Contact Information
add one
gallery images

ევროვიზია 2021 წლის საქართველოს წარმომადგენლის თორნიკე ყიფიანის კონკურსიდან მოხსნა.

2021 წლის 16 მარტს, საქართველოს წარმომადგენელმა თორნიკე ყიფიანმა თავის “Facebook” გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც ზემოთ ხსენებული კონკურსი მოიხსენია უარყოფით და შეურაცხმყოფელ ასპექტში, რითაც ზიანი მიაყენა ამავე კონკურსზე მონაწილე ქვეყანა - საქართველოს და არა მარტო.მან შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადეობას, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა საკონკურსო სიმღერის მიმართ.თორნიკე თავის სტატუსში გამოირჩევა აგრესიული და დამამცირებელი რიტორიკით, რის საფუძველზეც, ქვეყნის იმიჯის შენარჩუნების მიზნით, მოგმართავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ თორნიკე ყიფიანი დისკვალიფიცირებულ იქნას 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან.
gallery images

განთავსდეს იროდიონ ევდოშვილის (ბაბილინა ხოსიტაშვილის ძმის) სახლ-მუზეუმში ბაბილინას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი კუთხე

ჩვენ, პეტიციის ავტორები, ვფიქრობთ, ბაბილინას დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე იმდენად დიდია, რომ იგი იმსახურებს სოფელ ბოდბისხევში, სახლში, სადაც ბაბილინა გაიზარდა, მოეწყოს ბაბილინას კუთხე, სადაც მნახველებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ბაბილინას ცხოვრებასა და მის შემოქმედებას. გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად იროდიონ ევდოშვილის სახლ-მუზეუმზე სრული პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს აღებული, გვსურს სიღნაღის მუნიციპალიტეტმა იზრუნოს იმაზე, რომ ამავე სახლში განთავსდეს ბაბილინას ცხოვრების, მოღვაწეობის, დამსახურებისა და ისტორიის ამსახველი ნივთები და ნაშრომები. გვსურს სახლს, სადაც ბაბილინა ხოსიტაშვილი ცხოვრობდა, გადაერქვას და არა მხოლოდ იროდიონ ევდოშვილის, არამედ იროდიონ ევდოშვილისა და ბაბილინა ხოსიტაშვილის სახლ-მუზეუმი გახდეს.
gallery images

გაუქმდეს კომენდანტის საათი! განახლდეს ცოცხალი მუსიკა!

ქართული მუსიკალური სფეროს წარმომადგენლები მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა გაუქმდეს კომენდანტის საათი, რომ კვლავ შევძლოთ მუშაობა ქვეყნის მასშტაბით იმ ობიექტებზე, რომლებიც თანდათანობით იწყებს ფუქცნიონირებას, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო კვლავაც აკრძალულია კულტურული ღონისძიებები.სამწუხაროდ, 2020 წლიდან მოყოლებული პანდემიის პირობებში დაწესებულ შეზღუდვებს  გამორჩეულად შეეწირა მუსიკოსების უფლებები. უკანასკნელი რეგულაციების შემსუბუქებულ ჩამონათვალშიც ვერ ვნახეთ ინფორმაცია ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავსი შეზღუდვის შემცირება-მოხსნის შესახებ, რამაც კიდევ ერთხელ გამოიწვია ჩვენი გაკვირვება და შეშფოთება. თუ ნელ-ნელა ხდება ბარების, რესტორნებისა და სასტუმრობის გარე და უკვე შიდა სივრცეების ფუნქციონირების დაშვება, გაუგებარია, რატომაა აკრძალული მუსიკის ცოცხალი შესრულება.მუსიკა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ გართობა! მუსიკა არის ცხოვრების არა მხოლოდ შემადგენელი, არამედ განუყოფელი ნაწილი და ასევე, ცხადია, შემოსავლის წყარო,   უმრავლესობისთვის ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალება ! ასე რომ, მივმართავთ ზემოთ აღნიშნულ შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ მუსიკალური სფეროს წარმომადგენლების წუხილი და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ პრობლემის დროულად გადასაჭრელად.
gallery images

თეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვნის ცნობის შესახებ

 #cancelTheaთეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვნის ცნობის შესახებთეა წულუკიანის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად დანიშვის ცნობა პროფესიონალებთან კონსულტაციის და სამოქმედო გეგმის გაცნობის გარეშე საშიშ ტენდენციად მიგვაჩნია. ასევე, გვაქვს რამდენიმე მიზეზი რის გამოც მისი მინისტრად დანიშვნის ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ:გვესმის რომ თანამედროვე სამინისტროს გამოცდილი მენეჯერი უნდა მართავდეს, თუმცა, გამოცდილი მენეჯერი, ასევე, კარგად უნდა იცნობდეს ზემოთჩამოთვლილ რამდენიმე, სრულიად განსხვავებულ სფეროს, რომლის წარმატებით და განვითარებით უნდა ამაყობდეს ქვეყანა. მინისტრის კანდიდატურა, მისი საჯარო ბიოგრაფიის გათვალისწინებით და კომპეტენტურობაზე დაყრდნობით, ამის იმედს არ გვაძლევს. ამ ყველასთვის რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოში არ გვახსენდება თეა წულუკიანის არცერთი კონსტრუქციული ინიციატივა, საჯარო გამოსვლა ან ქმედება, რომელიც ამ სფეროებში დამდგარი კრიზისული ვითარების დაძლევას ან სპორტისა და კულტურის პროფესიონალების ხელშეწყობას ემსახურებოდა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სჭირდება კომპეტენტური ადამიანი და გულშემატკივარი, რომელიც ძალაუფლებას მკაცრი, ცენზურით სავსე ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებებით, სხვისი დამცირების მოუთოკავი ვნებით კი არ ინარჩუნებს, არამედ პროფესიონალიზმით, გახსნილობით, სიახლეების მიღებით და სექტორის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე რეფორმებით არის დაინტერესებული. კულტურა და სპორტი ნიშნავს სხვა ადამიანების გათვალისწინებას, გუნდურობას, სხვისი გადაწყვეტილებების და სივრცის პატივისცემას, სამწუხაროდ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან ამ ღირებულებების მუდმივი უგულვებელყოფის მომსწრენი ვართ.პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანისგან, მისი დანიშვნის შემდეგ, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი გეგმა პანდემიურ სივრცეში თვეობით ჩაკეტილი სახელოვნებო სივრცეების, ხელოვანების და სპორსტმენების მხარდაჭერის და ხელშეწყობის შესახებ. ბუნდოვანია  როგორია სფეროში მისი კომპეტენტურობა. აღნიშნული იწვევს მის მიმართ უნდობლობას კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან.აღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით, ჩვენ ვეწინააღმდეგებით თეა წულუკიანის მინისტრად დანიშნვნას, არ მიგვაჩნია მისი ღირებულებები და საჯარო აქტივობა და მკვეთრად ანგაჟირებული პოლიტიკური პოზიცია იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ კულტურა, როგორც გამოხატვის თავისუფლება, დადგება საფრთხის ქვეშ. მეტიც, არ გაგვაჩნია არანაირი საფუძველი არ გვჯეროდეს კულუარებში გავრცელებული ცნობებისა, რომელიც წინასწარ გვამცნობს სპორტისა და კულტურის სფეროებში დასაქმებული პროფესიონალების პოლიტიკური ნიშნით შესაძლებელ დათხოვნას. არ დავუშვებთ მის მიერ განხორციელებულ კონტროლს, ჩვენი პირადი და სოციალური სივრცის შესწავლის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებებს, არ დავუშვებთ ცენზურას იქ, სადაც ჩვენი ხმა თავისუფლად უნდა ისმოდეს. სადაც და როგორც შევძლებთ ყოველთვის მის წინააღმდეგ ვიქნებით. საქართველოს მთავრობისგან კი მოვითხოვთ მეტ გამჭვირვალობას, ინფორმაციის გასაჯაროებას, სამოქმედო გეგმის წარდგენას ამ მიმართულებების განვითარებაზე; ხელოვანების, სპორტსმენების და ახალგაზრდების დახმარებასა და ხელშეწყობაზე, მოვითხოვთ თეა წულიკიანთან საჯარო გასაუბრების მოსმენას, როგორც  პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან და არა როგორც მომავალ მინისტრთან.  
gallery images

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწე მუსიკალური ბენდების და შემოქმედებითი ჯგუფების ერთობლივი განცხადება

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, არაერთი კულტურული ღონისძიება გადაიდო როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რამაც პირდაპირი და მძიმე ზეგავლენა იქონია ჩვენზე - შემოქმედებით ჯგუფებზე, მუსიკალურ ბენდებსა და შემსრულებლებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოიხსნა ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა, კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათი ჩატარება კვლავ ვერ ხერხდება, ორგანიზაციებისთვის თუ კერძო დაწესებულებებისთვის (კლუბებისთვის და ბარებისთვის) დადგენილი შეზღუდვების გამო. ამ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს ეკონომიკური კრიზისი კერძო სექტორში და ტურისტების სიმცირე აჭარის ა/რ-ში, რაზეც ასევე იყო დამოკიდებული ჩვენი შემოსავალი.ჩვენთვის ცხადია, რომ პანდემია არ დასრულდება უახლოეს თვეებში და სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს. თუ შესაბამისმა უწყებებმა დროულად არ დაიწყეს პამდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გრძელვადიან სამოქმედო გეგმის შემუშავება, ჩვენ აღმოვჩნდებით უკიდურესად მძიმე სიტუაციაში. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიერ გამოცხადებული კონკურსი ფესტივალების ჩატარებასთან დაკავშირებით, ვერ უზრუნველყოფს რიგი იმ პრობლემების მოგვარებას, რაც დღეს შემოქმედებითი ინდუსტრიების წინაშე დგას.მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უწყებებს, ამ შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიას, ჰქონდეთ ადეკვატური კომუნიკაცია შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან, ისეთი ფორმით, სადაც დაინტერესებულ პირებს გვექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების და პრობლემურ საკითხებზე დისკუსიის შესაძლებლობა. ურთიერთობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს ერთეულ ინდივიდებთან შეხვედრებით. ყოველივე ამას უნდა მიეცეს შესაბამისი ფორმალური და სტრუქტურული სახე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ქალაქ ბათუმის მერიას, შექმნან შესაბამისი სექტორული ჯგუფი, შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლების, მათ შორის მუსიკოსების, არტ მენეჯერების და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მონაწილეობით, რათა დაიწყოს დისკუსია და გადაიდგას კონკრეტული, ქმედითი და ეფექტური ნაბიჯები კულტურის სფეროში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად. საინიციატივო ჯგუფი:შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები
gallery images

