gallery images

საჭიროა 99859 ხელმოწერა

141
100000

ადრესატი:

საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

უსაფრთხო და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფო დგას მნიშვნლელოვანი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე, რაც ცალსახად გამოიხატა საზოგადოებაში მომწიფებული მხურვალე პროტესტის სახით, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო იძენს ახალ მასშტაბებს.

იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების პერსპექტივა, პირველ რიგში, აუცილებელია, საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილის და პოლიტიკური სამყაროს წარმომადგენლების კონსოლიდაცია, არსებული არაეფექტური მართვის სისტემისა და პოლიტიკური განწყობების შესაცვლელად.

მოგეხსენებათ, რომ საპროტესტო ტალღის მთავარ მამომძრავებელ ელმენენტად იქცა, ოკუპანტი ქვეყნის- რუსეთის დუმის დეპუტატის შემოსვლა საქართველოში და მისი უტიფარი განცხადებები, ოკუპანტის ენაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს: გამოიჩინონ კეთილგონიერება და მაღალი პროფესიონალიზმი, რათა გაამართლონ მათზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და მოვალეობები ხალხის და ქვეყნის წინაშე. სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ყოველი ნაბიჯი არის, პირველი დასჯადი დანაშაული - ქვეყნის ღალატი! 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას და პარლამენტს , უმოკლეს ვადებში გადახედონ ,შეიმუშავონ, გაამკაცრონ  და დაამტკიცონ ქვეყნისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი  საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, როგორიც არის:

  • საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ;
     

პატივისცემით:
1. ლიკა ასლანიშვილი
2. ლევან ასლანიშვილი
3. თორნიკე ასლანიშვილი
4. დავით მეტრეველი
5. გიორგი აბრამიძე
6. თორნიკე შერაზადიშვილი