gallery images

გამარჯვებული

10000
10000

ადრესატი:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დათხოვნილ იქნას საბავშვო ბაღი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, H1N1-ის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით

ვინაიდან და რადგანაც, გახშირდა რა, საქართველოში, H1N1-ით გარდაცვალების შემთხვევა, მომატებულია რა, H1N1-ით დაავადებულთა რაოდენობა, მივიჩნევ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, პრევენციის სახით, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, სასწავლო დაწესებულებების დროებითი დათხოვნის შესახებ, ვინაიდან, დამეთანხმებით, საბავშვო ბაღები, სკოლები თუ უმაღლესი სასწავლებლები, ყოველდღიურად, ათასობით ინდივიდის თავშეყრის ადგილი ხდება, სადაც ნებსით თუ უნებლიეთ, გვიწევს ახლო კონტაქტი ადამიანებთან, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელებას, რომელსაც შეიძლება, ნებისმიერი ჩვენთაგანი, შეუცნობლად ვატარებდეთ. ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს იმ მედიკამენტის დეფიციტი, რომელმაც უნდა შეძლოს ვირუსთან გამკლავება და თუ არსებობს სააფთიაქო ქსელში, იყიდება მაღალი ღირებულებით. დამეთანხმებით, დღევანდელი მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რთულია იმ მედიკამენტის შეძენა, რომლის ღირებულებაც 100 ლარს აღწევს.

 

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, რომ უმაღლესი პრევენციის სახით, დროებით, დათხოვნილ იქნას ყველა სასწავლო დაწესებულება. 

 

პატივისცემით, გიორგი ქოქიაშვილი