gallery images

საჭიროა 957 ხელმოწერა

43
1000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა

დავეხმაროთ სომხეთს

ახალი კორონა ვირუსის გავრცელებამ, მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა.

სახელმწიფოები, რომლებმაც კორონა ვირუსის გავრცელების პიკი უკან მოიტოვეს, ნელ-ნელა და ეტაპობრივად უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მოხარული ვართ, რომ ამ ქვეყნების რიგშია საქართველოც, რაც ბევრი ადამიანის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

სამწუხაროდ, კორონა ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, არაერთ სახელწიფოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა. მათ შორის არის საქართველოს მეზობელი, სომხეთის რესპუბლიკა.

ჩვენ, პეტიციის ხელის მომწერები, მივიჩნევთ, რომ საქართველოს მთავრობამ, ღიად უნდა შესთავაზოს დახმარება სომხეთს.

ახლა მხოლოდ სიტყვების, შეგულიანების და გვერდში მდგომი განცხადებების დრო არ არის - მოქმედებაა საჭირო და პირველი ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას!