ კომპანიებს  და მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ  2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო მედიკამენტის რეგისტრაცია საქართველოს ბაზარზე. ჩვენთვის ეს ინფორმაცია ძალიან დამაიმედებელია და გვჯერა, რომ სახელმწიფოს  თანადგომის შემთხვევაში, ჩვენი შვილებიც შეძლებენ მკურნალობას.ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით მკურნალობის მოლოდინშია  55 პაციენტი, რომელთა უმრავლესობას დაუყოვნებლივ ესაჭიროება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ დროულად დაწყებული თერაპია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დაავადების მიმდინარეობას და პროგნოზს.თხოვნაზემოთ თქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით:სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის რეგისტრაცია და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობაპეტიციაზე ხელის მოწერით მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები  ჩამოთვლილ დებულებებს.წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის,პატივისცემით,სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტების მშობლები  
gallery images

უზრუნველყოს სახელმწიფომ კობა დავითაშვილის მკურნალობა

2007 წლის  7 ნოემბერს  კობა დავითაშვილზე, მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან   , განხორციელდა პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორება.     ხერხემალზე მიღებული  დაზიანებების შედეგად  განვითარდა  მაანკილოზებელი სპონდილიტი, იგივე - ბეხტერევის დაავადება. დაავადება მძიმედ და ქრონიკულად მიმდინარეობს, მისი მართვა კი დაკავშირებულია ფინანსებთან, რომლის  უზრუნველყოფა დაავადებულის ძალებს აღემატება. მოვითხოვთ, კობა დავითაშვილის, როგორც სახელმწიფოს მხრიდან    დაზარალებული   მოქალაქის,    მკურნალობა    უზრუნველყოს სახელმწიფომ.  
gallery images

კარანტინი

გაუქმდეს საქართველოში უკანონო საკარანტინო რეჟიმი ტემპერატურის არ ქონის შემთხვევაში ადამიანი არ იქნეს კარანტინში გადაყვანილი
gallery images

მასიურ ვაქცინაციასთან და „კოვიდ 19“ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

