add one
gallery images

გუგული მაღრაძემ დაიკლოს 50 კილოგრამი.

ჩვენი აზრით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წარმდგენი უნდა შეესაბამებოდეს იმ კანონპროექტს, რომლის წარდგენასაც აპირებს. კონკრეტულად კი, გუგული მაღრაძის ახალი ინიციატივა ჭარბ წონასთან დაკავშირებით.
gallery images

ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტს!საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს!ბატონო პარლამენტის წევრებო!ბატონო ირაკლი!ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვისთვისაც სიცოცხლეზე უფრო ძვირფასია ჩვენი სამშობლო და მისი მომავალი თაობების ბედი, მოგმართავთ ნარკოლიბერალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონში ცვლილებების შეტანამდე ნარკომომხმარებელთა წარმომადგენლების განსაკუთრებული გააქტიურება, ღია ნარკოპროპაგანდა და სხვა ასპექტები იწვევს მომავალი თაობების ბედით შეწუხებული მოქალაქეების შეშფოთებას. არ გვსურს მოარული ხმებით, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალკეული ნაწყვეტებით ვიმსჯელოთ შემოთავაზებულ კანონპროექტზე.ჩვენ არ ვართ მომხრე ნარკომომხმარებელთა ციხეში გამოკეტვისა.ასევე, უკიდურესად წინააღმდეგნი ვართ ნარკოტიკების ე.წ. „ჩადებებისა“.მიგვაჩნია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ნარკოსაშუალებების გაუაზრებელი და მეცნიერულ დასაბუთებას მოკლებული ლიბერალიზაცია, მათი სამართლებრივი დოზების დადგენა, გადატანის, შენახვის და რეალიზაციის თავისუფალი უფლება, კანონის მიღებისთანავე დააყენებს დღის წესრიგში ნარკოტიკული საშუალებების ოფიციალური მწარმოებლების გამოჩენის, მათ მიერ პროდუქციის განაწილებისა და გაყიდვის აუცილებლობას. უაღრესად დიდია საშიშროება იმისა, რომ ეს პროცესი უმართავი გახდეს. იგი დაღუპავს მომავალ თაობებს!ნარკოლიბერალიზაციის შესახებ კანონის მიღება ნაუცბათევად, საყოველთაო განხილვის გარეშე, დაუშვებელია. მოვითხოვთ, კენჭისყრის წინ მის უცილობელ გამოქვეყნებას! კენჭისყრა უნდა იყოს სახელობითი და ჩატარდეს არაუადრეს ერთი თვისა გამოქვეყნებიდან! თუ კანონი, საქართველოს მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ, მაინც იქნება მიღებული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ის ადამიანები, ვინც მომავალი თაობის სიჯანსაღეზე არ ფიქრობს, ჩამოვაცილოთ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს. ჩვენ მართალნი უნდა ვიყოთ მომავალი თაობების წინაშე! თუ დღეს არ ძალგვიძს ქვეყნის სამომავლო, ღირსეული განვითარებისათვის აუცილებელი კანონის მიღება, ნუ მივიღებთ! მომავალ თაობას ნუ წავართმევთ უფლებას, მიიღოს უკეთესი კანონი!
gallery images

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პენსის ზრდა საარსებო მინიმუმი 500 ლარი !

