gallery images

საჭიროა 999998 ხელმოწერა

2
1000000

ადრესატი:

საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პარლამენტი

ეთხოვოს აშშ მთავრობას მოავლინოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარმომადგენელი/ები, რათა ყველა სამინისტროში (და საკვანძო რგოლში) დაიკავონ მინისტრის მოადგილის პოზიცია და სრულფასოვანი კურირება გაუწიონ-რეფორმების მიმართულებას.

მოცემულობა

 

   საქართველოს განვითარება და დასავლეთის განვითარებულ პოლიტიკურ და ღირებულებით ერთობაში ინტეგრაცია დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე სამი ათეული წელია მიმდინარეობს.  

   ამ მიზნის და ამოცანის მისაღწევად  წლებია ხორციელდება რეფორმები უპირატესად აშშ და ევროკავშირის ქვეყნების ინტელექტუალური, ინოვაციური და ფინანსური მხარდაჭერით, მაგრამ კვლავ მრავალი პრობლემა/ბარიერია გადასალახი, რათა ქვეყანა დასახელდეს-განვითარებულ დემოკრატიად სადაც შექმნილია სრულფასოვანი გარემო კეთილდღეობის საზოგადოების დასამკვიდრებლად.

 

წინადადება

 

   რადგან დახმარების უდიდეს ფინანსურ და ინტელექტუალურ წილს გაიღებს აშშ, რათა საქართველო სწრაფად განვითარდეს უპრიანია ეთხოვოს აშშ მთავრობას მოავლინოს  საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით წარმომადგენელი/ები, რათა ყველა სამინისტროში (და საკვანძო რგოლში) დაიკავონ მინისტრის მოადგილის პოზიცია და სრულფასოვანი კურირება გაუწიონ-რეფორმების მიმართულებას.

·         აშშ და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობა გამორიცხავს შინაარსობრივ და ლოგიკურ დისპუტს სუვერენიტეტის შესუსტების სპეკულაციის თემაზე;

·         აშშ მთავრობის დახმარება სასურველია წარმოადგენდეს გრანტს და სრული სახელფასო-სამივლინებო ხარჯები მათი მხრიდან იქნას ანაზღაურებული;

·         შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაცია, რათა ზემოხსენებულმა საკითხმა არ შექმნას სამართლებრივი კოლიზია.

 

  საქართველოში სტაბილურობის, მისი განვითარების და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად აშშ გვევლინება, შესაბამისად  სრულიად მისაღებად და დროულად მიმაჩნია მისი უფრო აქტიური ჩართვა ქვეყნის განვითარების პროცესში, რამეთუ პარტნიორობამ თვისებრივად ახალ საფეხურზე გადაინაცვლოს და გლობალურ პოზიტიურ შედეგებზე გავიდეთ.

 

 

2021 წლის 25 თებერვალი