gallery images

საჭიროა 4965 ხელმოწერა

35
5000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

თავისუფლება დავით-გარეჯის მცველ, გიორგი იჩუკაიძეს!!!

     სამშობლოს სიყვარული ქართველისათვის სასჯელს არ იმსახურებს.
     2020 წლის 14 იანვარს, გიორგი იჩუკაიძემ, დავით-გარეჯის ტერიტორიული ერთიანობისათვის გადადგა თავგანწირული ნაბიჯი. მან ქართველ და აზერბაიჯანელ მესაზღვეებს მოუწოდა სამართლიანობის აღდგენისაკენ, რაც სამართალდარღვევად აღიქვა სახელმწიფომ და ნაცვლად იმისა, რომ დემარკაცია-დემილიტაციის კომისიას საბაბად მიეჩნია აღნიშნული მოვლენა და სახელმწიფოებრივ ინტერესებში გაეთვალისწინებინა გიორგის თავგანწირვა მას შეეფარდა ,,ხონის“ ფსიქიატრიულ კლინიკაში 3 წლით იძულებით თავისუფლების აღკვეთა. რაც ითვალისწინებს მკაცრი პროტოკოლით, ვიდეო კამერების წინაშე ,,სამკურნალოდ“ ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას, რაც პრაქტიკულად გამოუსწორებელ ზიანსც მიაყენებს მის ჯანმრთელობას.
     გიორგი იჩუკაიძე ყველა ქართველის სათქმელი თქვა, რითაც სამსხვერპლოზე მიიტანა საკუთარი სიცოცხლე.
     ვთხოვოთ პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას ელექტრონული ხელმოწერებით გიორგი იჩუკაიძის სასჯელის ანულირება.