add one
gallery images

twenty one pilot-ის live თბილისში

ეს არის ამერიკული ჯგუფი რომელსაც ძალიან ბევრი ფანი ყავს საქართველოში და ძალიან ბევრს სურს მათ live-ზე წასვლა მაგრამ ხელმოკლეობის გამო ბევრი ვერ მიდის მათ შორის მეც ამიტომაც გთხოვთ რომ ჩამოიყვანოთ twenty one pilot-სი
gallery images

კინოთეატრი რუსთავში!

რუსთავში უკვე დიდი ხანია არ ფუნქციონირებს, რუსთავში ძალიან ბევრს უნდა ხელახლა აღდგენა, ამიტომ გთხოვთ რომ გაიხსნანს რუსთავში კინოთეატრი.ცოტა სიცოცხლე შესძინეთ ქალაქს.მადლობა
gallery images

თბილისში დაიდგას "საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალი"

საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ 25 წელი გავიდა, თუმცა საქართველოში ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანი და რუსეთის იმპერიისაგან მომავალი საფრთხე. იმის გამო, რომ სახელმწიფოში უკეთესად ვაცნობიერებდეთ საბჭოთა კავშირის რეჟიმის მომაკვდინებელ შედეგებს და პატივს ვაგებდეთ ამ შემზარავი მანქანის მსხვერპლთა სახელებს, ვითხოვთ თბილისში "საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალი"-ს დადგმას
gallery images

David Gilmour საქართველოში

დევიდ გილმორი არის ყოფილი პინკ ფლოიდის წევრი. მას ყავს მილიონობით ფანი უცხოეთში და საქართველოში მისი ჩამოყვანით ქვეყანა გახდება უფრო ცნობილი და ასევე განავითარეს ტურიზმს
gallery images

ჩვენ გვჭირდება გადაცემა

კულტურულ ცხოვრებაში არსებული პოზიტიური და პრობლემური მხარეები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციფიკა, მისი არსებობისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობები, კულტურისა და საზოგადოების ურთიერთმიმართების საკითხები - ასეთი იყო 2013 წლიდან გადაცემა  "არტეოგრამას" მთავარი  მიმართულება. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკვე მე-4 წელია "არტეოგრამას" მეშვეობით პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს დისკუსია ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე აქტუალური პრობლემების ირგვლივ, მოწვეულ სტუმართა შორის არიან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართული ხელოვნების წარმომადგენლები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გადაცემის  ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდაჭერაა.მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს - არ დახუროთ   ,,არტეოგრამა“, რომელიც დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეთერო სივრცეა ქართულ მედიაგარემოში და ქართველ ხელოვანებს შემოქმედებითი პრობლემების შესახებ ღია საუბრის საშუალებას აძლევს<!--[if gte mso 9]><xml> </xml><![endif]--><!--[if gte mso 9]><xml> Normal 0 false false false RU JA X-NONE </xml><![endif]--><!--[if gte mso 9]><xml> </xml><![endif]--><!--[if gte mso 10]> <style> /* Style Definitions */ table.MsoNormalTable {mso-style-name:"Table Normal"; mso-tstyle-rowband-size:0; mso-tstyle-colband-size:0; mso-style-noshow:yes; mso-style-priority:99; mso-style-parent:""; mso-padding-alt:0cm 5.4pt 0cm 5.4pt; mso-para-margin-top:0cm; mso-para-margin-right:0cm; mso-para-margin-bottom:10.0pt; mso-para-margin-left:0cm; line-height:115%; mso-pagination:widow-orphan; font-size:11.0pt; font-family:Calibri; mso-ascii-font-family:Calibri; mso-ascii-theme-font:minor-latin; mso-hansi-font-family:Calibri; mso-hansi-theme-font:minor-latin; mso-ansi-language:RU;} </style>
gallery images

Coldplay საქართველოში

გთხოვთ, 2017 წლის ზაფხულში საქართველოში ჩამოიყვანოთ ქოლდფლეი. იმედი მაქვს, ამ თხოვნას შეასრულებთ ) 
gallery images

ბონ ჯოვი თბილისში

ჩამოიყვანეთ ბონ ჯოვი თბილისში.
gallery images

იკანოს არარეკლამის საუნდტრეკი

მოვითხოვთ დაიდოს იკანოს არარეკლამაში გამოყენებული სიმღერა 
gallery images

დააბრუნეთ კინოს სახლი.

