gallery images

საჭიროა 418 ხელმოწერა

1582
2000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი

თხოვნა ღონისძიებების ჩატარების უფლებასთან დაკავშირებით

მოგმართავთ თხოვნით, დაგვრთოთ ნება მოვაწყოთ ნებისმიერი ტიპის  ღონისძიება-წვეულება. იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე და ა.შ. ღია სივრცეებში (კერძო სახლის ეზო, რესტორნების ეზოები/ტერასები/აივნები და სხვა, ღია ტიპის ობიექტი), ასევე დახურულ სივრცეებში (რესტორანი, დარბაზი, სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი) სტუმართა იმ რაოდენობით, რასაც მოცემული სივრცე დაიტევს მთავრობის რეგულაციების და რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით. 

  • პირველ ეტაპზე დაგვრთეთ ნება დავიწყოთ ჩვენი საქმიანობა მცირერიცხოვანი ღონისძიებებით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ეტაპობრივათ გავზარდოთ მათი რიცხვი. 
  • ამ სფეროში დასაქმებული არიან სხვადასხვა მიმართულების ადამიანები (ფოტოგრაფები, ვიდეოგრაფები, მუსიკალური ბენდები, დიჯეები, მომღერლები, წამყვანები,დიზაინერები,ფლორისტები, წვეულების ორგანიზატორები და სხვადასხვა მომსახურების სფეროს წარმომადგენლები), რომელთაც საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა შექმნილმა მდგომარეობამ. ბევრი მათგანი შემოსავლის გარეშე დარჩა. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ არის არანაირი ინფორმაცია თუ როდის შევძლებთ ჩვენი საქმიანობის გაგრძელებას, ამასთან არც პროგნოზირების შესაძლებლობა გვაქვს, გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა. 
  • წვეულებები,რომელთა მოწყობის ნებართვასაც ვითხოვთ არ არის მხოლოდ ნეფე-დედოფალი ან იუბილარი და მოწვეული სტუმრები. ამ ღონისძიებების უკან უამრავი სხვა ადამიანი დგას, რომელთა უმრავლესობისთვისთვისაც ეს საქმიანობა ერთადერთი შემოსავლის წყაროა. აკრძალვა კი მათ, ფაქტიურად, არსებობის წყაროს ართმევს. უკვე გაუქმდა ან გაურკვეველი ვადით გადაიდო ათობით და ასობით ასეთი წვეულება, რამაც ძალიან დააზარალა ეს სფერო.

თითოეული ჩვენგანი სრულად იზიარებს  სოციალურ პასუხისმგებლობას, რეკომენდაციებს და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას და გთხოვთ, რომ  უმოკლეს ვადაში განიხილოთ ჩვენი საკითხი, რათა დროულად შევუდგეთ საქმიანობას.