gallery images

საჭიროა 788 ხელმოწერა

1212
2000

ადრესატი:

ქართული მედია სივრცე

დააბრუნეთ აერობიკის გადაცემა ტელესივერცეში

ბოლო პერიოდში ქართული ტელესივრცე გაიჟღინთა ისეთი პროგრამებით რომლებიც საზოგადოების უმეტესად საზოგადოების გაღიზიანებასა და დათრგუნვას იწვევს, გაუთავებელი პოლიტიკური თოქ-შოუები სადაც სულ ჩხუბი და ვნებათაღელვაა, საინფორმაციო გამოშვებები რომლებიც იმდენად მძიმე ინფორმაციებს გადმოცემს რომ ადამიანი ითრგუნება და სერიალები რომლებიც არ წარმოადგენს ინტერესს. უმეტესად ტელეეკრანებიდან ჩხუბი, ტრაგედიები და კოშმარები ისმის და აქედან გამომდინარე ინტერესი იკარგება რაიმეს ყურების რადგან ყველა ტელეარხი ერთმანეთს გავს.კარგი იქნება თუ დილის საათებში რომელიმე არხზე გავა აერობიკის ვარჯიშების ნახევარ საათიანი გადაცემები როგორც ეს ოთხმცდაათიანების პირველ არხზე იყო და ამით ხელი შეეწყობა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. აერობიკის გაკვეთილები რომელზეც ყველას ექნება შესაძლებლობა ივარჯიშოს და ხალისით დაიწყოს დილა და ტელესივრცეც უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს ვიდრე სულ საინფორმაციოები, პოლიტიკური თოქ-შოუები და სერიალები რომლებიც ამძიმებენ ისედაც მძიმე გარემოს რაც ქვეყანაში სუფევს.რომლებიც უარყოფითად მოქმედებს როგორც მოქალაქეების განწყობაზე ისე სულიერ მდგომარეობაზე.