Contact Information
gallery images

გამარჯვებული

1108
1000

ადრესატი:

საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი

მოითხოვე ვადამდელი არჩევნები

ვიწყებს კამპანიას - მოითხოვე ვადამდელი არჩევნები - #თავისუფლებისთვის #შენიმომავლისთვის.

როდესაც „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ხალხის ხმა და საზოგადოების სამართლიანი მოთხოვნები, ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ხმა გავაგონოთ. პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ქვეყნის გადასატვირთად ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები; ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. 
ამოამრჩეველთა მინიმუმ ნახევარზე მეტმა, ხმა მისცა ცვლილებებს და მათი ხმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპარა, გააყალბა და არაფრად ჩააგდო. ვადამდელ არჩევნებზე გადის ქვეყნის განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლის გზა.

კამპანია მიზნად ისახავს, ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება, დღევანდელ მმართველებს დაანახოს იმ ადამიანების მოთხოვნა, ვინც დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროა. 

ამ კამპანიის ფარგლებში ვაპირებთ მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თელავში ჩვენი ქვეყნის პატარა თუ დიდ ქალაქებში, სოფლებში... ჩვენ მივალთ თითოეულ ადამიანამდე და მათ ხმას, სამართლიან მოთხოვნებს გავაგონებთ ყველას. 

ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერებს, რათა მათი ნება დეკლარირებული და ყველასათვის გასაგები იყოს. პირადი შეხვედრების გარდა, online პლატფორმის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება. 

ჩვენი კარი ღიაა ყველა აქტივისტისთვის, არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური პარტიებისთვის. შემოგვიერთდით! ✌