add one
gallery images

რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა

უზრუნველოყოს სახელმწიფომ "საქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კომფერენციის" ფარგელებში გაწერილი რეპროდუქციული ჯანრმთელობის ხელშეწყობა, კერძოდ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასა და სამედიცინო დაზღვევის საბაზისო პაკეტებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების ჩართვა.ყველა ოჯახი იმსახურებს, რომ ყავდეს შვილი, და ეს შესაძლებლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ფინანსებზე. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდა არ ხდება და შობადობა არის შემცირებული, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ასეთი წყვილების მაქსიმალური ხელშეწყობა და დახმარება. 
gallery images

აღდგეს ვეტერანთა ჰისპიტალის ფუნქციონირება

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნი, მოგმართავთ  თხოვნით, რომ გადაჭრათ საქართველოს ომის ვეტერანებისათვის ძალზედ მნიშვენელოვანი საკითხი. ომის ვეტერანები საზოგადოების ის ნაწილია, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. მათ ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე ომმა სავალალო კვალი დატოვა. უკვე ათწლეულებია, რაც გადაუწყვეტელი რჩება ომის ვეტერანთა ჰოსპიტალის საკითხი. ოთხ წლიანი ბრძოლის შედეგად, მივაღწიეთ შესაბამისი შენობის გამოყოფასა და გარემონტებას, თუმცა ჰოსპიტალი არ ფუნქციონირებს და კვლავ დაკეტილია, რადაგან მისი შესაბამისად აღჭურვისათვის ვერ გამოინახა თანხები.ჰოსპიტალს არც აპარატურა და არც შესაბამისი ინვენტარი არ გააჩნია. გვინდა გაცნობოთ,რომ ვეტერანებს ზემოთაღნიშნული შენობა 5 წლის ვადით გადასცა თავდაცვის სამინისტრომ. 3 წელი დასჭირდა მის გარემონტებას და მართალია, უკვე 10 თვეა რაც გარემონტებულ მდგომარეობაშია შენობა, მაგრამ 75 წლის ისტორიის მქონე სამედიცინო დაწესებულება დღესაც უფუნქციოდ იმყოფება . აშკარაა, რომ თუ 2021 წლამდე არ განხორციელდება მისი აღჭურვა და ამოქმედება, ვეტერანების მიერ გარემონტებული შენობა უკან დაუბრუნდება თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანები დარჩებიან შესაბამისი მკურნალობის გარეშე.  ბატონო პრემიერო, გთხოვთ,  დაინტერესდეთ ამ საკითხით და დარწმუნდებით, რომ მინიმალური სახსრებით შესაძლებელია მაქსიმალური შედეგის მიღწევა.
gallery images

რეანომობილი რაჭას

ეხება ყველა რაჭველის და ქართველის სიცოცხლეს
gallery images

რეანომობილი რაჭას

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, კერძოდ, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს არ ჰყავს კატასტროფის ჯგუფი, რის გამოც პრობლემა ექმნება (და არა ერთხელ უკვე შექმნია) ადამიანის სიცოცხლეს. ამბროლაურის და ონის საავადმყოფოებს არ აქვს  მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილება, რის გამოც ხშირად პაციენტები გადამისამართებულნი  არიან სხვადასხვა კლინიკაში, სადაც საჭირო მომსახურებას უწევენ მათ. ბოლო შემთხვევამ ნათლად დაგვანახა რომ სხვა რაიონიდან გამოძახებული რეანომობილის დაგვიანებამ გაართულა ისედაც მძიმე  მდგომარეობა, საქმე ეხება 16 წლის მოზარდს, რომელიც ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.უმეტესად პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მისთვის გაწეული დახმარება, ამიტომაც საჭიროა ადგილზე იყოს კატასტროფის ჯგუფი, კვალიფიციური კადრებით და მოწესრიგებული ავტომობილით, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება.ვთხოვთ ყველა შესაბამის უწყებას, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ჯგუფები, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას.
gallery images