თხოვნა ღონისძიებების ჩატარების უფლებასთან დაკავშირებით

მოგმართავთ თხოვნით, დაგვრთოთ ნება მოვაწყოთ ნებისმიერი ტიპის  ღონისძიება-წვეულება. იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე და ა.შ. ღია სივრცეებში (კერძო სახლის ეზო, რესტორნების ეზოები/ტერასები/აივნები და სხვა, ღია ტიპის ობიექტი), ასევე დახურულ სივრცეებში (რესტორანი, დარბაზი, სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი) სტუმართა იმ რაოდენობით, რასაც მოცემული სივრცე დაიტევს მთავრობის რეგულაციების და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით. პირველ ეტაპზე დაგვრთეთ ნება დავიწყოთ ჩვენი საქმიანობა მცირერიცხოვანი ღონისძიებებით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ეტაპობრივათ გავზარდოთ მათი რიცხვი. ამ სფეროში დასაქმებული არიან სხვადასხვა მიმართულების ადამიანები (ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები, მუსიკალური ბენდები, დიჯეები, მომღერლები, წამყვანები,დიზაინერები,ფლორისტები, წვეულების ორგანიზატორები და სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენლები), რომელთაც საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა შექმნილმა მდგომარეობამ. ბევრი მათგანი შემოსავლის გარეშე დარჩა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ არის არანაირი ინფორმაცია თუ როდის შევძლებთ ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას, ამასთან არც პროგნოზირების შესაძლებლობა გვაქვს, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა. წვეულებები,რომელთა მოწყობის ნებართვასაც ვითხოვთ არ არის მხოლოდ ნეფე-დედოფალი ან იუბილარი და მოწვეული სტუმრები. ამ ღონისძიებების უკან უამრავი სხვა ადამიანი დგას, რომელთა უმრავლესობისთვისთვისაც ეს საქმიანობა ერთადერთი შემოსავლის წყაროა. აკრძალვა კი მათ, ფაქტიურად, არსებობის წყაროს ართმევს. უკვე გაუქმდა ან გაურკვეველი ვადით გადაიდო ათობით და ასობით ასეთი წვეულება, რამაც ძალიან დააზარალა ეს სფერო.თითოეული ჩვენგანი სრულად იზიარებს  სოციალურ პასუხისმგებლობას, რეკომენდაციებს და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გთხოვთ, რომ  უმოკლეს ვადაში განიხილოთ ჩვენი საკითხი, რათა დროულად შევუდგეთ საქმიანობას. 
gallery images

თხოვნა ღონისძიებების ჩატარების უფლებასთან დაკავშირებით

საქართველოს მთავრობას, ვთხოვთ, რომ მოგვცეს საშუალება ვაკეთოთ საქმე, რომელიც გვიყვარს და ვარჩინოთ ამ საქმით ოჯახები, ასევე მივცეთ ადამიანებს საშუალება დაგეგმონ ღონისძიებები ყველანაირი რეგულაციების დაცვით. 
gallery images

