add one
gallery images
gallery images

მოვითხოვთ ვერეს ხეობაში ცენტრალური ტყე-პარკის მოწყობას!

 მოვითხოვთ ვერეს ხეობაში ცენტრალური ტყე-პარკის მოწყობას!
gallery images

ყოფილი იპოდრომი გახდეს ''თბილისის ცენტრალური პარკი''

მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს "თბილისის ცენტრალური პარკი", ეს ქალაქი ჩვენია!!!#ერთადყველაფერსშევძლებთ 
gallery images

საზოგადოება #ბოთლიყლაპია აპარატებისთვის

ბოთლიყლაპია აპარატები უკვე მრავალი წელია გავრცელებული ევროპის ქვეყნებში. ეს აპარატები 2 უმნიშვნელოვანეს პრობვლემას ერთდროულად აგვარებს: 1) დანაგვიანება - ბოთლიყლაპია აპარატებისთვის აუცილებელია პლასტმასის გადამამაუშავებელი ქარხნის აშენება, რომელიც მეორადად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე საქართველოში არსებული სასმელების მწარმოებელი ქარხნებისთვისაც, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთიდან პლასტმასის შეძენა და თვითონ ქვეყანაში წარმოებულ გასაბერ ბოთლებს შეიძენენ. 2) გაჭირვება - ბოთლის ჩაბარების ღირებულება განსაზღვრული იქნება იმ ფასით, რა ფასიც ყველა მყიდველს მოემატება სასმელებზე. თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს.აპარატების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს
gallery images

გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი !!!ონლაინ სწავლება დიდად არაფრის მომცემი არ არის.
gallery images

ბახალასთვის

გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) უსამართლო სისტემის მორიგი მსხვერპლია. სამართალდამცავებმა მას ოთხი თვის წინ ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს.გიორგის სასჯელის ზომად ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ვადით 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ (სამართლის კოდექსის 260- ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი, ნარკოტიკული ნივთიერების განსაკუთრებით შემცველობის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისათვის).ბოლო დროის მსგავსი გახმაურებული საქმეების მსგავსად, მის საქმეშიც მოწმეები მხოლოდ პოლიციელები არიან. ისიც გაჩხრიკეს და ამოუღეს 0,3726 გრამი ბუპრენორფინი. ჩხრეკას (ბნელ და უკამერო ადგილას) მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები ესწრებოდნენ. გიორგიც უშედეგოდ ითხოვდა ექსპერტიზა ჩატარებოდა, თუნდაც, მის ქურთუკს. “რეპერების საქმემ” კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა როგორი სასტიკი და უსამართლოა არსებული სისტემა, როგორ წარმატებით აგრძელებს პოლიცია ნარკოტიკების “ჩადების” პრაქტიკას, როგორ უსპობს ახალგაზრდებს რაიმეს კეთების სურვილს და ჩვეულებრივ ჯალათად გვევლინება. განსაკუთრებით ცინიკურია სასჯელის ზომა (8-20 წელი ან უვადოდ!!!), მაშინ, როდესაც განზრახ მკვლელობისთვის სასჯელი 7დან 15 წლამდეა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა მძიმე დანაშაულებზე, როგორიცაა ყაჩაღობა, გაუპატიურება და სხვა.გიორგი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მიუხედავად ძალიან დიდი და რეალური რისკისა წლები გაატაროს ციხეში, მზადაა ბოლომდე იბრძოლოს სიმართლისთვის! 19 ივნისს გიორგის მორიგი სასამართლო პროცესია. გიორგი არ უნდა იჯდეს ციხეში, გიორგი უნდა იყოს გარეთ, აკეთოს თავისი საქმე, რომელიც უყვარს და კარგად გამოსდის, იყოს თავის ოჯახთან და მეგობრებთან, უბრალოდ მიეცეს საშუალება იცხოვროს და თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. გიორგი გიორგანაშვილი არის 37 წლის. შესრულებული აქვს ათობით როლი მხატვრულ ფილმებში, თეატრში თუ სატელევიზიო სერიალებში. არის სოციალურად აქტიური და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი. გიორგი თავად, ყოველთვის გამოხატავდა პროტესტს უსამართლობის და უფლებების დარღვევის მიმართ, ყოველთვის იდგა იქ, სადაც იგი მეგობრებს და უბრალო ადამიანებს ჭირდებოდა. ეხლა ჩვენი ჯერია ბახალას, და სხვა, მის მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს დავუდგეთ გვერდში. ეს მხოლოდ მათი დახმარება არ არის, ეს საკუთარ თავზე ზრუნვაა პირველ რიგში, რადგან ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს უსამართლობის მორიგი მსხვერპლი! გვჯერა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ამოიღებს ხმას, მით უფრო მალე და მძლავრად მიწვდება ხალხის გზავნილი ხელისუფლებას. ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის სასტიკი და აუცილებლად დროულად შესაცვლელი! ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს პოლიციაში გამეფებული მახინჯი “ჩადების” პრაქტიკაც! უსამართლობა უნდა დასრულდეს!
gallery images

დაგროვებითი საპენსიო სისტემის გაუქმება

კანონი არის შექმნილი ნაჩქარევად , არ მომხდარა საზოგადოების ჩართვა განხილვაში. არ არის დადგენილი რეფორმის სარგებლიანობა საქართველოს მოქალაქეებისთვის. კანონი ავალდებულებს მოქალაქეებს და ბიზნესს გადაიხადონ დამატებითი გადასახადები რაც ფაქტიურად ახალი გადასახადის შემოღებაა.  მოვითხოვთ კანონის გაუქმებას!
gallery images

არ მოუწიოს საზღვარგარეთიდან გამოწერილ 300 ლარიან ნივთებს განბაჟება, მოხდეს ზღვარის 600 ლარზე აწევა!