დაგვეხმარეთ პატარა თეკლას გადარჩენაში

მოგესალმებით დიდი მოწიწებით და პატივისცემით,პატარა თეკლა ხოსიტაშვილი 9 თვის გოგონაა, რომელსაც აქვს მძიმე დაავადება - სპინალური ამიოტროფია. ეს იშვიათი დაავადება სულ რამდენიმე წლის წინათ განუკურნებელი იყო. დღეს სიტუაცია შეცვლილია - არსებობს სამკურნალო პრეპარატი, თუმცა ძალიან ძვირადღირებული. თეკლას სასწრაფოდ სჭირდება მედიკამენტის (სპინრაზა) ინექციების კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ ამ სიცოცხლით სავსე პატარას. მისი მდგომარეობისთვის სხვა ალტერნატივა (აღნიშნული წამლის გარდა) არ არსებობს.ჩვენ, ვინც ამ წერილს ხელს ვაწერთ, მხოლოდ შორიდან ვიცნობთ ამ პატარა გოგონას, მისმა დედამ გაგვაცნო, როცა სასოწარკვეთილმა ყველას მოგვმართა დახმარებისთვის სოციალური ქსელით. მას შემდეგ უამრავმა ადამიანმა გაიზიარა და გულთან მიიტანა თეკლას მდგომარეობა. ჩვენ ვიცით, რომ თეკლა შეიძლებოდა ნებისმიერი ჩვენგანის შვილი ყოფილიყო. ჩვენც მშობლები ვართ და ვიცით, როგორია თეკლას დედის მდგომარეობა - არსებობს გადარჩენის იმედი და ეს იმედი ფინანსების არქონის გამო იკარგება. ჩვენ ყველამ მცირედი, რაც შეგვეძლო, გავიღეთ და საკმაოდ დიდი თანხა - 150 000 ევრო, უკვე შეგროვილია. მაგრამ საჭიროა კიდევ ამაზე ორჯერ მეტი. დრო არ იცდის, თეკლას მდგომარეობა მძიმეა. ამ სიტუაციაში, როცა აღარ ვიცით, რა ვქნათ, თქვენთან მოსვლა გადავწყვიტეთ, რომ გთხოვოთ დახმარება, თქვენს გარეშე ჩვენ ამ ბავშვს ვერ გადავარჩენთ. ჩვენ ვიფიქრეთ, იქნებ გვიშუამდგომლოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, რომ დაგვეხმაროს. მისი მსგავსი მეცენატის ან სახელმწიფო დონაციის გარეშე ამხელა თანხას დროულად ვერ შევაგროვებთ. ბოდიშს გიხდით, ასე რომ გავკადნიერდით, მაგრამ როგორც ყველაზე დიდი გაჭირვებისას დედასთან მივდივართ, ისე მოვედით თქვენთან, ჩვენს ეკლესიასთან და ამ პატარა გოგონას გადარჩენაში დახმარებას გთხოვთ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ.უფრო მეტი ინფორმაციის მოწოდებისთვის შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევხვდეთ თქვენს წარმომადგენელს.  
gallery images

აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება!

აზარტული თამაშების, სლოტ-კლუბების და კაზინოების რეკლამირება მასმედიის, სოციალური ქსელის, ბილბორდების  და სხვა საშუალებით  კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩართვას იწვევს აზარტულ თამაშებში.  აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებს  ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს.   აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ბევრი უბედურება მოაქვს, ფინანსების დაკარგვა, ოჯახის დანგრევა, ჯანმრთელობის მოშლა,  სუიციდი ..   სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს აზარტულ თამაშებში ადამიანების ჩართვის სტიმულირების შესაძლებლობა! 
gallery images

ჩაუტარდეს ყველას უფასო აცრა H1N1-ზე

ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველი ვირუსია რომლის გავრცელების საფრთხე ყოველთვის არსებობს ჩვენს გარემოში ამიტომ არ ვართ საკმარისად დაზღვეული მისით ინფიცირებისგან. ამიტომ უნდა მოვიტხოვოთ სკოლებში,ბაგა-ბაღებში,უნივერსიტეტებსა და სხვა დაწესებულებებჰში მოსახლეობის აცრა.
gallery images
gallery images

მეტი ყურადღება შშმ პირებს

საქართველომ უნდა მოახდინოს რატიფიცირება გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა. სახელმწიფო უნდა ახორციელებდეს შშმ პირთა გარემოსთან ადაპტაციის პროგრამებს. ცვლილებები უნდა შევიდეს დაზღვევის პროგრამებში აუცილებლად უნდა ფინანსდებოდეს ტომოგრაფიული მომსახურეობა, რაც შშმ პირთათვის მიუწვდომელია. ასევევ რეაბილიტაციის 1 თვიანი კურსი. სახელმწიფოს არ აქვს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ისინი სრულ კურს გაივლიან. რეაბილიტაციისთვის ხშირად დადიან სასომხეთში, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და 98%-ს ამის საშუალება კი არ გააჩნია ! ქალაქში აუცილებლად უნდა დადიოდეს ადაპტირებული ტრანსპორტი, მაგალითდ რუსეთში არის მუნიციპალური ტაქსები, რომელიც თვეში 3-4 ჯერ უფასოდ ემსახურება შშმ პირს. ქუჩაში უნდა გაკეთდეს პანდუსები, ბილიკები, ასევე ხმოვანი შუქნიშნები მხედველობა დაქვეითბული ადამიანებისთვის. გარემო უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო ახორციელებს დასაქმების პროგრამებს შშმ პირებისთვის. კარგი იქნება თუ სახელმწიფო გაითვალისწინებს აღნიშნულ პრაქტიკას და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის უფლების რეალიზაციას !
gallery images

მკვლელი გრიპი H1N1 რომელმაც უკვე არაერთი ადამიანი იმსხვერპლა. ვითარება საგანგაშოა. გადაიდოს სწავლა სასწავლო დაწესებულებებში არა 3 დგით არამედ ორი კვირით მაინც