საქართველოს ქორეოგრაფთა საქველმოქმედო ფონდი

ჩვენ უზომოდ ბედნიერი ვართ, რომ გვაქვს საშუალება ჩვენს ბენეფიციარებს გავუწოდოთ დახმარების ხელი, გავულამაზოთ ცხოვრება, მივცეთ გაქანება მათ ნიჭსა და შემოქმედებას! დიახ, ჩვენი ფონდის დღის ცენტრს საინტერესო პოტენციალის არაერთი ბენეფიციარი სტუმრობს. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ წარმოვაჩინოთ ისინი, მხარი დავუჭიროთ და შემოქმედებითი სტიმული მივცეთ! „სოციალურად დაუცველი - არ ნიშნავს, რომ არაფერი იცი და ვერაფერს აკეთებ... უბრალოდ, ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვენმა ფორტუნამ უკან დაიხია და მადლობა ღმერთს, რომ უკვე არსებობს საქართველოს ქორეოგრაფთა საქველმოქმედო ფონდი  და გვაძლევს ძალას გავუმკლავდეთ სირთულეებს“ბოლო 3 თვის განმავლობაში მსოფლიოში  არსებული პანდემიური მდგომარეობა არსებითად აისახა  საქართველოში ყველა სამოღვაწეო და სამუშაო სფეროში, განსაკუთრებით  კი მძიმე აღმოჩნდა ეს პერიოდი თვითდასაქმებულ  პირთათვის. ყველა ქორეოგრაფი პრაქტიკულად  საარსებო შემოსავლის გარეშეა, ფინანსური  და პროფესიული სტაგნაცია მერამდენე თვეა მიმდინარეობს.ჩვენი საქმიანობის სფეროსათვის განსაკუთრებულად ხაზგასმულია ის სიძნელეები, რომელიც დაკავშირებულია ქორეოგრაფიული ხელოვნების საშუალებით მოზარდი თაობის აღზრდის ძალიან დიდი წარსულის მქონე და წარმატებულ პროცესთან.თქვენთვის ცნობილია, რომ ქართველმა ქორეოგრაფებმა, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებმა მთელს მსოფლიოს მოსდეს ქართული საცეკვაო კულტურის სურნელება და თითქმის ყველა ქვეყნის მსმენელ - მაყურებელს გააცნეს ჩვენი ეროვნული საცეკვაო კულტურა. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღინიშნა წარმოიქმნა არაორდინალური ვითარება, როდესაც საფრთხის ქვეშ დადგა მომავალ მოცეკვავეთა მომზადების საქმე. აღარ ტარდება ტრადიციული კონცერტები, დაცარიელდა ქორეოგრაფიული დარბაზები და უმუშევრად დარჩა პედაგოგ-ქორეოგრაფები. ეს ისეთი საფრთხეა, რომელიც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდეს. კერძოდ, შეწყდეს ქორეოგრაფთა მომზადების პროცესი და ამით ჩამოქვეითდეს ქართული საცეკვაო კულტურის სახე. ამიტომ,ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საქველომქედო ფონდი...
gallery images

პეტიცია ზურა დოიჯაშვილის მხარდასაჭერად

ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახი კალაძეს, ქართველი მუსიკოსის, მომღერლის და კომპოზიტორის - ზურა დოიჯაშვილის მეგობრების წ ე რ ი ლ ი ბ-ნო კახი, მოგახსენებთ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ღირსეული ქართველი მომღერალი, მუსიკოსი, თავის საქმის უდაო პროფესიონალი, გამორჩეული ხმის ტემბრის ქართველი ვარსკვლავი, კოლორიტი თბილისელი - ზურა დოიჯაშვილი, ისრაელის სახელმწიფოს ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, ჯანმრთელობის პრობლემების გაუარესების გამო, ის დღემდე აპარატზეა მიერთებული, თუმცა ებრაელი ექიმები ზურა დოიჯაშვილის გამოჯანმრთელების საქმეში ძალ-ღონეს არ იშურებენ და ახლობლებსაც გვაიმედებენ. რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ თხოვნას თქვენთან: - ზურა დოიჯაშვილს თბილისში უკვე აღარ აქვს საცხოვრებელი, მათი პირადი პრობლემის გამო ისინი 1 წლის წინ დარჩნენ ამ მდგომარეობაში და ოჯახით მოუწიათ ისრაელში გადასვლა. ზურას ოჯახს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასთან ერთად, თან დაერთო მსოფლიო პანდემია და გლობალური კრიზისი, - გთხოვთ თბილისში მას და მის ოჯახს გადასცეთ საცხოვრებელი ფართი, სადაც ზურა დაბრუნდება ოჯახთან ერთად და გააგრძელებს თავის საყვარელ ქალაქში ცხოვრებას და მოღვაწეობას, ისევ ისეთი ენერგიული და მოტივირებული, როგორც აქამდე. ხელს ვაწერთ................
gallery images

მეფე, რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს

მეფე, რომელსაც ბრწყინვალე ვუწოდეთ და მისთვის ძეგლიც კი არ დაგვიდგამს.საქართველოს ბევრი გამორჩული ადამიანი ჰყოლია, მაგალითად დავით IV, გიორგი სააკაძე, ერეკლე II, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე და სხვები...სამწუხაროდ, ჩამოთვლილთაგან, მხოლოდ გიორგი V-ის ძეგლი არ არსებობს.იქნებ მანიფესტით შევძლოთ და გიორგი V ბრწყინვალის ძეგლი დაიდგას :)
gallery images