მასიურ ვაქცინაციასთან და „კოვიდ 19“ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითსაქართველოს პრემიერ - მინისტრსსაქართველოს პრეზიდენტსსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯამრთელობის დასოციალური დაცვის მინისტრსსაქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრსჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით  შეძლო  კორონა ვირუსის შეჩერება. დაავადებისადმი სწორი მიდგომა და სამედიცინო  მომსახურეობის  ხელმისაწვდომობა, გახდა    სიკვდილიანობის და გართულებების  მნიშვნელოვანი  შემცირების წინაპირობა.მაგრამ, დღეს ვდგავართ  ისეთი  საფრთხის  წინაშე, როგორიცაა არასაკმარისად გამოცდილი ვაქცინით  მოსახლეობის მასიური ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობა2020 წლის 4 ივნისს,  გლობალური ვაქცინაციის  სამიტმა  მხარი  დაუჭირა  ვაქცინების გამარტივებული წესით  დაჩქარებულ შექმნასა და ლეგალიზებას,  მათი  სწრაფი გამოყენების და  რეალიზაციის  მიზნით.  ხელმომწერთა შორის იყო საქართველოს მთავრობაც. ქვეყანაში, სადაც ყოველ მეორე მოქალაქეს აქვს 1 ან მეტი ქრონიკული  დაავადება, მოსალოდნელია გართულებების მიღება და  დაავადებების პროვოცირება.მოვითხოვთ, რომ  საქართველოში გამოყენებული იყოს მხოლოდ ისეთი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოკვლეული  ყველა დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.    ვაქცინაცია  უტარდებათ  ადამიანებს  გარკვეული  დაავადებების  პრევენციის  მიზნით. ამ პროცედურის უსაფრთხოებისათვის საჭიროა სათანადოდ იყოს გამოკვლეული და  შესწავლილი ვაქცინის ეფექტურობა, მისის გრძელვადიანი  გავლენა  იმუნურ  სისტემაზე  და მისი  პოტენციური  როლი  ქრონიკული  დაავადებების  განვითარებასთან  მიმართებაში.მასიური  ვაქცინაციის  დროს შეუძლებელია  ინდივიდუალური რისკების  შეფასება, რასაც  ხშირ   შემთხვევაში    გაუთვალისწინებელი  შედეგები მოსდევს. ბოლო  30 წლის განმავლობაში, საერთაშორისო საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი კორონოვირუსების  საპრევენციო ვაქცინის შექმნის არაერთი უშედეგო  მცდელობა და  სავალალო შედეგები.  ამიტომ მეცნიერები განსაკუთრებული  სიფრთხილით ეკიდებიან კოვიდ-19 ს ვაქცინის დაჩქარებული წესით შექმნის და გამოყენების საკითხს.   ბოლო წლებში  ადმინისტრირების  შედეგად  გამოვლენილია  250  000   დეფექტური  ვაქცინა  ჩინეთში, ადგილობრივი  კომპანიის  ტრაგედია  პოლიომიელიტთან  დაკავშირებით,   პარალიზების  და  სიკვდილის 450  000 შემთხვევა  ფილიპინებში,   დაზარალებულები  ინდოეთში, კერძოდ  დენგში. აღნიშნული ნეგატიური შემთხვევები მიუთითებენ იმაზე,  რომ  სერთიფიცირების  გამარტივება  ტრაგიკულად  არათავსებადია  ვაქცინების  უსაფრთხოებასა  და/ან  ეფექტურობასთან.    დღის  წესრიგში  დგება  ახალი სტანდარტების  შემუშავების  აუცილებლობა,  მაკონტროლებელი  სისტემის გამკაცრება. ვაქცინების  ტესტირება უნდა ტარდებოდეს როგორც  ეროვნული, ასევე  დამოუკიდებელი  ლაბორატორიების  მიერ, რათა თავიდან  იქნას  აცილებული  ვაქცინების შენახვისა  და  ტრანსპორტირების  დროს  რაიმე  ტიპის  ტექნიკური ხარვეზი  თუ  ფალსიფიკაცია.ვაქცინაციის  შედეგებზე  პასუხისმგებლობა  უნდა აიღოს სახელმწიფომ და შესაბამისმა  ორგანოებმა საზოგადოებას უნდა  წარუდგინონ სარწმუნო  მონაცემები მისი კვლევების შედეგების, ეფექტურობისა და გამჭირვალობის შესახებ.მაგრამ  დღეისათვის პასუხისმგებელმა  პირებმა ხელი  მოაწერეს სრულიად საწინააღმდეგოს, სერთიფიცირების  გამარტივებას.    