კინოს სახლი(ძმები კაკაბაძეების 2 ) ერთი წელზე მეტია რაც აღარ ფუნქციონირებს. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო იგი დაიხურა.ბოლოს რაც გვითხრეს ეს იყო " (<!--StartFragment-->სეანსების განახლებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. მიმდინარეობს დარბაზის რეკონსტრუქცია. სიახლეებს შეგატყობინებთ. დიდი მადლობა ერთგულებისთვის და ასეთი დიდი ინტერესის გამოხატვისთვის! დროებით.<!--EndFragment-->)" კინოს სახლმა ნამდვილი კინო გამიჟღენთა  ტვინში. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო მეგობარიც მანდ გავიცანი. ძალიან კარგი იქნება, ნამდვილი კინო თუ დაგვიბრუნდება , ყოველ დღე 7 საათზე , სიმბოლურ ფასად,ერთ ლარად . თორე ამოვიდა ყელში დედპულები და იქს და იგრეკ ადამიანები. კვირეულები გვწყურია ხალხს.ჰიჩკოკები და კაურისმაკები. ბელა ტარები და ანდრეის ჯიჯღინები. ვინმემ რამე ქენით. ბოლო-ბოლო ანდრეის მაგივრად მე ჩავრთავ ფილმებს უხელფასოდ )
gallery images

Avenged Sevenfold საქართველოში!

დიდი ბედნიერებაა, როდესაც საშუალება გეძლევა მოუსმინო შენს საყვარელ ბენდს, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში, ეს დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ბენდი მოღვაწეობს საზღვარგარეთ.Avenged Sevenfold - ამერიკული როკ ჯგუფია, რომელსაც  მრავალი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორისაა საქართველოც. ამ პეტიციის საშუალებით კი ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს პირველი ნაბიჯი გადავდგათ, რათა ჩვენს საყვარელი ბენდს ჩვენივე ქვეყანაში მოვუსმინოთ, ამისთვის კი მხოლოდ რამდენიმე ათასი ხმის შეგროვებაა საჭირო და თან ძალიან მარტივად.ჯგუფის ქართველი გულშემატკივრების ოფიციალური გვერდი Facebook-ზე:http://www.facebook.com/AvengedSevenfoldFansInGeorgia/?ref=bookmarksერთად ჩვენ შევძლებთ!
gallery images

დღეს ქართულ ფოლკროლსთქვენი დახმარება სჭირდება

მოგესალმებით .დღეს ქართულ კულტურას თვენი გვერდში დგომა სჭირდება. უსახსრობის გამო იშლება ფოლკლორული ანსამბლი ლადი .ჯგუფი რომელმაც3 თასი და 5 ოქროსმედალი ჩამოიტანა ევროპის საერთაშორისო ფესტივლიდან "Caucasus Eagles 2015"  და გრანპრი azerbaijan baku 2016 დან. ჯგუფი მიწვეულია 15 ქვეყანაში საერთაშორისო ფესტივალზე და ასეთი ჯგუფი იშლება უსახსრობის გამო. თითოეულმა ქართველმა საკუთარი წვლილი შევიტანოთ და გვერთში დავუდგეთ ხვალინდელ დღეს დღეს რომელიც ჩვენ მომავალს ეკუთვნის.
gallery images

რიანას კონცერტი საქართველოში

ჩვენ გვინდა რიანა საქართველოში <3 
gallery images

გავერთიანდეთ ერი და ბერი დუტუ მეგრელის ბიუსტის დასადგმელად!