კულტურის და ხელოვნების მსახურთა ღია წერილი ხელისუფლებას

კულტურის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების და კერძო პირების საჯარო მიმართვა საქართველოს მთავრობას, ქალაქ თბილისის საკრებულოს კულტურის კომისიას, საქართველოს კულტურისა სამინისტროსმოგმართოთ საჯარო წერილით და გავავრცელოთ ღია მიმართვა, კულტურის სფეროში დასაქმებული, ხელოვნების მსახურებაში მყოფი კერძო პირების, ორგანიზაციების და ჯგუფების სახელით, რომლებიც ხელს აწერენ აღნიშნულ წერილს და მოგახსენოთ ჩვენი აზრი ქვეყანაში მიმდინარე ანტიკრიზისული გეგმის განვითარებასთან, მის ახალ და ჩვენის აზრით აუცილებელ და სასწრაფოდ ასამოქმედებელ პუნქტებთან დაკავშირებითუკვე აქსიომაა, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურმა პანდემიამ, დააზარალა ყველა სფეროს, ყველა მიმართულების და ყველა დარგის მსახურნი, მათ შორის საქართველოშიც. და როგორც ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სფერო აღმოჩნდა ქართული კულტურის და ხელოვნების დარგში მომუშავე გაერთიანებები და ადამინები, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას პირდაპირი დარტყმა მიაყენა სამყაროში მიმდინარე პანდემიამ და უფრო კონკრეტულად კი, მისმა თანმდევმა - ეკონომიკურმა კრიზისმა.საქართველოს მთავარობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში სამწუხაროდ ვერ მოხვდა ხელოვნების მსახურთა გვერდში დგომის ვერცერთი კონკრეტული წინადადება და ვერცერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც ამ დარგში დასაქმებულ ასობით ადამიანს, პირდაპირი წესით და სასიკეთოდ შეეხებოდა.გამომდინარე იქიდან, რომ თავად ხელოვნება და კულტურა მრავლისმომცველი ცნებებია, შესაბამისად ამ დარგში დასაქმებულთა არეალიც დიდია, მასში მოიაზრება - მხატვრები, მომღერლები, მუსიკოსები, კომპოზიტორები, სახელოვნებო დარგის ჟურნალისტები, არანჟირების ოსტატები და მათთან გათანაბრებული ტექნიკური პერსონალი, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მათი მრავალრიცხოვანი აღსაზრდელით და ქორეოგრაფებით, ფესტივალების და კონკურსების საორგანიზაციო ჯგუფები, რომლებიც წლებია ემსახურებიან ქართული კულტურის კონკრეტული მიმდინარეობის პოპულარიზაციას არამხოლოდ ხელოვნების ფორმატში, არამედ მისი პირდაპირი თანმდევი - ტურისტული სფეროს განვითარებისა და წარმატებისთვის, რადგან თუნდაც (!) ნებისმიერი საერთაშორისო, თუ ადგილობრივი მუსიკალური ფესტივალი - ტურისტების მოსაზიდი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო აქამდე...ვინაიდან და რადგანაც კარგად გვესმის და ვითვალისწინებთ ჩვენს წილ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, გვესმის და ვითვალისწინებთ ქართული სახელმწიფოს რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას, მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვემორჩილებით ყველა დადგენილ წესს თუ აკრძალვას, მაგრამ კულტურის სფეროს მრავალათასიანი არმიის უგუველყოფა და მათი „დავიწყება“ მინიმუმ უხერხულია, რადგან ეს სფერო იყო, არის და იქნება ახალ სამყაროშიც, ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი..!იმის გათვალისწინებით, რომ გაუქმდა და გადაიდო უამრავი ფესტივალი, კონცერტი, კონკურსი, გამოფენა და ა.შ. გამომდინარე აქედან ვთხოვთ საქართველოს მთავრობასა) უახლოეს პერიოდში გამოყოს სპეციალური ჯგუფი, კულტურის დარგის მომსახურეთა წინასწარ შემდგარ ჯგუფთან შესახვედრად, რათა არა ღია წერილებით და პეტიციებით, არამედ პირისპირ, ტეტ ე ტეტ, გადაწყდეს და დაიგეგმოს ყველა ნაბიჯი, რომლითაც შევძლებთ ჩვენი სფეროს და მასში მომუშავე ადამიანების - ფიზიკურ (!) გადარჩენას, და რამდენადაც ხმამაღლა არ უნდა ჟღერდეს ეს, სამწუხაროდ ეს რეალობა - სინამდვილეა! ბ) იურიდიულ ორგანიზაციებს, ჯგუფებს (შ.პ.ს. / ი.მ. / ა.ა.ი.პ. და ა.შ.) რომლებსაც ამ საქმიანობისთვის იჯარით ჰქონდათ დაქირავებული არამხოლოდ სახელმწიფო ფართები, არამედ კერძო - გაუწიოს რეკომენდაცია ყველა გამქირავებელთან 6 თვის (დაწყებული აპრილის თვიდან) მანძილზე გაანთავისუფლონ იჯარის გადასახადისგან (მაგალითად ქორეოგრაფიული ანსამბლები, კერძო მუსიკალური სტუდიები, ფესტივალების და კონკურსების საორგანიზაციო ჯგუფები და ა.შ.)გ) სამუშაო ჯგუფთან ერთად შეიმუშაოს გეგმა სახელოვნებო, მუსიკალური და სხვა კულტურული ფესტივალების ჩატარების წესებისთვის ღია და დახურულ სივრცეებში (იქნება ეს დისტანციის დაცვა, პირბადეებით მაყურებლის დასწრება და ა.შ.)დ) პირველ პუნქტში გამოყოფილმა სახელმწიფო სამუშაოს ჯგუფმა, პეტიციის და წერილის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად, მოახდინოს ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანთა და ჯგუფთა ღია და შესაძლებლობის გათვალისწინებით, მაქსიმალურად საჯარო აღრიცხვა, იქნება ეს 1) ქორეოგრაფიული ანსამბლები2) ინდივიდუალური ვოკალისტები (მათ შორის რესტორნებში და კლუბებში დასაქმებულნი)3)  საბავშვო მუსიკალურ-თეატრალურ-ვოკალური სტუდიები4) სფეროსთან ასოცირებული ყველა თანამშრომელი (კომპოზიტორები, მუსიკოსები, არანჟირების ოსტატები, კონცერტების კონფერანსიები, სახელოვნებო მიმართულების ჟურნალისტები და ა.შ.)ე) ეს არის სფერო, რომელსაც პანდემიური და შესაბამისად პოსტ-კორონასეულ პერიოდშიც კი, შეუძლია ადამიანთა დასაქმება, მინიმალური ფინანსური უზრუნველყოფა და რაც ყველაზე მთავარია, მომავალი თაობის, ათიათასობით ბავშვის და ახალგაზრდას მოტივირება, სტიმულის მიცემა და ფსიქოლოგიური ტრამვის გაუვენელყოფა, რომელიც პანდემიის პერიოდში არსებული აკრძალვების დროს დაფიქსირდა და რომელსაც ფსიქოლოგები ძალიან დიდ პრობლემად ხედავენ უახლოეს მომავალში, თუ არ მოხდება მათი ადაპტირება გარემოსთან) საინიციატივო ჯგუფის სახელით საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების „მეგას“ დამფუძნებელი, ტელეკომპანია „ვარსკვლავების“ დირექტორი, კულტურის ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძევეთანხმებით და ხელს ვაწერთ: 
gallery images