ჩვენ, პეტიციაზე ხელის მომწერებს, გვსურს 300 ლარიანი ზღვარის აწევა 600 ლარზე, რათა შევიძინოთ ხარისხიანი ნივთები მოსფლიოს სხვადასხვა საიტებზე ნორმალურ ფასად და აღარ მოგვიწიოს 90 $ იან ნივთზე განბაჟება .  ყველა თქვენგანმა, ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა, მოაწერეთ ხელი და გააზიარეთ სოციალურ ქსელებში. 300 ლარიანი ზღვარის აწევა არ გამოიწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეშლას, როგორც ამას მთავრობა იძახის და ამ მიზეზით არ სურს ზღვარის აწევა 1. მცირე ბიზნესის გავითარებას სწორედაც ბაჟის არსებობა უშლის ხელს, რომელიც მცირე ბიზნესმენს იძულებულს ხდის ელემენტარული, მიზერული საქონლის შემოტანის შემთხვევაშიც კი გასწიოს ზომაზე დიდი ხარჯი, რითაც იზრდება, როგორც პროდუქციის ფასი, ისე ბიზნესის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკები, რითაც მცირე ბიზნესმენს რეალურად ეკარგება სურვილი რაიმეს წამოწყების; 2. საშუალო და დიდი ბიზნესისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს ინდივიდების მიერ შემოტანილი შემოტანილი საქონელი, რომელთა მოცულობა საკმაოდ მცირეა 3. დოლარის მომატებამ ლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაართულა ეს პრობლემა, ადრე თუ  160-170 $ ის ნივთის შეძენისას 300 ლარს არ გადააჭარბებდი ახლა, 90 $ ზემოთ უკვე გიწევს განბაჟება; 4. ზღვარის აწევა, გაზრდის საქონლის მრავალფეროვნებას და გააძლიერებს კონკურენციას, რაც დაარეგულირებს ფასებს და ხარისხს, ვფიქრობთ ეს მისაღებული უნდა იყოს ხელისუფლებისათვის 5. ჩვენ, არ ვითხოვთ, ბაჟის საერთოდ გაუქმებას, მოხდეს დაწესებული 300 ლარიანი ზღვარის აწევა. 300 ლარიანი არსებული ზღვარის აიწიოს 600 ლარამდე, ( 2009 წლის აგვისტომდე ზღვარი იყო 1500 ლარი) 6. ზღვარის აწევა 600 ლარამდე ხელსაყრელია მთავრობისთვისაც, ეს გამოიწვევს გარკვეულ პროდუქტებზე (მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე) ფასების კლებას და გარკვეულწილად დააბალანსებს ლარის დევალვაციით გამოწვეულ ფასების 
gallery images

