gallery images

საჭიროა 199996 ხელმოწერა

4
200000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები

 

ქვეყანაში არ არსებობს სოციალურ ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემა, არ არის დაცული ელემენტარული სასიცოცხლო და საარსებო ნორმები, არ არსებობს პოლიტიკური პლურარიზმი, თავისუფალი მედია, სუფევს სახელმწიფო კორუფცია, ხელისუფლებაში არიან კრიმინალურ-მაფიოზური დაჯგუფებები, არის მართვადი ქაოსი. დაკარგული და ოკუპირებულია გაეროს მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიის 30%, მიმდინარეობს მცოცავი ანექსია და აბორიგენი ქართველი მოსახლეობისაგან წმენდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე. დაწყებულია საქართველოს სახელმწიფოს რღვევის პროცესი. სახეზეა პოლიტიკურ-სამართლებრივი კრიზისი, ქვეყანაში სუფევს სამართლებრივი ვანდალიზმი, არ არსებობს სამართლებრივი, სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტები, სახეზეა სოციალურ-ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, კულტურულ-სამართლებრივი და სულიერი განადგურების ფაქტები, დაფიქსირდა ერის გენოციდი. (სიკვდილიანობამ გადაასწრო შობადობას)

 

ასეთ ვითარებაში  პარლამენტარები დაკავებულები არიან პირადი ანგარიშწორებებით და  საკუთარი ბიზნესების ლობირებით, მფარველობს კონტრაბანდისტებს და ნარკობარიგებს, ღებულობს ანტიეროვნულ კანონმდებლობას, ხელს უწყობს გარყვნილებისა და ეროვნული ღირებულებების დისკრიმინაციის პროპაგანდას,  არ მოხდა დისკრიმინაციული  საარჩევნო კოდექსის განხილვაც კი. ხდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დისკრიმინაცია, პარტიებს არ ეძლევათ საკუთარ მხარდამჭერებსა და საზოგადოებს გააცნონ თავიანთი პროგრამები საზოგადოებრივი ტელეარხების მეშვეობით. დახურულია მასმედია.პარლამენტი სრულიად მოქცეულია ოლიგარქიულ, კლანურ მაფიოზური წარმონაქმნების ზეგავლენის ქვეშ. 

 

ამიტომ დაუყოვნებლივ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად უნდა ჩატარდეს ვადამდელი მრავლპარტიული, თანაბარ უფლებიანი ლეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები! საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ზედამხედველობით როგორებიცაა გაერო, ეუთო, ევროკავშირი!