სოციალური პეტიციათუ მეთანხმებით ჩემო მეგობრებო რომ ,შშმ ადამიანების პენსია 80 დან 216 ლარამდე ძალიან ცოტაა არსებობისათვის და გაცილებით მეტი უნდა იყოს,დახლოებით მინიმუმი საარსებო 300 ლარს უნდა შეადგენდეს და მაქსიმუმი 500 ლარს მაშინ მოვაწეროთ ხელი დადგენილ პეტიციას.როდესაც კრიტიკულ ავადმყოფს დღეში ესაჭიროება,მინიმუმ 30 ლარი გამოდის რომ ძალიან დაბალია მათი პენსია,უნდა გავუფრთხილდეთ შშმ ადამიანებს,ვინც ლოგინსაა მიჯაჭული არამარტო მათ არამედ ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანს!მინდა რომ თვეში მინიმუმ 300 ლარიდან 500 ლრამდე გაუხდეს პენსია შშმ ადამიანებს,რათქმაუნდა ჯგუფების მიხედვით,თუმცა საწყისი თანხა სასურველია შეადგენდეს 300 ლარს ,ვინაიდან რთულ პირობებში უწევს შშმ ადამიანს ცხოვრება,გაძვირდა მედიკამენტები და აი ამ ფონზე დავეხმაროთ და ერთად ერთხმად ვუთხრათ მთავრობას რომ გაზარდონპენსია. თუ გსურთ რომ შშმ ადამიანებს დავეხმაროთ მოდით ყველამ ერთ ხმად, მოვაწეროთ პეტიციას ხელი და მივაწვდინოთ ხმა ჩვენს მთავრობას.ქველმოქმედება გადამდებიაა !!! IDFI 2015 წლის 7 მაისი,ამ  მონაცემებით საქართველოში ინვალიდი ადამიანების პროცენტული რაოდენობაა !შშმ პირთა სტატისტიკის თანახმად საერთო მოსახლეობის (3 729.5) დაახლოებით 3% -ია, 118 651 შშმ პირი . თუ თვლით რომ შშმ ადამიანს(ინვალიდს) ესაჭიროება პენსის გაზრდა,მოვაწეროთ პეტიციას ხელი მადლობა ყველას.            :გ.კარკაძე
gallery images

სამედიცინო და სახანძრო სამაშველო ვერთმფრენები!

მოგესალმებითაღნიშნული პეტიცია შეეხება სახელმწიფოს მხრიდან სახანძრო, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ვერტმფრენების შეძენის საკითხს.სატყეო სააგენტოს მონაცემებით 2007-16 წლებში დარეგისტრირა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 297 შემთხვევა. 2015 წელს ხანძრის ყველაზე მეტი, 72 შემთხვევა დაფიქსირდა, დაიწვა 205 ჰექტარზე მეტი. 2008 წელს 1300 ჰექტარი დაიწვა, გასულ წელს კი 100 ჰექტარზე მეტი. (1) აქედან გამომდინარე იმისთვის, რომ ასეთი საზარელი და ძნელად გამოსასწორებელი შემთხვევები შევამმციროთ დამეთანხმებით რომ ბევრად მეტი ვერტმფრენია საჭირო და უფრო მაღალი ტვირთამწეობის, ვიდრე საქართველოს ჰყავს. საჭიროა სპეციალურად ხანძრის საწინააღმდეგო ვერტმფრენის შეძენა. საქართველო მაღალმთიანი ქვეყანაა და ტყეს უკავია ტერიტორიის 39%. (2) ამ ტყეს გაფრთხილება ჭირდება და დაუშვებელია, რომ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ტექნიკის ასეთი სიმცირე იყოს.სამედიცინო და სამაშველო ვერტმფრენების საჭიროება აშკარა გახდა მაგალითად 2015 წელს 13 ივნისს, როდესაც მათი არსებობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ბევრად ნაკლები მსხვერპლი იქნებოდა. ასევე არის შემთხვევები როდესაც უამინდობის გამო მაღალმთიან დასახლებებში მიმავალი გზა იკეტება, ასეთ დროს ამ დასახლებებში თუ იქნება ავადმყოფი, რომელსაც სასწრაფო დახმარება სჭირდება ან ადამიანი, რომელსაც დახმარება სჭირდება ზოგადად, რამდენიმე ვერტმფრენით, რომელიც დაშორებულია რეგიონებიდან, ვერ მოხდება მათი დროული დახმარება. საჭიროა რამდენიმე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საქართველოს ყველა რეგიონში. საქართველო არ არის დიდი ქვეყანა და თანაც ასეთ სიტუაციაში, როდესაც გეოგრაფიული მდებარეობა საკმაოდ რთული აქვს, ამ სახის პრობლემები არ უნდა იდგეს დღის წესრიგში. მოგიწოდებთ ყველას ხელი მოაწეროთ პეტიციას და მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში. 
gallery images