გაუქმდეს საქართველოს ფოსტის მიერ დაწესებული ხარკი შემომავალ საფოსტო გზავნილებზე

მოვითხოვთ საქართველოს ფოსტის მიერ დაწესებული ხარკის გაუქმებას ან ტარიფის დაწევას 25-50 თეთრამდე თითო ამანათზე.  2019 წლის 3 იანვრიდან დაწესდა ხარკი 2 ლარის ოდენობით რაც ნიშნავს იმას რომ,  Free Shipping- ით ჩამოტანილ ყოველ ამანათზე მოგიწევთ 2 ლარის გადახდა საქართველოს ფოსტაში. თუ თქვენი ამანათების რაოდენობა არის 15 ხოლო მათი ღირებულება არ აღემატება 7 ლარს თქვენ მოგიწევთ 30 ლარის გადახდა დამატებით საქართველოს ფოსტაში რათა მიიღოთ კუთვნილი ამანათიმოვითხოვთ აღნიშნული ხარკის გაუქმებას ან ტარიფის დაწევას 25-50 თეთრამდე თითო მიღებულ ამანთზე.  დაწესდა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის და შეიცვალა ადრესატის ინფორმირების წესიგაცნობებთ, 2019 წლის 3 იანვრიდან ძალაში შედის საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის,  რომლის ღირებულებაც განისაზღვრება 2 (ორი) ლარის ოდენობით. აღნიშნული საფასურის გადახდა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრებში გზავნილის ჩაბარებისას. ამასთან, თუ  თქვენ ისარგებლებთ საქართველოს ფოსტის დამატებითი სერვისით „გზავნილის ჩაბარება ადრესატის მისამართზე კურიერის საშუალებით“ , საფასურის გადახდის შესაძლებლობა  მოგეცემათ გზავნილის თქვენთვის სასურველ მისამართზე ჩაბარებისას, დამატებითი სერვისის საფასურის გადახდასთან ერთად.საფასურის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები, რომელთა შიგთავსს წარმოადგენს საქონელი და იგზავნება მარტივი ან Express/Tracked კატეგორიის მცირე პაკეტის და  საჰაერო ამანათის ფორმით. ასეთ გზავნილთა კოდი იწყება ლათინური ასოებით U, L, C ან რიცხვით 03.  ზემოთ აღნიშნული კატეგორიის გზავნილები ძირითად შემთხვევაში განეკუთვნებიან ელექტრონული კომერციის გზავნილთა კატეგორიას.საფასურის გადახდისაგან განთავისუფლებულია შემდეგი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები:·         ნებისმიერი სახეობის საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილი, რომლის შიგთავსაც არ წარმოადგენს საქონელი;·         გზავნილი, რომელიც დაექვემდებარება სავალდებულო საბაჟო დეკლარირებას; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;·         საფოსტო გზავნილი, რომელიც „საქართველოს ფოსტას“ და საბოლოოდ ადრესატს; გადაეცემა დაზიანებულ მდგომარეობაში;·         საქართველოს ფოსტის პროდუქტი „სახმელეთო ამანათი“;·         საფოსტო გზავნილი, რომლის ჩაბარებაზეც უარს განაცხადებს ადრესატი.საფასურის გადახდას დაქვემდებარებული გზავნილების ადრესატისათვის ჩაბარების მიზნით, საქართველოს ფოსტის ქსელში გზავნილის შემოსვლის შემდეგ ადრესატს გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება. შეტყობინების ტექსტი მოიცავს ინფორმაციას თუ როდის და სად შეუძლია ადრესატს გზავნილის მიღება.თუ ადრესატის გზავნილი არ შეიცავს მობილური ტელეფონის ნომერს, შეტყობინება  გზავნილის „საქართველოს ფოსტის“ ქსელში მიღების შესახებ კურიერის მიერ  მოთავსხება  ადრესატის სააბონენტო საფოსტო ყუთში, ხოლო ასეთი ყუთის არარსებობის შემთხვევაში, შეტყობინების დატოვება მოხდება ადრესატის კარზე ან მის მიმდებარედ გამოსაჩენ ადგილას.გზავნილის მიღება შესაძლებელია საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრში, მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, ადრესატის ან მისი მინდობილი სრულწლოვანი პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს საკუთარ და ადრესატის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (ან მის 
gallery images

შეიქმნას საგამოძიებო კომისია ცხოველების დახოცვის ფაქტზე

სტიქიური უბედურება რომელიც თავს დაატყდა თბილისს, შესაძლოა მნიშვნელოვანი ინდიკატორი აღმოჩნდეს საზოგადოებრივი განვითარების დონის შესაფასებლად. დილიდან ხელისუფლებამ უჩვეულო სანახაობა შემოგვთავაზა, აფრიკული "საფარი". ერთმანეთის მიყოლებით ხოცავენ ცხოველებტ რომლებიც სტიქიას გამოექცნენ. ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ აკეთებს განცხადებას(და არც მედია სვამს კითხვას) რატომ არ ხდება გაქცეული, სრულიად უდანაშაულო, ცხოველების ტრანკვილიზატორებით დაზინება და არა მათი უმოწყალო ხოცვა. ჩვენ, ამ პეტიციაზე ხელის მომწერები, ვითხოვთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შედგება საზოგადოების წარმომადგენლებისაგან და მოხდეს საკითხის შესწავლა:1. თუ კი მიზეზი საძილე საშუალებების არ ქონაა, უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი2. თუ მიზეზი, "ნადირობის" სურვილია შუაგულ თბილისში, ამ შემთხვევაშიც უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხიუნდა გაირკვეს ვინ გასცა ბრძანება ცხოველების ხოცვაზე და რატომ ფოტო ეკუთვნის: გიორგი დანელიას 
gallery images

