gallery images

საჭიროა 9995 ხელმოწერა

5
10000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა

შეყვარებულ წყვილებს მოეხსნათ შეზღუდვები!

ერთი წელია ქვეყანა covid-ით გამოწვეული პანდემიის გამო შეზღუდვებითა და რეგულაციებით ცხოვრობს. ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფის პრობლემების განილვა ხდება, თუმცა დღემდე არავის გახსენებია შეყვარებული წყვილები და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებული ახალგაზრდები... 

1 წელია შეყვარებული წყვილები ვერ ახერხებენ საღამოობით სეირნობას, ჩახუტებას, ერთმანეთისთვის სითბოს გაზიარებას, უწევთ დისტანციურად საუბარი, ვეღარ იმართება რომანტიული საღამოები, დაიკეტა ყველა ასეთი დაწესებულება და კომენდანტის გამო ქუჩებსა და სკვერებშიც ვეღარ ახერხებენ დროის გატარებას. დღევანდელი მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას, წარმოიდგინეთ შეყვარებული წყვილები კვირაში 5 დღის განმავლობაში ერთმანეთს საერთოდ ვერ ნახულობენ, ერთ-ერთი მათგანი მაინც თუ მუშაობს, 7 საათზე სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ (საცობების გათვალისწინებით) დაუყოვნებლივ უწევს სახლში წასვლა და ფაქტობრივად მხოლოდ შაბათ-კვირასაა შესაძლებელი საყვარელი ადამიანის მონახულება და ამ დღეებშიც ყველა რესტორანი, კაფე და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი  დაკეტილია, მხოლოდ სკვერებშია შესაძლებელი შეხვედრა, ისიც 9სთ-მდე. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოში მყოფი შეყვარებული წყვილები ვითხოვთ ყველა შეზღუდვის მოხსნას, რათა დავუბრუნდეთ ძველ ფსიქო-სოციალურ მდგომარეობას და მინიმუმ შეყვარებულთან ერთად საღამოობით სეირნობა მაინც იქნას შესაძლებელი, ვინაიდან კომენდანტის საათი ფაქტობრივად ყველაზე მძიმე შეზღუდვაა. უამრავმა წყვილმა ვერ გაუძლო ასეთ ცხოვრებას და დაშორდნენ ერთმანეთს, დანარჩენნი კი მოწყენილნი აღტკინებით ელიან მომდევნო შაბათ-კვირის დადგომას რათა ქალაქის ერთი ბოლოდან სულაც ფეხით წავიდნენ მეორე ბოლოში საყვარელი ადამიანის სანახავად!