არა მომწამვლელ სათამაშოებს

     მშობლებო, საზოგადოებავ, თქვენი მხარდაჭერაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში სათანადო ყურადღება მიექცეს საბავშვო სათამაშოებს. ძირითადად, სათამაშოების ბაზარი ივსება ისეთი პროდუქციით, რომელიც ყოვლად მიუღებელია და მომწამვლელ ნივთიერებებს შეიცავს. არ ხდება შესაბამისი სამსახურების მხრიდან არანაირი კონტროლი და სწორედ ამიტომ, ყველამ ერთად მოვითხოვოთ, ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავლისათვის, რომ სათანადო ყურადღება მიექცეს სათამაშოების იმპორტს და წარმოებას, მოხდეს სათამაშოების ხარისხის კონტროლი და ბაზრიდან ამოიღონ და აიკრძალოს ისეთი პროდუქციის გაყიდვა, რომელიც სახიფათოა ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. ვისაც გაღელვებთ თქვენი შვილების ჯანმრთელობა, გთხოვთ, შემომიერთდით!
gallery images

აიკრძალოს პიროტექნიკის 16 წლამდე ასაკის პირისთვის მიყიდვა.

წინა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრია შემთხვევა როდესაც მოზარდი პიროტექნიკით ისახიჩრებს თავს ან ასახიჩრებს გარშემომყოფთ.ამ შემთხვევის 90% მოდის 16 წლამდე ბავშვებზე და გამოწვეულია გაუფრთხილებლობით. სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით რომ 16 წლამდე პირებისთვის პიროტექნიკის მიყიდვა აიკრძალოს და ისჯებოდეს კანონით მკაცრად, სოლიდური ჯარიმით.
gallery images

თბილისის ზღვის გარემოვაჭრეები

მოვითხოვთ განიხილოს თბილისის ზღვაზე გარემოვაჭრეების შემოწმების საკითხი, რადგან ისინი დაბინძურებულ პროდუქტს ყიდიან.დღეს 17.07.2017 თბილისის ზღვაზე შევესწარი ფაქტს სადაც გარემოვაჭრემ დამსვენებელს მიჰყიდა ცივი წყალი, ხოლო რამოდენიმე წუთის შემდეგ ზუსტად იმავე გამყიდველმა პროდუქტის შემოსატანად ნაგვის ურნიდან ამოიღო გადაგდებული ბოთლები რათა თავიდან მიეყიდა ცივი წყალი დამსვენებელისათვის.საჭიროა ჯანდაცვის სამინისტრომ და თბილისის მერიამ ეს საკითხი უმალვე განიხილოს და შემოწმება ჩაატაროს და დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებიც დააკისროს დამრღვევს.
gallery images