ვითხოვთ ჰუმანურ აქტს ამნისტიას

ნაროკოპოლიტიკა2.1.მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკასაქართველოში მოქმედი ნარკოტიკული დანაშაულის მომწესრიგებელი კანონმდებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია. გარდა იმისა, რომ ზოგადად ნარკოტიკის მოხმარება არის კრიმინალიზებული, სხვა ტიპის ნარკოტიკული დანაშაულებისთვის (შეძენა/შენახვა, კულტივირება) გათვალისწინებულია არაადეკვატურად მძიმე სანქციები.2.2.რეალური მდგომარეობა ციფრებშისაქართველოში ნარკოტიკულ დანაშაულზე გასამართლებულ პირთა რაოდენობა 2009 წელს შეადგენდა 3663 პირს, 2010 წელის - 2517, 2011 წელი 1523, 2012 წელი - 861, 2013 წელი 3570, 2014 წელი 4003, 2019 წელს კი ნარკოდანაშაულზე მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა შეადგენდა 2043 პირს და 1000 - მდე ბრალდებულ პირს.2019 წელს ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადატანა ან გასაღება დანაშაულისათვის მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში იწარმოებოდა 1063 საქმე, საიდანაც 1020 განაჩენის გამოტანით დასრულდა.ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში იყო შემოსული 276 საქმე, საუდანაც 259 შემთხვევაში დაკისრებულ იქნა პასუხისმგებლობა.მნიშვნელოვანია აღვნიშვნოთ, რომ წარმოებული საქმეების 90% მეტს, ასევე ნარკოტიკულ დანაშაულზე ბრალდებულ/მსჯავრდებულთა 90% მეტს არ აქვს კავშირი ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასთან, არამედ ასეთი დანაშაული მოიაზრებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას, გადატანას, გადაზიდვას, დამზადებას, შეძენასა და შენახვას პირადი მიზნებისათვის.2.3.დავაადება და არა დევიაციანარკომანია - ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკული საშუალებების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივადფორმირებადი სინდრომის არსებობით:·         შეცვლილი რეაქციის სინდრომი;·         ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;·         ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი; (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში)·         ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი. ყოველწლიურად ჩვენ საპატიმროებში ვამყოფებთ 3000 ავადმყოფ ადამიანს. ყოველწლიურად 6000 ადამიანი იხდის პირობით სასჯელს ავადმყოფობისათვის.3.      უთანასწორობა3.1.საქართველოს მართლმსაჯულება სამწუხაროდ არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ პატიმართა საქმეები გამოძიებულ იქნას ობიექტურად და სასჯელი იყოს მინიჭებული სამართლიანად. დამნაშავე პირების მიმართ გამოიყენება უმკაცრესი ზომები. ამავდროულად ხშირია უთანასწორობაც, როდესაც საქმე ეხება მსგავსი დანაშაულებებისათვის გასამართლებულ პირებს. საკმაოდ განსხვავდება სასამართლო პრაქტიკა სასჯელის ზომის განსაზღვრაში, ასევე პროკურატურის პრაქტიკა საპროცესო შეთანხმებების გამოყენებაში იმ პირთა შორის ვინც 2012 წლამდე იყო გასამართლებული და იმ პირთა, ვინც 2012 წლის შემდგომ პერიოდში. ამავდროულად 8 წლის განმავლობაშიც იცვლებოდა ზ/აღნიშნული პრაქტიკა და განსხვავდება ასევე 2013 წელს დანიშნული სასჯელები თუ განხორციელებული საპროცესო შეთანხმებები იმ პრაქტიკასთან შედარებით, რაც დღეის მდგოამრეობით არის დამკვიდრებული. მკვიდრდება ერთგვარი უთანასწორობაა კონკრეტული ადამიანების მიმართ.ამნისტია კი ერთადერთი გამოსავალია, რათა დაბალანსებული იყოს ქვეყანაში პატიმრის უფლებები „შერჩევით“ სამართალთან.4.      პანდემიით გამოწვეული პრობლემები და შედეგები4.1.სრულიად მსოფლიო კორონა ვირუსის პანდემიას ებრძვის. ქვეყნების უმეტესობამ მიიღო გადაწვეტილება პატიმრების გათავისუფლების. საქართველოში მსგავსი აქტი არც პანდემიის პირობებში განხორციელებულა. აქვე მინდა შეგახსენეთ, რომ 8 წელია საქართელოში ფართო მასშტაბიანი ამნისტიის აქტი  არ გამოუცემიათ საქართველოს კანონმდებლებს.5.      უვადო პატიმრები5.1. 2012 წლის ამნისტია2012 წლის ფართომასშტაბიანი და საყოველთაო ამნისტია შეეხო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ფაქტობრივად ყველა დანაშაულს, გარდა უვადო პატიმრებისა. 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიით­ ყველა მსჯავრდადებულს უნდა შეხებოდა ამნისტია (მოიაზრებოდა 80-ზე მეტი უვადო პატიმარიც) და სასჯელი შემცი­რებოდა, უვადოებზე კი უზენაესმა ჩაწერა, ამ პატიმრებზეც გავრცელდეს ამნისტია,­ მოაკლდეთ 1/4, მაგრამ დარჩნენ უვადო პატიმრებადო.2012 წლის დეკემბრის ამნისტიას საფუძვლად ედო 2012 წლამდე პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება. აღნიშნული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები უვადო პატიმრების იყვნენ. მათ აწამებდნენ ყოველდღიურად, არაფრად აგდებდნენ, ექცეოდნენ, როგორც არაადამიანებს. მაშასადამე თუ ამნისტიის საფუძველი იყო წამება და არაადამიანური მოპყრობის შედეგების, კერძოდ კი ნატანჯი დაზარალებულებისათვის სასჯელის შემსუბუქება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საპირწონედ, უვადო პატიმრებს უპირობოდ უნდა შეხებოდა ამნისტია.საუბარია ყველა უვადო პატიმარზე.­ ადამიანისთვის, ვინც 20-დან 25 წლამდე საპყრობილეში გაატარებს, ეს დიდი სასჯელია, ამნისტია კი - დიდი სტიმული, გამოვიდეს და ცხოვრების წესი შეიცვალოს.1997 წელს, როცა სიკვდილით დასჯა გაუქმდა, შევარდნაძემ 56 სიკვდილმისჯილი შეიწყალა. მათ 15 წელი მოიხადეს. ამ 56-დან შემდეგ მხოლოდ ოთხმა ჩაიდინა დანაშაული და ისიც - მსუბუქი კატეგორიის. სხვათა შორის, ციხის ხელმძღვანელობა ყოველთვის ამბობს, რომ უვადო პატიმრები უფრო წესიერად იქცევიან, მათ უფრო ადამიანურად დაელაპარაკები, ვიდრე მათ, ვისაც ექვსი თვე, ან ორი წელი აქვთ მისჯილი. ისინი უფრო ძნელი სამართავები არიანო. არსებობს კანონი "უვადო თავისუფლების აღკვეთის შესახებ", რომელიც 20 წლის მოხდის შემდეგ უვადო პატიმარს შანსს აძლევს, კომისიას შესაწყალებლად მიმართოს, თუმცა მსგავსი პრაქტიკაზე არ განხორციელებულა.5.2. ვადიანი სასჯელისაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთს სახით დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს. ამავდროულად განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს.უვადო მსჯავრდებულებებზე ამ კანონით  გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების მიზნისათვის ამოსავალ წერტილად ვიღებთ სისხლის სამართლის 59-ე მუხლს.6.      ჩვენ ვიაზრებთ კრიმინალური ვითარების გაუარესების საფრთხეებს ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებისას, რატომაც ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, და ყოველი წამოყენებული მოთხოვნა ეყრდნობა დეტალურ ანალიზს, კონსულტაციებს სხვადასხვა კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენლებთან და ისეთი სახისაა, რომ პირველ რიგში ვაღწევთ ჰუმანურობას, ადამიანის/პატიმრის უფლბების დაცვასა და სასჯელის შემსუბუქებას თუ სხვას, ამავდროულად ყოველი არის გატარებული საზოგადოების უკეთესი ინტერესების გათვალისწინებით, ისე რომ არც ერთი სუბიექტის არც უფლება ირღვევა და არც მდგომარეოაბა აუარესდება.ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, მოვითხოვთ ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამნისტიის გამოცხადებას.
gallery images

შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა  არ ფინანსდება.  მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური წნეხი ძალიან დიდია. მკურნალობის საშუალო ღირებულებაა 8000-15000 ლარის ფარგლებში და ზევითაა, დამოკიდებულია დამატებით საჭიროებებზე ინდვიდუალურად.  სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში უშვილო წყვილების რიცხვი 12-15%-ს შეადგენს.საქსტატის მონაცემებით 2009-2019 წწ.  საქართველოში რეგისტრირებულია 300 000-ზე მეტი ქორწინება. თუ კი ვივარაუდებთ უნაყოფობის 12-15%-იან რიცხვს შეიძლება ითქვას რომ 36000-45000-ზე მეტ წყვილს საორიენტაციოდ აქვს უნაყოფობის პრობლემა. ვინაიდან ეს მხოლოდ ბოლო ათწლეულის ქორწინების მონაცემებია, იგულისხმება რომ უნაყოფო წყვილების რიცხვი რეალურად ბევრად დიდია. ყოველწლიურად კი უნდა ვივარაუდოთ რომ 3600-4500 ახალი წყვილია უნაყოფობის პრობლემით საქართველოში.ყველა ადამიანიის უფლებაა ჰქონდეს როგორც ფიზიკური ისე ფსიქიკური ჯანმრთელობა. მშობლების უფლებაა თავად გადაწყვიტონ როდის და რამდენი შვილი იყოლიონ. უნაყოფობა არღვევს ადამიანის უფლებებს და ზიანს იწვევს გენდერულ ჭრილშიც,  როდესაც ურთიერთობაში ქალი მეტად ხვდება წნეხის ქვეშ იმისგან დამოუკიდებლად გამოწვეულია თუ არა უნაყოფობა მისი ჯანმრთელობის ფაქტორით. უნაყოფობას ნეგატიური ზეგავლენა აქვს სოციალურ ცხოვრებაზე. ქალები ხშირად განიცდიან უარყოფით დამოკიდებულებას, სოციალურ სტიგმას, ემოციურ სტრესს, დეპრესიას, შფოთს, საკუთარი თვითშეფასების დაქვეითებას და განქორწინებასაც კი.სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მოქმედებდეს მსგავსი უთანასწორობების აღკვეთისა და ეფექტური, დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობის უზრუნველყოფისთვის.  ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა აღიარონ უნაყოფობა როგორც დაავადება რომელსაც ისევე ესაჭიროება დიაგნოსტირება, მკურნალობა და ხარისხიანი მომსახურება როგორც სხვა ნებისმიერ დაავადებას.  ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში სამედიცინო კრიტერიუმებზე დაფუძნებით ფინანსდება უნაყოფობის მკურნალობა. 
gallery images

შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა / Stop the construction of devastating HPPs in Racha-Lechkhumi

