gallery images

გამარჯვებული

3288
3000

ადრესატი:

კავკასიის უნივერსიტეტი

გაგრძელდეს ონლაინ სწავლება კავკასიის უნივერსიტეტში

როგორც უკვე ცნობილია, მიუხედავად ქვეყანაში არსებული კოვიდ სიტუაციისა, კავკასიის უნივერსიტეტი გეგმავს სწავლის პროცესის განახლებას აუდიტორიებში და ,ასევე, შუალედური გამოცდების უნივერსიტეტში ჩატარებას. მიგვაჩნია,რომ განათლების ხარისხის შენარჩუნებაზე პრიორიტეტული ამჟამად არის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იქნება თუ არა სანიტარული ნორმები დაცული, ეს ვერ შეაკავებს ვირუსის გავრცელებას,რამეთუ უნივერსიტეტამდე მოსასვლელად მოგვიწევს რამდენიმე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა. ამასთანავე,შეუძლებელია უნივერსიტეტში სრულად ვიყოთ დაზღვეული ვირუსის გავრცელებისგან.

პეტიციის მიზანია, გაუქმდეს  უნივერსიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილება და სწავლება გაგრძელდეს ონლაინ რეჟიმში,ვინაიდან სერიოზული საფრთხე ემუქრება სტუდენტებისა თუ მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას/სიცოცხლეს. გარდა ამისა, შემოგვთავაზონ შუალედური გამოცდების ჩატარების ალტერნატიული გზა ან გადანაწილდეს  ქულები ქვიზებზე.