დაიწყოს კიბოს ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა

(ტუბერკულოზის ვაქცინა და ვიტამინი D კურნავს კიბოს)საქართველოში 2002 წლიდან 2017 წლამდე სიმსივნეების საერთო რაოდენობა 6.6-ჯერ გაიზარდა.  სსიპ-ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 2005 წლიდან დღემდე შარდის ბუშტის სიმსივნით დაავადებულია 85 500 ადამიანი, რომელთაგან ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა 557 პაციენტს, ხოლო 953 გარდაიცვალა.შარდის ბუშტის სიმსივნეთა გავრცელებას ერთი თავისებურება ახასიათებს, მაგ: თეთრი რასის წარმომადგენლები გაცილებით ხშირად ავადდებიან, მამაკაცებს კი ეს დაავადება ქალებზე 3-4-ჯერ ხშირად ემართებათ.სამწუხაროდ, საქართველოში სიმსივნის მკურნალობის მეთოდები სამედიცინო დარგში მსოფლიო მიღწევებთან შედარებით საკმაოდ მოძველებულია. არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში და დიდ ბრიტანეთში, ონკოლოგები შარდის ბუშტის და კუჭნაწლავის კიბოს საწინააღმდეგოდ პაციენტებს უნიშნავენ  ბცჟ-ს და ვიტამინი D-ს კომბინირებულ იმუნოთერაპიულ მკურნალობას. აღნიშნული ფაქტის შესახებ გამოქვეყნებული იყო ჯერ კიდევ 10.08.2011 წელს ჟურნალში ,,British Journal of Cancer“.აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში, ქალაქ როჩესტერის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ,, University of Rochester Medical Center“-ის და St. George’s-ის სახ. ლონდონის უნივერსიტეტის ექიმების განცხადებით, აღმოჩენილ იქნა ახალი მექანიზმი, რომლის  მეშვეობით ბცჟ-(BCG) ვაქცინაზე D ვიტამინის დამატება რამდენჯერმე აუმჯობესებს მკურნალობის საბოლოო შედეგს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენის მექანიზმი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ცნობილი, შარდის ბუშტის და მსხვილი ნაწლავის კიბოს იმუნოთერაპიით მკურნალობა წარმატებით ხორციელდება.მკურნალობისას,  ვაქცინის ხსნარი გამოიყენება არა ინექციის სახით, არამედ ხდება მისი შარდის ბუშტში ან მსხვილ ნაწლავში ჩაწვეთება (ინფუზია).დღეისათვის, უკვე დიდ ბრიტანეთში სამედიცინო კვლევები  და მკურნალობა მოსახლეობაზე ტარდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 100%-იანი დაფინანსებით. დღემდე არსებული შედეგები ცხადყოფს, რომ 10 დაავადებული პაციენტიდან საშუალოდ 6 პაციენტი 100%-ით ინკურნება.ყოველივედან გამომდინარე, ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი მივმართავთ თხოვნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ: დავით სერგეენკოს, რომ აწარმოოს მოლაპარაკებები ბრიტანეთის ხელისუფლებასთან, რათა საქართველოშიც ბრიტანეთის ანალოგიურად განხორციელდეს შარდის ბუშტისა და სწორი ნაწლავის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კვლევა, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით გადაარჩენს ასეულობით მოქალაქის სიცოცხლეს.წინასწარ გიხდით მადლობას.  
gallery images

მხარი დაუჭირე რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის დაფინანსებას

პეტიცია შემუშავებულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის მიერ და მიმართულია საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თხოვნით საფუძველირევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და  ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით, ქალები 3-ჯერ ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში.  გლობალური სტატისტიკის მიხედვით  რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 2/3 აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ქმედუუნარობა, ხოლო 10%-ს - მძიმე ქმედუუნარობა. განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და შესაბამისად საარსებო წყაროს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია შემცირდეს 5-10 წლით.  რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო საშუალებები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. პირველი ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და გლუკოკორტიკოსტეროიდები, იძლევა მხოლოდ სიმპტომურ შვებას, მაშინ, როცა მეორე ჯგუფის პრეპარატები (დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული მედიკამენტები და ბიოლოგიური პრეპარატები) განაპირობებენ  რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების შეფერხება/შეჩერებას და სახსრების ფუნქციის შენარჩუნებას.საერთაშორისო  რეკომენდაციების (EULAR, ACR)  მიხედვით მკურნალობა იწყება დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული  მედიკამენტებით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თერაპია შედეგს არ იძლევა, ეფექტი არასაკმარისია ან აღინიშნება აუტანლობა ამ პრეპარატებისადმი)საჭიროა მკურნალობის სქემას დაემატოს ბიოლოგიური მედიკამენტები.ბიოლოგიური პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორი ალფას ინჰიბიტორები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები, B უჯრედებზე მიმართული პრეპარატები. აღნიშნული მედიკამენტები კარგიდან საუკეთესო შედეგს იძლევა დაავადების პროგრესირების შეფერხებისა და სახსრების ფუნქციის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუმცა მათი მაღალი ფასი განაპირობებს იმას, რომ მხოლოდ ერთეული პაციენტები იღებენ ადექვატურ მკურნალობას.საქართველოში ბიოლოგიური თერაპია არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამიტომ იგი არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა  უმრავლესობისთვის.  პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ ქმედუნარიანობა მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო.თხოვნაზემოთ თქმულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით:სახელმწიფომ დააფინანსოს იმ რევმატოიდული ართრიტით დაავადებული  პაციენტების  ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც რეზისტენტულნი არიან დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული  მედიკამენტებით მკურნალობისადმი ან აღენიშნებათ აუტანლობა მათ მიმართპეტიციაზე ხელის მოწერით, მე ვადასტურებ, რომ წავიკითხე, გავიაზრე და ვეთანხმები  ჩამოთვლილ დებულებებს. წინასწარ მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და გულისხმიერებისათვის.
gallery images