COVID-19 და კულტურის სექტორის კრიზისი

აღნიშნული პეტიცია წარმოადგენს კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანების, ორგანიზაციების და დამოუკიდებელი ინიციატივების პოზიციასCOVID 19-ის პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მსოფლიო არნახული გამოწვევების წინაშე დააყენა. ქვეყნები მუშაობენ ანტიკრიზისული გეგმების შემუშავებაზე და პანდემიით გამოწვეული ზარალის რისკების მაქსიმალურად შემცირებაზე. კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, სისტემურად ძალიან მყიფე სფერო, დაზარალების განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას. შესაბამისად, მრავალმა ქვეყანამ სრულად გაიაზრა არსებული მდგომარეობა და შეიმუშავა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამები. ამის ფონზე, საქართველოს რეალობაში საპირისპირო სურათი იკვეთება - ოფიციალურ პასუხისმგებელ სამთავრობო სტრუქტურებს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენიათ კონკრეტულ ხედვაზე დამყარებული სამოქმედო გეგმა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულებით კრიზისის დაძლევის თაობაზე.2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით: 1) კულტურის სექტორი მოიაზრება გასართობი, სასტუმროების და აზარტული თამაშების ინდუსტრიების გვერდით და 2) საშუალება არ ეძლევა სფეროს წარმომადგენლებს, 2020 წლის ივლისამდე განახორციელონ რაიმე სახის საქმიანობა.არსებული მიდგომა სფეროს პრიორიტეტულობას უკანა პლანზე წევს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მასში მომუშავე ასობით ორგანიზაციასა და ათასობით ინდივიდს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საჯარო განაცხადის სახით მივმართოთ შესაბამის ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს.მას შემდეგ, რაც შეჩერდა ყოველგვარი შემოქმედებითი საქმიანობა, სფეროში მომუშავე პროფესიონალებმა დაკარგეს მინიმალური საარსებო წყარო. ამის ფონზე, კულტურაზე პასუხისმგებელი სამთავრობო უწყებების მხრიდან არ გამოთქმულა ინიციატივა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, თუნდაც ონლაინ შეხვედრის ფორმატში გაგვეზიარებინა მათთვის სფეროში კრიზისით განპირობებული გამოწვევები და გვემსჯელა მათი გადაჭრის გზების შესახებ. ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ არ მომხდარა კულტურის სფეროში არსებული დარგების და მასში მომუშავე ადამიანების ინტერესების გააზრება, დაცვა და ადვოკატირება. ქართული თანამედროვე და ტრადიციული კულტურა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს იდენტობას და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგრადობას, სწორედ შემოქმედებით სექტორებში მომუშავე ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ინიციატივების/ინდივიდების საქმიანობის შედეგად იქმნება.სწორედ ამიტომ, საჭიროდ ვთვლით, რომ გაუქმებული ან შეჩერებული პროგრამების, კონკურსების და დაფინანსების პირობებში, ყოველგვარი შემხვედრი განცხადების გარეშე დარჩენილმა სფეროს წარმომადგენლებმა, როგორებიც ვართ მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, პროდიუსერები, კულტურის მენეჯერები, კურატორები, ფოტოგრაფები, რეჟისორები და სხვა მიმართულების წარმომადგენლები, ერთობლივად დავიცვათ სფეროს და ჩვენი ინტერესები.  საერთო პრობლემებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ შემდეგს: მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კულტურის სფეროსთვის კონკრეტული კრიზისული და პოსტ-კრიზისული ხედვის, სამოქმედო გეგმის შემუშავება და საზოგადოებისთვის წარმოდგენა. მათ შემუშავებაში ჩართული იყვნენ კულტურის შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები;   გახდეს ცნობილი რა ცვლილებები შედის შესაბამისი სტრუქტურების 2020 წლის ბიუჯეტებში საკონკურსო და პირდაპირი გახარჯვის წესით გათვალისწინებულ თანხების რაოდენობასა და მიზნობრიობაზე; მოხდეს კულტურის სფეროს სახელმწიფოს დღის წესრიგში პრიორიტეტიზაცია; გააქტიურდეს საერთაშორისო და ადგილობრივი მასშტაბით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ სექტორთან აქტიური კომუნიკაცია (მათ შორის  - საქართველოს კულტურის ეროვნული ფონდის ჩამოყალიბების მდგომარეობის, კულტურის სტრატეგია 2025 სამოქმედო გეგმების შესრულების, კულტურის დაფინანსების ალტერნატიული წყაროების ამოქმედებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის, შესაბამისი საკანონმდებლო და ფისკალური პოლიტიკის გატარების მიმართულებებით. (მაგ: ქველმოქმედების და ფილანთროპიის კანონი და ა.შ.);კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების სპეციფიკა, სათანადო მხარდაჭერის პირობებში, იძლევა საშუალებას, თუნდაც კრიზისის ფონზე შექმნას სამუშაო ადგილები. მიმდინარე გრანტების თუ გამოცხადებული კონკურსების ადაპტირება და არა მათი შეჩერება დადებითად აისახებოდა სექტორის მდგრადობასა და შემოქმედებითი პროცესის წარმოებაზე. სფეროს წარმომადგენლებთან დროული კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდებოდა ადამიანური რესურსების და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება, რაც მნიშვნელოვანწილად შეუწყობდა ხელს ეკონომიკური აქტივობების გამოცოცხლებას, კონკრეტული მიმართულებების ფუნქციონირებას.სრული პასუხისმგებლობით, აგრეთვე შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, ვიაზრებთ რა ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ვაცნობიერებთ აუცილებლობას იმისა, რომ უნდა მოხდეს სახელმწიფოს და შესაბამისი უწყებების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და კრიზისის დაძლევისთვის საჭირო მასტიმულირებელი ინიციატივების, ხედვის და სამოქმედო გეგმის წარმოდგენა. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ჩავერთოთ სათანადო გეგმის შემუშავების პროცესში და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნულ წერილს ექნება გამოხმაურება და რეაგირება შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან.კულტურის სექტორში მოქმედი საინიციატივო ჯგუფი: ალექსი სოსელია, გიორგი სპანდერაშვილი, მარიკა ჯაბუა, ხატია ჭოხონელიძე.
gallery images

