gallery images

გამარჯვებული

5000
5000

ადრესატი:

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

დაუბრუნდეს ფეხბურთს პაატა ღუდუშაური

ადრესატი: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი, საქართველოს პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, საქართველოს სპორტის სამინისტრო, მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, საფეხბურთო კლუბები, სპორტული მედიის და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები.

„გარიგებული მატჩების საქმე“ ქართულ საფეხბურთო რეალობაში, ძალზე სამწუხარო და არასასიამოვნო ფაქტია. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მსგავსი ქმედება, დასაგმობი და გაუმართლებელია, მაგრამ ამ სკანდალის მონაწილეთა შორის, ასაკით ყველაზე უმცროსი, პაატა ღუდუშაურის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება, განსაკუთრებით სპორტული განაჩენის ნაწილში, რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას ბადებს.

•          იყო კი პაატა ღუდუშაური გარიგებული მატჩების ორგანიზატორი?

•          ჰქონდა მას ვინმესთან კომუნიკაცია თავისი ინიციატივით?

•          იზიარებდა იგი თანაგუნდელების სურვილს, რომ მიეღო მონაწილეობა მსგავს ქმედებაში?

•          ამოძრავებდა პაატა ღუდუშაურს ანგარება?       

სწორედ ამ კითხვების გამო, რომელზე პასუხიც მხოლოდ არაა,  რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?

სწორედ ამიტომ გვსურს, თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა რათა, გაითავისოთ და გულთან ახლოს მიიტანოთ არსებული ვითარება და გაიაზროთ ის მიზეზები, რის გამოც პაატა ღუდუშაურმა შესაძლოა სამუდამოდ დაასრულოს ის საქმიანობა, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ცხოვრების მთავარი შემადგენელი ნაწილია. მიზეზი კი საკმაოდ ბევრია და ამაში თავადაც დარწმუნდებით:

ხანგრძლივი დროის განმავლობაში, 21 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი მუდმივად იყო  თანაგუნდელების მხრიდან, ხვეწნა-მუდარის, გაუთავებელი სმს შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების ადრესატი, რათა   ზემოთ აღნიშნულ  ქმედებებში მონაწილეობა მიეღო. ისმის ლეგიტიმური კითხვა. ინიციატორების მხრიდან, რატომ გაკეთდა აქცენტი კონკრეტულად პაატა ღუდუშაურზე და არა რომელიმე სხვა ფეხბურთელზე.? პასუხი მარტივია: პაატა ღუდუშაური გახლდათ, ერთადერთი ძლიერი ხელისშემშლელი რგოლი, მათი გეგმის განხორციელებაში. 

   ყოველჯერზე მიღებულ უარს, მოჰყვა მის ადამიანურ და ემოციურ ფონზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ თუ პაატა ღუდუშაური თანაგუნდელებს არ გაუწევდა დახმარებას, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.  ამ შინაარსის ფსიქოლოიურმა ზეწოლამ და მის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილმა სტრესულმა ფონმა, განაპირობა ახალგაზრდა ფეხბურთელის შეცდომაში შეყვანა, რასაც დღეს ყველაზე მეტად თავად პაატა ღუდუშაური განიცდის და ნანობს.

აქედან გამომდინარე, ჩდება სავსებით ლეგიტიმური კითხვა. მაშინ, რატომ უნდა დაისაჯოს 21 წლის პაატა ღუდუშაური ისე, როგორც ამ საქმის ორგანიზატორები, აქტიური წევრები, ინიციატორები და მთავარი შემსრულებლები?

ამ მიზეზებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, გვსურს თხოვნით მივმართოთ ყველას, ვისაც კი შესწევს უნარი და ძალა, რომ გადაიხედოს 21 წლის ღუდუშაურის მიმართ გამოტანილი განაჩენი და მიეცეს მას ერთი შანსი, რომელიც მის ფეხბურთში დაბრუნებას გულისხმობს. მითუმეტეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მიზეზი და გარემოება, ეფუძნება აუდიო და ვიდეო მტკიცებულებებს.