შეიზღუდოს აბორტი

შეიზღუდოს აბორტი, დემოგრაფიული ზრდის ხელშეწყობისათვის.
gallery images

კლინიკას დაეკისროს პლასტიკური ოპერაციით დაინტერესებულ პირითან კლინიკის პრაქტიკაში მომხდარი წარუმატებელი შემთხვევების განხილვა ოპერაციის წინ.

მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ადამიანია დარწმუნებული, რომ სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. ბევრი მათგანი აყენებს ჯანმრთელობას რისკის ქვეშ, რათა შეესაბამებოდეს "იდეალური ადამიანის" სტანდარტებს. რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება გადაწყვიტოს თუ როგორ გადაანაწილოს საკუთარი რესურსები და შეცვალოს საკუთარი თავი, მაგრამ ბევრი იმდენადაა დაბრმავებული მუდმივი პროპაგანდით სილამაზის ინდუსტრიის მიერ რომ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს მსუბუქი ეიფორიით, უკუჩვენებების გათვალისწინების გარეშე წყვეტს. მსგავსი ადამიანებისთვის ადეკვატური გადარყვეტილების მისაღებად საჭიროა არამხოლოდ ეფექტის და პოზიტიური ცვლილებების, არამედ ასევე წარუმატებელი შემთხვევებისა და შესაძლო გართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება კლინიკის მიერ ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ. მაგალითად, ინტერნეტში ფართოდ გავრცელდა 27 წლის ბრაზილიელი მოდელის ანდრეა ურახის შემზარავი კადრები, რომლებიც ნათლად ასახავს მის თეძოს არეში არსებულ მრავალი სიცარიელეს, ხვრელების სახით (Bloom, 2016). ვინ წყვეტს რა არის იდეალი? ვინ განმარტავს რის მიღწევისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ საკუთარ გარეგნობაში?! პლასტიკური ქირურგიის ინდუსტრია და მოდელები ჟურნალებიდან, რომლებიც კომპიუტერული გრაფიკის ნაყოფია და სინამდვილეში არც კი არსებობენ? გარდა ამისა, პლასტიკური ქირურგია არის ცრუ შთაბეჭდილებისა და ტყუილის წყარო. გახმაურებული სასამართლო სხდომა ჩატარდა ჩინეთში, სადაც ქმარმა მოიგო ცოლის წინაამდეგ 75 000 ევრო მორალური ზარალის ანაზღაურების მიზნით. ჯიან ფენგმა სასამართლოში მაშინ შეიტანა სარჩელი, როდესაც მათ შეეძინათ მათთან შეუდარებლად "შეუხედავი" ,ასე ვთქვათ, მათგან განსხვავებული ბავშვი. აღმოჩნდა, რომ ქალმა მომავალ მეუღლესთან შეხვედრaმდე ჩაიტარა მრავალი პლასტიკური ოპერაცია (Johnson,2012).   მე არ და ვერ მოვითხოვ პლასტიკური ოპერაციების გაუქმებას, თუმცა რეალური ინფორმაციის გავრცელება მუდმივ პროპაგანდასთან საბრძოლველად( რეკლამების, მოდის ჟურნალების და ა.შ) სრულებით მისაღები და მიზანშეწონილია ჩვენი თვითშეფასების ასამაღლებლად და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. Referencehttp://www.dailymail.co.uk/news/article-2897129/Miss-Bum-Bum-contestant-Brazilian-TV-presenter-reveals-shocking-damage-caused-fillers-injected-bigger-bottom-thighs.htmlhttp://www.dailymail.co.uk/news/article-2223718/Chinese-man-sues-wife-ugly-court-AGREES--awarding-120-000.html
gallery images

