gallery images

გამარჯვებული

1395
1000

ადრესატი:

საქართველოს მთავრობა

აღდგეს სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება

გვსურს მოვუწოდოთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს აღიარონ სავარჯიშო დარბაზების აუცილებლობა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მნიშვნელობაში და დროულად აღდგეს სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება.

2020 წელს პანდემიის პერიოდში რამდენიმე თვიანი მუშაობის განმავლობაში სავარჯიშო დარბაზებში მკაცრად სრულდებოდა ყველა დადგენილი რეგულაცია და მომხმარებლების მიღება ხდებოდა უაღრესად უსაფრთხო გარემოში.

ამის მიუხედავად, 2020 წლის ლოქდაუნების პერიოდში დარბაზები იხურებოდა პირველ რიგში და იხსნებოდა ბოლოს. აქედან გამომდინარე, გასული წლის განმავლობაში საქართველოში მნიშვნელოვნად დაეცა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის დონე.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და შესაბამის ორგანოებს, მიიღონ მხედველობაში პანდემიის პერიოდში ფიზიკური აქტივობის, ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების წესის, შესაბამისად საქართველოში ფიტნეს ინდუსტრიის შენარჩუნების მნიშვნელობა, გახსნან სავარჯიშო დარბაზები უმოკლეს პერიოდში.