ქალბატონებო და ბატონებო,მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს!იმედი მაქვს, ხელს მოაწერთ აღნიშნულ პეტიციას, რაც ითვალისწინებს ჩვენი კლასიკოსის, ოთარ ჭილაძის იდეის ხორცშესხმას; კერძოდ, საქმე ეხება დუტუ მეგრელის(დიმიტრი ხოშტარიას) ბრინჯაოს ბიუსტის დადგმას დედაქალაქსა და აბაშის რაიონში; თქვენთვის  ზედმეტია იმისი ახსნა, თუ რა გავლენა და მნიშვნელობა იქონია მრავალი თაობის აღზრდა-ჩამოყალიბებაზე დუტუ მეგრელის ,,პატარა ქართველმა'; ეს ლექსი 1901 წელს დაიწერა და იაკობ გოგებაშვილმა 1903 წელს ერთდროულად შეიტანა ,,დედა ენისა'' და ,,ბუნების კარის'' სახელმძღვანელოებში; ეს გახლავთ ურთულესი დრო საქართველოს ისტორიაში...სწორედ, ამ ძნელბედობის ჟამს გამოჩნდა დუტუ მეგრელის სახელმწიფოებრივი, გაბედული და უკომპრომისო პოზიცია...დუტუ მეგრელის ბიუსტი(შესაძლოა, ეს იყოს ,,პატარა ქართველის'' მცირე ზომის ქანდაკება..ამაზე იმსჯელებს კომპეტენტური კომისია...) გახდება საქართველოს ერთიანობის სიმბოლო...აქვე უნდა განვაცხადო, რომ ახალგაზრდა მოქანდაკე  გიორგი კიკვაძე მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ შეასრულოს მნიშვნელოვანი სამუშაო; მან უკვე მოამზადა მაკეტი, რასაც გავაცნობ ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და სამთავრობო დაწესებულებას; ერთი სიტყვით, საჭიროა ჩვენი გაერთიანება და მოქმედება ამ საშვილიშვილო იდეის დასაგვირგვინებლად. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მხარს დაუჭერს ჩვენს წამოწყებას, რასაც 2011 წლიდან - დღემდე უშედეგოდ ვცდილობთ; იმედია, საქართველოს მთავრობა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო და მერია, გაითავისებენ ამ ძეგლის დადგმის მნიშვნელობას; გამონახავენ სახსრებსა და  სათანადო ადგილს, რომ  დავაფასოთ დუტუ მეგრელის ღვაწლი ჩვენი ერის წინაშე და პატივი მივაგოთ იდეის ავტორის, ოთარ ჭილაძის სახელს...ბოლოს: ჩვენ ვიწყებთ საყოველთაო- სახალხო მოძრაობას,რომ სრულიად საქართველომ მონაწილეობა მიიღოს  დუტუ მეგრელის ბიუსტის დადგმაში...ვთხოვთ ქალაქის საკრებულოსა და მერიას, გამოგვიყოს ადგილი, სადაც დაიდგმება აღნიშნული ბიუსტი..ხელმომწერებმა შემოგვთავაზეთ თქვენი ვარიანტები...საუკეთესოს შევარჩევთ და შევთავაზებთ საკრებულოსა და მერიას! გავერთიანდეთ და საქართველოში პირველად განვახორციელოთ საერთო-სახალხო პროექტი!...პატივისცემით,ელგუჯა მარღია 
gallery images

მოვითხოვოთ კინოში დააბრუნონ ბეჭდების მბრძანებლის სერიები

ვითხოვთ, რომ მოხდეს კეთილი ნება და ზაფხულის ე.წ "მკვდარ" სეზონზე ან თუნდაც მანამდე, ჩვენს კინოთეატრებში გაუშვან პიტერ ჯექსონის საყოველთაოდ აღიარებული ფენტეზის შედევრალური ტრილოგიის "ბეჭდების მბრძანებლის" ხელმეორედ ჩვენება. სამწუხაროდ მეც და ალბათ უამრავმა თქვენთაგანმა ტრილოგიის გამოსვლის დროს (2001 - 2003 წლებში), დიდ ეკრანზე ვერ მოახერხა ამ სერიების ნახვა. ახლა კი ვითხოვთ LOTR - ის 15 წლისთავთან დაკავშირებით მოეწყოს ხელმეორედ ჩვენება სამივე სერიის (აუცილებლად  Extended Edition -  ვერსიები და სასურველია IMAX - ის კავეაში) წინასწარ მადლობა დიდი !!!   
gallery images

გაგრძელდეს ტიფლისი მესამე სეზონი

საზოგადოებისა და მაყურებლის დიდი ინტერესის გამო გვსურს, რომ გადაიღონ ტიფლისის შემდეგი სეზონი.