gallery images

გამარჯვებული

600
600

ადრესატი:

საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტების პეტიცია

 ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სტუდენტები, აღშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და სოლიდარობას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობის გრძნობამ და იმედგაცრუებამ 20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოიყვანა.

საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების სტუმრობა და მათი პარლამენტის ტრიბუნაზე ხილვა ჩვენთვის და ჩვენი ოკუპირებული ქვეყნისთვის ღირსების შემლახველია. ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ტატუნაშვილის, ბაშარულის და ოთხოზორიას სამშობლოში იმ პოლიტიკური პერსონების ზარზეიმით მიღება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, არის ქვეყნის ღალატი.

ჩვენთვის ასევე მიუღებელია ის ფაქტი, რომ მთავრობამ სპეცრაზმის გამოყენებით, ძალადობრივი გზით დაარბია მომიტინგეები. 

აქედან გამომდინარე მოვითხოვთ:

 გადადგეს ყველა ის პიროვნება, რომელსაც შეხება ჰქონდა რუსეთის დელეგაციის სტუმრობის დაგეგმვასა და განხორციელებასთან.

დაწესდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი!

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.

დაისაჯოს ყველა, ვინც ნებართვა გასცა ან განახორციელა  20 ივნისის ღამეს მომიტინგეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

ყოველგვარი გასამართლების გარეშე გამოუშვან აქციის დროს დაკავებული მომიტინგეები, ისინი არ არიან კრიმინალები!

სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა აქციის დროს ფიზიკურად დაზარალებული ადამიანების მკურნალობაზე.