gallery images

საჭიროა 98769 ხელმოწერა

1231
100000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი

მიიღოს საქართველოს პარლამენტმა კანონი ლუსტრაციის შესახებ

ლატვიამ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ალბანეთმა, ლიტვამ და გერმანიამ, ყველამ, ბოსნია-ჰერცოგოვინას გარდა, მიიღო კანონი ლუსტრაციის შესახებ და დაემშვიდობა საბჭოთა წარსულს და რუსეთის პოლიტიკურ ბატონობას.

ზოგიერთ ქვეყანაში კანონი ყოფილ კომუნისტურ ნომენკლატურას უკრძალავდა ხუთი წლის განმავლობაში საჯარო სამსახურში უმაღლესი თანამდებობის დაკავებას (ბულგარეთი,სლოვაკეთი), ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით (ლატვია), იკრძალება 1991 წლის შემდეგ კომუნისტური ან მისი მონათესავე იდეოლოგიის მქონე ორგანიზაციებში გაერთიანებულ მოქალაქეების დარეგისტრირება პარლამენტსა და მუნიციპალურ არჩევნებში. გერმანიაში, პოლონეთში, ბულგარეთში კანონის მიღებას პირველ ხანებში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საჯარო მოხელეების წმენდა მოჰყვა.

იმისათვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს საბჭოთა წარსულიგსან და რუსეთს არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ საქართვლოს საჯარო სამსახურებში ჰყვადეს რუსეთის ინტერესის გამტარებლები, აუცილებელია, საქართველომ სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნების მსგავსად მიიღოს კანონი ლუსტრაციის შესახებ.

ყველას, ვისაც გსურთ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრება, გთხოვთ, ხელი მოაწეროთ პეტიციას!