რიონის ხეობა საფრთხეშია.საქართველოს მთავრობა რაჭაში და ლეჩხუმში ჰიდროელექტროსადგურების ორი მასშტაბური კასკადის აშენებას გეგმავს - ონის და ნამახვანის კასკადებს. ისინი საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ - რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონების მდგრად განვითარებას. For English please  scroll down #გადავარჩინოთრიონი #არაონისკასკადს #არანამახვანიჰესს #saverioniriverონის კასკადის შედეგად, ქვეყნის ყველაზე წყალუხვი მდინარის - რიონის 37 კილომეტრიან მონაკვეთზე მდინარის კალაპოტში წყლის ბუნებრივი ჩამონადენის (საშუალო მრავალწლიური ხარჯის) მხოლოდ მეათედი დარჩება, ხოლო დანარჩენი ჰესის გვირაბებში მოექცევა. ეს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ხეობის ფლორასა და ფაუნას. რიონი ვეღარ შეასრულებს მის ეკოლოგიურ ფუნქციებს - ღვარცოფული მდინარეების მიერ ჩამოტანილი ქვა-ღორღისა და ორგანული ნივთიერებების გადატანას. ამით, ერთი მხრივ, საფრთხე შეექმნება უშუალოდ ჰესის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, ხოლო მეორე მხრივ, ქვედა დინებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწები გამოიფიტება და ნაპირების ეროზია მოხდება. თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაშიცაა აღნიშნული, რომ კასკადი სარისკოა მეწყრული სოფლებითვის და შესაძლოა ადგილობრივი მაცხოვრებლების განსახლება გახდეს საჭირო. ის მნიშვნელოვანი ასპექტი მასშტაბური ჰესის საპროექტო დოკუმენტაციაში შესწავლილი საერთოდ არ ყოფილა.ონის სოფლების თავზე, სეისმურად და გეოლოგიურად შეუსწავლელ მთებში, გვირაბებში მოქცეულმა რიონმა, შესაძლოა დიდი საფრთხე შეუქმნას ადამიანების სიცოცხლეს და გააქროს უწერის ცნობილი მინერალური წყლები, რაც რეგიონს მდგრადი განვითარების შესაძლებლობებს შეზღუდავს.არც ონის, არც ნამახვანის კასკადის პროექტებში, სათანადოდ არ შესწავლილა და უგულებელყოფილია სეისმური რისკები. ეს მაშინ, როცა რაჭა-ლეჩხუმს კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, გამანადგურებელი მიწისძვრა ახსოვს და მისი განმეორების შესაძლებლობა არსებობს.433 მგვტ-იანი ნამახვანის კასკადის რეზერვუარების სარკის ზედაპირის ფართობი610 ჰექტარია, რომელიც დატბორავს წყალტუბოსა და ცაგერში სოფლებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას. დაზიანების შემთხვევაში, ნამახვანის კაშხლიდან გამოხეთქილი 34 მეტრიანი ტალღა ქუთაისს 19 წუთში დაატყდება, წყალდიდობით გამოწვეული საფრთხე კი მთელ კოლხეთის დაბლობს დაემუქრება.ნამახვანის ჰესი მიკროკლიმატსაც შეცვლის ლეჩხუმში. ეს იმას ნიშნავს, რომ დავკარგავთ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშის- ცოლიკაურის მიკროზონას, ანუ, ტვიშის ღვინოს, ისევე როგორც უსახელოურის მიკროზონას. პროექტს ასევე ზემოქმედება ექნება ამბროლაურში ხვანჭკარას მიკროზონაზე. ეს მნიშვნელოვანი დანაკარგია ადგილობრივი მეწარმეებისთვისაც, რომელთა წლების განმავლობაში გაშენებული ვენახები და სამომავლო გეგმები, მათ შორის, ხალხისგან ისედაც დაცლილ მთის სოფლებში ტურისტების მოზიდვა, წყალში ჩაიყრება.არც ერთ პროექტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ არ გაითვალისწინა ადგილობრივი მოსახლეობის პოზიცია. პროექტებზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები მოსახლეობის და საზოგადოების სათანადო ჩართულობის და მონაწილეობის გარეშე, კანონდარღვევით გაიცა.ამ ყველაფერთან ერთად, პროექტების განვითარება ისე დაიწყო, რომ მათი ეკონომიკური საჭიროება დაუსაბუთებელია: არ არის წარმოდგენილი დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი უნდა იყოს. მეტიც, ნამახვანის ჰესების კასკადზე გაფორმებული ხელშეკრულება კონფიდენციალურია, ონის კასკადის ხელშეკრულების მიხედვით კი, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულებას იღებს კერძო კომპანიისგან 20 წლის განმავლობაში ელექტროენერგია შეისყიდოს და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარანტირებულად მაღალ ფასი გადაუხადოს (საშუალოდ 1 კვტ.სთ10 ცენტზე მეტი).აღსანიშნავია, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც უკვე ააშენა მძიმე შედეგებით ცნობილი შუახევი ჰესის პროექტი. შუახევი ჰესის გვირაბები ამუშავებიდან 2 თვეში ჩამოინგრა, რისი მიზეზიც გეოლოგიური რისკების არასაკმარისი შესწავლა იყო. დამატებითი სამუშაოების შედეგად, 2020 წელს შუახევი ჰესი ამუშავდა, თუმცა რისკები მოსახლეობისა და გარემოსთვის კვლავაც მაღალია.მიუხედავად უამრავი რისკისა და პრობლემისა, კანონდარღვევებისა, სათანადო წინასწარი კვლევებისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობისა და, უკვე წლებია, ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტისა, ონისა და ნამახვანის ჰესების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობამ უკვე გასცა. ონის კასკადზე გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ხოლო ნამახვანის ჰესზე - სამშენებლო ნებართვაც წინასწარ სამუშაოებზე. ლეჩხუმში მძიმე ტექნიკა უკვე შევიდა და, ხალხის პროტესტის ფონზე, სამუშაოები დაიწყო.შემოგვიერთდით, დავიცვათ რიონი, რადგან ეს ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი მომავლის და კანონის დაცვას ნიშნავს. გადავარჩინოთ რაჭა-ლეჩხუმი!საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ:1. შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურების - ონისა და ნამახვანის ჰესების მშენებლობა.2. დაუყოვნებლივ შეიქმნას რაჭის ეროვნული პარკი, სადაც სხვა ეკოსისტემებთან ერთად, დაცული იქნება მდინარე რიონი და მისი შენაკადები.3. საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში რისკის შემცველი პროექტების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ეკოსისტემებს, მდინარეებს და აფერხებს მაღალმთიანი რეგიონების მდგრად განვითარებას.4. გასაჯაროვდეს ჰიდროელექტროსადგურებზე გაფორმებული ხელშეკრულებებიმოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას გავაგრძელოთ პერმანენტული აქციები, მივმართოთ საერთაშირისო ორგანიზაციებს და ყველა არსებული გზით შევუშალოთ ხელი მდინარე რიონის ხეობაში დამანგრეველი ჰესების მშენებლობას.                   