გაიხსნას ღვინის ქარხანა საღამოს 21:00-დან 06:00 მდე

ადგილზე დაცული იქნება დისტანცია და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტები
gallery images

აზერბაიჯანული თეატრის გადასარჩენად! Azərbaycan teatrını xilas etmək naminə!

გაცნობებთ, ჩვენი დასი უკვე მრავალი წელია  კეთილსინდისიერად და ყოველგვარი დისციპლინური გადაცდომის გარეშე მოღვაწეობს აზერბაიჯანული კულტურის განვითარებისათვის.   ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული თეატრი 2004 წელს აღდგა ძველი თბილისის უბანში (გორგასლის ქუჩაზე). თეატრის შექმნა იყო ქართული და აზერბაიჯანული კულტურის დაახლოების სიმბოლო, აზერბაიჯანული თემის კულტურული განვითარება. ავარიული შენობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის მიუხედავად  თეატრის კოლექტივს, 15 წლის მანძილზე, ერთი დღითაც არ შეუჩერებია მუშაობა.     2019 წლის იანვარში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა თურგაი ველი ზადე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პიროვნების დანიშვნა არავის შეუთანხმებია თატრის დასისთვის, ჩვენ ვეცადეთ გვეთანამშრომლა მასთან, თუმცა მისმა არაპროფესიონალიზმმი,  მფარველების იმედით მსახიობების მიმართ უხეშობამ და მუქარამ, უსამართლობამ და ქედმაღლობამ, კოლექტივის აბსოლუტური უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე დასმა მიმართა საქართველოს განათლების,  მეცნიერების კულტურისა და სპორტის   სამინისტროს.  ჩვენ შევატყობინეთ ასეთ ხელმძღვანელთან მუშაობის შეუძლობლობისა და მისდამი ბოიკოტის შესახებ წერილობით და სიტყვიერად განვაცხადეთ. თუმცა, სიტუაციის გამოსასწორებლად არავითარი ზომა არ მიღებულა.ამა წლის 10 მარტს, როდესაც ჩვენ ოფიციალურად გამოცხადებული გვქონდა გაფიცვა, თეტრის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ კანონმდებლობის სრული დარღვევით სამსახურიდან განთავისუფლებულა დასის ძირითადი ნაწილი. სულ 11 თანამშრომელი.ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი თეატრი წყვეტს მოღვაწეობას.კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის ასეთ მძიმე ვითარებაში სამსახურებიდან მსახიობების ასეთმა მასობრივმა გათავისუფლებამ თ. ველიზადეს ვერაგ-მზაკვრულ სახესთან ერთად მისი ზნეობრივი დონეც ნათლად წარმოაჩინა. ასეთ ვითარებაში ამგვარი ნაბიჯის გადადგმა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მასთან მუშაობა შეუძლებელია. კვლავ მოგმართავთ თხოვნით, რომ დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით, გაერკვეთ არსებულ მდგომარეობაში და ხელი შეუწყვეთ აზერბაიჯანული კულტურის განვითარებას. Diqqətinizə çatdırmaq istəyirik ki, bizim aktyor truppası artıq uzun müddətdir ki, məsuliyyətlə və heç bir qanun pozuntusuna yol vermədən Azərbaycan mədəniyyətinin inkişafı yönündə fəaliyyət göstərir.Heydər Əliyev adına Tbilisi Dövlət Peşəkar Azərbaycan Dram Teatrı Tiflisin qədim  məhəllələrindən birində (Qorqasali küç.) 2004-cü ildə bərpa olunmuşdur. Teatrın yaradılması Azərbaycan və gürcü