gallery images

საჭიროა 29466 ხელმოწერა

534
30000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა

ფინალისთვის შეჩერდეს კომენდანტის საათის მოქმედება

ფეხბურთის გულშემატკივრები მოვითხოვთ 12-დან 13 ნოემბრის ღამეზე შეჩერდეს კომენდანტის საათის მოქმედება.

12 ნოემბერს, ცარიელი ტრიბუნებზე დარჩენილ საქართველოს ნაკერებს, ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მხარდაჭერა სჭირდება. 

ამ პირობებში ღია გულშემატკივრობის ყველაზე ოპტიმალური ფორმა - სტადიონის გარშემო შეკრებაა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მატჩი 21 საათზე იწყება, ხოლო გადაადგილების შეზღუდვა 22 საათიდან აქტიურდება. 

ნაკრების მხარდასაჭერად და საზოგადოებრივი წესრიგის მოსობრივი დარღვევის თავიდან ასარიდებლად, საქართველოს მთავრობას მივმართავთ თხოვნით დაუშვას გამონაკლისი და გულშემატკივარს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მოგვცეს. 

შეზღუდვის შედეგად - ვერ შევძლებთ სტადიონის სიახლოვეს მისვლას და ნაკრების მხარდაჭერას. ვერ შევძლებთ პირად სივრცეში მეგობრებთან ერთად მატჩის ყურებას და სიხარულის გაზიარებას. გამარჯვების შემთხვევაში ვერ შევძლებთ ქუჩაში გასვლას და ზეიმს, რომელსაც 40 წელი ველოდით.

მოგვეცით საშუალება ბიჭებს ხმა მივაწვდინოთ, რომ ჩვენც მათთან ვართ

ეს არის მატჩი, რომელსაც საქართველოს ისტორიის შეცვლა შეუძლია