Stop the construction of devastating HPPs in Racha-Lechkhumi#SaveRioniRIverRioni valley is under serious threat.The government of Georgia plans to build two large-scale hydropower cascades in Racha and Lechkhumi regions – the Oni and Namakhvani cascades. These hydropower plants (HPPs) threaten not only the nature in the surrounding Rioni River valley, but also the population of Racha, Lechkhumi and Kutaisi and the sustainable development of the region.In order to construct the Oni cascade, only one-tenth of the river's natural runoff (average annual flow) will remain in a 37-kilometre section of the Rioni, the country's most powerful river, and the rest of the water will be diverted through tunnels. This will cause irreparable damage to the flora and fauna of the valley. The Rioni River will no longer be able to perform its ecological functions – transporting rubble and nutrients from flooding rivers farther downstream. This will directly endanger the population living in the project area; it will also deplete the agricultural lands downstream and erode the riverbanks. The decision of the Ministry of Environmental Protection and Agriculture states that the cascade is risky for villages in landslide zones and that resettlement of the locals might be required. This important aspect has not been studied in the project documentation at all.In the mountains above the villages of Oni, which have yet to be explored from both a seismic and a geological perspective, the tunnels that will carry diverted water from the Rioni may pose a serious threat to locals’ lives, and they may also destroy the famous mineral waters of Utsera, which will limit the region's future sustainable development opportunities.Seismic risks have not been properly studied for either the Oni or the Namakhvani cascade projects. The residents of Racha and Lechkhumi regions can still remember one of the largest, most devastating earthquakes in the Caucasus, and it is always possible that there will be a recurrence.The area of the reservoir surface for the 433 MW Namakhvani cascade will cover 610 hectares, which will flood the villages of Tskaltubo and Tsageri municipalities, significantly impacting their unique biodiversity and cultural heritage. In case of any damage, a 34-metre wave from the Namakhvani dam will hit Kutaisi (The second largest city in Georgia) in 19 minutes, and the danger caused by the flood will threaten the entire Kolkheti lowland.The Namakhvani hydropower plant (HPP) will also change the microclimate in Lechkhumi. This means that we will lose unique types of Georgian wine – including Tvishi wine from the Tsolikauri micro-zone, as well as wines from the Usakhelauri micro-zone. The project might also impact the Khvanchkara micro-zone in Lower Racha region (municipality of Ambrolauri). It will be a significant loss for local entrepreneurs, whose vineyards and future plans, which have been cultivated for years (including attracting tourists to already abandoned villages in mountains), will be wasted.The Ministry of Environmental Protection and Agriculture did not consider the position of the local people in any of these projects. Environmental decisions for both projects were made in violation of the law, without the proper inclusion and participation of the public.Additionally, the development of the projects has begun in such a way that their economic needs are unjustified: no cost-benefit analysis has been presented, which is required by Georgian law as a part of the environmental impact assessment report. Moreover, the Namakhvani cascade agreement is confidential. And according to the Oni cascade agreement, the government of Georgia undertakes to purchase electricity from a private company for 20 years and pay a guaranteed high price from the state budget (on average, more than 10 US cents per 1 kWh).It should be noted that the company that won the tender for the construction of the Namakhvani HPP already built the Shuakhevi HPP, known for its devastating results. The tunnels of the Shuakhevi HPP collapsed within 2 months of its commissioning due to insufficient geological risk studies. Following additional work on the Shuakhevi HPP, it was turned on again in 2020; however, the risks to the population and the environment remain high.Despite numerous risks and problems, violations of the law, lack of proper preliminary studies and security guarantees, and years of active protests from locals, the government of Georgia has already made decisions on the Oni and Namakhvani HPPs. An environmental decision has been made on the Oni cascade, and a construction permit for preliminary construction work has been issued for the Namakhvani HPP. Heavy machines have already entered Lechkhumi, and, despite the locals’ protests, preliminary work has begun.Join us to protect the Rioni River, which means protecting our lives, our future and our law. Let's save Racha-Lechkhumi!We ask the government of Georgia to:1. Stop the construction of the planned Oni and Namakhvani hydropower plants on the Rioni River.2. Establish Racha National Park, where, along with other ecosystems, the Rioni River and its main tributaries will be protected.3. Stop implementing risky projects in the highland regions of Georgia that endanger natural ecosystems and rivers and hinder the sustainable development of these regions.4. Make the Georgian government's agreements with companies about HPP's publicIn the case of non-compliance with our demands, we reserve the right to continue permanent protest actions, appeal to international organisations and use all available resources to prevent the construction of destructive hydropower plants in the Rioni River valley.
gallery images