ბიოლოგიის მაგისტრებს მოგვეცეს რეზიდენტურაში ჩაბარების უფლება ( მოდულით: ლაბორატორიული მედიცინა )

დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიაში დასაქმების მსურველს უნდა გააჩნდეს შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში დასაქმებული პირი მუშაობს მიზერულ ანაზღაურებაზე. ვინაიდან ის არარის პასუხისმგებელი პირი ( არ აქვს უფლება ხელი მოაწეროს თავის გაკეთებულ ანალიზს ) იმისათვის რომ მოიპოვო სახელმწიფო სერტიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში, უნდა ჩააბარო შესაბამისი გამოცდა. კარგი ბიოლოგისთვის ამ გამოცდის ჩაბარება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ კანონის მიხედვით არ გვაქვს გამოცდაზე გასვლის უფლება.ბიოლოგებს არ გვეძლევა საშუალება მაგისტრატურის დასრულების შემდეგ ჩავაბაროთ სარეზიდენტო პროგრამაში " ლაბორატორიული მედიცინა ". შევიძინოთ სპეციფიური ცოდნა არნიშნულ დარგში.ამის შემდგომ კი გავიდეთ სალიცენზიო გამოცდაზე. უმორჩილესად ვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს, მოგვეცით რეზიდენტურაში ჩაბარებისა და ლიცენზიის აღების უფლება. ბიოლოგია თავისთავად მოიცავს ლაბორატორიულ საქმიანობას. ნუ დაუკარგავთ ფაკულტეტს აზრს. ბევრმა ჩვენგანმა ამ სურვილით ჩააბარა ბიოლოგიის ფაკულლტეტზე.სურვილით, გამხდარიყო წარმატებული ლაბორანტი !
gallery images

გაკონტროლდეს გემოდიფიცირებული პროდუქტი

 ყველა გენმოდიფიცირებულ პოროდუქტს დაეკრას თვალნათლად ეტიკეტი,რადგან მყიდველი ადვილად ხვდებოდეს თუ რა სახის პროდუქტს ყიდულობს,ასევე შეიძლება არაგენმოდიფიცირებულ პროდუქტებს ჰქონდეთ ეტიკეტი GMO FREE რაც რამოდენიმეს უკვე აქვს,თუმცა,მადლობა ღმერთს ჩვენს ქვეყანაში პროცენტულად არაგენმოდიფიცირებული პროდუქტო უპრო მეტია პროცენტულად,ვიდრე გენმოდიფიცირებული.აქედან გამომდინარე უფრო მარტივი იქნება მიექცეს ყურადღება გენმოდიფიცირებულ პროდუქტს და გასაგებად დაეკრას მარტკა,რომ ის არის გენმოდიფიცირებული. (ასევე კარგი იქნება თუ გავიგებთ შეუიარაღებელი თვალით,ანუ აქაც ეტიკეტთან გვაქვს საქმე,რომელია ნატურალურად მიღებული ხილი და ბოსტნეული და რომელია სათბურის,ამით ფასებშიც მივიღებთ განსხვავებას და საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენას ექნება საშუალება იყიდონ მათთვის სასურველი პროდუქტები)
gallery images

გამკაცრდეს კონტროლი 18 წლამდე მოზარდებზე ალკოჰოლური სასმელისა და სიგარეტის გაყიდვაზე

აუცილებლად უნდა გამკაცრდეს კონტროლი იმ მაღაზიბზე,ბარებზე და ზოგადად ნებისმიერ დაწესებულებაზე,სადაც იყიდება ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო.თუ გამყიდველი არ მოითხოვს საეჭვო პირის,რომელიც შესაძლებელია არ არის 18 წლის პირადობის დამადასტურებელ საბუთს,უნდა იქნეს კონკრეტული საქმე გამოძიებული და დადგინდეს მყიდველის ასაკი,იმ შემთხვევაში,თუ მოცემული პირი არ აღმოჩნდა სრულწლოვანი პირველ ჯერზე ის მაღაზია,ბარი თუ სხვა უნდა დაჯარიმდეს 1500 ლარით ხოლო განმეორებით ფაქტზე 6 თვე თავისუფლების აღკვეთა.რადგან ფულთა და თვისუფლების აღკვეთით მაინც გავაგებინოთ ადამიანებს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომავალი თაობის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
gallery images

აიკრძალოს თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვნებზე! გამკაცრდეს რეგულაციები!