xalqları arasında müqəddəs dostluğun, onların mədəniyyətləri arasında mövcud əlaqələrin daha da möhkəmlənməsinin rəmzi göstəricisi idi. Teatr binasının və infrastrukturunun qəzalı və yararsız vəziyyətdə olmasına baxmayaraq, fəaliyyət göstərdiyimiz 15 il ərzində öz işimizi bir gün də olsun dayandırmayıb, milli mədəniyyətimizin təbliği naminə səylərimizi əsirgəmədik. Ancaq 2019-cu ildən etibarən teatrda vəziyyət mənfiyə doğru surətlə dəyişdi.Turqay Vəlizadənin 2019-cu ilin yanvar ayında teatra bədii rəhbər təyin olunması bu sənət məbədində yaradıcılıq işığını demək olar ki, söndürdü. Bu şəxsin teatra teatrın truppasının rəyi nəzərə alınmadan bədii rəhbər təyin olunmasına baxmayaraq, biz yenə də onunla əməkdaşlıq etməyə çalışdıq. Ancaq onun qeyri-peşəkarlığı, öz himayədarlarına güvənərək aktyorlara qarşı kobudluqları və hədələri, ədalətsizlikləri və yekəxanalığı, ayrı-seçkiliyi və s. kollektivdə mütləq çoxluğun narazılığına səbəb oldu. Hələ ötən ilin payızında bu barədə tərəfimizdən Gürcüstan Mədəniyyət Nazirliyinə yazılı şikayətlər olundu. Bütün bunlarla bağlı biz nazirliyə belə bir rəhbərlə işləməyin mümkün olmadığını və boykot elan etdiyimizi həm yazılı, həm də şifahi şəkildə çatdırdıq. Ancaq buna rəğmən, heç bir tədbir görülmədi.Bizim rəsmi şəkildə boykot elan etdiyimizə baxmayaraq, teatrın hazırkı rəhbərliyi cari ilin mart ayının 11-də Gürcüstan qanunvericiliyinin normalarını sərt şəkildə pozaraq truppanın əsas heyətini, 11 nəfər əməkdaşını (bu təqribən 80 % deməkdir) işdən azad etmişdir. Bu, faktiki olaraq bizim milli teatrımızın bünövrəsinin dağıdılmasına və onun mədəniyyət ocağı kimi fəaliyyətinin dayandırılmasına istiqamətlənmiş  yırtıcı, heç bir hüquqa, məntiqə və mənəviyyata sığmayan bir addımdır.Koronavirus pandemiyası ilə bağlı dünyada, o cümlədən ölkəmizdə yaranmış  belə ağır vəziyyətində aktyorların işdən kütləvi azad olunması fürsətçillik və Turqay Vəlizadənin iş keyfiyyətlərindən əlavə, insani dəyərlərinin də çox aşağı səviyyədə olduğunu bir daha sübut etdi. Onun məhz belə bir zamanda bu addımı atması bir daha təsdiqləyir ki, onunla işləmək qeyri-mümkündür.Bir daha sizdən xahiş edirik ki, qeyd etdiyimiz acınacaqlı məsələ ilə bağlı daha yaxından maraqlanıb, tanış olasınız və Azərbaycan mədəniyyətinin inkişafına əl tutasınız.
gallery images

დააბრუნეთ სკამი ბნელ(უკანა) პარკში

 ისან-სამგორის ერთ-ერთი თბილი უბნის საზოგადოება მივმართავთ გამგეობას და თბილისი მერიას თხოვნით, რომ გამოყონ ერთი ან რამდენიმე სკამი, რათა კვლავ დავუბრუნოთ სიცოცხლე ჩვენი, და არა მარტო ჩვენი, თაობის ფავორიტ ადგილს . ჩვენ უბრალოდ გვსურს კორონა ვირუსის ჩავლის შემდეგ კვლავ შევიკრიბოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად და გავუზიაროთ ერთმანეთს სითბო და სიყვარული, ჩვენთვის ნაცნობ ადგილას <3 !!!