საზოგადოებაში  ვაქცინაზე დაკარგული ნდობის  აღდგენის  მიზნით, მოვითხოვთ,  სანამ  შესაბამისი ორგანოების მიერ გაიცემა   რაიმე ტიპის რეკომენდაცია ან  ნებართვა,  ყველა ვაქცინაზე  საზოგადოებას წარედგინოს შემდეგი ტესტირება-კვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:-              ხანგრძლივი (სტანდარტული) კლინიკური გამოცდა, არამარტო  ვაქცინების მწარმოებელი ფირმების, არამედ  დამოუკიდებელი ორგანიზაციებიდან ;-              ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე გრძელვადიანი (სტანდარტული) კვლევები, და არა „რამოდენიმე დღიანი“;- კანცეროგენობაზე;- ფერტილობაზე; (რეპროდუქციის უნარი)- ორსულობაზე გავლენა და ტესტი ნაყოფის განვითარებაზე;- მუტაგენობაზე;- ინერტული პლაცებოტესტირება;- კვლევები ვაქცინის უსაფრთხოებაზე  ბავშვის ასაკთან შეფარდებაში.განსაკუთრებით ვითხოვთ კვლევებს კომბინირებული ვაქცინების და კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთდროულად გამოყენების შედეგების შესახებ, როგორც გეგმიური, ასევე სეზონური გრიპის და პნევმოკოკის შემთხვევაში.როგორც წესი, კვლევების უმრავლესობა ტენდენციურია და ადგილი აქვს ინტერესთა კონფლიქტს, რადგანაც  ლიცენზირებამდე კვლევები ძირითადად ტარდება  ვაქცინის მწარმოებლის მიერ, რომელსაც აქვს ბიზნეს ინტერესი. აუცილებელია  დამოუკიდებელი ექსპერტების მოწვევა ვაქცინებთან დაკავშირებული დასკვნებისა და რეკომენდაციების გაცემის დროს და ასევე ვაქცინაციის პოლიტიკის განსაზღვრისას. თუ „ჯანმო“ და ჩვენი მთავრობა იღებს პასუხისმგობლას, წინასწარ შერჩეული (პრეკვალიფიკაციით)  ვაქცინების უსაფრთხოებაზე,  მაშინ ასევე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ ვაქცინებით ჩატარებული ვაქცინაციის  შესაძლო გართულებებზე.მთელი მოსახლეობის იძულებითი  ვაქცინაციაიმ ვაქცინით, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის საკმარისად გამოცდილი, არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და იძულებითი აპრობაცია.ეს ადამიანის უფლებათა დარღვევაა, რაც ეწინააღმდეგება:•             ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციას;•             საქართველოს კონსტიტუციას;•             ნიურნბერგის კოდექსს;•             ადამიანის უფლებათა დაცვის  პაქტს;•             ევროკავშირის ადამიანის უფლებების ძირითად ქარტიას;•             ბავშვთა უფლებების გაეროს კონვენციას;•             სამედიცინო სფეროში ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვის ევროპის საბჭოს კონვენციას;•             ბიომედიცინაში ადამიანის უფლებების კონვენციას;•             პაციენტის უფლებების ევროპული ქარტიას;•             გაეროს სამოქალაქო  და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს;•             ჟენევის „ მსოფლიოს მედიკოსთა ასოციაციის“ ასამბლეაზე მიღებულ 1948 დეკლარაციას; •             საქართველოს კანონს „პაციენტის უფლებების შესახებ“;•             სხვა საერთაშორისო ნორმატიულ აქტს და აღიარებულ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა უნდა მოხდეს მხოლოდ ადამიანის ან მისი მეურვის „ინფორმორებული თანხმობით“,  რაც გულისხმობს იმას, რომ ის უნდა იყოს გაფრთხილებული ნებისმიერი მოსალოდნელი რისკების შესახებ და მხოლოდ ამის შემდგომ მიიღოს გადაწყვეტილება ნესბიემიერი სამედიცინო ჩარევის შესახებ.საერთაშორისო ნორმები და ადამიანის უფლებების დაცვის აღიარებული პრინციპები კრძალავენ ადამიანის ნებართვის გარეშე სამედიცინო ჩარევას, ვაქცინაციას, ექსპერიმენტების ჩატარებას.მოვითხოვთ: ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა ვაქვინაციასთან დაკავშირებულ რისკებზე, მინიმუმამდე დაიყვანოს ეს რისკები  და უზრუნველყოს ნებაყოფლობითი ვაქცინაცია სრული „ინფორმირებული თანხმობის“ საფუძველზე.მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი  სამედიცინო სისტემისა და ვაქცინაციისადმი. საზოგადოების ნდობის აღდგენა,წინასწარ გიხდით მადლობას
gallery images

