პეტიციები

gallery images

რიონის ხეობის გადარჩენისთვის

თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის კურსდამთავრებულების ნაწილი გამოვთქვამთ ჩვენს მტკიცე პოზიციას ნამოხვანში ჰესების კასკადის მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აქციის ორგანიზატორებს და ვიზიარებთ მათ მიერ გამოთქმულ პოზიციებს, ვთვლით რა, რომ კომპანია „ენკა რინიუებლზსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის დაიდო ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სახელმწიფო არის წაგებულ პოზიციაში ყველა მიმართულებით, შესაბამისად ეს კონტრაქტი არის კაბალური და ვითხოვთ მის გაუქმებას. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ისევე, როგორც აქციის ორგანიზატორები, ჩვენც ვემიჯნებით ქსენოფობიურ განცხადებებსა და რელიგიური ნიშნით ადამიანების გამიჯვნას, ჩვენში აღშფოთებას იწვევს კონტრაქტის კაბალური შინაარსი, მიწის დიდი ფართობის გადაცემა უცხო კომპანიისთვის, როგორც პირდაპირი მიყიდვის წესით სამუდამოდ, ასევე აღნაგობის უფლებით 99 წლის მანძილზე, ბუნდოვანია ჰესების კასკადთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც, რომელიც ხელს გვიშლის ვენდოთ მხარეებს. ასევე, ვითხოვთ გაუქმდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ხეობაში, რომელიც უსაფუძვლოა და არღვევს ადამიანის უფლებებს.   პატივისცემით ხელმომწერები