gallery images

საჭიროა 5798 ხელმოწერა

4202
10000

ადრესატი:

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

შეჩერდეს 5G ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში!

2020 წლის 24 აპრილს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა განიხილოს 5G მომსახურებისთვის გამოყოფილი სიხშირული რესურსის საფასური. საკონსულტაციო პროცესი გაგრძელდება 15 მაისამდე, რაც პირდაპირი დასტურია იმისა, რომ პროცესის განხორციელება დაწყებულია.
5G სისტემის შესახებ მთელს მსოფლიოში დამოუკიდებელი მკვლევარების მიერ ჩატარებულია ასობით სამეცნიერო გამოკვლევა რადიაციული სხივების ბიოლოგიურ ეფექტებზე.

5G სიხშირის გვერდითი მოვლენების შესახებ მეცნიერებმა შემდეგი ფაქტორები ჩამოთვალეს: თვალის დაავადებები -კატარაქტა; წნევის პრობლემები; მუდმივი დაღლილობის შეგრძნება; ნევროლოგიური დარღვევები; იმუნური სისტემის დარღვევა; უნაყოფობა მამაკაცებში; კიბოს რისკის გაზრდა და სხვა.

მეცნიერების საბოლოო დასკვნა კი ასეთია: 5G ტექნოლოგია არის მართვის, კონტროლის, თვალთვალის და ხელოვნური ინტელექტის სამართავი საშუალება, რომლის მასიური დანერგვაც, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, გამოიწვევს ეკო სისტემის გამოუსწორებელ დაზიანებას, ასევე ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებას უჯრედულ დონეზე.

აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვას მთელს მსოფლიოში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მრავალ ქალაქში 5G ანტენების მონტაჟი ადგილობრივმა ხელისუფლებებმა გააჩერეს.

მოსახლეობამ მრავალ ქვეყანაში, ქუჩის აქციებით გააპროტესტა, ზოგან კი პირდაპირ დაარბიეს და გაანადგურეს აღნიშნული ინოვაციისთვის დამონტაჟებული ანტენები.

ტექნიკური პროგრესი ყოველთვის მისასალმებელია ოღონდ არა ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე!

ვინაიდან, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელისუფლების ვალდებულებაა,
მოგიწოდებთ:

დაუყოვნებლივ შეაჩეროთ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში!

მოვითხოვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიხსნას საყოველთაო დისკუსია, რომელშიც ჩაერთვებიან შესაბამისი სფეროს მეცნიერები, გარემოს დაცვის სპეციალისტები, ჯანდაცვის წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანიები, ეკონომისტები, დამოუკიდებელი ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოება, რათა თავიდან ავირიდოთ გაუგებრობა და მორიგი საზოგადოებრივი დაპირისპირება.

პეტიციის ავტორები: მაია დვალიძე (სამედიცინო ფსიქოლოგი), გიორგი ჯავშანაშვილი, ირაკლი აბაშიძე ( ეკონომისტი), რევაზ მალაციძე (IT სპეციალისტი)