სტუდენტებისთვის განახევრდეს სწავლის გადასახადი პანდემიის დროს

სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა, რის უმთავრეს გამომწვევ მიზეზს ფინანსური პრობლემა და, აქედან გამომდინარე, დაგროვილი სტუდენტური გადასახადი წარმოადგენს. 2020 წლის მონაცემებით, უმაღლესი სასწავლებლების 59076 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული. მათგან 19874 სტუდენტს, რაც საერთო რაოდენობის 33.6%-ია,  სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული.სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა კოვიდპანდემიის პირობებში. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო უამრავი ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე. ამის მიუხედავად, დღეს არავინ ფიქრობს, რა ბედი ეწევათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახურები და რომელთა მშობლებიც უმუშევრად დარჩნენ. სწორედ ფინანსური კრიზისის გამო ახალგაზრდები და მათი ოჯახები ვერ იხდიან სწავლის გადასახადს და სტუდენტები იძულებულნი არიან უარი თქვან განათლებაზე.განათლების უფლება კი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.სწორედ ამიტომ, ჩვენ - ახალგაზრდები ვითხოვთ:1)      პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გამო, განახევრდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გადასახადი;2)      სტუდენტებს აღუდგეთ 2020 წელს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული სტატუსი; სტუდენტები:მაკა ტოხიშვილიელენე ელბაქიძელაშა ანაკიძეზურაბ კურცხალიანინო წულაძემარიამ კუსიანიხატია მირცხულავანინო ხაზიურიმარი რუხაძექეთევან მუსერიძესალომე წერეთელითემურ შანავასალომე სუხიტაშვილიმარიამ რევაზიშვილიქრისტინე კიკალიშვილინათია ბლაგიძე 
gallery images

გადაეცეს თამაზ ელიზბარაშვილს ადგილი სადაც ააშენებს ახალ ძაღლების თავშესაფარს!!!

პირველად 3 ივნისს ადიდდა მდინარე ვერე, რომელმაც დააზარალა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. წყლის დონემ 2 მეტრს მიაღწია, დაიკარგა და დაიხრჩო ათობით ძაღლი. საბედნიეროდ, ათივე დათვი გადარჩა. თავშესაფრის ჩვეული რიტმით მუშაობის გაგრძელება მოხალისეების დაუზოგავი დახმარებით მოხერხდა.   13 ივნისის ღამეს განმეორებითი  წყალდიდობა საბედისწერო აღმოჩნდა თავშესაფრისთვის. თავსესაფარი მთლიანად გაანადგურა სტიქიამ,  დაიხრჩო და დაიკარგა ათეულობით ძაღლი, სამწუხაროდ დაიღუპა ყველა დათვი. ძაღლების ევაკუაცია მოხდა საბურთალოს სასაფლაოზე, რამდენიმე დღის შემდეგ   ეკონომიკის სამინისტრომ თავშესაფრისთვის დროებით გამოყო თავისი  კუთვნილი ტერიტორია, რომელიც მდებარეობს სამგორის რაიონში, კაიროს 26 ნომრის მოპირდაპირე მხარეს. ამ შენობაში არ არსებობდა ელექტროენერგია და საკანალიზაციო სისტემა. თამაზ ელიზბარაშვილმა კი ხალხის მხარდაჭერით მოაგვარა ეს პრობლემა. მიუხედავად ამისა, მრავალი საკითხი რჩება მოსაგვარებელი.   დროებითი თავშესაფრის ტერიტორია გამოუსადეგარია ძაღლების თავშესაფრის არსებობისთვის, რადგან: 1. ემეზობლება საცხოვრებელი სახლები, რაც არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.                  2. დროებითი თავშესაფრის ტერიტორია  მისასვლელად მოუხერხებელია, ჩვენთვის, ცხოველთა მოყვარულებისთვის.   როგორც ჩვენთვის ცნობილია, ბატონი თამაზი მერიისგან მოითხოვს თავის კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ალტერნატიულ ფართს და კომპენსაციას, რაც კანონიერად ეკუთვნის მას.    ჩვენი მოთხოვნაა, თამაზ ელიზბარაშვილს კანონის შესაბამისად გადაეცეს კომპენსაცია და  ტერიტორია, სადაც შეძლებს ახალი თავშესაფრის აშენებას!