როდესაც მოვალ თაობაზე და მათთან დაკავშირებულ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ხშირად მხედველობის არეს მიღმა რჩება ისეთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა როგორიც თამბაქოა, სტატისტიკური მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 37% მწეველია, რაც მეტად სავალალოა, თუმცა გაცილებით საგანგაშო მდგომარეობაა არასრულწლოვნებში, სტატისტიკურად ყოველი მეორე 13 წელს გადაცილებული მოზარდი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია, მიუხედავად იმისა, რომ 18 წელს მიუღწეველ პირებზე მისი გაყიდვა აკრძალულია დღემდე ერთეული მაღაზიების გარდა არასრულწლოვნისთვის თამბაქო ყველგან ხელმისაწვდომია, მარკეტებში, მცირე მაღაზიებსა თუ თამბაქოს გასაყიდ ჯიხურებსი, ამას არავინ აკონტროლებს რასაც ამ მძიმე სტატისტიკამდე მივყავართ, საქართველოში ყოველწლიურად გარდაცვლილთა 25% ანუ 11 000 ადამიანი თამბაქოს მოხნარებისფან გამოწვეული დაავადებებით იღუპება.. მოწევისგან იღუპება.. ადრეულ ასაკში თამბაქოს ხშირი მოხმარება კი დამანგრეველად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, დღეისთვის არსებული კანონი საქმეს თავს ვერ ართმევს, აკრძალვის მიუხედავად თამბაქო მოზარდებისთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ საჭიროა პირველ რიგში აღნიშნულის მეტი კონტროლი, რომ ვერავინ შეძლოს კანონის დარღვევა, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს თითოეული ობიექტი სადაც თამბაქოს შეძენაა შესაძლებელი, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს და კანონდამრღვევი უმკაცრესად დაისაჯოს, აქ საუბარია თუნდაც შედარებით მაღალ ჯარიმებზე, რომელიც ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება, რეგულაციები მეტად უნდა გამკაცრდეს, დღესდღეისობით არსებული რეგულაციები არასაკმარისია, ქმედითი ზომეია მისაღები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, უმთავრესი კი ისევ გავიმეორებ არის კონტროლი, უნდა გაკონტროლდეს და უსწრაესად დაისაჯოს თითოეული კანონდამრღვევი, უნდა აიკრძალოს სიგარეტის ღერებით გაყიდვა, რაც ხელს უწყობს მის გავრცელებას არასრულწლოვნებზეც, რუსთაველზე არაერთი მაგალითია როგორ ყიდულობს ღერობით სიგარეტს მოზარდი, ასევე უნდა აიკრძალოს თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, რადგან ხშირად ასეთ დროს მოზარდები, ზოგჯერ კი მცირეწლოვანი ბავშვები ხდებიან პასიური მოწევის მსხვერპლი, ეს სათანადოდ უნდა დარეგულირდეს, ზოგადად კი მსგავსი გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა უნდა აიკრძალოს, მაგ. ავტობუსის გაჩერებებზე სადაც ზრდასრული ადამიანები ბავშვების თანდასწრებით ეწევიან, აუცილებლად უნდა მიიღოს მკაცრი რეგულაციები ხელისუფლებად და იმედს ვიტოვებ ეს ასეც იქნება, სხვა შემთხვევაში ამ სავალალო სტატისტიკას წინ ვერ აღვუდგებით, გაუფრთხილდით მომავალ თაობას ძვირფასო ხელისუფლებავ!!!