gallery images

საჭიროა 881 ხელმოწერა

119
1000

ადრესატი:

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი

შეუწყდეს მაუწყებლობა "1 გასართობს" !

შპს „რ.ბ.ჯ.“-ს მიერ 2015 წლიდან ხორციელდება რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი სახელმწიფო ტელევიზიის - ORT-ს პირველი არხის გასართობი პროგრამების გავრცელება ქართულ სატელევიზიო სივრცეში,ქართული თარგმნით.

ქვეყანაში,რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული მიუღებელია ამ ქვეყნის გასართობი გადაცემების მშობლიურ - ქართულ ენაზე თარგმნა და გავრცელება.ქართულ სატელევიზიო სივრცეში არც ერთი უცხოური არხი არ მაუწყებლობს ქართული გახმოვანებით.

ამ არხის მაუწყებლობა უხეშად არღვევს კანონს "მაუწყებლობის შესახებ" . რომლის 51-ე მუხლის მიხედვით ,პროგრამული უზრუნველყოფა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყონ სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამების, სპორტული მოვლენებისა და თამაშების, რეკლამის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისათვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისათვის გამოყოფა. ევროპული პროდუქციისათვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებელთა და მსმენელთა წინაშე ლიცენზიის მფლობელის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.

"1 გასართობი"  ირიბად ახდენს რუსულ პროპაგანდას. აღსანიშნია, რომ შპს "რ.ბ.ჯ"-ს 90%-ის მფლობელი  სწორედ რუსეთის მოქალაქე - ოლგა მილიაევაა.

აქედან გამომდინარე,მოვითხოვთ შეუწყდეს მაუწყებლობა "1 გასართობს" !