gallery images

საჭიროა 924 ხელმოწერა

76
1000

ადრესატი:

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს მთავრობა

დაწესდეს გონივრული რეგულაციები სოციალურ ღონისძიებებზე

მხოლოდ აკრძალვით შედეგის მიღება შეუძლებელია. რაც კარგად ჩანს  აკრძალვის მიუხედავად ჩატარებული მრავალი ღონისძიებით. სასწორზე ადამიანის ჯანმრთელობა და ეკონომიკური მდგომარეობაა. აღნიშნული შეზღუდვა პირდაპირ ეხება საქართველოში დასაქმებულ 300 000 ამდე მოქალაქეს.

მოგიწოდებთ, მოვძებნოთ გამოსავალი და შევთავაზოთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ჩვენი ხედვა და კონკრეტული გამოსავალი სოციალური ღონისძებების გონივრული რეგულაციებით გასამართად. გთავაზობთ პირველად სამუშაო ვერსიას რომელიც იმედია თქვენთან ერთად დაიხვეწება და  შეივსება.  

1) განისაზღვროს სოციალური ღონისძებებზე დამსწრეთა გონივრული რაოდენობა სადაც შესაძლებელი გახდება რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა. 100 პერსონა.

2) განისაზღვროს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებისთვის ნაკლებად რისკიანი გარემო. ღია სივრცე.

3) ორგანიზატორები დაავალდებულეთ მსგავსი ღონისძიების დაგეგმვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს შრომის ინსპექტორს. (ლოკაცია, დრო, ხანგრძლივობა). შეტყობინების გარეშე განხორციელებული ყველა ღონისძიება მიუხედავად ლოკაციისა დაექვემდებაროს მკაცრ სანქციებს.

4) დაწესდეს ამ ტიპის ღონისძიებების ჩატარების გონივრული პროტოკოლი. რეალისტური და შესრულებადი. (მზად ვართ ვიმუშაოთ შესაბამის სამსახურებთან).

ცხადია ყოველივე ზემოაღნიშნული არ უზრუნველყოფს ვისრუსის გავრცელების სრულ პრევენციას, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებს რისკებს და იქნება მსგავსი სხვა ეკონომიკური საქმიანობებისა.