gallery images

საჭიროა 6618 ხელმოწერა

3382
10000

ადრესატი:

საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

მხარს ვუჭერთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს

ბოლო დროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის დაპირისპირების ფონზე განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ როგორ აღიქვამს მაკონტროლებელი უწყების დღევანდელი ხელმძღვანელობა ცენტრში დაცული უნიკალური კოლექციის მნიშვნელობასა და აქ დასაქმებულ თანამრომელთა ენთუზიაზმს.

 

ცენტრის ადმინისტრაციამ, სამეცნიერო საბჭომ და ყველა თანამშრომელმა ერთხმად გამოხატეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება ცენტრიდან ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანასთან დაკავშირებით, ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კუთვნილი ტერიტორიისა და შენობის მიმართ არაჯანსაღი დაინტერესების გამო.

 

მათ მოითხოვეს დაწესებულების წინაშე წლობით მდგარი ამ და არაერთხელ გაჟღერებული სხვა პრობლემების მოგვარება, მაგრამ, სამწუხაროდ, მაკონტროლებელმა ორგანომ აირჩია არა დიალოგისა და ჯანსაღი თანამშრომლობის გზა, არამედ ხისტი მეთოდები.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაწყვიტა სრული იგნორირება გაუწიოს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს, მთელ კოლექტივს და თანამდებობას ჩამოაშოროს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმატებული ხელმძღვანელიბუბა კუდავა.

 

ჩვენთვის მიუღებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმპერატიული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავის მიმართ.

 

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეცნიერების ხელშეწყობის გაცხადებული პოლიტიკის გათვალისწინებით, შეაფასოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ხელი შეუწყოს ზემოთ აღნიშნული პრობლემების დარეგულირებას და გაატაროს ქმედითი ღონისძიებები ხელნაწერი მემკვიდრეობის წინაშე არსებული გამოწვევების რეალური და ეფექტური გადაწყვეტისათვის