gallery images

გამარჯვებული

754
500

ადრესატი:

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტის იურისტმა ახსნას ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება

თავისუფალ უნივერსიტეტში MACS-ის სკოლას მუდამ გვქონდა პრობლემა ადმინისტრაციასთან. ათასი უსინდისო ტყუილი, ათასი შეუსრულებელი დაპირება, არაორგანიზებული საგნები…

ერთი თვის წინ, ვებ პროგრამირების ლექტორმა ყველანაირ სტანდარტს აცილებული გამოცდა ჩაატარა. 65-ზე მეტი სტუდენტის მხარდაჭერით, ჩატარდა შეხვედრა ლექტორთან და ადმინისტრაციასთან. ამ შეხვედრაზე მე და რამდენიმე სხვა სტუდენტმა ჩამოვთვალეთ მიზეზები, რომელთა გამოც მოტანილი გამოცდა იყო თავიდან ჩასატარებელი. ამის შემდეგ, ყველანაირი საფუძვლის გარეშე, ლექტორმა ძალიან უხეშად მომმართა 70 ადამიანის წინაშე, პირდაპირ შეეხო ჩემს თავმოყვარეობას, რაზეც თავისი სიტყვები შევუბრუნე (არც უხამსი ლექსიკა გამომიყენებია, არც გინება და არც ისეთი რამ მითქვამს, რაც ფაქტი არ იყო).

შეხვედრის შემდეგ ადმინისტრაციამ გამომიცხადა, რომ თურმე დავარღვიე უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის რამდენიმე მუხლი, კერძოდ:

1. ვცადე სასწავლო პროცესის ჩაშლა

2. მივაყენე ლექტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა

და რაც მთავარია 3. ლექტორზე მოვახდინე მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა.

 

ეთიკის საბჭოსთან შეხვედრაზე ადმინისტრაციის რამდენიმე წარმომადგენელი ძალიან მტრულად დამხვდა (როდესაც წესით, ისინი მიუკერძოებლები უნდა ყოფილიყვნენ), ცდილობდნენ თითიდან გამოეწოვათ ბრალდებები, zoom-ის ჩანაწერიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილად მოჰქონდათ წინადადებები. არავის უხსენებია ის ფაქტი, რომ დაპირისპირების ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ჩემი დარღვევები იმდენად მძიმე იყო, წერილობითი გაფრთხილება არ ჰყოფნიდა და სტუდენტის სტატუსი შემიწყვიტეს (როდესაც დარღვევა ხდება პირველად, სტუდენტი იღებს წერილობით გაფრთხილებას, თუ ეს დარღვევა არაა ძალიან მძიმე). ყველაზე დიდი დაცინვა კი ის იყო, რომ 29 დეკემბერს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ, თუმცა მე 31 დეკემბერს "საახალწლო საჩუქრად" შემატყობინეს.

ეს არ არის კონკრეტულ სტუდენტებზე შეტევის პირველი შემთხვევა. უნივერსიტეტში სწავლის 4 წლის განმავლობაში, როგორც სტუდენტი, პატიოსნად ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, მქონდა კარგი ურთიერთობა ყველა ლექტორთან და ყველა სტუდენტთან. უნივერსიტეტის სახელით ბევრ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა და გამიმარჯვია, რაც უნივერსიტეტს გამოუყენებია პიარში. ვგრძნობ თავს შეურაცხყოფილად ლექტორისაგან და ღალატს უნივერსიტეტის მხრიდან.

ამ პეტიციით მოვითხოვთ უნივერსიტეტის მთავარი იურისტის განცხადებას (უნივერსიტეტის მეილის საშუალებით), სადაც იგი აგვიხსნის, რატომ გადაწყვიტა ეთიკის საბჭომ ყველაზე მძიმე ფორმის სასჯელის გამოტანა და მისი, როგორც იურისტის აზრით, არის თუ არა სასჯელი დანაშაულის პროპორციული.

თავისუფალი უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსი:

http://freeuni.edu.ge/sites/default/files/FREEUNI - studentis etikis kodeqsi.pdf

შეხვედის ჩანაწერი (გთხოვთ ამ ეტაპზე არსად გადააზიაროთ, რაგდან ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს პროცესზე):
https://drive.google.com/drive/folders/1XFR4Np1zCrByhf3xsFkXOVykxCLV5fqW