მოქალაქე იოუთუბერმა მიშა (წოწმა) რომელსაც არც თუ ისე ბევრი გამომწერი ყავს, ლინკი აღწერაშია ) პეტიცია შექმნა. დოკუმენტით იუთუბერი ითხოვს რომ, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა შეწყდეს დროებით კი არა, არამედ ორი კვირით მაინც. რადგან, ავიცილოთ რისკი ამ ვირუსის გადადებისა და ასევე გამოცხადდეს კარანტინი. უკვე ათეულობით ადამინია გარდაცვლილი, კიდევ უამრავი კვდება ამ გრიპით მაგრამ არ ამბობენ რადგან, პანიკა არ ათყდეს. ვითარება საგანგაშოა. ეს გრიპი ვითომ ღორის, შეიქმნა ლუგარის ლაბორატორიაში. რისთვის შეიქმნა ? წამლების გასასაგებლად. ამ პეტიციის მთვარი მოთხოვნაა რომ, სასწავლო დაწესებულებებში 2 კვირითმაინც სწავლა შეწყდეს. ეს მნიშვნელოვანია !!!
gallery images

დათხოვნილ იქნას საბავშვო ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, H1N1-ის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით

ვინაიდან და რადგანაც, გახშირდა რა, საქართველოში, H1N1-ით გარდაცვალების შემთხვევა, მომატებულია რა, H1N1-ით დაავადებულთა რაოდენობა, მივიჩნევ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პრევენციის სახით, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებების დროებითი დათხოვნის შესახებ, ვინაიდან, დამეთანხმებით, საბავშვო ბაღები, სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები, ყოველდღიურად, ათასობით ინდივიდის თავშეყრის ადგილი ხდება, სადაც ნებსით თუ უნებლიეთ, გვიწევს ახლო კონტაქტი ადამიანებთან, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას, რომელსაც შეიძლება, ნებისმიერი ჩვენთაგანი, შეუცნობლად ვატარებდეთ. ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს იმ მედიკამენტის დეფიციტი, რომელმაც უნდა შეძლოს ვირუსთან გამკლავება და თუ არსებობს სააფთიაქო ქსელში, იყიდება მაღალი ღირებულებით. დამეთანხმებით, დღევანდელი მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რთულია იმ მედიკამენტის შეძენა, რომლის ღირებულებაც 100 ლარს აღწევს. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, რომ უმაღლესი პრევენციის სახით, დროებით, დათხოვნილ იქნას ყველა სასწავლო დაწესებულება.  პატივისცემით, გიორგი ქოქიაშვილი
gallery images

გაიზარდოს ჯარიმის თანხა კვების ობიექტზე აღმოჩენილი დარღვევის გამო!

მოვითხოვოთ , ჯარიმის გაზრდა კვების ობიექტებში კრიტიკული შეუსაბამობის მქონე დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში! დღევანდელი კანონის თანახმად ჯარიმა მხოლოდ 1000 ლარია. გაიზარდოს ჯარიმის ოდენობა და გახშირდეს კვების ობიექტების შემოწმება!
gallery images

დაუყოვნებლივ შეცვალოს მოქალაქე თამარ კაჭარავამ ტელეფონის ზარი

დაუყოვნებლივ შეცვალოს  მოქალაქე თამარ კაჭარავამ ტელეფონის ზარი
gallery images

მოვითხოვთ ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახდეს კალენდარული!

გთხოვთ ჩუტყვავილას  საწინააღმდეგო  ვაქცინაცია  გახდეს  კალენდარული. როგორც  ცნობილია   ჩუტყვავილა  განსაკუთრებით  საშიშია  ორსულებისთვის  და  წლამდე  ახალშობილებისთვის. გთხოვთ  ვიზრუნოთ  მომავალ თაობაზე და გავიზიაროთ განვითარებული ქვეყნების  გამოცდილება. მაგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო რუტინული ვაქცინაციის დანერგვამ (19-35 თვის ბავშვების ვაქცინის ერთი დოზით აცრა) 90%-ით შეამცირა ჩუტყვავილათი ავადობა, 88%-ით – ჰოსპიტალიზაცია ჩუტყვავილას გამო, 59%-ით – ამბულატორიული ვიზიტები, 93%-ით – სიკვდილიანობა; რასაც მოჰყვა პირდაპირი (სამედიცინო ხარჯები) და არაპირდაპირი ხარჯების (დაავადების გამო გაცდენილი სამუშაო დღეები) შემცირება.ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა 98%-ით ამცირებს ჩუტყვავილას განვითარების ალბათობას, ხოლო მისი მძიმე მიმდინარეობა ფაქტობრივად ნულამდე დაჰყავს. უკვე თითქმის ორი ათეული წელია, ჩუტყვავილას საწინააღმდეგო რუტინული ვაქცინაცია წარმატებით ტარდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: აშშ-ში, ავსტრალიაში, გერმანიაში, იაპონიაში, საბერძნეთში, ლუქსემბურგში, კატარში, საუდის არაბეთში, შვეიცარიაში, ისრაელში, ლატვიაში, ესპანეთში, ურუგვაიში, კანადაში.(წყარო www.aversi.ge)
gallery images

ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის აკრძალვა

ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, ვითხოვთ არ მოხდეს ნაკროტიკული საშუალებების ( მათ შორის მარიხუანას) ლეგალიზაცია საქართველოში.