დავეხმაროთ სომხეთს

ახალი კორონა ვირუსის გავრცელებამ, მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა.სახელმწიფოები, რომლებმაც კორონა ვირუსის გავრცელების პიკი უკან მოიტოვეს, ნელ-ნელა და ეტაპობრივად უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მოხარული ვართ, რომ ამ ქვეყნების რიგშია საქართველოც, რაც ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.სამწუხაროდ, კორონა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, არაერთ სახელწიფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. მათ შორის არის საქართველოს მეზობელი, სომხეთის რესპუბლიკა.ჩვენ, პეტიციის ხელის მომწერები, მივიჩნევთ, რომ საქართველოს მთავრობამ, ღიად უნდა შესთავაზოს დახმარება სომხეთს.ახლა მხოლოდ სიტყვების, შეგულიანების და გვერდში მდგომი განცხადებების დრო არ არის - მოქმედებაა საჭირო და პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას!
gallery images

ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება

 მოგესალემებით, Europa donna georgia-ს სახელით!რა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის,  საზოგადოების თითოეული წევრის გვერდით დგომისა და ძალისხმევის გარეშე ვერაფერს შევძლებთ! ამიტომაც მოგმართავთ ყველას!დღესდღეობით,  Covid-19 ისა და პანდემიის პირობებში ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები გასაძლის მდგომარეობაში აღმოჩდნენ. ურთულესია ონკოპაციენტების მდგომარეობა დღეს, სხვა გზა აღარ დაგვრჩა!<!--EndFragment-->ონლაინ პეტიციით მოგმართავთ, ყურადღების იმედით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იმ პაციენტებს,რომელთაც პანდემიის პერიოდში უწევთ გადუდებელი მკურნალობა , დუფინანსდეთ "სიცოცხლე"!მართალია, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა 70 %, ხოლო სოციალურად დაუცველთათვის 90 % ფინანსდება, თუმცა "ნარჩენი" თანხაც საშუალოდ 500 ლარს შეადგენს და როცა ყველაფერი გაჩერებულია, პაციენტებისთვის ამ თანხის შეგროვება.<!--EndFragment--><!--StartFragment-->ზოგი პაციენტის მკურნალობის ხარჯები საერთოდ არ ფინანსდება, ზოგის ფინანსდება, თუმცა ახლა ძალიან გართულებულია ეს პროცესი, მათ კი მკურნალობა ჰაერივით სჭირდებათ‼ვინც თავისი შრომით, ყოველ დღე შოულობდა მის სამკურნალო ფულს, ახლა ვეღარ იტარებენ მკურნალობას, ზოგს შიმშილი უწევს, ზოგს კი სახლის დაცლა, რადგან ქირის ფულსაც კი ვერ იხდიან ონკოპაციენტები‼ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის, მოგმართავთ თხოვნით‼რას ვითხოვთ თქვენგან ? ძალიან დიდი იმედი გვაქს ანტიკრიზისულ გეგმაში ონკოპაციენტებზე გაამახვილებთ ყურადღებას, მოვითხივთ, რომ კრიზის პერიოდში ყველა რეგისტრირებული ონკოპაციენტი სარგებლობდეს შესაბამისი ყურადღებით და შეღავათებით. დროა სიცოცხლე გახდეს პრიოიტეტი.<!--EndFragment-->ცნობისათვის, EUROPA DONNA წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ საადვოკატო ორგანიზაციას და ახორციელებს პროექტებსა და პროგრამებს სამ ძირითად სფეროში: ინფორმირება, განათლება და ლობირება. ორგანიზაცია დაარსდა 1994 წელს, სათაო ოფისი მდებარეობს მილანში, იტალიაში. EUROPA DONNA- ს მისიაა ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს შესახებ ინფორმაციის გაცვლას.ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს ცნობადობის გაზრდას, ხაზი გავუსვას სკრინინგის და ადრეული გამოვლენის აუცილებლობას, ოპტიმალური მკურნალობის უზრუნველსაყოფად კამპანიის განხორციელება, უზრუნველყოს დამატებითი მოვლა, გარდა მკურნალობისა, მკურნალობის დაწყებიდან და შემდეგ  უზრუნველყოს სპეციალისტების ტრენირება ადვოკატირებისთვის და სხვა.<!--EndFragment--> 
gallery images

შეჩერდეს 5G ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში!

2020 წლის 24 აპრილს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა განიხილოს 5G მომსახურებისთვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის საფასური. საკონსულტაციო პროცესი გაგრძელდება 15 მაისამდე, რაც პირდაპირი დასტურია იმისა, რომ პროცესის განხორციელება დაწყებულია.5G სისტემის შესახებ მთელს მსოფლიოში დამოუკიდებელი მკვლევარების მიერ ჩატარებულია ასობით სამეცნიერო გამოკვლევა რადიაციული სხივების ბიოლოგიურ ეფექტებზე.5G სიხშირის გვერდითი მოვლენების შესახებ მეცნიერებმა შემდეგი ფაქტორები ჩამოთვალეს: თვალის დაავადებები -კატარაქტა; წნევის პრობლემები; მუდმივი დაღლილობის შეგრძნება; ნევროლოგიური დარღვევები; იმუნური სისტემის დარღვევა; უნაყოფობა მამაკაცებში; კიბოს რისკის გაზრდა და სხვა.მეცნიერების საბოლოო დასკვნა კი ასეთია: 5G ტექნოლოგია არის მართვის, კონტროლის, თვალთვალის და ხელოვნური ინტელექტის სამართავი საშუალება, რომლის მასიური დანერგვაც, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, გამოიწვევს ეკო სისტემის გამოუსწორებელ დაზიანებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას უჯრედულ დონეზე.აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვას მთელს მსოფლიოში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მრავალ ქალაქში 5G ანტენების მონტაჟი ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გააჩერეს.მოსახლეობამ მრავალ ქვეყანაში, ქუჩის აქციებით გააპროტესტა, ზოგან კი პირდაპირ დაარბიეს და გაანადგურეს აღნიშნული ინოვაციისთვის დამონტაჟებული ანტენები.ტექნიკური პროგრესი ყოველთვის მისასალმებელია ოღონდ არა ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე!ვინაიდან, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელისუფლების ვალდებულებაა,მოგიწოდებთ:დაუყოვნებლივ შეაჩეროთ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში!მოვითხოვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიხსნას საყოველთაო დისკუსია, რომელშიც ჩაერთვებიან შესაბამისი სფეროს მეცნიერები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, ჯანდაცვის წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანიები, ეკონომისტები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა თავიდან ავირიდოთ გაუგებრობა და მორიგი საზოგადოებრივი დაპირისპირება.პეტიციის ავტორები: მაია დვალიძე (სამედიცინო ფსიქოლოგი), გიორგი ჯავშანაშვილი, ირაკლი აბაშიძე ( ეკონომისტი), რევაზ მალაციძე (IT სპეციალისტი)